energoefeqturobis centris yovelkvireuli energetikuli macne

#05

2018

_

 

  1. Eni-მ აღმოაჩინა ზოჰრის მსგავსი გაზის საბადო კვიპროსის შელფზე

  2. ExxonMobil-მა გაზარდა მარაგები 2,7 მილიარდი ბარელით 2017 წელს

  3. Global Wind Energy Insight: ერთად ჩვენ შევძლებთ ამას

  4. 2017 წელს ევროკავშირში ენერგიის განახლებადი წყაროებიდან მეტი ელექტროენერგია მიიღეს, ვიდრე ნახშირის ელექტროსადგურებიდან

  5. კალიფორნია ცდილობს გახადოს მრეწველობა უფრო ენერგოეფექტური და შეამციროს CO2  

  6. გონივრული დაფინანსება გონიერი შენობებისთვის: ინვესტიციები შენობების ენერგოეფექტურობისათვის

  7. უარყოფით ემისიებს აქვთ „შეზღუდული პოტენციალი“ კლიმატის მიზნების მისაღწევად

  8. ქალაქ თბილისის №54 საჯარო სკოლამ ნარჩენების დახარისხება დაიწყო

  9. პუბლიკაციები

  10. ღონისძიებები

 

 
 
 
 

Eni-მ აღმოაჩინა ზოჰრის მსგავსი გაზის საბადო კვიპროსის შელფზე

Eni SPA აფასებს გაზის მოცულობის დიაპაზონს ადგილზე, თუმცა აცხადებს, რომ დაზვერვითმა ჭაბურღილმა Calypso 1 NFW-მა აღმოაჩინა გაზის საბადო კვიპროსის შელფის მე-6 ბლოკზე. 2,074 მ სიღრმეზე გაბურღული ჭაბურღილი წააწყდა გაზის ფართო სვეტს მიოცენურ და ცარცულ ქანებში. ოპერატორმა განაცხადა, რომ ცარცული მიმდევრობას აქვს ქანის ძალიან კარგი მახასიათებლები.

პარტნიორმა კომპანიამ Total SA-მ ჩაატარა სითხეების და მთის ქანების სინჯების ინტესიური და დეტალური შეკრება კალიპსოს ჭაბურღილებიდან.

Eni ფლობს ბლოკი 6-ის 50%-ს. Total-ი ფლობს დანარჩენს. ორივე კომპანია მუშაობს კვიპროსში, ეგვიპტესა და ლიბანში, სადაც კონსორციუმმა (OAO Novatek-ის ჩათვლით) ხელი მოაწერა შეთანხმებას ლიბანის ბლოკი-4-ის დაზვერვით სამუშაოებზე.

შედარებისთვის, გაზის საბადო ზოჰრი მდებარეობს შორუკის ბლოკზე ეგვიპტეში და ექსპლუატაციაში შესულია დეკემბრიდან. Eni-ს შეფასებით, ზოჰრს აქვს 30 ტრილიონ კუბურ ფუტზე მეტი რესურსი, ანუ დაახლოებით 5,5 მილიარდი ბარელი ნავთობის ექვივალენტი.

წყარო:  www.ogj.com

 

 

ExxonMobil-მა გაზარდა მარაგები 2,7 მილიარდი ბარელით 2017 წელს

კორპორაცია ExxonMobil-მა გაზრდა ნავთობის და გაზის დამტკიცებული მარაგები 2,7 მილიარდი ბარელით 2017 წელს, რაც წარმოების 183%-ია. ExxonMobil-ის დადადსტურებლმა მარაგებმა შეადგინა 21,2 მილიარდი ბარელი ნავთობის ექვივალენტი 2017 წლის ბოლოს. სითხეები შეადგენს რეზერვების 57%-ს, შედარებისთვის ეს მაჩვენებელი იყო 53% 2016 წელს. ExxonMobil-ის მარაგები წარმოების არსებული მოცულობის პირობებში შეადგენს 14 წლის მარაგს.

„ნედლეულზე დაბალი ფასების დროს განხორციელებულმა კვლევებმა და შენაძენებმა შეგვმატა მაღალხარისხიანი რესურსები, რაც წარმოადგენს დარგში ერთ-ერთ ყველაზე დაბალხარჯიანს“, - განაცხადა ExxonMobil-ის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა დარენ ვუდსმა.

