energoefeqturobis centris yovelkvireuli energetikuli macne

#03

2019

 

 

  1. ნორვეგია აღნიშნავს ნავთობის 50 წელს ახალი ბლოკების რეკორდული რაოდენობით

  2. პერმის ბუმს მოჰყვა კარგი და ცუდი ახალი ამბები ოპეკ-ისათვის

  3. ჩინეთი ააგებს 2000 მგვტ სიმძლავრის ჰესს მდინარე ჯინშაზე

  4. ჩინეთში დაგეგმილია საპილოტე პროექტები მზის და ქარის ენერგიის სფეროში სუბსიდირების გარეშე 

  5. ენერგიის შენახვის პერსპექტივები 2019 წლისათვის: ელექტრონული მობილობა, ეკოლოგიურად სუფთა ენერგოტექნოლოგიები და ლითიუმის ბატარეები  

  6. IRENA: განახლებად ენერგიაზე გადასვლამ შეიძლება შექმნას სრულიად ახალი სამყარო

  7. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ მცენარეულობაზე ორიენტირებული ახალი დიეტა, "შეცვლის" პლანეტის მომავალს 

  8. ბუნებრივი აირი ხელისშემშლელი გახდა; აშშ-ს ნახშირბადის ემისიები გაიზარდა 3,4%-ით

  9. პუბლიკაციები

  10. ღონისძიებები

 

 
 
 
 

ნორვეგია აღნიშნავს ნავთობის 50 წელს ახალი ბლოკების რეკორდული რაოდენობით

1969 წელს ნავთობკომპანია Philips-მა პირველად აღმოაჩინა ნავთობი ნორვეგიის წყლებში. ორმოცდაათი წლის შემდეგ ნორვეგია არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქვეყანა. ნავთობმა უზარმაზარი სიმდიდრე მოუტანა პატარა სკანდინავიურ ქვეყანას. მხოლოდ 2019 წელს ნავთობის მრეწველობიდან სუფთა შემოსავლები შეფასებულია 289 მილიარდ კრონად, რომლის დიდი ნაწილი მიმართული იქნება ქვეყნის სოციალური უზრუნველყოფის უხვ სისტემაში.

და ჩვენ არ შევაჩერებთ ტუმბოებს უახლოეს მომავალში, განაცხადა თავის სიტყვაში ნორვეგიის ნავთობისა და ენერგეტიკის მინისტრმა კიელ-ბორგე ფრეიბერგმა. მისი სიტყვებით, ეროვნული რეზერვების ნახევარზე მეტი ჯერ კიდევ მიწის წიაღშია, და მსოფლიოს ჭირდება მეტი ენერგია.

კლიმატური კრიზისის გამწვავების მიუხედავად, ნორვეგია გააგრძელებს ახალი ფართობების ათვისებას ნავთობისა და გაზის მოსაპოვებლად.


წყარო:  oilandgaspeople.com

 

პერმის ბუმს მოჰყვა კარგი და ცუდი ახალი ამბები ოპეკ-ისათვის

წელიწადი სულ ახლახანს დაიწყო, მაგრამ იგი უკვე კარგად იწყება ოპეკ-ისთვის, რადგან ნავთობის ფასები მკვეთრად გაიზარდა მას შემდეგ როცა მე-4 კვარტალში ფასი იყო ყველაზე დაბალი 2014 წლის შემდეგ.

ახალმა შეთანხმებამ რუსეთთან მოპოვების შემცირების შესახებ და აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო ურთიერთობებში დაძაბულობის შენელებამ ბიძგი მისცა ბაზარს. თუმცა ოპეკ-ისთვის კარგ ახალ ამბებს ხშირად თან სდევს ცუდიც. ამისათვის საკმარისია შევხედოთ, რა ხდება პერმის აუზში.

ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაციის მონაცემებით, მიმდინარე თვეში ფიქალის ნავთობის ყველაზე დიდი მოპოვება აშშ-ში შეადგენს 3,8 მლნ ბარელს დღეში. ეს მეტია, ვიდრე არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში, ოპეკ-ის სიდიდით მესამე მწარმოებელ ქვეყანაში.

 

წყარო:  oilandgaspeople.com

 

სარჩევში დაბრუნება

 
 
 

 

ჩინეთი ააგებს 2000 მგვტ სიმძლავრის ჰესს მდინარე ჯინშაზე

ჩინეთმა დაამტკიცა 2000 მგვტ-იანი ლავა-ჰესის მშენებლობის გეგმა მდინარე ჯინშაზე, იუწყებიან საინფორმაციო სააგენტოები.

სიჩუანის პროვინციის და ტიბეტის ავტონომიური რაიონის საზღვარზე, აიგება 784 ფუტის (240 მ) სიმაღლის კაშხალი, ხოლო წყალსაცავი დატბორავს დაახლოებით 12 კვადრატული მილის (31 კვ.კმ) ფართობს. მდინარე ჯინშა არის მდინარე იანძის შენაკადი.

ჩონეთოს სახალხო რესპუბლიკის განვითარებისა და რეფირმების ეროვნული კომისიამ განაცხადა, რომ დამონტაჟდება ოთხი ტურბოგენერატორული ბლოკი, და ჰესის წლიური გენერაცია იქნება დაახლოებით 8,36 მლრდ კვტ.სთ.

პროექტში ინვესტიციის ჯამური მოცულობამ უნდა შეადგინოს 4,59 მლრდ აშშ დოლარი, და პროექტის 48%-იანი წლის მფლობელი იქნება Huadian Group Co. Ltd., იტყობინება China Daily.


წყარო: renewableenergyworld.com

 

ჩინეთში დაგეგმილია საპილოტე პროექტები მზის და ქარის ენერგიის სფეროში სუბსიდირების გარეშე

ჩინეთი დაიწყებს საპილოტე პროექტებს მზის და ქარის ენერგიის სფეროში, რომლებიც არ მიიღებენ დაფინანსებას მთავრობისაგან, რადგან ეს ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგიის კონკურენუნარიანობის ამაღლებას და შეამცირებს სუბსიდირების ხარჯებს. მზის მოწყობილობების მწარმოებელბის აქციები გაიზარდა ლონდონში და ჰონკონგში.

განვითარებისა და რეფორმების ეროვნულმა კომისიამ განაცხადა, რო მ ელექტროენერგიის ფასები ამ საპილოტე პროექტების ფარგლებში იქნება ისეთივე ან ნაკლები, როგორც ნახშირის ელექტროსადგურებში. საწარმოები, რომლებსაც არ აქვთ სუბსიდირება, შეიძლება განთავისუფლებული იყვნენ ელექტროენერგიის ბაზარზე ზოგიერთ გარიგებაში მონაწილეობისგან და ისინი ხელს მოაწერენ გრძელვადიან ხელშეკრულებებს ქსელებიდან ელექტროენერგიის შესყიდვაზე ფიქსირებული ტარიფებით.

მარეგულირებელი ორგანოები ცდილობენ შეამცირონ ქვეყანაში განახლებადი ენერგიის ჭარბი სიმძლავრეები, აგრეთვე საკმაოდ დიდი სუბსიდირების ხარჯები, რაც მოჰყვა მწვანე ენერგეტიკაში ინვესტიციების ბუმს. გასულ წელს მთავრობამ შეარყია ბაზარი, როდესაც მიიღო გადაწყვეტილება შეეწყვიტა ფინანსური დახმარება მზის ბატარეეების მწარმოებლებისათვის, რათა შეენელებინა ზრდის რეკორდული ტემპი და მოეხდინა არსებული სიმძლავრეების ენერგოსისტემაში ინტეგრირება.

