energoefeqturobis centris yovelkvireuli energetikuli macne

#08

2019

 

 

  1. მოპოვების ზრდა ბრაზილიაში - OPEC-ის კიდევ ერთი თავის ტკივილი

  2. ჩინური კომპანია ააგებს 767 კმ სიგრძის ეთიოპია-ჯიბუტის გაზსადენს

  3. Siemens-მა დაიწყო აკუმულატორების წარმოება სახლებისთვის

  4. ტანზანიაში დაიწყო 2115 მვტ სიმძლავრის რუფიჯის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა

  5. მდგრადი და განახლებადი ენერგიის 6 მთავარი ტენდენცია  

  6. Siemens მიაწვდის ძრავებს Eviation-ს სრულ-ელექტრული თვითმფრინავებისთვის

  7. დედამიწას სავარაუდოდ 140 წელი აშორებს 56 მილიონი წლის წინანდელი ნახშირბადის ზღვარის მიღწევამდე 

  8. ოკეანის დონის ორ კვლევაში არის როგორც კარგი, ისე ცუდი ამბები

  9. პუბლიკაციები

  10. ღონისძიებები

 

 
 
 
 

მოპოვების ზრდა ბრაზილიაში - OPEC-ის კიდევ ერთი თავის ტკივილი

როდესაც გიგანტურმა მცურავმა პლატფორმა P-67-მა აანთო თავისი საჩირაღდნე კოშკურა, ამით აღინიშნა ბრაზილიური მიწოდების ბუმის დასაწყისი, რაც გამოწვევას უცხადებს ოპეკ-ის ძალისხმევას - უზრუნველყოს ნავთობის მსოფლიო ბაზრის ბალანსი.

მამონტის დანადგარი - საკმაოდ დიდი და ფართო, რათა შეედაროს ფეხბურთის მინდორს - არის პირველი იმ ოთხი მსგავსი პლატფორმიდან, რომელიც წელსვე დაიწყებს ნედლი ნავთობის ამოქაჩვას, და გაზრდის ბრაზილიაში მოპოვებას 365 000 ბარელით დღეში, რაც ენერგეტიკული საგენტოს შეფასების თანახმად, წარმოადგენს ყველაზე დიდ წლიურ მატებას ბოლო 20 წლის განმავლობაში. მეორე პლატფორმამ, P-76-მა, ასევე დაიწყო წარმოება.

მოპოვების ნახტომისებურმა ზრდამ ბრაზილიაში, ტექსასიდან ჩრდილოეთ დაკოტამდე არსებულ ფიქალის საბადოებზე მოპოვების ზრდასთან ერთად, შეიძლება თავის ტკივილი გაუჩინოს ოპეკს. უარეს შემთხვევაში ამან შეიძლება აიძულოს საუდის არაბეთი და რუსეთი გადაიტანოს მოპოვების შემცირება წლის მეორე ნახევარში, და შეამოწმოს ურთიერთობების სიმყარე ერ-რიადსა და მოსკოვს შორის.

 

წყარო:  oilandgaspeople.com

 

 

ჩინური კომპანია ააგებს 767 კმ სიგრძის ეთიოპია-ჯიბუტის გაზსადენს

ჩინური კომპანია Poly-GCL Petroleum Group Holdings Limited ააგებს 767 კმ სიგრძის გაზსადენს ეთიოპიის აღმოსავლეთ ოგადემის აუზსა და წითელ ზღვასთან მდებარე საექსპორტო ტერმინალს შორის, იუწყება ეთიოპიის მაღაროებისა და ნავთობის სამინისტრო.

ეთიოპიის და ჯიბუტის მთავრობების წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ Poly-GCL დაიწყებს მილსადენის პროექტის განხორცილებას მიმდინარე წელს, ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

გასული წლის აპრილში ეთიოპიის მთავრობამ გაასაჯაროვა გეგმები, რომ აპირებს წლიურად 1 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავლის გენერირებას ბუნებრივი აირის და ნედლი ნავთობის მოპოვებით.

 

წყარო:  oilandgaspeople.com

 

სარჩევში დაბრუნება

 
 
 

 

Siemens-მა დაიწყო აკუმულატორების წარმოება სახლებისთვის

ენერგიის ინტელექტუალური აკუმულატორის Junelight-ის სახით კომპანია Siemens მომხმარებელს სთავაზობს პირველ აკუმულატორულ ბატარეას, რომელიც სპეციალურად ადაპტირებულია კერძო სახლებისთვის საკუთარი ენერგიის შენახვისა და მომხმარებისათვის.

