energoefeqturobis centris yovelkvireuli energetikuli macne

#07

2019

 

 

  1. საუდელები აპირებენ ნავთობის მოპოვების კიდევ უფრო შემცირებას

  2. “ჩრდილოეთის ნაკადი-2» ჯერ კიდევ განხორციელების იმედით არის

  3. ტანზანიაში დაიწყო 2115 მვტ სიმძლავრის რუფიჯის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა

  4. „მზე + ბატარეა“ ტიპის მსოფლიოში უმსხვილესი მიკროქსელი ავსტრალიის ოქროს საბადოს ელექტრომომარაგებისთვის

  5. ქარის ელექტროსადგურები უკვე უფრო ხელსაყრელია, ვიდრე ნახშირის სადგურები  

  6. BP და McKinsey თანხმდებიან, რომ 2040 წლისათვის განახლებადები გახდებიან ენერგიის დომინანტი წყაროები

  7. ოკეანის დონის ორ კვლევაში არის როგორც კარგი, ისე ცუდი ამბები 

  8. მცენარეები და ნიადაგი მიუახლოვდნენ СО2-ის შთანთქმის ზღვარს

  9. პუბლიკაციები

  10. ღონისძიებები

 

 
 
 
 

საუდელები აპირებენ ნავთობის მოპოვების კიდევ უფრო შემცირებას

საუდის არაბეთი გეგმავს კიდევ უფრო შეამციროს ნავთობის მოპოვება - დღეში 9,8 მლნ ბარელამდე, განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა ჰალიდ ალ-ფალიჰმა Financial Times-თან ინტერვიუში. შედარებისთვის, ნოემბერში მოპოვება შეადგენდა დღეში 11 მილიონ ბარელზე მეტს.

ალ-ფალიჰმა განაცხადა, რომ ასევე მნიშვნელოვნად შემცირდება ექსპორტი მიმდინარე და მომავალ თვეში, საშუალოდ დღეში 6,9 მლნ ბარელამდე, ნოემბერში ეს მაჩვენებელი შეადგენდა 8,2 მლნ ბარელს. ყოველივე ეს კარგს არაფერს უქადის ვაშინგტონის იმედებს, რომ საუდის არაბეთი შეავსებდა ვენესუელის მძიმე ნავთობის დანაკლისს მას შემდეგ, რაც აშშ-მ დააწესა სანქციების ახალი პაკეტი კარაკასი მთავრობის წინააღმდეგ.

ეს ახალი ამბავი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ საუდის არაბეთს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი აწიოს ფასები გაცილებით მაღლა, ვიდრე ეს დაგეგმილი იყო დეკემბერში ოპეკ+ -ის მიერ მოპოვების შემცირების კიდევ ერთ რაუნდზე.

 

წყარო:  oilandgaspeople.com

 

 

“ჩრდილოეთის ნაკადი-2» ჯერ კიდევ განხორციელების იმედით არის

ევროპის, როგორც ზესახელმწიფოების მეტოქეობის არენის მდგომარეობა დასრულდა ცივი ომის დასრულების შემდეგ. თუმცა ბოლო პერიოდში ბებერი კონტინენტი ისევ გახდა კონფლიქტების არეალი. ამჯერად პოლიტიკური დაპირისპირების ცენტრში მოექცა ენერგეტიკა. წყალქვეშა მილსადენის „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობა ეწინააღმდეგება ქვეყნების ალიანსი და ევროკომისია, ხოლო ბერლინი პროექტის კატეგორიული მომხრეა. ვაშინგტონმა კიდევ უფრო დაძაბა სიტუაცია თავის მუქარით - შემოეღო სანქციები იმ კომპანიების მიმართ, ვინც მშენებლობაში მიიღებდა მონაწილეობას. გასულ კვირას ენერგეტიკის მინისტრების შეხვედრამ ბრიუსელში გადაწყვიტა Nord Stream 2-ის ბედი დაძაბული და საკვირველი 24 საათის შემდეგ.

მილსადენის ექსპლუატაციაში გაშვება დაგეგმილი იყო მიმდინარე წლის ნოემბერში. ყოველდღიურად მიმდინარეობს სულ უფრო მეტი მილის შედუღება და ბალტიის ზღვის ფსკერზე ჩაშვება. ამიტომ პროექტის კრიტიკოსებს ჰქონდათ ცოტა დრო, რათა ხელი შეეშალათ სამშენებლო სამუშაოებისათვის. გასულ კვირას ჩატარებულ კენჭისყრის მიზანი იყო გაევრცელებენათ ევროკავშირის დებულებები ისეთ ექსტერიტორიულ მილსადენებზე, როგორიცაა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“. გერმანია იმედოვნებდა მიეღო მხარდაჭერა რამდენიმე სხვა წევრი ქვეყნისგან, რათა დაებლოკა ამჟამინდელი სახით არსებული კენჭისყრა.



