energoefeqturobis centris yovelkvireuli energetikuli macne

#01

2019

გილოცავთ ახალ, 2019 წელს!

 

  1. საუდის არაბეთი ამცირებს ნავთობის მოპოვებას. მოემზადეთ ტრამპის ტვიტებისთვის

  2. Conoco მოელის, რომ 2019 წელს აშშ-ში ფიქალის ნავთობის მოპოვება 25%-ით გაიზრდება

  3. 2018 წელს გერმანიაში განახლებადი წყაროებიდან მეტი ელექტროენერგია მიიღეს, ვიდრე ნახშირიდან

  4. ჩინეთის მზის ენერგიის მრეწველობა მეტად დიდია, რათა გაკოტრდეს? 

  5. ნარჩენებიდან მიღებული ენერგია მოხმარდება შოტლანდიის ენერგეტიკას  

  6. ნახშირორჟანგის გადამუშავება მდგრად ქიმიკატებად და საწვავად

  7. EPA აცხადებს, რომ ვერცხლისწყლის გამოფრქვევის რეგულირება არ არის „საჭირო და აუცილებელი“ 

  8. ცისფერი ნახშირბადის უზარმაზარი რეზერვუარი, აღმოჩენილი დიდ ბარიერულ რიფში, შეიძლება იყოს კლიმატის ცვლილების შემაფერხებელი ფაქტორი

  9. პუბლიკაციები

  10. ღონისძიებები

 

 
 
 
 

საუდის არაბეთი ამცირებს ნავთობის მოპოვებას. მოემზადეთ ტრამპის ტვიტებისთვის

იმ თემების სია, რასაც პრეზიდენტი ტრამპი აკრიტიკებს თავის ტვიტებში, იცვლება დღიდან დღემდე. შესაძლოა მალე მისი რისხვა კიდევ ერთხელ თავს დაატყდეს ნავთობის ფასებს და აშშ-ს მოკავშირის - საუდის არაბეთის ქმედებებს.

უდაბნოს ეს სახელმწიფო უკვე ასრულებს თავის დაპირებას, შეამციროს მოპოვება, და პირველადი მონაცემები ადასტურებს, რომ ყველაზე დიდი შემცირება მოდის აშშ-ში მიწოდებაზე. გარდა ამისა, ფასი, რომელსაც ის იღებს თავისი ნავთობის ამერიკელი მყიდველებისგან, გაიზარდა თითქმის რეკორდულ დონემდე თებერვალში გასაგზავნი ტვირთებისათვის. ეს შეიძლება უსიამოვნო სიახლე იყოს პრეზიდენტისთვის, რომელმაც სულ ახლახანს იზეიმა გაზზე ფასების ვარდნა.

ოპეკ+ -ის წევრი ქვეყნები შეიკრიბნენ დეკემბერში, რის შედეგად ისინი შეთანხმდნენ შეემცირებინათ მიწოდება 1,2 მლნ ბარელით დღეში იანვრიდან. საუდის არაბეთისთვის ეს ნიშნავდა მოპოვების შემცირებას 10,3 მლნ ბარელამდე დღეში, თუმცა იგი უფრო შორს წავიდა - ნავთობის მინისტრმა ჰალიდ ალ-ფალიჰმა ჟურნალისტებს და ანალიტიკოსებს განუცხადა, რომ იანვარში მოპოვება შემცირდება 10,2 ბარელამდე დღეში.


წყარო:  oilandgaspeople.com

 


Conoco მოელის, რომ 2019 წელს აშშ-ში ფიქალის ნავთობის მოპოვება 25%-ით გაიზრდება

მსოფლიოს უმსხვილესი ნავთობმომპოვებლის, ConocoPhillips-ის გენერალური დირექტორის რაიან ლენსის სიტყვებით, იგი მოელის, რომ ფიქალის ნავთობის მოპოვება 2019 წელს გაიზრდება 25%-ით, ნავთობზე ფასების დაცემის მიუხედავად, რაც ადასტურებს დარგის მდგრადობას.

