energoefeqturobis centris yovelkvireuli energetikuli macne

#06

2018

_

 

  1. პოლონურმა Grupa Lotos-მა განაახლა გდანსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მუშაობა

  2. კუვეიტმა დაიწყო ალ-აჰმადის ნავთოგადამუშავებელი ქარხნის რემონტი

  3. ლითიუმ-იონური ბატარეის დამუხტვა 5-ჯერ უფრო სწრაფად, ვიდრე ახლა ხდება

  4. Sunpower-ის მაღალეფექტური მზის პანელები დამონტაჟდა უზარმაზარ მასივში ჩილეში

  5. სუფთა წყალბადის მიღების უკეთესი გზა  

  6. ევროკავშირი მოახდენს 873 მლნ ევროს ინვესტირებას სუფთა ენერგიის ინფრასტრუქტურაში

  7. კავკასიის ფრანგული სკოლის თანამშრომლებს ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომების შესახებ ტრენინგი ჩაუტარდათ

  8. პროექტი „დავასუფთაოთ საქართველო - ფაზა III“ - იანვარი, 2018 - რეგიონალური შეხვედრები

  9. პუბლიკაციები

  10. ღონისძიებები

 

 
 
 
 

პოლონურმა Grupa Lotos-მა განაახლა გდანსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მუშაობა

Grupa Lotos SA-მ განაახლა თავისი 10,5 მლნ ტონა/წელიწადში სიმძლავრის ქარხნის საქმიანობა, მას შემდეგ რაც 8 სექტემბერს შეჩერდა წარმოება.

ოპერატორმა გამაცხადა, რომ ყველა ქვედანაყოფი, რომლებიც დაზარალდნენ გათიშვის გამო, აღდგენილია და შეუდგნენ საქმიანობას 9 თებერვალს, რამაც არ იმოქმედა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პროდუქციის რეალიზაციაზე.

ინვესტორების წარმომადგენლის სიტყვებით დაუგეგმავი გაჩერების თაობაზე, ოპერაციები თითქმის ყველა ერთეულში დროებით შეწყდა 8 თებერვალს, როდესაც მოხდა ელექტრომომარაგების 30-წუთიანი წყვეტა სადგურ Energa SA-ს ქვესადგურ Blonia 1-ზე.

უფრო დეტალური ინფორმაცია ამ ინციდენტზე არ გახმაურებულა.

კომპანია Grupa Lotos აგრძელებს მუშაობას ნავთობის გადამუშავების ეფექტურობის პროგრამაზე (EFRA), რომლის მიზანია გაზარდოს გდანსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მწარმოებლურობა მაღალმარგინალური საშუალო დისტილატებისთვის, ამავდროულად დაბალშემოსავლიანი მძიმე პროდუქტების გამოშვების შემცირებით.

წყარო:  www.ogj.com

 

 

კუვეიტმა დაიწყო ალ-აჰმადის ნავთოგადამუშავებელი ქარხნის რემონტი

კუვეიტის ნავთობის კორპორაციამ (KPC), Kuwait National Petroleum Co. (KNPC)-ს შვილობილმა კომპანიამ, დაიწყო ერთ თვეზე მეტ ხნიანი ტექნიკური სამუშაოები თავის მინა ალ აჰმადის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, რომლის სიმძლავრეა 466 000 ბარელი/დღეში და რომელიც მდებარეობს ქალაქ კუვეიტიდან სამხრეთით 28 მილის დაშორებით სპარსეთის ყურეში.

უდიდესი ტექნიკური მომსახურება, რომლის ღირებულება შეადგენს 16,9 მლნ აშშ დოლარს, დაიწყო 20 ინავარს და გაგრძელდება 35 დღეს, იუწყება კუვეიტის საინფორმაციო სააგენტო.

ტექნიკური მომსახურება არის KNPC-ს მუდმივი პოლიტიკის ნაწილი, რაც გულისხმობს დანადგარების და მოწყობილობების შემოწმებას 4 წელიწადში ერთხელ, განაცხადა ფაჰად ალ დაიჰანიმ, ქარხნის გენერალური დირექტორის მოადგილემ.

