energoefeqturobis centris yovelkvireuli energetikuli macne

#04

2019

 

 

  1. თურქეთის სრუტეები აფერხებს ათეულობით ნავთობტანკერს

  2. ნავთობის და გაზის სექტორი „უნარ-ჩვევების მოსალოდნელი კრიზისის პირობებში“

  3. ჩინეთი გეგმავს 6 გვტ სიმძლავრის ქარის სადგურის აგებას შიდა მონღოლეთში

  4. 2019 წელს ქარი გადააჭარბებს ჰიდროს, როგორც განახლებადი ენერგიის № 1 წყარო აშშ-ში 

  5. ხარჯების „დაუნდობელი“ შემცირება ხელს უწყობს რევოლუციას განახლებადების სფეროში  

  6. 100-პროცენტიანი სუფთა ენერგეტიკის მიზნები: რა უნდა გაკეთდეს მის მისაღწევად?

  7. CO2-ის გლობალური პროგნოზი 2019 წლისათვის „შემაშფოთებელია“ 

  8. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ მცენარეულობაზე ორიენტირებული ახალი დიეტა, "შეცვლის" პლანეტის მომავალს

  9. პუბლიკაციები

  10. ღონისძიებები

 

 
 
 
 

თურქეთის სრუტეები აფერხებს ათეულობით ნავთობტანკერს

ნავთობის ტანკერები, რომლებიც ახორციელებენ ყაზახური და რუსული ნავთობის ექსპორტს შავი ზღვის პორტებიდან, განიცდიან მზარდ დაყოვნებებს თურქეთის საზღვაო სრუტეებში ნავიგაციისას, რითაც აფერხებენ მილიონობით ბარელის მიწოდებას ხმელთაშუა ზღვაში და მის ფარგლებს გარეთ მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში.

პორტის ადგილობრივი აგენტის Tribeca Shipping-ის სიტყვებით, ბოსფორის და დარდანელის გასავლელად რიგები დაკავშირებულია სექტემბერში მომხდარი წესების ცვლილებით, რის გამოც საჭიროა მეტი გემი ბუქსირებით თანხლებისათვის. დაახლოებით 39 მლნ ბარელის ტვირთის მქონე ტანკერები დგანან რიგებში. ამას ცუდი ამინდიც თან ერთვის.

«ხმელთაშუა ზღვაში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები მალე იგრძნობენ ამას, თუ ეს შეფერხებები გაგრძელდება და გაღრმავდება», - განაცხადა ჯეიმს დევისმა, გლობალური მოკლევადიანი ნავთობ-სერვისის დირექტორმა და დაამატა, რომ არის პრობლემის გადაჭრის ნიშნები, რაც შეამცირებს შეფერხების ზეგავლენას.


წყარო:  oilandgaspeople.com

 

ნავთობის და გაზის სექტორი „უნარ-ჩვევების მოსალოდნელი კრიზისის პირობებში“

დაახლოებით 17,000-მა რესპონდენტმა მთელი მსოფლიოდან მიიღო მონაწილეობა ენერგეტიკული ტალანტების გლობალურ ინდექსში, რომელმაც გამოავლინა, რომ 40% თვლის, რომ დარგში უკვე არის კვალიფიკაციის კრიზისი, ხოლო 28% მოელის, რომ სიტუაცია „შენარჩუნდება“ მომდევნო 5 წლის განმავლობაში.

გამოკითხულდა თითქმის ნახევარმა თქვა, რომ ისინი შეშფოთებული არიან უნარ-ჩვევების მოსალოდნელი კრიზისით.

ანგარიშში ხაზგასმულია კომპანიების გადაწყვეტილება, შეამცირონ სწავლების პროგრამები, პროფესიული მომზადება და სწავლება ეკონომიკური დაქვეითების პერიოდში, მოთხოვნის ნაკლებობის მიზეზით.


წყარო:  oilandgaspeople.com

 

სარჩევში დაბრუნება

 
 
 

 

ჩინეთი გეგმავს 6 გვტ სიმძლავრის ქარის სადგურის აგებას შიდა მონღოლეთში

ჩინეთის სახელმწიფო ენერგო საინვესტიციო კორპორაციის გეგმის თანახმად, დაგეგმილია 6 გვტ სიმძლავრის ქარის ენერგოკომპლექსის აგება სუბსიდირების გარეშე, რაც დაეხმარება 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ენერგომომარაგებას.

ულანქაბის განვითარების და რეფორმირების მუნიციპალურმა კომისიამ გასული წლის დეკემბრის ბოლოს დაამტკიცა პროექტის პირველი ეტაპი, რომლის ღირებულებაა, 42,5 მლრდ იენი (6,3 მლრდ აშშ დოლარი).