წყარო:  oilandgaspeople.com

 

სარჩევში დაბრუნება

 
 
 

 

ტანზანიაში დაიწყო 2115 მვტ სიმძლავრის რუფიჯის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა

ტანზანიის მთავრობამ ოფიციალურად გადასცა 2115 მვტ სიმძლავრის რუფიჯის ჰეს-ის ირგვლივ მდებარე მიწის ნაკვეთი ერთობლივ საწარმოებს - მეიჯარეებს Arab Contractors Company-ს და Elsewedy Electric Company-ს. ეს ნიშნავს პროექტის მშენებლობის დაწყებას.

შტიგლერის ხეობაში მდინარე რუფიჯიზე ჰეს-ი შენდება კომპანია Tanzania Electric Supply Company Limited-ისთვის. ობიექტის მშენებლობა დამტკიცდა გასულ თვეს.

არაბმა მეიჯარეებმა მიიღეს კონტრაქტი კაშხალის და ელექტროსადგურის პროექტირება-მშენებლობაზე 2018 წლის ოქტომბერში. ობიექტის მშენებლობა მოიცავს მთავარი კაშხალის და დამხმარე ნაგებობების მშენებლობას, წყალსაცავის სიგრძე იქნება დაახლოებით 100 კმ, რაც დაფარავს 1350 კვადრატულ კილომეტრს. კაშხლის სიმაღლე იქნება დაახლოებით 134 მეტრი.

დასრულების შემდეგ აღნიშნული პროექტი გაასამმაგებს ქვეყნის ჰიდროენერგეტიკის დადგმულ სიმძლავრეს, რაც ამჟამად შეადგენს 562 მვტ-ს.


წყარო: renewableenergyworld.com

 

„მზე + ბატარეა“ ტიპის მსოფლიოში უმსხვილესი მიკროქსელი ავსტრალიის ოქროს საბადოს ელექტრომომარაგებისთვის

გასულ კვირას კომპანია Aggreko-მ განაცხადა, რომ ხელი მოაწერა შეთანხმებას Gold Fields Australia-სთან, რაც ითვალისწინებს დასავლეთ ავსტრალიაში ოქროს საბადო Granny Smith-ზე „განახლებადი-ენერგია-პლუს-აკუმულირება“ ჰიბრიდული სისტემის პროექტირებას, მშენებლობას და ექსპლუატაციას. სისტემა, რომელიც იქნება მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილი ჰიბრიდული ავტონომიური მიკროქსელი, Aggreko-ს განცხადების თანახმად, შეიცავს 8 მვტ მზის ენერგიის მაგენერირებელ სიმძლავრეს, აგრეთვე ენერგიის აკუმულირების სისტემას 2 მვტ / 1 მვტ.სთ, რომელიც ინტეგრირებული იქნება არსებულ 24,2 მვტ სიმძლავრის ბუნებრივი აირზე მომუშავე გენერაციის სისტემასთან. მშენებლობის დაწყება ნავარაუდევია მაისში, ხოლო დასრულება - მიმდინარე წლის ბოლოს.

კომპანიის განცხადების თანახმად, მზის, თბური და აკუმულატორული დანადგარების მართვა მოხდება Aggreko-ს პროგრამული პლატფორმის საშუალებით; სისტემა „მზე-პლიუს-ბატარეა“, კომპანიის პროგნოზით, შეამცირებს საწვავის მოხმარებას 10-13 პროცენტით და წლიურად აწარმოებს დაახლოებით 18 გვტ.სთ სუფთა ენერგიას.


წყარო: renewableenergyworld.com

 

 

სარჩევში დაბრუნება

 

ქარის ელექტროსადგურები უკვე უფრო ხელსაყრელია, ვიდრე ნახშირის სადგურები

როცა საქმე ეხება განახლებად ენერგიას, მისი უპირატესობანი ფართოდ რეკლამირდებოდა მრავალი წლის განმავლობაში. მაგრამ ყოველთვის იყო პრობლემა - ფასი. ამჟამად, თანახმად კვლევისა და ანალიზისა, რომელიც ჩაატარა საინვესტიციო ბანკმა Lazard, ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურის ექსპლუატაციისათვის საჭიროა მეტი თანხა, ვიდრე ახალი ქარის / მზის ელექტროსადგურის ასაგებად. თუ გავითვალისწინებთ სხვადასხვა ენერგეტიკულ სტიმულებს სამთავრობო საგადასახადო შეღავათებს, განახლებადი ენერგია ხდება სულ უფრო ხელმისაწვდომი, ასე რომ დარგისათვის ეს არის წინ გადადგმული უზარმაზარი ნაბიჯი.