ლითიუმ-იონური დამაგროვებელი შეიცავს ენერგომოხმარების ინტელექტუალურ და უსაფრთხო მართვას და თანამედროვე დიზაინს. სახლების მფლობელებს შეუძლიათ მისი გამოყენება, რათა მოახდინონ საკუთარი ენერგიის, მაგალითად ფოტოელექტრული სისტემებიდან მიღებულის, წილის მაქსიმიზირება, და ამით ენერგოდანახარჯების მინიმიზირება, ასევე მრავალწლიანი წვლილის შეტანა CO2-ის ემისიების შემცირებაში.

ინტელექტუალური აკუმულატორი Junelight ახდენს დამუხტვა-განმუხტვის პროცედურების პროგნოზორებას და კოორდინირებას, ფოტოელექტრული სისტემის გამოსავლიანობის ამინდთან დაკავშირებული პროგნოზის მიხედვით და შინამეურნეობის მოხმარების ინდივიდუალური პროფილის მიხედვით.


წყარო: renewableenergyworld.com

 

ტანზანიაში დაიწყო 2115 მვტ სიმძლავრის რუფიჯის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა

ტანზანიის მთავრობამ ოფიციალურად გადასცა 2115 მვტ სიმძლავრის რუფიჯის ჰეს-ის ირგვლივ მდებარე მიწის ნაკვეთი ერთობლივ საწარმოებს - მეიჯარეებს Arab Contractors Company-ს და Elsewedy Electric Company-ს. ეს ნიშნავს პროექტის მშენებლობის დაწყებას.

შტიგლერის ხეობაში მდინარე რუფიჯიზე ჰეს-ი შენდება კომპანია Tanzania Electric Supply Company Limited-ისთვის. ობიექტის მშენებლობა დამტკიცდა გასულ თვეს.

არაბმა მეიჯარეებმა მიიღეს კონტრაქტი კაშხალის და ელექტროსადგურის პროექტირება-მშენებლობაზე 2018 წლის ოქტომბერში. ობიექტის მშენებლობა მოიცავს მთავარი კაშხალის და დამხმარე ნაგებობების მშენებლობას, წყალსაცავის სიგრძე იქნება დაახლოებით 100 კმ, რაც დაფარავს 1350 კვადრატულ კილომეტრს. კაშხლის სიმაღლე იქნება დაახლოებით 134 მეტრი.

დასრულების შემდეგ აღნიშნული პროექტი გაასამმაგებს ქვეყნის ჰიდროენერგეტიკის დადგმულ სიმძლავრეს, რაც ამჟამად შეადგენს 562 მვტ-ს.


წყარო: renewableenergyworld.com

 

 

სარჩევში დაბრუნება

 

მდგრადი და განახლებადი ენერგიის 6 მთავარი ტენდენცია

ახლახან Bloomberg New Energy Finance-მ (BloombergNEF) და მდგრადი ენერგეტიკის ბიზნეს-საბჭომ (BCSE) გამოაქვეყნეს ფაქტების კრებული 2019 წლისათვის „მდგრადი ენერგეტიკა ამერიკაში“. ფაქტების კრებულში გაშუქებულია რიგი მთავარი ტენდენციებისა ენერგიის მდგრადი განვითარებისა და განახლებადი წყაროების სფეროში, ემისიების და სექტორში სამუშო ადგილების თაობაზე.

გაზი და ენერგიის განახლებადი წყაროები ავიწროებენ ქვანახშირს. გაზისგან და ენერგიის განახლებადი წყაროებიდან 2018 წელს გენერირებულია აშშ-ს ელექტროენერგიის 53%, შედარებისთვის 2009 წელს ეს მაჩვენებელი შეადგენდა 35%-ს. მოსალოდნელია, რომ ეს ტენდენცია შენარჩუნდება.

ქარი და მზე დომინირებენ განახლებადების ზრდაში. ქარის და მზის ენერგიის სიმძლავრეები ოთხჯერ და მეტად გაიზარდა 2009 წლიდან (36,2 გვტ-დან 164,6 გვტ-მდე 2018 წელს).

