energoefeqturobis centris yovelkvireuli energetikuli macne

#02

2019

 

 

  1. BP-მ ახლახანს აღმოაჩინა მილიარდი ბარელი ნავთობი მექსიკის ყურეში

  2. სამხრეთ სუდანმა განაახლა ნავთობის მოპოვება კონფლიქტის გამო გაჩერებულ ძირითად საბადოზე

  3. ჩინეთში დაგეგმილია საპილოტე პროექტები მზის და ქარის ენერგიის სფეროში სუბსიდირების გარეშე

  4. 2018 წელს გერმანიაში განახლებადი წყაროებიდან მეტი ელექტროენერგია მიიღეს, ვიდრე ნახშირიდან 

  5. IRENA: განახლებად ენერგიაზე გადასვლამ შეიძლება შექმნას სრულიად ახალი სამყარო  

  6. ნარჩენებიდან მიღებული ენერგია მოხმარდება შოტლანდიის ენერგეტიკას

  7. ბუნებრივი აირი ხელისშემშლელი გახდა; აშშ-ს ნახშირბადის ემისიები გაიზარდა 3,4%-ით 

  8. EPA აცხადებს, რომ ვერცხლისწყლის გამოფრქვევის რეგულირება არ არის „საჭირო და აუცილებელი“

  9. პუბლიკაციები

  10. ღონისძიებები

 

 
 
 
 

BP-მ ახლახანს აღმოაჩინა მილიარდი ბარელი ნავთობი მექსიკის ყურეში

BP-ს ინვესტიციებმა მომდევნო თაობის ტექნოლოგიებში გაამართლა მილიარდი ბარელი ნავთობის აღმოჩენით.

ბრიტანულმა ენერგოკომპანიამ აღმოაჩინა 1 მილიარდი ბარელი ნავთობი მექსიკის ყურეში არსებულ საბადოზე. BP-მ ასევე განაცხადა ორი ახალი საბადოს აღმოჩენაზე შელფზე და ახალი მსხვილი ინვესტიციების შესახებ ახლომდებარე საბადოებში.

BP არის უმხვილესი მომპოვებელი მექსიკის ყურეში, და იგი ყველაფერს აკეთებს ამ ტიტულის შესანარჩუნებლად.

ამჟამად BP მოელის, რომ მომდევნო ათწლეულის შუაში რეგიონში წიაღისეული საწვავის მოპოვების მოცულობა მიაღწევს 400,000 ბარელ ნავთობის ექვივალენტს დღეში. დღეისათვის იგი აწარმოებს 300,000 ბარელს დღეში. შედარებისთვის, ხუთი წლის წინ ეს მაჩვენებელი იყო 200, 000 ბარელზე ნაკლები.


წყარო:  oilandgaspeople.com

 


სამხრეთ სუდანმა განაახლა ნავთობის მოპოვება კონფლიქტის გამო გაჩერებულ ძირითად საბადოზე

სამხრეთ სუდანმა განაახლა ნავთობის მოპოვება თავის Unity-ს საბადოებზე, სადაც ოპერაციები შეჩერდა ცუთი წლის წინ, როდესაც დაიწყო სამოქალაქო ომი.

აღმოსავლეთ აფრიკის ეს ერი ზრდის წარმოების მოცულობას მთავრობის დასაფინანსებლად, რომელიც ფორმირდება ხუთწლიანი კონფლიქტის დასრულების ბოლო მცდელობების დროს. სამხრეთი სუდანი ფლობს ნავთობის სიდიდით მესამე მარაგებს აფრიკაში საჰარის სამხრეთით და ბოლოს ამოქაჩა დაახლოებით 350,000 ბარელი ნავთობი 2013 წლის დეკემბერში, საბრძოლო მოქმედებების დაწყებამდე.