გეგმიური სამუშაოების დროს, რომელიც არ მოახდენს გავლენას გადამუშავების საერთო ოპერაციებზე, კომპანია ჩაატარებს აგრეგატების ტექ. მომსახურებას და მოდერნიზაციას, რათა გაზარდოს უფრო ხარისხიანი, სუფთა საწვავი პროდუქტების წარმოება 2020 წლისათვის, განაცხადა აჰმად დაშტიმ, KNPC-ს სამსახურის უფროსმა.

წყარო:  www.ogj.com

 

 

სარჩევში დაბრუნება

 
 
 

 
ლითიუმ-იონური ბატარეის დამუხტვა 5-ჯერ უფრო სწრაფად, ვიდრე ახლა ხდება

ელექტრომობილებზე გადასვლის ერთ-ერთი პრობლემაა ისეთი პროდუქტის შეთავაზება, რომელიც ყოველმხრივ უკეთესია წიაღისეულ საწვავზე მომუშავე შიდაწვის ძრავიან ავტომობილებზე. შესაძლო ნულოვანი გამონაბოლქვის (თუ თქვენ დამუხტვისათვის იყენებთ სუფთა ელექტროენერგიას), აჩქარების და ტექმომსახურების შემთხვევებში ელექტრომობილი უპირობოდ იმარჯვებს.

მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ, ლითიუმ-იონური ბატარეების სწრაფად დამუხტვადი ავტომობილებისთვისაც კი, როგორიცაა Tesla მოდელი S და Nissan Leaf, ეს პროცესი საჭიროებს 30 წუთს, რათა 80%-იან დამუხტვას მივაღწიოთ. ინჟინრები ცდილობდენ არ გადაეჭარბებინათ უსაფრთხოების ზღვრისათვის, როცა საუბარია სწრაფ დამუხტვაზე, რამდენადაც ხანძრები არ არის კარგი მარკეტინგული მომენტი. თუმცა ახალი კვლევები აჩვენებს, რომ რომ ჩვენ ზედმეტად ფრთხილები ვიყავით და რომ ლითიუმ-იონური ბატარეები შეიძლება უსაფრთხოდ დაიმუხტოს 5-ჯერ უფრო სწრაფად, ვიდრე ჩვენ ვფიქრობდით.

უორვიკის უნივერსიტეტის მკვლევარებმა შეიმუშავეს ახალი პირდაპირი და ზუსტი ტესტი ლითიუმ-იონური ბატარეების შინაგანი ტემპერატურებისა და მათი ელექტროდების პოტენციალისთვის და აღმოაჩინეს, რომ ბატარეები შეიძლება უსაფრთხოდ დაიმუხტოს 5-ჯერ უფროს სწრაფად, ვიდრე ამჟამად არის რეკომენდებული.

წყარო: www.renewableenergyworld.com

Sunpower-ის მაღალეფექტური მზის პანელები დამონტაჟდა უზარმაზარ მასივში ჩილეში

მას შემდეგ, რაც აიღებთ ვალდებულებას გამოიყენოთ ელექტროენერგია ყველა სატრანსპორტო სისტემის ენერგომომარაგებისათვის, ეს მარტივი გზაა გახადოთ ტრანსპორტი ნახშირბად-ნეიტრალური. რკინიგზის და მეტროს ენერგომომარაგებისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ქარის ან მზის ენერგია. ელექტრომობილებისა და მოტოციკლების აკუმულატორების დასამუხტად მარტივია მზისგან მიღებული ელექტროენერგიის გამოყენება.

Actis-მა და SunPower Corp.-მა განაცხადეს, რომ Actis-მა შეიძინა 110-მეგავაგტიანი ელ-პელიკანოს მზის სადგური ჩილეში, სადაც გამოიყენება ტექნოლოგია SunPower® Oasis®. იგეგმება, რომ ეს სადგური მოამარაგებს წელიწადში 300 გვტ.სთ ენერგიით სანტიაგოს მეტროპოლიტენის სისტემას.