სატრანსპორტო სექტორის ემისიები ამჟამად აჭარბებს ენერგოსექტორის ემისიებს, ხოლო ნახშირბადი ჯამური ემისიები 2018 წელს გაიზარდა.

სუფთა ენერგია (ბუნებრივი არის ჩათვლით) და ენერგოეფექტურობა უზრუნველყოფს 3 მილიონ სამუშო ადგილს ამერიკაში.


წყარო: renewableenergyworld.com
 

 

 

 

Siemens მიაწვდის ძრავებს Eviation-ს სრულ-ელექტრული თვითმფრინავებისთვის

ელექტრულმა ავიაციამ სულ ახლახანს მიიღო ნდობის დიდი მხარდაჭერა მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი საინჟინრო კომპანიისგან.

ისრაელურმა სტარტაპმა Eviation Aircraft-მა და Siemens-მა გამოაცხადეს, რომ ერთობლივად შეიმუშავებენ ძრავებს Alice-სთვის, Eviation-ის სრულად ელექტრიფიცირებული რეგიონული სამგზავრო თვიმფრინავისთვის, რომელიც გათვლილია ცხრა მგზავრზე. Siemens მიაწვდის მსუბუქ, დიდი სიმძლავრის ელექტროძრავებს თვითმფრინავისთვის, რომელიც თავის პირველ საცდელ ფრენას განახორციელებს მიმდინარე წლის ბოლოს Eviation-ის მთავარ ოფისთან აშშ-ში, ქალაქ პრესკოტში, არიზონას შტატი.

Eviation გეგმავს თავის თვითმფრინავის წარდგენას პარიზის ავიასალონზე ა.წ. ივნისში.


წყარო: greentechmedia.com

 

სარჩევში დაბრუნება

 

 

     

დედამიწას სავარაუდოდ 140 წელი აშორებს 56 მილიონი წლის წინანდელი ნახშირბადის ზღვარის მიღწევამდე

ახალი კვლევების თანახმად, ადამიანის მიერ ნახშირორჟანგის ემისიების ჯამური მოცულობა შეიძლება გაუტოლდეს დედამიწაზე უკანასკნელი დიდი დათბობის ეფექტს 5 თაობაზე ნაკლებ დროში.

ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანები აფრქვევენ ნახშირორჟანგს ატმოსფეროში იმ სიჩქარით, რაც 9-10-ჯერ აღემატება სათბური გაზების ემისიებს პალეოცენ-ეოცენის თბური მაქსიმუმის (PETM) დროს, ანუ იმ გლობალური დათბობის დროს, რომელიც მოხდა 56 მილიონი წლის წინ.

შედეგები აჩვენებს, რომ თუ ნახშირბადის ემისიების ზრდა გაგრძელდება, ატმოსფეროში გაფრქვეული ნახშირბადის ჯამური მოცულობა იმ პერიოდიდან, რაც ადამიანმა დაიწყო წიაღისეული საწვავის გამოყენება, შეიძლება გაუტოლდეს РЕТМ-ის დროს გამოფრქვეულს უკვე 2159 წელს.


წყარო: sciencedaily.com

 

  

 

ოკეანის დონის ორ კვლევაში არის როგორც კარგი, ისე ცუდი ამბები

უკანასკნელი წლების ერთ-ერთი ყველაზე შოკისმმოგვრელი კვლევა კლიმატოლოგიის სფეროში ჩატარდა 2016 წელს. ამ კვლევამ, რომელიც ჩაატარეს დევიდ პოლარდმა პენსილვანიის შტატიდან და რობ დეკონტომ მასაჩუსეტსის ამჰერსტის უნივერსიტეტიდან, აჩვენა, რომ რამდენიმე ფიზიკური პროცესის დამატება მათ მიერ შემუშავებულ ანტარქტიკული მყინვარების ფარების მოდელში იწვევს ზღვის დონის მნიშვნელოვან მატებას მიმდინარე ასწლეულში. მათ მოდელირებაში შეკუმშულმა ანტარქტიკულმა მყინვარებმა აწიეს ზღვის დონე სრული მეტრით 2100 წლისათვის.