«პროექტის ამოქმედების შემდეგ იგი შეძლებს მიაწოდოს დაახლოებით 18,9 მილიარდი კვტ.სთ/წელიწადში მწვანე ელექტროენერგია პეკინ-ტიანძინ-ხებეის რეგიონს, რაც დაეხმარება ჰაერის დაბინძურებასთან ბრძოლას პეკინსა და მიმდებარე რაიონებში», - ნათქვამია სახელმწიფო ენერგო საინვესტიციო კორპორაციის (SPIC) პრესისთვის გაკეთებულ განცხადებაში.

ულანქაბის ქარის ენერგეტიკული ბაზა განლაგდება თითქმის 1500 კვადრატული მილის (3885 კვადრატული კილომეტრი) ფართობზე სიზივანგკიში (შიდა მონღოლეთის პროვინცია). «დღეისათვის ეს არის მსოფლიოში ყველაზე დიდი ქარის სახმელეთო ენერგეტიკული ბაზა», - განაცხადეს SPIC-ში.


წყარო: renewableenergyworld.com

 

2019 წელს ქარი გადააჭარბებს ჰიდროს, როგორც განახლებადი ენერგიის № 1 წყარო აშშ-ში

ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაციის მონაცემების თანახმად, ქარის ენერგია ისე ვითარდება, რომ 2019 წელს გადააჭარბებს ჰიდროენერგეტიკას, როგორც განახლებადი ელექტროენერგიის უმსხვილეს წყაროს აშშ-ში.

ჰიდროენერგიას აშშ-ში აქვს საუკუნოვანი ისტორია, და ისეთი სადგურები, როგორიცაა ჰუვერის კაშხალი 2000 მეგავატი სიმძლავრით და გრანდ-კულის კაშხალი 6800 მეგავატით, უწინდებურად აღემატება დანარჩენ ელექტროსადგურებს. თუმცა ბოლო 20 წლის მანძილზე ქვეყანაში პრაქტიკულად არ დამატებულა ახალი ჰიდროენერგეტიკული სიმძლავრეები, ახალი სადგურების განლაგების და მშენებლობის სირთულეების გამო გარემოს დაცვის თანამედროვე სისტემაში, ხოლო ქარის ახალი ელექტროსადგურების სისტემატურმა გახსნამ შეცვალა სიტუაცია დარგში.

ჰიდროენერგეტიკა შეინარჩუნებს გამომუშავების მუდმივ წილს გენერირებაში, მაგრამ მეორე ძველი მდგრადი წყარო - ქვანახშირი შემცირდება გამომუშავების 28%-დან 24%-მდე 2020 წელს. ბუნებრივი აირი შეიწოვს ამ შემცირების ნაწილს და გაიზრდება 35%-დან 37%-მდე, მაშინ როცა ენერგიის განახლებადი წყაროები, რომლებიც არ არიან დაკავშირებული ჰიდროენერგეტიკასთან, გაზრდიან ელექტროენერგიის წარმოებას 10-დან 13 პროცენტამდე.

წყარო: renewableenergyworld.com

 

სარჩევში დაბრუნება

 

ხარჯების „დაუნდობელი“ შემცირება ხელს უწყობს რევოლუციას განახლებადების სფეროში

მიმდინარე წელს განახლებადი ენერგია კიდევ უფრო წინ წაიწევს „მზის და ქარის ელექტროენერგიაზე და ლითიუმ-იონურ ბატარეებზე ხარჯების დაუნდობელი შემცირების წყალობით“ - წერს კომენტარებში Bloomberg New Energy Finance-ს (BNEF) მთაავარი რედაქტორი ანგუს მაკკრონი. მაკკრონმა და BNEF-მა ჩამოაყალიბეს 2019 წლისათვის 10 თამამი პროგნოზი სუფთა ენერგიის მსოფლიო ბაზრისთვის.

სუფთა ენერგია უზარმაზარ წარმატებას მიაღწევს ასევე „ინვესტორებისა და კორპორაციების მიერ იმის მზარდი გაცნობიერებით, არსებობს „მდგრადობის თემა“ და საკუთარი ინტერესების მოსაზრებებიდან გამომდინარე, მათ უბრალოდ უნდა გააკეთონ ეს“ - დაამატა მაკკრონმა.