მოპოვების განახლების პირველი ეტაპი Unity-ს ნავთობსაბადოებზე ქვეყნის ჩრდილოეთში დაიწყო 31 დეკემბერს 16 მოქმედი ჭაბურღულიდან 5-ზე, განაცხადა ნავთობის მინისტრმა ეზეკიელ ლოლ გატკუოტმა თავის ფეისბუქ-გვერდზე. «ნავთობის მოპოვების მიზანი პირველ ეტაპზე იქნება 20,000 ბარელი დღეში», - თქვა მან.
მისივე სიტყვებით, იანვრის ბოლოს წარმოების მოცულობა მიაღწევს 40,000 ბარელს.


წყარო:  oilandgaspeople.com

 

სარჩევში დაბრუნება

 
 
 

 

ჩინეთში დაგეგმილია საპილოტე პროექტები მზის და ქარის ენერგიის სფეროში სუბსიდირების გარეშე

ჩინეთი დაიწყებს საპილოტე პროექტებს მზის და ქარის ენერგიის სფეროში, რომლებიც არ მიიღებენ დაფინანსებას მთავრობისაგან, რადგან ეს ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგიის კონკურენუნარიანობის ამაღლებას და შეამცირებს სუბსიდირების ხარჯებს. მზის მოწყობილობების მწარმოებელბის აქციები გაიზარდა ლონდონში და ჰონკონგში.

განვითარებისა და რეფორმების ეროვნულმა კომისიამ განაცხადა, რო მ ელექტროენერგიის ფასები ამ საპილოტე პროექტების ფარგლებში იქნება ისეთივე ან ნაკლები, როგორც ნახშირის ელექტროსადგურებში. საწარმოები, რომლებსაც არ აქვთ სუბსიდირება, შეიძლება განთავისუფლებული იყვნენ ელექტროენერგიის ბაზარზე ზოგიერთ გარიგებაში მონაწილეობისგან და ისინი ხელს მოაწერენ გრძელვადიან ხელშეკრულებებს ქსელებიდან ელექტროენერგიის შესყიდვაზე ფიქსირებული ტარიფებით.

მარეგულირებელი ორგანოები ცდილობენ შეამცირონ ქვეყანაში განახლებადი ენერგიის ჭარბი სიმძლავრეები, აგრეთვე საკმაოდ დიდი სუბსიდირების ხარჯები, რაც მოჰყვა მწვანე ენერგეტიკაში ინვესტიციების ბუმს. გასულ წელს მთავრობამ შეარყია ბაზარი, როდესაც მიიღო გადაწყვეტილება შეეწყვიტა ფინანსური დახმარება მზის ბატარეეების მწარმოებლებისათვის, რათა შეენელებინა ზრდის რეკორდული ტემპი და მოეხდინა არსებული სიმძლავრეების ენერგოსისტემაში ინტეგრირება.

წყარო: renewableenergyworld.com

 

2018 წელს გერმანიაში განახლებადი წყაროებიდან მეტი ელექტროენერგია მიიღეს, ვიდრე ნახშირიდან

ფრაუნჰოფერის ინსტიტუტის მონაცემებით, 2018 წელს განახლებადი ენერგეტიკის სექტორმა პირველად აწარმოა მეტი ელექტროენერგია, ვიდრე ნახშირმა, ამასათან ენერგიის განახლებადი წყაროები უზრუნველყოფენ გამომუშავებული ელექტროენერგიის 40 პროცენტს, ხოლო ნახშირი - 38 პროცენტს.

რა თქმა უნდა, “ენერგიის განახლებადი წყაროები“ მოიცავს სხვადასხვა წყაროების ერთობლიობას - მზის, ქარის, ჰიდროს და ბიომასას, მაშინ როცა ნახშირი საწვავის ერთი წყაროა. მაგრამ ნახშირი დიდი ხნის განმავლობაში იყო ქვეყნის ენერგობალანსის ძრითადი კომპონენტი, და გერმანია, როგორც ჩანს, მზად არის მნიშვნელოვნად შეამციროს თავის ენერგოსისტემაში ნახშირისგან მიღებული ელექტროენერგიის რაოდენობა. მან ნოემბერში ქვანახშირის უკანასკნელი მაღაროც კი დახურა. Bloomberg-ის მონაცემებით, ამიერიდან ნახშირზე მომუშავე 120 ელექტროსადგურისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ მუშაობენ, ნახშირის იმპორტი მოხდება აშშ-დან, რუსეთიდან ან კოლუმბიიდან.