აშშ-ში Conoco-ს ჭაბურღილები Eagle Ford Shale-ს და ბაკენის საბადოებზე მომგებიანია მაშინ, როცა ნავთობის ფასი არის 50 დოლარის ფარგლებში ბარელზე, განაცხადა ლენსმა ინტერვიუში ჰიუსტონში. Conoco მოიპოვებდა 313 000 ბარელს დღე-ღამეში სამ რეგიონში, ანუ მსოფლიო მოპოვების 25%-ს.

ამერიკული ნავთობის წარმოება იზრდება, რაც ხელს უწყობს გლობალური მიწოდების სიჭარბეს. ამან გამოიწვია ფასის შემცირება მესამედით ოქტომბრის დასაწყისიდან. ფიქალიდან ნავთობის მოპოვებით მიღებული მოგების შემდგომმა შემცირებამ შეიძლება შეანელოს ზრდა 2019 წელს, თუმცა მრეწველობა იმყოფება გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში, ვიდრე ეს იყო უკანასკნელი ვარდნის მომენტში ოთხი წლის წინ, აღნიშნა ლენსმა.


წყარო:  oilandgaspeople.com

 

სარჩევში დაბრუნება

 
 
 

 

2018 წელს გერმანიაში განახლებადი წყაროებიდან მეტი ელექტროენერგია მიიღეს, ვიდრე ნახშირიდან

ფრაუნჰოფერის ინსტიტუტის მონაცემებით, 2018 წელს განახლებადი ენერგეტიკის სექტორმა პირველად აწარმოა მეტი ელექტროენერგია, ვიდრე ნახშირმა, ამასათან ენერგიის განახლებადი წყაროები უზრუნველყოფენ გამომუშავებული ელექტროენერგიის 40 პროცენტს, ხოლო ნახშირი - 38 პროცენტს.

რა თქმა უნდა, “ენერგიის განახლებადი წყაროები“ მოიცავს სხვადასხვა წყაროების ერთობლიობას - მზის, ქარის, ჰიდროს და ბიომასას, მაშინ როცა ნახშირი საწვავის ერთი წყაროა. მაგრამ ნახშირი დიდი ხნის განმავლობაში იყო ქვეყნის ენერგობალანსის ძრითადი კომპონენტი, და გერმანია, როგორც ჩანს, მზად არის მნიშვნელოვნად შეამციროს თავის ენერგოსისტემაში ნახშირისგან მიღებული ელექტროენერგიის რაოდენობა. მან ნოემბერში ქვანახშირის უკანასკნელი მაღაროც კი დახურა. Bloomberg-ის მონაცემებით, ამიერიდან ნახშირზე მომუშავე 120 ელექტროსადგურისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ მუშაობენ, ნახშირის იმპორტი მოხდება აშშ-დან, რუსეთიდან ან კოლუმბიიდან.

განახლებადი წყაროებისთვის ეს მნიშვნელოვანი ეტაპი განაპირობა ქარის ენერგო სექტორის გაფართოების გაგრძელებამ. გერმანიაში ქარი ენერგო გამუშვება გაიზარდა წლიური 5,4%-ით, და მოელიან, რომ 2019 წელს იგი ისევ გაიზრდება. ქარმა უზრუნველყო გერმანიაში ელექტროენერგიაზე მოთხოვნის დაკმაყოფილების 19% 2018 წელს.

 

წყარო: arstechnica.com

 

ჩინეთის მზის ენერგიის მრეწველობა მეტად დიდია, რათა გაკოტრდეს??

2018 წლის ზაფხულში ჩინეთის ცენტრალურმა ხელისუფლებამ პანიკაში ჩააგდო ფოტოელექტრული სისტემების დარგი, დამკვირვებლებისა და ექსპერტების ჩათვლით, შეიტანა რა რადიკალური ცვლილებები ფოტოვოლტაიკების განლაგების გეგმაში, მათ შორის დროებით შეაჩერა კომუნალური საწარმოები, შეამცირა FiT, გადაიტანა ეკონომიკური აქტივობები პროვინციებში, და გადადგა ამასთან დაკავშირებული ნაბიჯი, სცადა (კიდევ ერთხელ) გაეკონტროლებინა ქვეყნის დავალიანების პრობლემა. პროგნოზები შემცირდა და წყვდიადი ჩამოწვა მთელს მზის ენერგიის მრეწველობაზე.

