energoefeqturobis centris yovelkvireuli energetikuli macne

#09

2019

 

 

  1. ნავთობისა და გაზის პროექტები გასამმაგდება 2019 წელს

  2. 32 ტრილიონი დოლარის შემოდინება ნავთობის მრეწველობის დასანგრევად

  3. მზის მცურავი ფოტოელექტრული სისტემა დაყენდება ლიტვაში კრუონისის სატუმბ-დამაგროვებელ ჰიდროელექტროსადგურზე

  4. Siemens-მა დაიწყო აკუმულატორების წარმოება სახლებისთვის

  5. განახლებადები აფრიკის მაღაროებისთვის გახდა ენერგიით უზრუნველყოფის იაფი ვარიანტი  

  6. მდგრადი და განახლებადი ენერგიის 6 მთავარი ტენდენცია

  7. ნახშირორჟანგის ნახშირად გარდაქმნის ახალ მეთოდს შეუძლია „გადაწიოს ემისიების საათი“  

  8. ვულკანები და ასტეროიდი დინოზავრების წინააღმდეგ

  9. პუბლიკაციები

  10. ღონისძიებები

 

 
 
 
 

ნავთობისა და გაზის პროექტები გასამმაგდება 2019 წელს

საბოლოო საინვესტიციო გადაწყვეტილებების (FID) ბუმმა მიმდინარე წელს ნავთობის ახალ პროექტებზე შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ ნავთობისა და გაზის სანქცირებული მოცულობები - ფიქალისა და ნავთობისა დ გაზის მოპოვების შეზღუდული პერსპექტივების გამოკლებით - თითქმის გასამმაგდება შარშანდელ მაჩვენებელთან შედარებით.

Rystad Energy-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ჯამურმა მოცულობებმა შეიძლება გადააჭარბოს 46 მილიარდი ბარელი ნავთობის ექვივალენტს.

"ჩვენ მოველით, რომ FID-ის გლობალური მოცულობები 2019 წელს გასამმაგდება შარშანდელთან შედარებით, ხოლო 2109 წლის მეგაპროექტების სარგებლებმა შეიძლება გამოიწვიოს მილიარდობით დოლარის ქვესაიჯარო სამუშაოების გაჩენა უახლოეს წლებში", - განაცხადა Rystad Energy-ს ანალიტიკოსმა დაზვერვა-მოპოვების სფეროში რიდულ ისლამმა.

 

წყარო:  oilandgaspeople.com

 

 

32 ტრილიონი დოლარის შემოდინება ნავთობის მრეწველობის დასანგრევად

ნავთობისა და გაზის გლობალურ კომპანიებ სულ უფრო ხშირად უწევთ სასტიკი ბრძოლა, რადგან გლობალური დათბობის პოლიტიკა თავისას მოითხოვს. ბაზრის ანალიტიკოსთა და დამკვირვებელთა უმეტესობა ფოკუსირებას ახდენს ნავთობზე პიკური მოთხოვნის სცენარებზე, მაგრამ რეალობა შეიძლება იყოს ბევრად უარესი. საერთაშორისო ნავთობკომპანიები სავარაუდოდ შეეჯახებიან „შავი გედის“ სცენარს, რაც შეიძლება სასიკეთო აღმოჩნდეს სახელმწიფო ნავთობკომპანიებისთვის.

აქციონერთა აქტივობის გაძლიერება ინსტიტუციონალური ინვესტორის და გლობალური დათბობის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების პოლიტიკასთან ერთობლიობაში კუთხეში იმწყვდევს ნავთობისა და გაზის გლობალურ კომპანიებს, უზღუდავს მათ ფინანსირების შესაძლებლობებს.

„მწვანე რევოლუციის“ პირველი ნიშნები აქციონერთა და ინვესტორთა სამყაროში სახეზეა, რადგანაც ინვესტორებმა აიძულეს ნავთობისა და გაზის ჰოლანდიური გიგანტი Shell ოფიციალურად შეეცვალა თავისი სტრატეგია, და მეტი ინვესტირება მოეხდინა განახლებად ენერგიასა და ენერგიის შენახვის საკითხებში. Shell-ს ამის გაკეთება აიძულა არა ცუდმა მენეჯმენტმა ან რეზერვების არქონამ, არამედ ინვესტორების და დაინტერესებული მხარეეების კარგად ორკესტრირებულმა შეტევამ. მოსალოდნელია, რომ რამდენიმე სხვა კომპანიაც, როგორიცაა BP, ENI ან Total, შეეჯახება მსგავს სიტუაციას.