მზის და ქარის ენერგიაზე ფასების შემცირება მშვენიერი ამბავია, მაგრამ ეს ინვესტიციების ჯამურ რიცხვს ნაკლებად შთამბეჭდავს ხდის. BNEF-ის შეფასებით, სუფთა ენერგიის ინვესტიციების ჯამური მოცულობა მერყეობს 300 მლრდ აშშ დოლარის დონეზე, შედარებისთვის, 2018 წელს ეს მაჩვენებელი იყო 332,1 მლრდ აშშ დოლარი. თუმცა მაშინ, როცა ინვესტიციების საერთო მოცულობა აგრძელებს კლებას, თითოეულ ჩადებულ დოლარს მოაქვს მეტი შესაძლებლობა ენერგიის განახლებადი წყაროების გამოსაყენებლად.

იგივე იქნება 2019 წელს. მაგალითად, BNEF პროგნოზირებს, რომ ამ წელს მსოფლიოში დაემატება 125-დან 141 გვტ-მე მზის ენერგია, რაც მნიშვნელოვნად მეტია 2018 წელს დამატებულ 109 გვტ-ზე. რაც შეეხება ქარს, BNEF ვარაუდობს სიმძლავრის ზრდას 70 გვტ-ით 2019 წელს, შედარებისთვის 2018 წელს მატებამ შეადგინა 53,5 გვტ.


წყარო: oilprice.com
 

100-პროცენტიანი სუფთა ენერგეტიკის მიზნები: რა უნდა გაკეთდეს მის მისაღწევად?

აი უკვე 2019 წელში ვართ, და აშშ-ს 100-ზე მეტმა ქალაქმა და 140 მსხვილმა კორპორაციამ დაისახა მიზნად 100% სუფთა, უნახშირბადო და/ან განახლებადი ენერგიის მიზნები. რამდენიმე შტატში ახლად არჩეულმა გუბერნატორებმა ჩაატარეს კამპანია 100% განახლებადი ენერგიის მისაღწევად, ხოლო კონგრესის წარმომადგენლები ჩავიდნენ ვაშინგტონში, რათა მოახდინონ ერთსულოვანი ეროვნული აზრის გამოხატვა.

ასე იქცევა ხელმძღვანელობა - ესმის რა კლიმატურ კრიზისზე დაუყოვნებელი რეაგირების გარეშე ცუდი შედეგების მიღების პერსპექტივა.

ზოგიერთი ამტკიცებს, რომ 100-პროცენტიანი სუფთა ენერგია არ არის სწორი მიზანი, რადგან ბოლო 5-20 პროცენტი ძნელად მისაღწევია. თუმცა 80% სუფთა ენერგიის მიღებაც კი უზარმაზარი ნაბიჯია იმასთან შედარებით, რაც ამჟამად გვაქვს.

კითხვა მდგომარეობს შემდეგში: რა უნდა მოხდეს სინამდვილეში, რომ მივიდეთ იქამდე, და რა სარგებელს მოიტანს ასეთი გადასვლა?

 

წყარო: renewableenergyworld.com

 

სარჩევში დაბრუნება

 

 

     

CO2-ის გლობალური პროგნოზი 2019 წლისათვის „შემაშფოთებელია“

მეტეოროლოგიური ბიუროს პროგნოზის თანახმად, ატმოსფეროში ნახშირორჟანგის (CO2) შემცველობის დონე, რაც კლიმატის დათბობას იწვევს, 2019 წელს გაიზრდება თითქმის რეკორდულ ნიშნულამდე.

ეს ზრდა გამოწვეულია წიაღისეულის სათბობის წვით და ტყეების განადგურებით, და ეს განსაკუთრებით მწვავე იქნება 2019 წელს ელ-ნინიოს მსგავს პირობებთან მოსალოდნელი დაბრუნებით. კლიმატის ეს ბუნებრივი ცვლილება იწვევს თბილ და მშრალ ამინდებს ტროპიკებში, რაც ნიშნავს, რომ იმ მცენარეთა ზრდა, რომლებიც შთანთქავენ CO2-ს ჰაერიდან, შეზღუდული იქნება.

სათბური გაზების ის დონე, რაც ამჟამადაა, არ ყოფილა 3-5 მილიონი წლის განმავლობაში, როდესაც გლობალური ტემპერატურა იყო 2-3°C-ით მეტი, ხოლო ზღვის დონე იყო 10-20 მეტრით მაღალი. გაეროს პროგნოზით, კლიმატზე ზემოქმედება უნდა გაიზარდოს ხუთჯერ, რათა დათბობა შეიზღუდოს 1,5°C-იტ მეტ ნიშნულზე, ვიდრე იყო ინდუსტრიალიზაციამდე. მაგრამ ბოლო ოთხი წელი იყო ყველაზე ცხელი დაკვირვების მთელ პერიოდში, და გლპბალური ემისიები მცირე პაუზის შემდეგ კვლავ იზრდება.