წყარო: renewableenergyworld.com

 

სარჩევში დაბრუნება

 

ენერგიის შენახვის პერსპექტივები 2019 წლისათვის: ელექტრონული მობილობა, ეკოლოგიურად სუფთა ენერგოტექნოლოგიები და ლითიუმის ბატარეები

2018 წელი იყო კიდევ ერთი განმსაზღვრელი წელი ლითიუმის მიწოდების ჯაჭვისათვის, რადგან მსოფლიოს მოსახლეობამ განაგრძო მნიშვნელოვანი წარმატებების მიღწევა ტრანსპორტში სუფთა ენერგიის დანერგვის კუთხით. მართალია სუფთა ენერგეტიკა სატრანსპორტო მრეწველობაში ჩანასახოვან მდგომარეობაშია, ცხადი გახდა, რომ ენერგიის განახლებადი წყაროები და ტრანსპორტის ელექტრიფიკაცია არის შეუქცევადი ტენდენცია, რამაც დაიწყო მრავალი ჩამოყალიბებული დარგის დაშლის პროცესი.

2016 და 2017 წლებში მსოფლიომ დაინახა ტრადიციული ავტომწარმოებლების ბუმი, რომლებმაც განაცხადეს ელექტრომობილების სეგმენტში შესვლის შესახებ. ლითიუმის მიწოდების ჯაჭვმა რეაგირება მოახდინა 2018 წელს: ბატარეეების რიგმა მწარმოებლებმა გადაინაცვლეს დინების ზემოთ, რათა ხელში ჩაეგდოთ ლითიუმის მინერალური და ქიმიური აქტივები, რათა უზრუნველეყოთ მიწოდება. კაპიტალის ბაზარმა დაინახა იმ კომპანიების რიცხვის ზრდა, რომლებმაც მოახდინეს აქციების პირველადი საჯარო განთავსება ან მოახდინეს დამატებითი კაპიტალის აკუმულირება ახალი ქარხნების და გამოგონებების დასაფინანსებლად. ლითუმის ბატარეების ტექნოლოგიების გამოყენების სფერო სწრაფად იზრდებოდა, ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე ანალიტიკოსების უმრავლესობა მოელოდა.

2018 წლის განმავლობაში მსხვილმა მოთამაშეებმა, როგორებიცაა BYD, CATL, LG Chem და მრავალმა სხვამ, განაცხადეს სტრატეგიული გეგმების შესახებ ამ დარგში. გამოცხადებული გეგმები მოიცავს LG Chem-ის გლობალურ გაფართოებას 32 გვტ.სთ-ით, CATL-ის გაფართოებას ჩინეთშ და გერმანიაში 38 გვტ.სთ-ით და BYD-ის გაფართოებას ჩინეთში 60 გვტ.სთ-ით.


წყარო: renewableenergyworld.com
 

IRENA: განახლებად ენერგიაზე გადასვლამ შეიძლება შექმნას სრულიად ახალი სამყარო

განახლებადი ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ასამბლეაზე მთელი მსოფლიოს პოლიტიკურმა და საქმიანმა ლიდერებმა ისაუბრეს ენერგიის გარდაქმნის შორსმიმავალ გეოპოლიტიკურ შედეგებზე, რასაც გამოიწვევს განახლებადი ენერგიის სწრადი ზრდა.

ახალ ანგარიშში ლიდერებმა განაცხადეს, რომ ახალი ენერგეტიკული საუკუნის გეოპოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური შედეგები შესაძლოა იყოს ისეთივე ღრმა, როგორიც თან სდევდა ბიომასიდან წიაღისეულ საწვავზე გადასვლას ორი საუკუნის წინ. მათ მიეკუთვნება ისეთი ღრმა ცვლილებები, როგორიცაა:

  • სახელმწიფოების შედარებითი პოზიციები;

  • ახალი ენერგეტიკული ლიდერების გამოჩენა;

  • ენერგეტიკული სფეროს მოთამაშეების მრავალფეროვნება;

  • შეიცვალა სავაჭრო ურთიერთობები, ასევე

  • გაჩნდა ახალი ალიანსები.

