energoefeqturobis centris yovelkvireuli energetikuli macne

#10

2019

 

 

  1. საუდის არაბეთმა წითელ ზღვაში გაზის დიდი მარაგები აღმოაჩინა

  2. OPEC ამცირებს მიწოდებას და ზრდის ნავთობის ფასებს

  3. ჰავაის ელექტროკომპანიებმა მიაღწიეს განახლებადი ენერგიის 27-პროცენტიან დონეს

  4. მზის მცურავი ფოტოელექტრული სისტემა დაყენდება ლივაში კრუონისის სატუმბ-დამაგროვებელ ჰიდროელექტროსადგურზე

  5. ტრამპი ისევ აპირებს განახლებადი ენერგიის ფინანსირების მკვეთრ შემცირებას  

  6. არაჩვეულებრივად გამძლე მცენარე, რომელიც ხარობს ცივ ციმბირში, შეიძლება გახდეს ბიოენერგიის წყარო

  7. კლიმატური კრიზისი გვიახლოვდება. დიდ ბრიტანეთს სჭირდება ახალი მწვანე კურსი 

  8. ნახშირორჟანგის ნახშირად გარდაქმნის ახალ მეთოდს შეუძლია „გადაწიოს ემისიების საათი“

  9. პუბლიკაციები

  10. ღონისძიებები

 

 
 
 
 

საუდის არაბეთმა წითელ ზღვაში გაზის დიდი მარაგები აღმოაჩინა

საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრმა ხალიდ ალ-ფალიჰმა განაცხადა, რომ ახლახან წითელ ზღვაში აღმოაჩინეს გაზის უზარმაზარი მარაგები, იუწყება საუდის პრესის სააგენტო (SPA).

სააგენტო SPA-ს მონაცემებით, ალ-ფალიჰმა აგრეთვე განაცხადა, რომ კომპანია Saudi Aramco განიხილავს ინვესტირების შესაძლებლობებს შეერთებულ შტატებში გათხევადებული ბუნებრივი აირის (LNG) რიგ პროექტებში, ასვე სამხრეთ აფრიკაში ნავთობქიმიურ მრეწველობაში.

ნავთობის ბაზრებზე ნეგატიური გავლენა მოახდინა საუდის არაბეთის გადაწყვეტილებამ, შეემცირებინა მიწოდების ფასები აშშ-ს და აზიის კლიენტებისთვის იანვარში.

2018 წელს ფალიჰმა განაცხადა, რომ საუდის არაბეთი გეგმავს გააორმაგოს ბუნებრივი აირის მოპოვება მომდევნო 10 წლის განმავლობაში და მიაღწიოს დღეში 23 მილიარდი კუბ. ფუტის მიზანს.


წყარო:  oilandgaspeople.com

 

 

OPEC ამცირებს მიწოდებას და ზრდის ნავთობის ფასებს

ხუთშაბათს ნავთობის ფასები გაიზარდა OPEC-ის მიწოდების შემცირებისა და ვენესუელის და ირანის ექსპორტიიორების მიმართ აშშ-ს სანქციების ფონზე, თუმცა ფაების ზრდა შეჩერდა აშშ-ში ნავთობის მოპოვების სარეკორდო მოცულობებით, მარაგების გაზრდით და გლობალური მოთხოვნის ზრდის დაბალი შეფასებით.

გრინვიჩის დროით 11:43-ისთვის ნავთობის ფიუჩერსები Brent მარკისათვის შეადგენდა 66,83 დოლარს ბარელზე, რაც 84 ცენტით ანუ 1,2 პროცენტით მეტია ბოლო დახურვასთან შედარებით.

West Texas Intermediate (WTI) მარკის ნედლი ნავთობის ფიუჩერსები შეადგენდა 56,82 დოლარს ბარელზე, რაც 60 ცენტით მეტია.

ფასების მხარდაჭერა მოახდინა OPEC-ის და ისეთი მოკავშირეების ძალისხმევამ, როგორიცაა რუსეთი, მოპოვების შემცირების ხარჯზე.


წყარო:  oilandgaspeople.com

 

სარჩევში დაბრუნება

 
 
 

 

ჰავაის ელექტროკომპანიებმა მიაღწიეს განახლებადი ენერგიის 27-პროცენტიან დონეს

თებერვლის ბოლოს ჰავაის ელექტროკომპანიებმა განაცხადეს, რომ მათ მიაღწიეს განახლებადი ენერგიის პორტფელის კონსოლიდირებულ 27-პროცენტიან სტანდარტს 2018 წელს, მიუხედავად წლის უმეტესი დროის განმავლობაში გეოთერმული რესურსის დაკარგვისა, ვულკან კილაუეის ამოფრქვევის შემდეგ. ჰავაის კუნძულებს აქვთ მიზანი მიაღწიონ განახლებადი ენერგიის 100%-ს 2045 წლისათვის.

განახლებადების პორტფელის კონსოლიდირებული სტანდარტი (RPS) 2018 წელს დარჩა იმავე დონეზე, რაც იყო 2017 წელს - 27 პროცენტის დონეზე. კონსოლიდირებული მაჩვენებელი იქნებოდა 29 პროცენტი გეოთერმული ენერგიის წარმოება რომ ყოფილიყო 2017 წლის დონეზე.