სულ ახლახან ქვეყნის მთავრობამ რაიმე განმარტებების გარეშე განაცხადა, რომ სტიმულირების (ან თუნდაც წახალისების) ახალი პროგრამა ამოქმედდება 2019 წლის შუა პერიოდიდან. მიუხედავად რაიმე დეტალების არარსებობისა, მუდმივი მხარდაჭერის განცხადების გამო მთელმა ფოტოელექტრულმა დარგმა, დამკვირვებლებისა და ექსპერტების ჩათვლით, ბოლოს და ბოლოს შვებით ამოისუნთქა და დაიწყო ოპტიმისტური პროგნოზების გაკეთება, თუმცა საწარმოო სიმძლავრეების ფაქტიურ ზრდამდე საქმე არ მისულა.

როდისაა ბიზნესი ან თუნდაც ქვეყანა იმდენად დიდი, რომ არ გაკოტრდეს? როგორც წესი, მთავრობა ღებულობს ასეთ გადაწყვეტილებას, როდესაც კომპანიის ან ინსტიტუციის კრახს შეუძლია მოახდინოს საბაზრო კატასტროფის პროვოცირება. უმუშევრობის მნიშვნელოვან ზრდას შეუძლია მოახდინოს საბაზრო კატასტროფის პროვოცირება, აგრეთვე სოციალური მღელვარების გამოწვევა.


წყარო: renewableenergyworld.com

 

სარჩევში დაბრუნება

 

ნარჩენებიდან მიღებული ენერგია მოხმარდება შოტლანდიის ენერგეტიკას

ნარჩენებზე მომუშავე ახალი თბოელექტროსადგური არ დაუშვებს 216,000 ტონა საყოფაცხოვრებო და კომერციული ნარჩენების მოხვედრას ნაგავსაყრელზე.

ამის ნაცვლად ნარჩენები მოხმარდება 21 მგვტ ელექტროენერგიის გამომუშავებას Earls Gate-ის ენერგეტიკულ ცენტრში, შოტლანდიის ქალაქ გრანჯემუტში.

პროექტი შეიმუშავა კომპანია Brockwell Energy-მ, რომელიც შეინარჩუნებს სადგურის 50-პროცენტიან წილს მისი ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ. დანარჩენი ეკუთვნით Green Investment Group-ს და Covanta Energy-ს.

სადგური შეცვლის გაზის დანადგარს, აგრეთვე უზრუნველყოფს სითბოთი და ელექტრო-ენერგიით ოთხ მეზობლად მდებარე ადგილობრივ საწარმოს, მათ შორის ქიმიკატების წარმოებას და კომუნალური მომსახურების საწარმოს.

მშენებლობა დაიწყება მომავალ თვეს და ექსპლუატაციაში შევა 2021 წლის ნოემბერში.


წყარო: renewableenergyworld.com
 

ნახშირორჟანგის გადამუშავება მდგრად ქიმიკატებად და საწვავად

რა ვუყოთ ამდენ ნახშირორჟანგს?

ათწლეულების მანძილზე მეცნიერები ეძებენ ჰაერში ნახშირორჟანგის ზედმეტი გამონაფრქვევის მოცილების ეფექტურ გზებს და მისი ისეთ პროდუქტებად გარდაქმნის გზებს, როგორიცაა განახლებადი საწვავი და მდგრადი ქიმიური ნივთიერებები. მაგრამ ნახშირორჟანგის სასარგებლო ქიმიურ ნივთიერებებად გარდაქმნის გზა არის ხანგრძლივი ძვირი, და შესაბამისად ეკონომიკურად და ეკოლოგიურად არასიცოცხლისუნარიანი.