კომისიის ანგარიშში «ახალი სამყარო» ნავარაუდევია, რომ ენერგიის გარდაქმნა შეცვლის იმ ენერგეტიკულ სახელმწიფოებრივ მოწყობას, როგორსაც ჩვენ ვიცნობთ. წიაღისეული საწვავისგან განსხვავებით, ენერგიის განახლებადი წყაროები ხელმისაწვდომია ამა თუ იმ ფორმით გეოგრაფიული რეგიონების უმეტესობაში. ეს სიუხვე განამტკიცებს და ხელს შეუწყობს უმეტესი სახელმწიფოების ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას.

ამავე დროს, როდესაც ქვეყნები ავითარებენ ენერგიის განახლებად წყაროებს და სულ უფრო მეტად ახდენენ თავიანთი ელექტროქსელების ინტეგრირებას მეზობელ ქვეყნებთან, გაჩნდება ახალი ურთიერთკავშირები და სავაჭრო მოდელები. ანალიზი აჩვენებს, რომ ნავთობთან და გაზთან დაკავშირებული კონფლიქტები, ისევე როგორც ზოგიერთი საზღვაო პრობლემის სტრატეგიული მნიშვნელობა, შემცირდება.

წყარო: renewableenergyworld.com

 

სარჩევში დაბრუნება

 

 

     

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ მცენარეულობაზე ორიენტირებული ახალი დიეტა, "შეცვლის" პლანეტის მომავალს

შეიმუშავეს პირველი მეცნიერულად დასაბუთებული დიეტა, რომელიც გამიზნულია როგორც ღარიბული საკვებისთვის, რითაც მილიარდობით ადამიანი იკვებება, ისე გლობალური ეკოლოგიური კატასტროფის ასაცილებლად. იგი მოითხოვს წითელი ხორცის მოხმარების შემცირებას დასავლეთის ქვეყნებში და რადიკალურ ცვლილებებს მთელს მსოფლიოში.

«პლანეტარული დიეტა ჯანმრთელობისათვის» შეიმუშავა საერთაშორისო კომისიამ, რომელიც მიზნად ისახავდა შეემუშავებინა ის სახელმძღვანელო პრინციპები, რაც უზრუნველყოფდა მსოფლიოს სწრაფად მზარდ მოსახლეობას კალორიული საკვებით. ამავე დროს გათვალისწინებულია სოფლის მეურნეობის, განსაკუთრებით მეცხოველეობის ძირითადი როლი კლიმატის ცვლილების სტიმულირებაში, ველური ცხოველების განადგურებაში და მდინარეებისა და ოკეანეების დაბინძურებაში.

დიეტა მოითხოვს, რომ მთელ მსოფლიოში წითელი ხორცის და შაქრის მოხმარება ორჯერ შემცირდეს, ხოლო ბოსტნეულის, ხილის, მარცვლეულის და თხილეულის მოხმარება გაორმაგდეს. თუმცა გარკვეული რეგიონებისთვის უფრო მკვეთრი ცვლილებებია საჭირო. ჩრდილო ამერიკელებმა უნდა მიირთვან 84%-ით ნაკლები წითელი ხორცი, და 6-ჯერ მეტი პარკოსნები და ბურღულეული. ევროპელებმა წითელი ხორცის მიღება 77%-ით უნდა შეამცირონ, და 15-ჯერ გაზარდონ თხილეულის და მარცვლეულის მიღება.


წყარო: theguardian.com

 

  

 

ბუნებრივი აირი ხელისშემშლელი გახდა; აშშ-ს ნახშირბადის ემისიები გაიზარდა 3,4%-ით

«აშშ-მ უკვე გადაუხვია პარიზის შეთანხმების მიზნების მიღწევის გზიდან. ეს ჩამორჩენა კიდევ უფრო გაიზრდება 2019 წელს».