2017 წლის განმავლობაში დადასტურებული ნამატი ზედა ზაკუმის საბადოზე აბუ-დაბიში შეადგენს 800 მილიონზე მეტ ბარელ ნავთობს. დამატებით აშშ-ში არატრადიციულმა მოპოვებამ, ძირითადად პერმიანულ აუზში, შეადგინა 800 მილიონი ბარელი.

გაიანასა და მოზამბიკში ასევე არის სხვა დადასტურებული მარაგები.

წყარო:  www.ogj.com

 

 

სარჩევში დაბრუნება

 
 
 

 
Global Wind Energy Insight: ერთად ჩვენ შევძლებთ ამას

სტივ სოიერი, ქარის ენერგიის მსოფლიო საბჭოს გენერალური მდივანი: „მომავალში, რაღაც მომენტში განახლებადი ენერგიის წყაროების დარგი გადაწყვეტს, რომ მას სჭირდება ერთიანი წარმოადგენლობითი ორგანო. რამდენადაც სულ უფრო მეტი და მეტი კომპანიაა დაკავებული ერთზე მეტი განახლებადი ტექნოლოგიით, ჩანს, რომ ეს აუცილებლად მოხდება, და მე ხშირად მიწევს სხვადასხვა პოლიტიკურ ფორუმზე ვისაუბრო არა მხოლოდ ქარზე. მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიებს შორის განხვავება (და კონკურენცია) ბაზარზე თვალსაჩინოა, ოფიციალური პირები სულ უფრო ხშრად მეკითხებიან, როდის გვექნება ერთი წარმოადგენლობითი ხმა. ერთი ადგილი, სადაც დარგის წარმომადგენლებმა შეძლეს შეკრება, - იყო ენერგიის განახლებადი წყაროების საერთაშორისო სააგენტოს (IRENA) კონტექსტში, სადაც ქარის, მზის, ჰიდროენერგეტიკის, გეოთერმიის და ბიომასის ასოციაციები ერთ ხმაში ლაპარაკობენ.

IRENA-ს სამოქმედო კოალიცია შეიქმნა რამოდენიმე წლის წინ, რათა შეექმნა საშუალებები კერძო სექტორისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის მთლიანად, თანამშრომლობისა და IRENA-ს მუშაობისთვის დასახმარებლად. მე მოხარული ვარ წარმოგიდგინოთ ბიზნესის და ინვესტორთა კოალიციის ქვეჯგუფის მუშაობის შედეგები IRENA-ს მერვე გენერალურ ასამბლეაზე აბუ-დაბიში 13 იანვარს. ჩვენი მოხსენება ხელმისაწვდომია IRENA-ს ვებ-გვერდზე“.
წყარო: www.renewableenergyworld.com

2017 წელს ევროკავშირში ენერგიის განახლებადი წყაროებიდან მეტი ელექტროენერგია მიიღეს, ვიდრე ნახშირის ელექტროსადგურებიდან

ელექტროენერგიის გამომუშავება ევროკავშირის 28 ქვეყანაში გაიზარდა 2 595 ტვტ.სთ-დან 1990 წელს პიკურ 3 387 ტვტ.სთ-მდე 2008 წელს. 2015 წელს ელექტროენერგიის წარმოება უმნიშვნელოდ გაიზარდა 2014 წელთან შედარებით 1,4%-ით და მიაღწია 3 234 ტვტ.სთ-ს, რაც 4,5%-ით ნაკლებია 2008 წლის პიკურ მაჩვენებელზე. 2015 წელს ენერგიის განახლებადი წყაროები იყო ელექტროენერგიის ყველაზე დიდი წყარო, აღემატებოდა რა მყარ წიაღისეულ საწვავს (ნახშირს) და ატომურ ენერგიას. 1990 წლიდან ელექტროენერგიის წარმოება განახლებადი წყაროებიდან თითქმის გასამმაგდა. 5 წლის წინანდელ პერიოდთან შედარებით ელექტროენერგიის წარმოება განახლებადი წყაროებიდან გაიზარდა 36%-ით.