ახლა კი აშშ ენერგეტიკის დეპარტამენტთან არსებული ბერკლის ეროვნული ლაბორატორიის (Berkeley Lab) და ხელოვნური ფოტოსინთეზის გაერთიანებული ცენტრის მკვლევარების აღმოჩენამ დაგვანახა, რომ ნახშირორჟანგის რეცირკულაცია ძვირფას ქიმიკატებად და საწვავად შეიძლება იყოს ეკონომიური და ეფექტური - და ეს ყველაფერი სპილენძის კატალიზატორის წყალობით.

როცა იღებთ ლითონური სპილენძის ნაჭერს, იგი შეიძლება მოგეჩვენოთ გლუვად, მაგრამ მიკროსკოპიულ დონეზე მისი ზედაპირი არასწორია - და ეს უსწორმასწორობა არის ის, რასაც მეცნიერები უწოდებენ „აქტიურ მონაკვეთებს“, - ამბობს ჯოელ აგერი JCAP-დან, რომელმაც ჩაატარა კვლევა. აგერი არის ბერკლის ლაბორატორიის მასალათმცოდნეობის განყოფილების მეცნიერ-მუშაკი და ბერკლის უნივერსიტეტის პროფესორი.


წყარო: solarthermalmagazine.com

 

სარჩევში დაბრუნება

 

 

     

EPA აცხადებს, რომ ვერცხლისწყლის გამოფრქვევის რეგულირება არ არის „საჭირო და აუცილებელი“

ტრამპის ადმინისტრაციის გარემოს დაცვის სააგენტომ (EPA) განაცხადა, რომ არ თვლის რომ ნახშირის ელექტროსადგურებისთვის დაწესებული მოქმედი წესები ვერცხლისწყლის გამოფრქვევაზე, არის „საჭირო და აუცილებელი“. ამ განცხადების საფუძველი გახდა სააგენტოს მიერ არსებული წესის ხარჯსარგებლიანობის ანალიზის გადახედვა.

ვერცხლისწყლის და ტოქსიკური ნივთიერებების სტანდარტის წესი (MATS) მოქმედებს წლების განმავლობაში და ის ენერგოკომპანიები, რომლებიც ფლობენ ნახშირის ელექტროსადგურებს, უკვე იცავენ ამ მოთხოვნებს. ეს წესი ადგენს შეზღუდვებს ვერცხლისწყლის იმ რაოდენობაზე, რაც შეიძლება გამოიფრქვეს ელექტროსადგურში. ჰაერში გამოფრქვეული ვერცხლისწყალი საბოლოოდ შეიძლება მოხვდეს ნიადაგში და წყალში, სადაც იგი ახდენს „მომწამლავ ზემოქმედებას ნერვულ, საჭმლის მომნელებელ და და იმუნურ სისტემებზე, ასევე ფილტვებზე, თირკმელებზე, კანზე და თვალებზე“, ასევე იწვევს განვითარების დეფექტებს ბავშვებში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით.

ნახშირის მრეწველობამ დაადანაშაულა MATS-ის წესები იმ ელექტროსადგურების დახურვაში, რომლებსაც იგი ამარაგებდა. მართლაც, როცა ეს წესი შევიდა ძალაში 2015 წელს, ნახშირის ელექტროსადგურების დახურვის 30% დაკავშირებული იყო ამ წესების დაცვის ღირებულებასთან. დღეისათვის ნახშირის ელექტროსადგურების დახურვა გრძელდება არა MATS-ის წესების გამო, არამედ იმიტომ, რომ ნახშირს აღარ შეუძლია კონკურენცია გაუწიოს უფრო იაფ და შედარებით სუფთა ბუნებრივ აირს.