ეს არის უსიამოვნო სიახლე კვლევითი ორგანიზაცია Rhodium Group-იდან, რომელმაც გამოაქვეყნა აშშ-ს ნახშირბადის ემისიების წინასწარი შეფასება 2018 წლისათვის. მართალია ტრამპის ადმინისტრაციამ 2017 წელს განაცხადა, რომ გამოვა პარიზის შეთანხმებიდან, აშშ უწინდებურად ვალდებულია წარადგინოს ანგარიშები შესრულებული სამუშაოს შესახებ 2020 წლამდე. თუმცა ტრამპის ადმინისტრაცია მას შემდეგ ამტკიცებს, რომ აშშ-ს მთავრობის მხრიდან რეგულირება არ არის აუცილებელი, რამდენადაც გამოფრქვევებს ნებისმიერ შემთხვევაში აქვთ შემცირების ტენდენცია.

თუმცა, როგორც ჩანს, ემისიები გაიზარდა 3,4 პროცენტით 2018 წელს აშშ-ს მთელს ეკონომიკაში, რაც არის სიდიდით მეორე წლიური ზრდა ბოლო 20 წლის მანძილზე, Rhodium Group-ის წინასწარი მონაცემების თანახმად (2010 წელს, როდესაც აშშ-მ დაიწყო რეცესიის შემდგომი აღდგენა, იყო ემისიების ყველაზე დიდი წლიური ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში).


წყარო: arstechnica.com

 

 

სარჩევში დაბრუნება

 

 

 

 ძლიერი წყალმოვარდნების რისკი ქ. თბილისში ნ. ჟვანიას ქუჩაზე (ვარაზისხევი)

2015 წლის 13 ივნისს მდ. ვერეს წყალმოვარდნით გამოწვეული კატასტროფის ანალიზმა ცხადყო, რომ მსგავსი შედეგების მომტანი წყალმოვარდნების ხდომილობის ალბათობა ქ. თბილისის საზღვრებში, მდ. მტკვრის სხვა შენაკადებზეც, საკმაოდ მაღალია. აღნიშნულის გათვალისწინებით, CENN-მა საჭიროდ ჩათვალა ქ.თბილისში მდ. მტკვრის სხვა შენაკადებისთვისაც დამახასიათებელი ჰიდროდინამიკური და მორფოდინამიკური პირობების ვიზუალური შეფასების აუცილებლობა. ჩატარებული დაკვირვებების შედეგები აისახა ორგანიზაციის მიერ 2016 წ. გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში „თბილისის ბუნებრივი კატასტროფები“.

პუბლიკაციის სრულად სანახავად, გთხოვთ ეწვიოთ შემდეგ ბმულს.

 

EUBCE 2017 - ევროპის ბიომასის კონფერენციის და გამოფენის დოკუმენტები

საერთაშორისო ენერგეტიკულმა ქარტიამ გამოაქვეყნა 2017 წლის წლიური ანგარიში 
 

 

სარჩევში დაბრუნება

 

 

 

 


2019 წლის საერთაშორისო კონფერენცია გონიერი ქსელებისა და მწვანე ენერგეტიკის შესახებ (SGGE 2019)

სინგაპურის ეროვნული უნივერსიტეტი, შოუს ფონდის კურსდამთავრებულთა სახლი

23-25 იანვარი, 2019
 

Intersolar Europe 2019

კონფერენცია და გამოფენა

თარიღი: 15-17 მაისი, 2019

ადგილი: Messe München, მიუნხენი, გერმანია


 

მწვანე ენერგეტიკის საერთაშორისო კონფერენცია

თემა: განახლებადი ენერგია და ახალი ტექნოლოგიები

თარიღი: 01-02 აპრილი, 2019

ადგილი: ამსტერდამი, ნიდერლანდები

 

 

სარჩევში დაბრუნება