ანგარიშში Lazard-მა განაცხადა, რომ მზის და ქარის დანადგარების მშენებლობა და ექსპლუატაცია უფრო იაფი დაჯდება, ვიდრე ნახშირის სადგურის ექსპლუატაცია აშშ-ს ზოგიერთ რაიონში. ეს ფაქტიურად გამოიწვევს მრავალი ნახშირის ელექტროსადგურის დახურვას მთელ ქვეყანაში.


წყარო: renewableenergyworld.com
 

 

BP და McKinsey თანხმდებიან, რომ 2040 წლისათვის განახლებადები გახდებიან ენერგიის დომინანტი წყაროები

საკონსულტაციო კომპანიამ McKinsey & Company და მსოფლიოს უმსხვილესმა ნავთობკომპანიამ British Petroleum-მა ახლახან გამოაქვეყნეს 2019 წლის პროგნოზი მსოფლიოს ენერგეტიკული სექტორისათვის, და თუმცა ორივე კომპანია პროგნოზირებს, რომ ენერგიის განახლებადი წყაროები მნიშვნელოვნად გაიზრდება უახლოეს წლებში, ამ ზრდის გამომხატველი რიცხვები მკვეთრად განსხვავებულია.

McKinsey-ის მიხედვით, ენერგიის განახლებადი წყაროები უზრუნველყოფენ მსოფლიოს ელექტროენერგიის წარმოების 50%-ზე მეტს 2035 წლისათვის, მაშინ როცა BP-ის პროგნოზის მიხედვით 2040 წლისათვის ენერგიის განახლებადი წყაროები შეადგენენ სულ რაღაც 30%-ს.

McKinsey-ს ვარიანტში, ენერგიის განახლებადი წყაროების წილი გენერაციაში გაიზრდება 75 პროცენტამდე 2050 წლისათვის.

მაგაილთად, საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო პროგნოზირებს, რომ 2040 წლისათვის ენერგიის განახლებადი წყაროების წილი მსოფლიო ენერგომოხმარებაში იქნება 40%, შედარებისთვის, ამჟამად ეს მაჩვენებელი შეადგენს 25%-ს.


წყარო: greentechmedia.com

 

სარჩევში დაბრუნება

 

 

     

ოკეანის დონის ორ კვლევაში არის როგორც კარგი, ისე ცუდი ამბები

უკანასკნელი წლების ერთ-ერთი ყველაზე შოკისმმოგვრელი კვლევა კლიმატოლოგიის სფეროში ჩატარდა 2016 წელს. ამ კვლევამ, რომელიც ჩაატარეს დევიდ პოლარდმა პენსილვანიის შტატიდან და რობ დეკონტომ მასაჩუსეტსის ამჰერსტის უნივერსიტეტიდან, აჩვენა, რომ რამდენიმე ფიზიკური პროცესის დამატება მათ მიერ შემუშავებულ ანტარქტიკული მყინვარების ფარების მოდელში იწვევს ზღვის დონის მნიშვნელოვან მატებას მიმდინარე ასწლეულში. მათ მოდელირებაში შეკუმშულმა ანტარქტიკულმა მყინვარებმა აწიეს ზღვის დონე სრული მეტრით 2100 წლისათვის.

ეს სიმულაციები ახლოს იყო უფრო ჰიპოთეზებთან, ვიდრე მტკიცე წინასწარმეტყველებასთან. მოდელმა აჩვენა, რომ ამ პროცესებს - გარკვეულ სიმაღლეზე მაღალი ყინულოვანი კლდეების ჩამოქცევას და დნობით გამოწვეულ ყინულოვანი ნაპრალების გახლეჩას - შეიძლება ჰქონდეთ უზარმაზარი მნიშვნელობა. თუმცა ასეთი სცენარები არ არის საკმარისად შესწავლილი, რათა გავიგოთ, რამდენად კარგად ასახავს მოდელი რეალურ სამყაროს. საბედნიეროდ, ამ ამოცანამ აიწია პრიორიტეტების სიაში ნაშრომის პუბლიკაციის შემდეგ.

ახლახანს გამოქვეყნებულმა კვლევამ, რომელიც ჩაატარა ტამსინ ედვარდსმა ლონდონის სამეფო კოლეჯიდან, მეტი სიცხადისათვის პირველად შეისწავლა დეკონტოს და პოლაფრდის სიმულაცია. აღნიშნული გუნდი ფიქრობდა, რომ ისინი იყენებდნენ საუკეთესო მეთოდს შედეგების დიაპაზონის დასახასიათებლად სიმულაციაში, რათა ეპოვათ პასუხები მეტი ალბათობით. მათ არ ჰქონდათ სუპერკომპიუტერის დრო, რათა გაემეორებინათ სიმულაციები და დაემატებინათ ახლები, ამიტომ ამის ნაცვლად ისინი ახდენდნენ სიმულაციების „ემულირებას“ და იყენებდნენ არსებულ სტატისტიკურ მონაცემებს. ეს მათ საშუალებას აძლევს შეავსონ სიცარიელე სიმულაციების შეზღუდულ რაოდენობებს შორის.