წყარო: arstechnica.com

 

  

 

ცისფერი ნახშირბადის უზარმაზარი რეზერვუარი, აღმოჩენილი დიდ ბარიერულ რიფში, შეიძლება იყოს კლიმატის ცვლილების შემაფერხებელი ფაქტორი

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ დიდ ბარიერულ რიფზე არის ღრმაწყლოვანი წყალმცენარეების მდელო, რომელიც მოქმედებს, როგორც ნახშირბადი უზარმაზარი ცისფერი შთანმთქმელი. ზღვის წყალმცენარეები, რომლები უზარმაზარ ფართობს იკავებენ, შეიცავენ თითქმის 28 მილიონ ტონა ორგანულ ნახშირბადს და მათ შეუძლიათ დაგვეხმარონ კლიმატის ცვლილების არიდებაში.

ცისფერი ნახშირბადი - ესაა ტერმინი, რომელიც გამოიყენება იმ ნახშირბადისათვის, რომლებიც ჩაჭერილია ზღვის სიტემების მიერ, მანგრის ტყეების, ზღვის მცენარეების, მლაშე ნიადაგების ჩათვლით. პროფესორი პიტერ მაკრესი ავსტრალიის დიკინის უნივერსიტეტიდან ადრე იკვლევდა ზღვის სანაპირო წყალმცენარეებს, მათ მიერ ნახშირბადის შენახვის თვალსაზრისით.

დიდი ბარიერული რიფისკენ მოგზაურობისას მაკრედიმ თქვა, რომ რიფის ირგვლივ არის ღრმაწყლოვანი წყამლცენარეების დიდი ფართობები: «ჩემი ბუნებრივი ინტერესი იმაშ მდგომარეობდა, რომ შეგვემოწმებინა, იყო თუ არა ეს ღრმაწყლოვანი წყამლცენარეები ნახშირბადის ასეთივე შთანმთქმელები».


წყარო: newsweek.com

 

 

 

სარჩევში დაბრუნება

 

 

 

 ძლიერი წყალმოვარდნების რისკი ქ. თბილისში ნ. ჟვანიას ქუჩაზე (ვარაზისხევი)

2015 წლის 13 ივნისს მდ. ვერეს წყალმოვარდნით გამოწვეული კატასტროფის ანალიზმა ცხადყო, რომ მსგავსი შედეგების მომტანი წყალმოვარდნების ხდომილობის ალბათობა ქ. თბილისის საზღვრებში, მდ. მტკვრის სხვა შენაკადებზეც, საკმაოდ მაღალია. აღნიშნულის გათვალისწინებით, CENN-მა საჭიროდ ჩათვალა ქ.თბილისში მდ. მტკვრის სხვა შენაკადებისთვისაც დამახასიათებელი ჰიდროდინამიკური და მორფოდინამიკური პირობების ვიზუალური შეფასების აუცილებლობა. ჩატარებული დაკვირვებების შედეგები აისახა ორგანიზაციის მიერ 2016 წ. გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში „თბილისის ბუნებრივი კატასტროფები“.

პუბლიკაციის სრულად სანახავად, გთხოვთ ეწვიოთ შემდეგ ბმულს.

 

EUBCE 2017 - ევროპის ბიომასის კონფერენციის და გამოფენის დოკუმენტები

საერთაშორისო ენერგეტიკულმა ქარტიამ გამოაქვეყნა 2017 წლის წლიური ანგარიში 
 

 

სარჩევში დაბრუნება

 

 

 

 


2019 წლის საერთაშორისო კონფერენცია გონიერი ქსელებისა და მწვანე ენერგეტიკის შესახებ (SGGE 2019)

სინგაპურის ეროვნული უნივერსიტეტი, შოუს ფონდის კურსდამთავრებულთა სახლი

23-25 იანვარი, 2019
 

Intersolar Europe 2019

კონფერენცია და გამოფენა

თარიღი: 15-17 მაისი, 2019

ადგილი: Messe München, მიუნხენი, გერმანია


 

მწვანე ენერგეტიკის საერთაშორისო კონფერენცია

თემა: განახლებადი ენერგია და ახალი ტექნოლოგიები

თარიღი: 01-02 აპრილი, 2019

ადგილი: ამსტერდამი, ნიდერლანდები

 

 

სარჩევში დაბრუნება