წყარო:  oilandgaspeople.com

 

სარჩევში დაბრუნება

 
 
 

 

მზის მცურავი ფოტოელექტრული სისტემა დაყენდება ლიტვაში კრუონისის სატუმბ-დამაგროვებელ ჰიდროელექტროსადგურზე

ლიტვის ბიზნესის მხარდაჭერის სააგენტომ (LSBA) გამოყო 235,000 ევრო მზის ექსპერიმენტული მცურავი ფოტოელექტრული სადგურის შემუშავებისათვის ლიტვაში არსებულ 900 მვტ სიმძლავრის კრუონისის სატუმბ-დამაგროვებელ ჰეს-ზე.

მზის მცურავ დანადგარს შეიმუშავებს ლიტვის სახელმწიფო საწარმო Lietuvos Energijos Gamyba კაუნასის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან (KTU) თანამშრომლობით.

პროექტის საწყის ეტაპზე Lietuvos Energijos Gamyba და KTU გეგმავენ 60 კვტ სიმძლავრის მზის ექსპერიმენტული სადგურის დამონტაჟებას კრუონისის კომპლექსის ზედა რეზერვუარში და ელექტროსადგურის და ენერგიის აკუმულირების სისტემის მართვის ალგორითმის შემუშავებას. ალგორითმი გაითვალისწინებს ქსელის პარამეტრების უწყვეტ რეგისტრაციას და კრუონისის ჰეს-ის სხვა ფიზიკურ პარამეტრებს.


წყარო: renewableenergyworld.com

 

Siemens-მა დაიწყო აკუმულატორების წარმოება სახლებისთვის

ენერგიის ინტელექტუალური აკუმულატორის Junelight-ის სახით კომპანია Siemens მომხმარებელს სთავაზობს პირველ აკუმულატორულ ბატარეას, რომელიც სპეციალურად ადაპტირებულია კერძო სახლებისთვის, საკუთარი ენერგიის შენახვისა და მომხმარებისათვის.

ლითიუმ-იონური დამაგროვებელი შეიცავს ენერგომოხმარების ინტელექტუალურ და უსაფრთხო მართვას და თანამედროვე დიზაინს. სახლების მფლობელებს შეუძლიათ მისი გამოყენება, რათა მოახდინონ საკუთარი ენერგიის, მაგალითად ფოტოელექტრული სისტემებიდან მიღებული ენერგიის წილის მაქსიმიზირება, და ამით ენერგოდანახარჯების მინიმიზირება, ასევე მრავალწლიანი წვლილის შეტანა CO2-ის ემისიების შემცირებაში.

ინტელექტუალური აკუმულატორი Junelight ახდენს დამუხტვა-განმუხტვის პროცედურების პროგნოზორებას და კოორდინირებას, ფოტოელექტრული სისტემის გამოსავლიანობის ამინდთან დაკავშირებული პროგნოზის მიხედვით და შინამეურნეობის მოხმარების ინდივიდუალური პროფილის მიხედვით.


წყარო: renewableenergyworld.com

 

სარჩევში დაბრუნება

 

განახლებადები აფრიკის მაღაროებისთვის გახდა ენერგიით უზრუნველყოფის იაფი ვარიანტი

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სულ უფრო მეტი სამთო-მომპოვებელი კომპანია ნერგავს ქარის დ მზის სისტემებს ქსელის გარეშე არსებულ დაცილებულ მაღაროებზე ელექტროენერგიის ხარჯების შესამცირებლად. საწყის ეტაპზე პირველადი აქცენტი გაკეთდა ინტეგრაციის შესაძლებლობებზე, რადგან მაღაროელები შიშობდნენ, რო წყვეტილი ხასიათის მქონე განახლებადი წყაროების დამატება, როგორებიცაა მზის და ქარის ენერგია, გავლენას მოახდენდა ენერგომომარაგების საიმედობაზე და მწარმოებლობაზეც კი.

ენერგიის განახლებადი წყაროების მიკროქსელების გამოყენება დიზელის საწვავთან, მაზუთთან და გაზთან ერთად უზრუნველყოფს დაცილებული მაღაროების საიმედო ენერგომომარაგებას.