განახლებადი წყაროებისთვის ეს მნიშვნელოვანი ეტაპი განაპირობა ქარის ენერგო სექტორის გაფართოების გაგრძელებამ. გერმანიაში ქარი ენერგო გამუშვება გაიზარდა წლიური 5,4%-ით, და მოელიან, რომ 2019 წელს იგი ისევ გაიზრდება. ქარმა უზრუნველყო გერმანიაში ელექტროენერგიაზე მოთხოვნის დაკმაყოფილების 19% 2018 წელს.

წყარო: arstechnica.com

 

სარჩევში დაბრუნება

 

IRENA: განახლებად ენერგიაზე გადასვლამ შეიძლება შექმნას სრულიად ახალი სამყარო

განახლებადი ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ასამბლეაზე მთელი მსოფლიოს პოლიტიკურმა და საქმიანმა ლიდერებმა ისაუბრეს ენერგიის გარდაქმნის შორსმიმავალ გეოპოლიტიკურ შედეგებზე, რასაც გამოიწვევს განახლებადი ენერგიის სწრადი ზრდა.

ახალ ანგარიშში ლიდერებმა განაცხადეს, რომ ახალი ენერგეტიკული საუკუნის გეოპოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური შედეგები შესაძლოა იყოს ისეთივე ღრმა, როგორიც თან სდევდა ბიომასიდან წიაღისეულ საწვავზე გადასვლას ორი საუკუნის წინ. მათ მიეკუთვნება ისეთი ღრმა ცვლილებები, როგორიცაა:

  • სახელმწიფოების შედარებითი პოზიციები;

  • ახალი ენერგეტიკული ლიდერების გამოჩენა;

  • ენერგეტიკული სფეროს მოთამაშეების მრავალფეროვნება;

  • შეიცვალა სავაჭრო ურთიერთობები, ასევე

  • გაჩნდა ახალი ალიანსები.

კომისიის ანგარიშში «ახალი სამყარო» ნავარაუდევია, რომ ენერგიის გარდაქმნა შეცვლის იმ ენერგეტიკულ სახელმწიფოებრივ მოწყობას, როგორსაც ჩვენ ვიცნობთ. წიაღისეული საწვავისგან განსხვავებით, ენერგიის განახლებადი წყაროები ხელმისაწვდომია ამა თუ იმ ფორმით გეოგრაფიული რეგიონების უმეტესობაში. ეს სიუხვე განამტკიცებს და ხელს შეუწყობს უმეტესი სახელმწიფოების ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას.

ამავე დროს, როდესაც ქვეყნები ავითარებენ ენერგიის განახლებად წყაროებს და სულ უფრო მეტად ახდენენ თავიანთი ელექტროქსელების ინტეგრირებას მეზობელ ქვეყნებთან, გაჩნდება ახალი ურთიერთკავშირები და სავაჭრო მოდელები. ანალიზი აჩვენებს, რომ ნავთობთან და გაზთან დაკავშირებული კონფლიქტები, ისევე როგორც ზოგიერთი საზღვაო პრობლემის სტრატეგიული მნიშვნელობა, შემცირდება.

წყარო: renewableenergyworld.com
 

ნარჩენებიდან მიღებული ენერგია მოხმარდება შოტლანდიის ენერგეტიკას

ნარჩენებზე მომუშავე ახალი თბოელექტროსადგური არ დაუშვებს 216,000 ტონა საყოფაცხოვრებო და კომერციული ნარჩენების მოხვედრას ნაგავსაყრელზე.