ეს სიმულაციები ახლოს იყო უფრო ჰიპოთეზებთან, ვიდრე მტკიცე წინასწარმეტყველებასთან. მოდელმა აჩვენა, რომ ამ პროცესებს - გარკვეულ სიმაღლეზე მაღალი ყინულოვანი კლდეების ჩამოქცევას და დნობით გამოწვეულ ყინულოვანი ნაპრალების გახლეჩას - შეიძლება ჰქონდეთ უზარმაზარი მნიშვნელობა. თუმცა ასეთი სცენარები არ არის საკმარისად შესწავლილი, რათა გავიგოთ, რამდენად კარგად ასახავს მოდელი რეალურ სამყაროს. საბედნიეროდ, ამ ამოცანამ აიწია პრიორიტეტების სიაში ნაშრომის პუბლიკაციის შემდეგ.

ახლახანს გამოქვეყნებულმა კვლევამ, რომელიც ჩაატარა ტამსინ ედვარდსმა ლონდონის სამეფო კოლეჯიდან, მეტი სიცხადისათვის პირველად შეისწავლა დეკონტოს და პოლაფრდის სიმულაცია. აღნიშნული გუნდი ფიქრობდა, რომ ისინი იყენებდნენ საუკეთესო მეთოდს შედეგების დიაპაზონის დასახასიათებლად სიმულაციაში, რათა ეპოვათ პასუხები მეტი ალბათობით. მათ არ ჰქონდათ სუპერკომპიუტერის დრო, რათა გაემეორებინათ სიმულაციები და დაემატებინათ ახლები, ამიტომ ამის ნაცვლად ისინი ახდენდნენ სიმულაციების „ემულირებას“ და იყენებდნენ არსებულ სტატისტიკურ მონაცემებს. ეს მათ საშუალებას აძლევს შეავსონ სიცარიელე სიმულაციების შეზღუდულ რაოდენობებს შორის.

წყარო: arstechnica.com

 

 

სარჩევში დაბრუნება

 

 

 

 ძლიერი წყალმოვარდნების რისკი ქ. თბილისში ნ. ჟვანიას ქუჩაზე (ვარაზისხევი)

2015 წლის 13 ივნისს მდ. ვერეს წყალმოვარდნით გამოწვეული კატასტროფის ანალიზმა ცხადყო, რომ მსგავსი შედეგების მომტანი წყალმოვარდნების ხდომილობის ალბათობა ქ. თბილისის საზღვრებში, მდ. მტკვრის სხვა შენაკადებზეც, საკმაოდ მაღალია. აღნიშნულის გათვალისწინებით, CENN-მა საჭიროდ ჩათვალა ქ.თბილისში მდ. მტკვრის სხვა შენაკადებისთვისაც დამახასიათებელი ჰიდროდინამიკური და მორფოდინამიკური პირობების ვიზუალური შეფასების აუცილებლობა. ჩატარებული დაკვირვებების შედეგები აისახა ორგანიზაციის მიერ 2016 წ. გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში „თბილისის ბუნებრივი კატასტროფები“.

პუბლიკაციის სრულად სანახავად, გთხოვთ ეწვიოთ შემდეგ ბმულს.

 

EUBCE 2017 - ევროპის ბიომასის კონფერენციის და გამოფენის დოკუმენტები

საერთაშორისო ენერგეტიკულმა ქარტიამ გამოაქვეყნა 2017 წლის წლიური ანგარიში 
 

 

სარჩევში დაბრუნება

 

 

 

მრეწველობაში ენერგოეფექტურობის საერთაშორისო კონფერენცია

28 თებერვალი, 2019 წ.

ველსი, ავსტრია

 

ელექტროავტომობილების დამუხტვა

14 - 15 მარტი 2019, სინგაპური

4 - 5 ივლისი 2019, ლონდონი

ტელ. +6325 0254 ან ელ-ფოსტა: reanne@infocusinternational.com


Intersolar Europe 2019

კონფერენცია და გამოფენა

თარიღი: 15-17 მაისი, 2019

ადგილი: Messe München, მიუნხენი, გერმანია


მწვანე ენერგეტიკის საერთაშორისო კონფერენცია

თემა: განახლებადი ენერგია და ახალი ტექნოლოგიები

თარიღი: 01-02 აპრილი, 2019

ადგილი: ამსტერდამი, ნიდერლანდები

 

განახლებადი და ალტერნატიული ენერგიები

26 - 29 აგვისტო 2019, დუბაი | 18 - 21 ნოემბერი 2019, სინგაპური

ტელ. +6325 0254 ან ელ-ფოსტა: reanne@infocusinternational.com

 

სარჩევში დაბრუნება