წყარო: theguardian.com

 

  

 

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ მცენარეულობაზე ორიენტირებული ახალი დიეტა, "შეცვლის" პლანეტის მომავალს

შეიმუშავეს პირველი მეცნიერულად დასაბუთებული დიეტა, რომელიც გამიზნულია როგორც ღარიბული საკვებისთვის, რითაც მილიარდობით ადამიანი იკვებება, ისე გლობალური ეკოლოგიური კატასტროფის ასაცილებლად. იგი მოითხოვს წითელი ხორცის მოხმარების შემცირებას დასავლეთის ქვეყნებში და რადიკალურ ცვლილებებს მთელს მსოფლიოში.

«პლანეტარული დიეტა ჯანმრთელობისათვის» შეიმუშავა საერთაშორისო კომისიამ, რომელიც მიზნად ისახავდა შეემუშავებინა ის სახელმძღვანელო პრინციპები, რაც უზრუნველყოფდა მსოფლიოს სწრაფად მზარდ მოსახლეობას კალორიული საკვებით. ამავე დროს გათვალისწინებულია სოფლის მეურნეობის, განსაკუთრებით მეცხოველეობის ძირითადი როლი კლიმატის ცვლილების სტიმულირებაში, ველური ცხოველების განადგურებაში და მდინარეებისა და ოკეანეების დაბინძურებაში.
დიეტა მოითხოვს, რომ მთელ მსოფლიოში წითელი ხორცის და შაქრის მოხმარება ორჯერ შემცირდეს, ხოლო ბოსტნეულის, ხილის, მარცვლეულის და თხილეულის მოხმარება გაორმაგდეს. თუმცა გარკვეული რეგიონებისთვის უფრო მკვეთრი ცვლილებებია საჭირო. ჩრდილო ამერიკელებმა უნდა მიირთვან 84%-ით ნაკლები წითელი ხორცი, და 6-ჯერ მეტი პარკოსნები და ბურღულეული. ევროპელებმა წითელი ხორცის მიღება 77%-ით უნდა შეამცირონ, და 15-ჯერ გაზარდონ თხილეულის და მარცვლეულის მიღება.

 

წყარო: theguardian.com

 

სარჩევში დაბრუნება

 

 

 

 ძლიერი წყალმოვარდნების რისკი ქ. თბილისში ნ. ჟვანიას ქუჩაზე (ვარაზისხევი)

2015 წლის 13 ივნისს მდ. ვერეს წყალმოვარდნით გამოწვეული კატასტროფის ანალიზმა ცხადყო, რომ მსგავსი შედეგების მომტანი წყალმოვარდნების ხდომილობის ალბათობა ქ. თბილისის საზღვრებში, მდ. მტკვრის სხვა შენაკადებზეც, საკმაოდ მაღალია. აღნიშნულის გათვალისწინებით, CENN-მა საჭიროდ ჩათვალა ქ.თბილისში მდ. მტკვრის სხვა შენაკადებისთვისაც დამახასიათებელი ჰიდროდინამიკური და მორფოდინამიკური პირობების ვიზუალური შეფასების აუცილებლობა. ჩატარებული დაკვირვებების შედეგები აისახა ორგანიზაციის მიერ 2016 წ. გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში „თბილისის ბუნებრივი კატასტროფები“.

პუბლიკაციის სრულად სანახავად, გთხოვთ ეწვიოთ შემდეგ ბმულს.

 

EUBCE 2017 - ევროპის ბიომასის კონფერენციის და გამოფენის დოკუმენტები

საერთაშორისო ენერგეტიკულმა ქარტიამ გამოაქვეყნა 2017 წლის წლიური ანგარიში 
 

 

სარჩევში დაბრუნება

 

 

 

 

ელექტროავტომობილების დამუხტვა

14 - 15 მარტი 2019, სინგაპური

4 - 5 ივლისი 2019, ლონდონი

ტელ. +6325 0254 ან ელ-ფოსტა: reanne@infocusinternational.com


 

Intersolar Europe 2019

კონფერენცია და გამოფენა

თარიღი: 15-17 მაისი, 2019

ადგილი: Messe München, მიუნხენი, გერმანია


 

მწვანე ენერგეტიკის საერთაშორისო კონფერენცია

თემა: განახლებადი ენერგია და ახალი ტექნოლოგიები

თარიღი: 01-02 აპრილი, 2019

ადგილი: ამსტერდამი, ნიდერლანდები

 

განახლებადი და ალტერნატიული ენერგიები

26 - 29 აგვისტო 2019, დუბაი | 18 - 21 ნოემბერი 2019, სინგაპური

ტელ. +6325 0254 ან ელ-ფოსტა: reanne@infocusinternational.com

 

სარჩევში დაბრუნება