წყარო: arstechnica.com

 

  

 

მცენარეები და ნიადაგი მიუახლოვდნენ СО2-ის შთანთქმის ზღვარს

ნიადაგმა და მცენარეებმა, რომლებიც შთანთქავენ ნახშირორჟანგს დედამიწის ატმოსფეროდან, შეიძლება მიაღწიონ ამ შთანთქმის ზღვარს, რაც მიუახლოვებს ჩვენს პლანეტას იმ შეუქცევადობის წერტილამდე, როცა საქმე მივა კლიმატის შეცვლამდე. ეს არის წამყვანი მეცნიერების ბოლოდროინდელი შეტყობინება.

დღეისათვის დედამიწის ბიოსფერო, რომელიც შედგება მიწისაგან და მიწის მცენარეულობისგან, შთანთქავს ადამიანის მიერ გამოწვეული ნახშირორჟანგის ემისიების დაახლოებით 25 პროცენტს. მაგრამ ბიოსფეროში ტენიანობის დონე გავლენას ახდენს მის მიერ შთანთქმის რაოდენობაზე. იმის მიხედვით, რომ დედამიწა განიცდის ექსტრემალური გვალვისა და წვიმების მეტ პერიოდებს, შთანთქმის ეს ბუნებრივი უნარი არის რისკის ქვეშ, ასკვიან ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებული კვლევის ავტორები. თავის მხრივ, ნახშირორჟანგის შემდგომმა დაგროვებამ შეიძლება გამოწვიოს გლობალური დათბობის დაჩქარება.

 

წყარო: newsweek.com

 

 

სარჩევში დაბრუნება

 

 

 

 ძლიერი წყალმოვარდნების რისკი ქ. თბილისში ნ. ჟვანიას ქუჩაზე (ვარაზისხევი)

2015 წლის 13 ივნისს მდ. ვერეს წყალმოვარდნით გამოწვეული კატასტროფის ანალიზმა ცხადყო, რომ მსგავსი შედეგების მომტანი წყალმოვარდნების ხდომილობის ალბათობა ქ. თბილისის საზღვრებში, მდ. მტკვრის სხვა შენაკადებზეც, საკმაოდ მაღალია. აღნიშნულის გათვალისწინებით, CENN-მა საჭიროდ ჩათვალა ქ.თბილისში მდ. მტკვრის სხვა შენაკადებისთვისაც დამახასიათებელი ჰიდროდინამიკური და მორფოდინამიკური პირობების ვიზუალური შეფასების აუცილებლობა. ჩატარებული დაკვირვებების შედეგები აისახა ორგანიზაციის მიერ 2016 წ. გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში „თბილისის ბუნებრივი კატასტროფები“.

პუბლიკაციის სრულად სანახავად, გთხოვთ ეწვიოთ შემდეგ ბმულს.

 

EUBCE 2017 - ევროპის ბიომასის კონფერენციის და გამოფენის დოკუმენტები

საერთაშორისო ენერგეტიკულმა ქარტიამ გამოაქვეყნა 2017 წლის წლიური ანგარიში 
 

 

სარჩევში დაბრუნება

 

 

 

მრეწველობაში ენერგოეფექტურობის საერთაშორისო კონფერენცია

28 თებერვალი, 2019 წ.

ველსი, ავსტრია

 

ელექტროავტომობილების დამუხტვა

14 - 15 მარტი 2019, სინგაპური

4 - 5 ივლისი 2019, ლონდონი

ტელ. +6325 0254 ან ელ-ფოსტა: reanne@infocusinternational.com


Intersolar Europe 2019

კონფერენცია და გამოფენა

თარიღი: 15-17 მაისი, 2019

ადგილი: Messe München, მიუნხენი, გერმანია


მწვანე ენერგეტიკის საერთაშორისო კონფერენცია

თემა: განახლებადი ენერგია და ახალი ტექნოლოგიები

თარიღი: 01-02 აპრილი, 2019

ადგილი: ამსტერდამი, ნიდერლანდები

 

განახლებადი და ალტერნატიული ენერგიები

26 - 29 აგვისტო 2019, დუბაი | 18 - 21 ნოემბერი 2019, სინგაპური

ტელ. +6325 0254 ან ელ-ფოსტა: reanne@infocusinternational.com

 

სარჩევში დაბრუნება