ელექტროენერგიის წარმოება განახლებადი წყაროებიდან მკვეთად გაიზარდა 2017 წელს, თუმცა ამ ზრდის ლომის წილი მოდიოდა დიდ ბრიტანეთზე და გერმანიაზე, რაც თვალსაჩინოს ხდის ევროპის ენერგეტიკული სექტორის დეკარბონიზაციის არათანაბარ ხასიათს.

ეს არის ევროკავშირის ელექტროენერგეტიკის სექტორის ახალი კვლევის ძირითადი დასკვნა, რომელიც ჩაატარეს ანალიტიკურმა ცენტრებმა Agora Energiewende-მ (გერმანია) და Sandbag-მა (დიდი ბრიტანეთი).

წყარო: ec.europa.eu

 

სარჩევში დაბრუნება

 

კალიფორნია ცდილობს გახადოს მრეწველობა უფრო ენერგოეფექტური და შეამციროს CO2

მოსახლეობის ზრდასთან და თითოეული ადამიანისთვის საჭირო ენერგიის რაოდენობის ზრდასთან ერთად, ჩვენ მუდმივად უნდა ვიკვლევდეთ ელექტროენერგიის ახალ წყაროებს. ელექტრული სატრანსპორტო საშუალებები, აგრეთვე საყოფაცხოვრებო ელექტრონიკა ცვლიან მოთცოვნებს ენერგო მოხმარების მიმართ.

ენერგიაზე მიმდინარე და მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილების კიდევ ერთი ხერხია ავამაღლოთ ენერგოეფექტურობის არსებული დონე საოჯახო, კომერციული და სამრეწველო მომხმარებლებისთვის. კალიფორნია ითვლება ლიდერად ამ სფეროში, და ახლახანს მათ განაცხადეს ენერგოეფექტურბოის და განახლებადი ენერგიის წყაროების ახალი მიზნების შესახებ.

კომისიონერებმა გადასცეს 250,000 აშშ დოლარის გრანტი სან-ფრანცისკოს უნივერსიტეტს, რათა დაეხმარნონ კალიფორნიის კვების მრეწველობას, შეამცირონ ენერგო დანახარჯები, აამაღლონ ეფექტურობა და შეამცირონ სათბური გაზების ემისიები. კალიფორნია არის მსოფლიოში მეხუთე ადგილზე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების მხრივ, ხოლო ბუნებრივი აირის გამოყენება მრეწველობაში უტოლდება 1,25 მლნ საოჯახო მეურნეობის მოხმარებას.

მკვლევარები დაათვალიერებენ ქარხნებს მთელ შტატში, რათა შეაფასონ ტენოლოგიური დანადგარები და სამუშაო პრაქტიკა, და ამის საფუძველზე განსაზღვრონ სტრატეგია მწარმოებლურობის ასამაღლებლად და ენერგიაზე დანახარჯების შესამცირებლად. პროექტი დაფინანსებულია ენერგეტიკული კომისიის ბუნებრივი არის კვლევის პროგრამის მიერ.
 

წყარო: solarthermalmagazine.com

 

 

გონივრული დაფინანსება გონიერი შენობებისთვის: ინვესტიციები შენობების ენერგოეფექტურობისათვის

ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) საბჭომ 6 თებერვლის სხდომაზე დაამტკიცა ახალი საფინანსო ინსტრუმენტის - ინიციატივის Smart Finance for Smart Buildings შექმნა. მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ ინვესტიციები საცხოვრებელ შენობებში ენერგოეფექტურობის ამაღლების პროექტებში გახდეს უფრო მიმზიდველი კერძო ინვესტორებისთვის, გარანტიის სახით ევროკავშირის გრანტების გონივრული გამოყენების წყალობით.