ამის ნაცვლად ნარჩენები მოხმარდება 21 მგვტ ელექტროენერგიის გამომუშავებას Earls Gate-ის ენერგეტიკულ ცენტრში, შოტლანდიის ქალაქ გრანჯემუტში.

პროექტი შეიმუშავა კომპანია Brockwell Energy-მ, რომელიც შეინარჩუნებს სადგურის 50-პროცენტიან წილს მისი ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ. დანარჩენი ეკუთვნით Green Investment Group-ს და Covanta Energy-ს.

სადგური შეცვლის გაზის დანადგარს, აგრეთვე უზრუნველყოფს სითბოთი და ელექტრო-ენერგიით ოთხ მეზობლად მდებარე ადგილობრივ საწარმოს, მათ შორის ქიმიკატების წარმოებას და კომუნალური მომსახურების საწარმოს.

მშენებლობა დაიწყება მომავალ თვეს და ექსპლუატაციაში შევა 2021 წლის ნოემბერში.

წყარო: renewableenergyworld.com

 

 

სარჩევში დაბრუნება

 

 

     

ბუნებრივი აირი ხელისშემშლელი გახდა; აშშ-ს ნახშირბადის ემისიები გაიზარდა 3,4%-ით

«აშშ-მ უკვე გადაუხვია პარიზის შეთანხმების მიზნების მიღწევის გზიდან. ეს ჩამორჩენა კიდევ უფრო გაიზრდება 2019 წელს».

ეს არის უსიამოვნო სიახლე კვლევითი ორგანიზაცია Rhodium Group-იდან, რომელმაც გამოაქვეყნა აშშ-ს ნახშირბადის ემისიების წინასწარი შეფასება 2018 წლისათვის. მართალია ტრამპის ადმინისტრაციამ 2017 წელს განაცხადა, რომ გამოვა პარიზის შეთანხმებიდან, აშშ უწინდებურად ვალდებულია წარადგინოს ანგარიშები შესრულებული სამუშაოს შესახებ 2020 წლამდე. თუმცა ტრამპის ადმინისტრაცია მას შემდეგ ამტკიცებს, რომ აშშ-ს მთავრობის მხრიდან რეგულირება არ არის აუცილებელი, რამდენადაც გამოფრქვევებს ნებისმიერ შემთხვევაში აქვთ შემცირების ტენდენცია.

თუმცა, როგორც ჩანს, ემისიები გაიზარდა 3,4 პროცენტით 2018 წელს აშშ-ს მთელს ეკონომიკაში, რაც არის სიდიდით მეორე წლიური ზრდა ბოლო 20 წლის მანძილზე, Rhodium Group-ის წინასწარი მონაცემების თანახმად (2010 წელს, როდესაც აშშ-მ დაიწყო რეცესიის შემდგომი აღდგენა, იყო ემისიების ყველაზე დიდი წლიური ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში).

წყარო: arstechnica.com

 

  

 

EPA აცხადებს, რომ ვერცხლისწყლის გამოფრქვევის რეგულირება არ არის „საჭირო და აუცილებელი“

ტრამპის ადმინისტრაციის გარემოს დაცვის სააგენტომ (EPA) განაცხადა, რომ არ თვლის რომ ნახშირის ელექტროსადგურებისთვის დაწესებული მოქმედი წესები ვერცხლისწყლის გამოფრქვევაზე, არის „საჭირო და აუცილებელი“. ამ განცხადების საფუძველი გახდა სააგენტოს მიერ არსებული წესის ხარჯსარგებლიანობის ანალიზის გადახედვა.