სადგური მდებარეობს ლა-იგერას მუნიციპალიტეტში (კოკიმბოს რეგიონი) ვალენერა მახლობლად (ატაკამას რეგიონი), მან ფუნქციონირება დაიწყო 2017 წლის 17 ნოემბერს.

დღეისათვის მთელს მსოფლიოში SunPower-ის ტექნოლოგიის გამოყენებით მუშაობს 4,6 გიგავატზე მეტი ჯამური სიმძლავრის მზის ელექტროსადგურები.

წყარო: solarthermalmagazine.com

წყარო: ec.europa.eu

 

სარჩევში დაბრუნება

 

სუფთა წყალბადის მიღების უკეთესი გზა

არცთუ ისე დიდი ხნის წინ ყველა ფიქრობდა, რომ წყალბადის ეკონომიკა ჩაანაცვლებდა წიაღისეულ საწვავზე დაფუძნებულ ახლანდელ ეკონომიკას. სიმართლე ისაა, რომ წყალბადი ძირითადად იწარმოება როგორც ნავთობის მრეწველობის პროდუქტი, რაც აქარწყლებს საწვავის სხვა წყაროზე გადასვლის მიზანს CO2-ის გამოფრქვევების შეწყვეტისათვის.

არსებობს წყალბადის მიღების სხვა მეთოდებიც, მაგალითად, მზის ენერგიის გამოყენება წყლის დასაშლელად მის კომპონენტებად, ან ელექტროენერგიის გამოყენება ამავე მიზნით. ეს სუფთა წყალბადი შემდგომში შეიძლება გამოყენებულ იქნას საწვავ ელემენტში წყალბადისა და ჟანგბადის რეკომბინაციისათვის, რათა ისევ გამოვიყენოთ წყალი და ელექტროენერგია პროდუქტის სახით. ეკონომიკური ჭეშმარიტება ამის შესახებ მდგომარეობს იმაში, რომ ეს არის ყველაზე ძვირი მეთოდი სუფთა ელექტროენერგიის მისაღებად. დღემდე ….

მკვლევართა ჯგუფმა პროფესორ სანგარაჯუ შანმუგამის ხელმძღვანელობით Energy Science and Engineering-იდან შეიმუშავა მაღალეფექტური და ზემდგრადი ნანო-სტრუქტურული ელექტროკატალიზატორი გულანის გარსით და წარმატებით შეცვლა ძვირი ანოდი წყლის ელექტროკატალიზის დროს, აშშ-ს წყნარი ოკეანის ჩრდილო-დასავლეთის ეროვნული ლაბორატორიის (PNNL) მკვლევართა ჯგუფთან ერთად.

წყარო: solarthermalmagazine.com

 

 

ევროკავშირი მოახდენს 873 მლნ ევროს ინვესტირებას სუფთა ენერგიის ინფრასტრუქტურაში

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები დაეთანხმნენ კომისიის წინადადებას, მოახდინონ 873 მლნ ევროს ინვესტირება ევროპის ენერგეტიკული ინფრასტრუქტის საკვანძო პროექტებში.

ევროპის გადასვლა სუფთა და თანამედროვე ეკონომიკაზე არის ენერგეტიკული კავშირის მიზანი, იუნკერის კომისიის პრიორიტეტი. დღეისათვის ეს ხდება ახალი რეალობა, და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ევროპის ინფრასტრუქტურის ადაპტაციას ენერგიაზე სამომავლო მოთხოვნასთან. სწორად ურთიერთდაკავშირებული ელექტროგადამცემი ხაზები და მილსადენები ქმნიან ინტეგრირებული ევროპული ენერგო ბაზრის საფუძველს, გამყარებულს სოლიდარობის პრინციპით. ასე რომ, ელექტროენერგეტიკის და ბუნებრივი არის სფეროში 17 შერჩეული პროექტის მხარდაჭერა არის ნიშანი იმისა, რომ ევროპა მზად არის ევროპული ენერგეტიკული სისტემის მოდერნიზაციისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლებისთვის, რაც საბოლლო ჯამში უზრუნველყოფს ყველა ევროპელ მომხმარებელს იაფი და უსაფრთხო ენერგიით.