ეს ახალი ინსტრუმენტი, გონიერი შენობების სფეროში ევროკავშირის სხვა ინიციატივებთან ერთად, მიმართულია იქითკენ, რომ გაიხსნას 10 მილიარდი ევროს მოცულობის საზოგადოებრივი და კერძო ფონდები 2020 წლამდე პერიოდში პროექტებისათვის ენერგოეფექტურობის სფეროში. წინასწარი შეფასებით, ამან შეიძლება გამოიწვიოს 220,000-მდე სამუშაო ადგილის შექმნა და შენობების სარემონტო-სარეაბილიტაციო ბაზრის შექმნა 120 მილიარდი ევროს მოცულობით გარდა ამისა, დაახლოებით 3,2 მლნ ევროპული ოჯახი შეიძლება გამოყვანილ იქნას ენერგეტიკული სიღარიბიდან.
კომისარმა კლიმატის და ენერგეტიკის საკითხებში მიგელ არიას კანიეტემ განაცხადა:
«მე მხურვალედ მივესალმები EIB-ის საბჭოს გადაწყვეტილებას. მშენებლობაზე და საცხოვრებელ სექტორზე მოდის ევროპაში ენერგიის მოხმარების 40%, მაგრამ ამისათვის საჭიროა გაცილებით მეტი ინვესტიცია, და ეს ინიციატივა დაგვეხმარება შევამციროთ ეს სხვაობა, აგრეთვე შევქმნათ ადგილებზე ახალი სამუშაოები, შევამციროთ ენერგეტიკული სიღარიბე ევროკავშირის თანხების გონივრული და ეკონომიკურად ეფექტური გამოყენებით. ეს გვიჩვენებს, რომ „ენერგოეფექტურობა უპირველეს ყოვლისა» - არ არის უბრალოდ ლოზუნგი: პრაქტიკული გადაწყვეტილებები, როგორიცაა EIB-ის საბჭოს მიერ დამტკიცებული გადაწყვეტილება, ძალზე ეხმარება ჩვენს გადასვლას დაბალ-ნახშირბადიან ეკონომიკაზე და გვეხმარება პარიზის შეთანხმების მიმართ ჩვენი ვალდებულებების შესრულებაში».

წყარო: ec.europa.eu

 

 

სარჩევში დაბრუნება

 

 

 

   

უარყოფით ემისიებს აქვთ „შეზღუდული პოტენციალი“ კლიმატის მიზნების მისაღწევად

უარყოფითი ემისიების ტექნოლოგიების გამოყენების პოტენციალი, პარიზის შეთანხმების მიზნების მისაღწევად შესაძლებელია იყოს უფრო „შეზღუდული“, ვიდრე ადრე ითვლებოდა, ასკვნის ევროპელ მრჩეველთა მიერ შემუშავებული მოხსენება.

უარყოფითი ემისიების ტექნოლოგია (NETs) აღწერს მეთოდების სიმრავლეს, რომელთაგან ბევრი ჯერ კიდევ დასამუშავებელია, და რომლებიც მიმართულია კლიმატის ცვლილების შეზღუდვისკენ ჰაერიდან СО2-ის მოცილების გზით.

ამ მეთოდებიდან ზოგიერთი უკვე ჩართულია მეცნიერების მიერ მოდელურ „გზებში“, რომლებიც გვაჩვენებს, თუ როგორ შეიძლება შეუზღუდოს გლობალური დათბობა 1.5C-სა და 2C-ს შორის ინდუსტრიამდელ დონეს ზემოთ, რაც არის პარიზის შეთანხმების მიზანი.

თუმცა ახალ მოხსენებაში ნათქვამია, რომ არ არსებობს „ვერცხლის ტყვიების ტექნოლოგია“, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ლიმატის ცვლილების პრობლემის გადასაჭრელად, განაცხადეს მეცნიერებმა პრესისთვის გამართულ ბრიფინგზე, რომელიც ჩატარდა ლონდონში.

ამის ნაცვლად „ძირითადი ყურადღების ფოკუსირება უნდა მოხდეს სათბური გაზების გამოფრქვევის შემცირებაზე, მისი შედეგების შერბილებაზე“, - დაამატეს მათ.