კომპანიები Hawaiian Electric, Maui Electric და Hawaii Electric Light ახლოს არიან RPS-ს შემდგომი სავალდებული ეტაპის - 30 პროცენტის მიღწევისათვის 2020 წლისათვის. RPS-ს 27 პროცენტის მიღწევა მოხერხდა 10 წლის წინანდელი 9 პროცენტიდან. ამ პერიოდში, ანუ ბოლო 10 წლის განმავლობაში წიაღისეული საწვავის ყოველწლიური მოხმარება შემცირდა 88 მილიონი გალონით, რაც დაახლოებით 19 პროცენტია.


წყარო: renewableenergyworld.com

 

მზის მცურავი ფოტოელექტრული სისტემა დაყენდება ლივაში კრუონისის სატუმბ-დამაგროვებელ ჰიდროელექტროსადგურზე

ლიტვის ბიზნესის მხარდაჭერის სააგენტომ (LSBA) გამოყო 235,000 ევრო მზის ექსპერიმენტული მცურავი ფოტოელექტრული სადგურის შემუშავებისათვის ლიტვაში არსებულ 900 მვტ სიმძლავრის კრუონისის სატუმბ-დამაგროვებელ ჰეს-ზე.

მზის მცურავ დანადგარს შეიმუშავებს ლიტვის სახელმწიფო საწარმო Lietuvos Energijos Gamyba კაუნასის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან (KTU) თანამშრომლობით.

პროექტის საწყის ეტაპზე Lietuvos Energijos Gamyba და KTU გეგმავენ 60 კვტ სიმძლავრის მზის ექსპერიმენტული სადგურის დამონტაჟებას კრუონისის კომპლექსის ზედა რეზერვუარში და ელექტროსადგურის და ენერგიის აკუმულირების სისტემის მართვის ალგორითმის შემუშავებას. ალგორითმი გაითვალისწინებს ქსელის პარამეტრების უწყვეტ რეგისტრაციას და კრუონისის ჰეს-ის სხვა ფიზიკურ პარამეტრებს.


წყარო: renewableenergyworld.com

 

სარჩევში დაბრუნება

 

ტრამპი ისევ აპირებს განახლებადი ენერგიის ფინანსირების მკვეთრ შემცირებას

ტრამპის ადმინისტრაცია ისევ აპირებს სერიოზულ შემცირებებს აშშ-ს ენერგეტიკის დეპარტამენტში, რომელიც დაკავებულია კვლევებით განახლებადი ენერგიებისა და ენერგოეფექტურობის სფეროებში, აცხადებს დეპარტამენტის ოფიციალური პირი.

ოფიციალურმა პირმა ანონიმურობის დაცვით განაცხადა, რომ განახლებადი ენერგიებისა და ენერგოეფექტურობის განყოფილება შეამცირებს თავის ბიუჯეტს 2,3 მილიარდი დოლარით, ანუ დაახლოებით 70%-ით, 700 მილიონ დოლარამდე, 2020 წლის ბიუჯეტის მიმართ პრეზიდენტ ტრამპის მოთხოვნების შესაბამისად.

ეს მოთხოვნა ალბათ არ დაკმაყოფილდება კონგრესის მიერ, განსაკუთრებით დემოკრატების მონაწილეობით, რომლებიც ხელმძღვანელობენ პალატას, თუმცა ეს ციფრები ასახავენ იმ ღია მდგომარეობას, რაც წინ უძღვის მოლაპარაკებებს თეთრ სახლში.

ენერგეტიკის დეპარტამენტმა უარი განაცხადა კომენტარის გაკეთებაზე, ხოლო თეთრი სახლის ბიუჯეტის მართვის ოფისმა ჯერჯერობით არ უპასუხა მოთხოვნას კომენტარზე.


წყარო: renewableenergyworld.com
 

 

არაჩვეულებრივად გამძლე მცენარე, რომელიც ხარობს ცივ ციმბირში, შეიძლება გახდეს ბიოენერგიის წყარო

კლიმატის ცვლილება არის გადაუდებელი საფრთხე კაცობრიობისათვის, რაც განპირობებულია ნახშირორჟანგის ემისიებით წიაღისეულის წვისაგან. ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ხერხი ემისიების შესამცირებლად არის ენერგიის ამ წყაროების შეცვლა ისეთი სახეებით, რომლებიც არიან ნახშირბად-ნეიტრალური ან ნახშირბად-ნეგატიურიც კი, ანუ რომლებიც ატმოსფეროდან შთანთქავენ იმაზე მეტ ნახშირორჟანგს, ვიდრე გამოყოფენ.

ბიოენერგია, ანუ ენერგია მიღებული ორგანული ნივთიერებებიდან, როგორც წესი მცენარეებიდან, მიმზიდველ ვარიანტს წარმოადგენს. აშშ-ში უკვე აწარმოებენ სატრანსპორტო საწვავის 5%-ს ბიოენერგიიდან, ძირითადად სიმინდისგან. სპეციალურად გამოყვანილი კულტურებიდან რეაქტიული საწვავის მიღებაც კი შეიძლება, რაც პოტენციურად დააბალანსებს მსოფლიო ანტროპოგენური ემისიების 3%-ს.