შერჩეული პროექტები ფინანსირება ხორციელდება პროექტით „Connecting Europe“ (CEF), რაც არის ტრანსევროპული ინფრასტრუქტურის მხარდაჭერის პროგრამა.

ფინანსირებისთვის შერჩეული 17 პროექტიდან:

- 8 არის ელექტროენერგეტიკის სექტორიდან (680 მლნ ევრო) და 9 - გაზის სექტორიდან (193 მლნ ევრო).

- 4 განეკუთვნება სამშენებლო სამუშაოებს (723 მლნ ევრო) და 13 - კვლევით სამუშაოებს (150 მლნ ევრო).


წყარო: ec.europa.eu

 

 

სარჩევში დაბრუნება

 

 

 

   

კავკასიის ფრანგული სკოლის თანამშრომლებს ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომების შესახებ ტრენინგი ჩაუტარდათ

15 თებერვალს კავკასიის ფრანგული სკოლის თანამშრომლებს ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომების შესახებ ტრენინგი ჩაუტარდათ. ტრენინგის თემა ნარჩენების მართვის მიდგომები, პრაქტიკები და გამოწვევები იყო. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ნარჩენების სწორ დახარისხებასა და მის მნიშვნელობაზე, ასევე, დახარისხებული ნარჩენის შემდგომი გადამუშავების ქვეყანაში არსებულ შესაძლებლობაზე.

შეგახსენებთ, ფრანგულ სკოლასთან უკვე ფუნქციონირებს ნარჩენების დახარისხების კუთხე, სადაც სკოლის მოსწავლეებს, მშობლებსა და სკოლის თანამშრომლებს შესაძლებლობა აქვთ დახარისხებული ნარჩენი (ქაღალდი, შუშა, პლასტმასა და ალუმინი) მიიტანონ და განათავსონ დახარისხების კუთხეში, შესაბამის ურნებში, ნარჩენების შემდგომი გადამუშავების მიზნით.

დახარისხების კუთხე სკოლასთან ოფიციალურად 23 თებერვალს, 14:00 სთ–ზე გაიხსნება.

აღსანიშნავია, რომ ნარჩენების წყაროსთან სეპარაციის ვალდებულება, ნარჩენების მართვის ეროვნული კანონმდებლობის მიხედვით, 2019 წლიდან ეტაპობრივად შემოდის ძალაში. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების ინფორმირება და მომზადება ამ პროცესისათვის.

ტრენინგი ჩატარდა WMTR II პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს CENN USAID-ის მხარდაჭერით. WMTR II პროგრამის ფარგლებში ქალაქ თბილისში, უკვე 8 ადგილზე ფუნქციონირებს ნარჩენების დახარისხების სტენდები. მოსახლეობას საშუალება აქვს დაახარისხოს ქაღალდის, შუშის, ალუმინისა და პლასტმასას ნარჩენები და განათავსოს მათთვის განკუთვნილ განყოფილებებში.

გადახედეთ ნარჩენების დახარისხების კუთხეების ლოკაციებს, აირჩიეთ თქვენთვის სასურველი მდებარეობა და დაიწყეთ რესურსების დაზოგვა. სეპარაციის სტენდების ადგილმდებარეობა მოცემულია რუკაზე: http://bit.ly/2FO8F2H

წყარო: cenn.org

  

 

პროექტი „დავასუფთაოთ საქართველო - ფაზა III“ - იანვარი, 2018 - რეგიონალური შეხვედრები

ორგანიზაცია „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“ აგრძელებს რეგიონალურ შეხვედრებს საქართველოს მასშტაბით. შეხვედრები ტარდება პროექტის "დავასუფთაოთ საქართველო ფაზა III" ფარგლებში და მიზნად ისახავს რეგიონის ხელმძღვანელობის ინფორმირებას, ზოგადად საქართველოს ტერიტორიაზე და კერძოდ კონკრეტულ რეგიონში, არსებული სახიფათო ნარჩენების (ქლორი/ქიმიკატები) და მათგან გამოწვეული საფრთხეების შესახებ.