წყარო: carbonbrief.org

  

 

ქალაქ თბილისის №54 საჯარო სკოლამ ნარჩენების დახარისხება დაიწყო

2 თებერვალს ქალაქ თბილისის №54 საჯარო სკოლაში ნარჩენების დახარისხების კუთხე გაიხსნა. ამიერიდან სკოლის მოსწავლეებს, მშობლებსა და სკოლის თანამშრომლებს შესაძლებლობა ექნებათ დახარისხებული ნარჩენი (ქაღალდი, შუშა, პლასტმასა და ალუმინი) მიიტანონ და განათავსონ დახარისხების კუთხეში, შესაბამის ურნებში, ნარჩენების შემდგომი გადამუშავების მიზნით. ნარჩენების შეგროვებას და ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს შპს სუფთა სამყარო, რომელიც ნარჩენებს შესაბამის გადამამუშავებელ კომპანიებს გადასცემს.

ნარჩენების დახარისხების კუთხის გახსნის ღონისძიებას უმასპინძლეს №54–ე საჯარო სკოლის დირექტორმა, ქეთევან ჩოქურმა და CENN-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნანა ჯანაშიამ. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო კავკასიაში USAID-ის ეკონომიკური განვითარების ოფისის ხელმძღვანელმა ვერონიკა ლიმ. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა მოსწავლეების მიერ ორგანიზებული ფლეშმობი და ნარჩენების თემატიკაზე მომზადებული პოსტერების გამოფენა–კონკურსი. პოსტერების გამოფენას წინ უძღოდა, ორკვირიანი მოსამზადებელი სამუშაოები, რომლის განმავლობაშიც სკოლის მოსწავლეებს უნდა შეემუშავებინათ პოსტერები ნარჩენების მართვის თემატიკაზე. კონკურსში გამარჯვებული პოსტერები დაიბეჭდება, WMTR II პროგრამის დაეხმარებით, და გავრცელდება სკოლებში, ნარჩენების შემცირებისა და გადამუშავების პოპულარიზაციის მიზნით. კონკურსის ყველა მონაწილეს ვერონიკა ლიმ სერთიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

ნარჩენების დახარისხების კუთხე გაიხსნა USAID–ის მხარდაჭერით მიმდინარე პროგრამის ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში, ფაზა II (WMTR II) ფარგლებში. პროგრამა ეხმარება საქართველოს მთავრობას ქვეყნის ნარჩენების მართვის სექტორის მოდერნიზებაში და ხელს უწყობს მდგრად და ინკლუზიურ ეკონომიკურ განვითარებას. ამავე ინიციატივის ფარგლებში, თბილისის მასშტაბით დახარისხებული ნარჩენების განთავსება უკვე რვა ლოკაციაზეა შესაძლებელი. ნარჩენების დახარისხების ადგილების სანახავად, გთხოვთ, იხილოთ რუკა: ნარჩენების დახარისხების კუთხეები.

ნარჩენების დახარისხების ვალდებულება საქართველო-ევროკავშირს შორის არსებული ასოცირების ხელშეკრულებითაა განსაზღვრული და ნარჩენების მართვის კოდექსის თანახმად, 2019 წლიდან ყველა მუნიციპალიტეტში უნდა დაიწყოს.

WMTR II პროგრამას ახორციელებს CENN, USAID-ის მხარდაჭერით.

 

წყარო: cenn.org

 

სარჩევში დაბრუნება

 

 

 

 

EUBCE 2017 - ევროპის ბიომასის კონფერენციის და გამოფენის დოკუმენტები

 

საერთაშორისო ენერგეტიკული ქარტიის სამდივნომ გამოსცა 2016 წლის წლიური ანგარიში

 

 

 

სარჩევში დაბრუნება

 

 

 

ენერგოეფექტურობა და განახლებადი ენერგია - სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის მე-14 კონფერენცია და გამოფენა

27 -29 მარტი, 2018

სოფია, ბულგარეთი


ბიოენერგიის მე-11 მსოფლიო კონგრესი და გამოფენა
2-4 ივლისი, 2018
ფრანკფურტი, გერმანია
 

ენერგოეფექტური ეკონომიკის ამერიკული საბჭო (ACEEE) მართავს კონფერენციას "ენერგოეფექტურობა შენობებში"
12-17 აგვისტო, 2018
პასიფიკ გროუვ, კალიფორნია, აშშ

 

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია "ენერგეტიკა და კლიმატის ცვლილება"

10-12 ოქტომბერი, 2018

ათენი, საბერძნეთი
 

სარჩევში დაბრუნება