პრაქტიკულად ყველა მაღაროსთვის ენერგიის განახლებადი წყაროებთან ინტეგრაცია დადებით გავლენას მოახდენს ენერგოდანახარჯების თვალსაზრისით. სამთო-მომპოვებელ კომპანიებს ამისათვის არ ჭირდებათ საკუთარი სახსრების ხარჯვა; ელექტროენერგიის დამოუკიდებელი მომწოდებლები (IPP) ახდენენ ინვესტირებას ენერგიის განახლებადი წყაროების ინფრასტრუქტურაში და ყიდიან ელექტროენერგიას მაღაროებზე ელექტროენერგიის შესყიდვის ხელშეკრულებების (PPA) ფარგლებში.


წყარო: renewableenergyworld.com
 

 

მდგრადი და განახლებადი ენერგიის 6 მთავარი ტენდენცია

ახლახან Bloomberg New Energy Finance-მ (BloombergNEF) და მდგრადი ენერგეტიკის ბიზნეს-საბჭომ (BCSE) გამოაქვეყნეს ფაქტების კრებული 2019 წლისათვის „მდგრადი ენერგეტიკა ამერიკაში“. ფაქტების კრებულში გაშუქებულია რიგი მთავარი ტენდენციებისა ენერგიის მდგრადი განვითარებისა და განახლებადი წყაროების სფეროში, ემისიების და სექტორში სამუშო ადგილების თაობაზე.

გაზი და ენერგიის განახლებადი წყაროები ავიწროებენ ქვანახშირს. გაზისგან და ენერგიის განახლებადი წყაროებიდან 2018 წელს გენერირებულია აშშ-ს ელექტროენერგიის 53%, შედარებისთვის 2009 წელს ეს მაჩვენებელი შეადგენდა 35%-ს. მოსალოდნელია, რომ ეს ტენდენცია შენარჩუნდება.

ქარი და მზე დომინირებენ განახლებადების ზრდაში. ქარის და მზის ენერგიის სიმძლავრეები ოთხჯერ და მეტად გაიზარდა 2009 წლიდან (36,2 გვტ-დან 164,6 გვტ-მდე 2018 წელს).

სატრანსპორტო სექტორის ემისიები ამჟამად აჭარბებს ენერგოსექტორის ემისიებს, ხოლო ნახშირბადი ჯამური ემისიები 2018 წელს გაიზარდა.

სუფთა ენერგია (ბუნებრივი არის ჩათვლით) და ენერგოეფექტურობა უზრუნველყოფს 3 მილიონ სამუშო ადგილს ამერიკაში.


წყარო: renewableenergyworld.com

 

სარჩევში დაბრუნება

 

 

     

ნახშირორჟანგის ნახშირად გარდაქმნის ახალ მეთოდს შეუძლია „გადაწიოს ემისიების საათი“

მეცნიერები ამბობენ, რომ თუ ადამიანები იმედოვნებენ შეზღუდონ კლიმატის ცვლილება დათბობის სულ რაღაც 2°C-ით, მათ მოუწევთ დიდი სამუშაოს ჩატარება: უნდა შეამცირონ ემისიები, დარგონ ხეები და მოაცილონ ნახშირორჟანგი (CO2) ატმოსფეროდან უახლესი ტექნოლოგიების საშუალებით. ახლახან აღმოჩენილ პროცესს შეუძლია გარდაქმას გაზისებრი CO2 - წიაღისეული საწვავის წვის პროდუქტი - მყარ ნახშირბადად ოთახის ტემპერატურაზე, მხოლოდ ელექტროენერგიის პატარა ნაკადის გამოყენებით. მაგრამ ამ პროცესის ამუშავება პლანეტის მასშტაბით რთული ამოცანა იქნება.

უკანასკნელ წლებში მკვლევარებმა აღმოაჩინეს რამდენიმე მყარი ლითონური კატალიზატორი - ქიმიურ რეაქციების დამაჩქარებელი ნაერთი - რომლებსაც შეუძლიათ CO2-ის გარდაქმნა მყარ ნახშირბადად. მაგრამ ისინი მუშაობენ მხოლოდ 600°C-ზე მაღალ ტემპერატურებზე, და ასეთი ტემპერატურის უზრუნველსაყოფად საჭიროა ბევრი ენერგია და ფული. ასევე, კატალიზატორები სწრაფად გამოშრებიან, როცა მათ მიერ წარმოებული ნახშირბადი გროვდება, რაც ზღუდავს მათ უნარს, გააგრძელონ რეაქცია.


წყარო: sciencemag.org

 

  

 

ვულკანები და ასტეროიდი დინოზავრების წინააღმდეგ

სამოცდაექვსი მილიონი წლის წინ ყველა დინოზავრი გადაშენდა. ჩვენ ეს ვიცით ამ არსებების გაქვავებული ნარჩენების ჩანაწერების მოულოდნელი შეწყვეტით - არის ერთი გეოლოგიური მომენტი, როცა ისინი იყვნენ, და შემდეგ მომენტში - უკვე აღარ.