2018 წლის იანვარში, აღნიშნული ტიპის შეხვედრები ჩატარდა კახეთისა (თელავი) და შიდა ქართლის (გორი) რეგიონებში.

შეხვედრაზე წარმოდგენილ იქნა პროექტის ფარგლებში განხორციელებული ინვენტარიზაციის შედეგები, კერძოდ კონკრეტულ რეგიონში არსებული მდგომარეობა, სტატისტიკური მონაცემები, სახიფათო ნარჩენებით (კერძოდ, ქლორი/ქიმიკატები) გამოწვეული საფრთხეები და პრობლემების გადაჭრის სავარაუდო გზები.

ასევე განხილულ იქნა ზოგადად ქლორით გამოწვეული საფრთხეები (მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარი ფაქტები), მისი უტილიზაციის მეთოდები და უსაფრთხოების ზომები, სახიფათო ნარჩენებთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის სავარაუდო გზები, სახელმწიფოს როლი, პრევენციული ზომები და სხვა.
განხილული იქნა შესაბამისი ინსტრუქციები შემდგომში რეაგირებისათვის განსახორციელებელ ღონისძიებებზე ყველა საეჭვო შემთხვევის თავიდან ასაცილებლად. გარდა ამისა, განხილულ იქნა საკითხი კონკრეტული რეგიონის საჯარო სკოლის ლაბორატორიებში არსებული აღურიცხავი ვადაგასული/უვარგისი და ხმარებიდან ამოღებული ქიმიკატების და მათგან გამოწვეული საფრთხეების შესახებ.

შეხვედრებს ესწრებოდნენ ზემოთ აღნიშნული რეგიონების გუბერნატორის ადმინისტრაციის, ასევე გარემოს ზედამხედველობის, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის და ყველა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები კონკრეტული რეგიონიდან. შეხვედრებზე გამოითქვა ინტერესი და მზადყოფნა პროექტთან თანამშრომლობის თაობაზე. შეხვედრის მონაწილეებს დაურიგდათ პროექტის ფარგლებში გამოცემული უსაფრთხოების სამოქმედო გეგმები, სახიფათო ნარჩენების მართვის სახელმძღვანელოები, საინფორმაციო ბროშურები, ფლაერები, რეაგირების საკომუნიკაციო სქემები და რეკომენდაციები.

პროექტს „დავასუფთაოთ საქართველო - ფაზა III“ ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი: „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო“, შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.

„ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“

საქართველო, თბილისი, 0160, კანდელაკის ქ. #10;

ტელ: (+995 32) 2 24 04 07

ელ. ფოსტა: info@eawm.org.ge

ვებ. გვერდი: www.eawm.org.ge

წყარო: cenn.org

 

სარჩევში დაბრუნება

 

 

 

 

EUBCE 2017 - ევროპის ბიომასის კონფერენციის და გამოფენის დოკუმენტები

 

საერთაშორისო ენერგეტიკული ქარტიის სამდივნომ გამოსცა 2016 წლის წლიური ანგარიში

 

 

 

სარჩევში დაბრუნება

 

 

 

ენერგოეფექტურობა და განახლებადი ენერგია - სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის მე-14 კონფერენცია და გამოფენა

27 -29 მარტი, 2018

სოფია, ბულგარეთი


ბიოენერგიის მე-11 მსოფლიო კონგრესი და გამოფენა
2-4 ივლისი, 2018
ფრანკფურტი, გერმანია
 

ენერგოეფექტური ეკონომიკის ამერიკული საბჭო (ACEEE) მართავს კონფერენციას "ენერგოეფექტურობა შენობებში"
12-17 აგვისტო, 2018
პასიფიკ გროუვ, კალიფორნია, აშშ

 

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია "ენერგეტიკა და კლიმატის ცვლილება"

10-12 ოქტომბერი, 2018

ათენი, საბერძნეთი
 

სარჩევში დაბრუნება