ვერცხლისწყლის და ტოქსიკური ნივთიერებების სტანდარტის წესი (MATS) მოქმედებს წლების განმავლობაში და ის ენერგოკომპანიები, რომლებიც ფლობენ ნახშირის ელექტროსადგურებს, უკვე იცავენ ამ მოთხოვნებს. ეს წესი ადგენს შეზღუდვებს ვერცხლისწყლის იმ რაოდენობაზე, რაც შეიძლება გამოიფრქვეს ელექტროსადგურში. ჰაერში გამოფრქვეული ვერცხლისწყალი საბოლოოდ შეიძლება მოხვდეს ნიადაგში და წყალში, სადაც იგი ახდენს „მომწამლავ ზემოქმედებას ნერვულ, საჭმლის მომნელებელ და და იმუნურ სისტემებზე, ასევე ფილტვებზე, თირკმელებზე, კანზე და თვალებზე“, ასევე იწვევს განვითარების დეფექტებს ბავშვებში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით.

ნახშირის მრეწველობამ დაადანაშაულა MATS-ის წესები იმ ელექტროსადგურების დახურვაში, რომლებსაც იგი ამარაგებდა. მართლაც, როცა ეს წესი შევიდა ძალაში 2015 წელს, ნახშირის ელექტროსადგურების დახურვის 30% დაკავშირებული იყო ამ წესების დაცვის ღირებულებასთან. დღეისათვის ნახშირის ელექტროსადგურების დახურვა გრძელდება არა MATS-ის წესების გამო, არამედ იმიტომ, რომ ნახშირს აღარ შეუძლია კონკურენცია გაუწიოს უფრო იაფ და შედარებით სუფთა ბუნებრივ აირს.


წყარო: arstechnica.com

 

სარჩევში დაბრუნება

 

 

 

 ძლიერი წყალმოვარდნების რისკი ქ. თბილისში ნ. ჟვანიას ქუჩაზე (ვარაზისხევი)

2015 წლის 13 ივნისს მდ. ვერეს წყალმოვარდნით გამოწვეული კატასტროფის ანალიზმა ცხადყო, რომ მსგავსი შედეგების მომტანი წყალმოვარდნების ხდომილობის ალბათობა ქ. თბილისის საზღვრებში, მდ. მტკვრის სხვა შენაკადებზეც, საკმაოდ მაღალია. აღნიშნულის გათვალისწინებით, CENN-მა საჭიროდ ჩათვალა ქ.თბილისში მდ. მტკვრის სხვა შენაკადებისთვისაც დამახასიათებელი ჰიდროდინამიკური და მორფოდინამიკური პირობების ვიზუალური შეფასების აუცილებლობა. ჩატარებული დაკვირვებების შედეგები აისახა ორგანიზაციის მიერ 2016 წ. გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში „თბილისის ბუნებრივი კატასტროფები“.

პუბლიკაციის სრულად სანახავად, გთხოვთ ეწვიოთ შემდეგ ბმულს.

 

EUBCE 2017 - ევროპის ბიომასის კონფერენციის და გამოფენის დოკუმენტები

საერთაშორისო ენერგეტიკულმა ქარტიამ გამოაქვეყნა 2017 წლის წლიური ანგარიში 
 

 

სარჩევში დაბრუნება

 

 

 

 


2019 წლის საერთაშორისო კონფერენცია გონიერი ქსელებისა და მწვანე ენერგეტიკის შესახებ (SGGE 2019)

სინგაპურის ეროვნული უნივერსიტეტი, შოუს ფონდის კურსდამთავრებულთა სახლი

23-25 იანვარი, 2019
 

Intersolar Europe 2019

კონფერენცია და გამოფენა

თარიღი: 15-17 მაისი, 2019

ადგილი: Messe München, მიუნხენი, გერმანია


 

მწვანე ენერგეტიკის საერთაშორისო კონფერენცია

თემა: განახლებადი ენერგია და ახალი ტექნოლოგიები

თარიღი: 01-02 აპრილი, 2019

ადგილი: ამსტერდამი, ნიდერლანდები

 

 

სარჩევში დაბრუნება