დაახლოებით ამავე დროს დედამიწაზე, იმ ადგილას, სადაც ახლა მექსიკის ნახევარკუნძული იუკატანია, დაეცა უზარმაზარი ასტეროიდი. ხოლო დედამიწის მეორე მხარეს უზარმაზარი ვულკანი იფრქვეოდა ასობით ათასი წლის განმავლობაში, და აფრქვევდა ატმოსფეროში უდიდესი რაოდენობის მაგმას და გაზებს, რაც კლიმატის შეცვლას იწვევდა.

ის, თუ როგორ ურთიეთქმედებდა ეს სამი მოვლენა ერთმანეთზე, იყო სამეცნიერო დებატების საგანი ათწლეულების განმავლობაში, და ამჟამად მკვლევარები ძირითადად თანხმდებიან, რომ ორი კატასტროფის დამთხვევამ გამოიწვია დინოზავრების გადაშენება. ის, თუ რა ხარისხით იწვევდა თითოეული ეს კატასტროფა მათ განადგურებას, ჯერ კიდევ გაურკვეველია.

ჟურნალ Science-ში გამოქვეყნებულ ორ კვლევაში მეცნიერებმა შემოსაზღვრეს ვულკანიზმის თარიღები დეკკანის ხაფანგებში ინდოეთში - ინტენსიური ვულკანიზმის ადგილში, სადაც ის გრძელდებოდა ათეულობით და შეიძლება ასეულობით წლის განმავლობაში. ამ კვლევებში მეცნიერებმა გამოიყენეს დათარიღების სხვადასხვა მეთოდები, რათა განესაზღვრათ ამოფრქვევის დრო ასტეროიდის გავლენასთან შეფარდებით.


წყარო: newsweek.com

 

 

სარჩევში დაბრუნება

 

 

 

 ძლიერი წყალმოვარდნების რისკი ქ. თბილისში ნ. ჟვანიას ქუჩაზე (ვარაზისხევი)

2015 წლის 13 ივნისს მდ. ვერეს წყალმოვარდნით გამოწვეული კატასტროფის ანალიზმა ცხადყო, რომ მსგავსი შედეგების მომტანი წყალმოვარდნების ხდომილობის ალბათობა ქ. თბილისის საზღვრებში, მდ. მტკვრის სხვა შენაკადებზეც, საკმაოდ მაღალია. აღნიშნულის გათვალისწინებით, CENN-მა საჭიროდ ჩათვალა ქ.თბილისში მდ. მტკვრის სხვა შენაკადებისთვისაც დამახასიათებელი ჰიდროდინამიკური და მორფოდინამიკური პირობების ვიზუალური შეფასების აუცილებლობა. ჩატარებული დაკვირვებების შედეგები აისახა ორგანიზაციის მიერ 2016 წ. გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში „თბილისის ბუნებრივი კატასტროფები“.

პუბლიკაციის სრულად სანახავად, გთხოვთ ეწვიოთ შემდეგ ბმულს.

 

EUBCE 2017 - ევროპის ბიომასის კონფერენციის და გამოფენის დოკუმენტები

საერთაშორისო ენერგეტიკულმა ქარტიამ გამოაქვეყნა 2017 წლის წლიური ანგარიში 
 

 

სარჩევში დაბრუნება

 

 

 

ელექტროავტომობილების დამუხტვა

14 - 15 მარტი 2019, სინგაპური

4 - 5 ივლისი 2019, ლონდონი

ტელ. +6325 0254 ან ელ-ფოსტა: reanne@infocusinternational.com


Intersolar Europe 2019

კონფერენცია და გამოფენა

თარიღი: 15-17 მაისი, 2019

ადგილი: Messe München, მიუნხენი, გერმანია


მწვანე ენერგეტიკის საერთაშორისო კონფერენცია

თემა: განახლებადი ენერგია და ახალი ტექნოლოგიები

თარიღი: 01-02 აპრილი, 2019

ადგილი: ამსტერდამი, ნიდერლანდები

 

განახლებადი და ალტერნატიული ენერგიები

26 - 29 აგვისტო 2019, დუბაი | 18 - 21 ნოემბერი 2019, სინგაპური

ტელ. +6325 0254 ან ელ-ფოსტა: reanne@infocusinternational.com

 

სარჩევში დაბრუნება