რამდენადაც მსოფლიოს მოსახლეობა და მისი საკვებზე მოთხოვნილება მუდმივად იზრდება, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ფართობი აღარ იქნება საკმარისი კულტურების მოსაყვანად, როგორც საკვებად, ისე ბიოენერგიისთვის. ერთ-ერთი გამოსავალია ბიოენერგეტიკული კულტურების მოყვანა მარგინალურ მიწებზე, რომლებიც არ გამოდგება საკვები კულტურებისათვის. ლოგიკური კითხვაა: თუ ეს ნიადაგი უვარგისია, როგორ შეიძლება მასზე რაიმე პროდუქტიულის მოყვანა?

აი აქ ჩნდება Miscanthus x giganteus. ეს სახეობა, ასევე ცნობილი, როგორც სპილოს ბალახი, დაუჯერებლად პროდუქტიულია - 59 პროცენტით უფრო პროდუქტიული, ვიდრე სიმინდი აშშ-ს შუა დასავლეთში. იგი კარგად ხარობს მარგინალურ ნიადაგზე მინიმალური სასუქით. M. x giganteus - მრავალწლიანი მცენარეა, რაც ნიშნავს, რომ იგი ინახავს საკვებ ნივთიერებებს მიწისქვეშა ღეროებში, ანუ ფესვურებში, და იყენებს მათ წლიდან წლამდე ზრდისათვის. ეს ფესვურები, მცენარის ფესვებთან ერთად, ინახავენ ატმოსფერულ ნახშირორჟანგს მიწისქვეშ და ადგილზე აკავებენ ნიადაგს. M. x giganteus-ს შეუძლია მნიშვნელოვანი რაოდენობის ბიოენერგიის წარმოება, რითაც შეცვლის წიაღისეულ საწვავს. მარგინალურ მიწებზე მოყვანით იგი არ გაუწევს კონკურენციას სასურსათო კულტურებს.


წყარო: newsweek.com

 

სარჩევში დაბრუნება

 

 

     

კლიმატური კრიზისი გვიახლოვდება. დიდ ბრიტანეთს სჭირდება ახალი მწვანე კურსი

როდესაც კლიმატის ცვლილების სამთავრობათაშორისო პანელმა (IPCC) გამოაქვეყნა თავის ბოლო მოხსენება ოქტომბერში, განცხადება იყო მკვეთრი: თუ პლანეტას სურს თავიდან აიცილოს კლიმატური კატასტროფა, ემისიები უნდა შევამციროთ ორჯერ 2030 წლისათვის და მივაღწიოთ ნულოვან ემისიებს საუკუნის შუა პერიოდში.

ძნელი არ არის იმის აღქმა, თუ რამდენად დრამატულია ეს გზა. იგი წარმოადგენს ჩვენი, როგორც ცივილიზაციის, დღევანდელი მიმართულების სრულ და სწრაფ შეცვლას. ბოლო 200 წლის განმავლობაში ჩვენ შევქმენით გლობალური ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, რომელიც ეფუძნება წიაღისეულ საწვავს, და ახლა ის სრულად უნდა გარდავქმნათ 30 წელიწადში.

არსებული გეგმის პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ იგი არ ითვალისწინებს ენერგიაზე მზარდი მოთხოვნის პარადოქსს. ბოლო რამდენიმე წელია მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ ჩვენ ვერ შევძლებთ კლიმატის სფეროში ჩვენი მიზნების მიღწევას ყველაზე აგრესიული ძალისხმევითაც კი, რადგან მსოფლიო ეკონომიკური ზრდა ასევე ზრდის ენერგიაზე მოთხოვნას იმ სიჩქარით, რომელიც უსწრებს ჩვენს შესაძლებლობებს სუფთა ენერგიის დანერგვაზე.


წყარო: theguardian.com

 

  

 

ნახშირორჟანგის ნახშირად გარდაქმნის ახალ მეთოდს შეუძლია „გადაწიოს ემისიების საათი“

მეცნიერები ამბობენ, რომ თუ ადამიანები იმედოვნებენ შეზღუდონ კლიმატის ცვლილება დათბობის სულ რაღაც 2°C-ით, მათ მოუწევთ დიდი სამუშაოს ჩატარება: უნდა შეამცირონ ემისიები, დარგონ ხეები და მოაცილონ ნახშირორჟანგი (CO2) ატმოსფეროდან უახლესი ტექნოლოგიების საშუალებით. ახლახან აღმოჩენილ პროცესს შეუძლია გარდაქმას გაზისებრი CO2 - წიაღისეული საწვავის წვის პროდუქტი - მყარ ნახშირბადად ოთახის ტემპერატურაზე, მხოლოდ ელექტროენერგიის პატარა ნაკადის გამოყენებით. მაგრამ ამ პროცესის ამუშავება პლანეტის მასშტაბით რთული ამოცანა იქნება.

უკანასკნელ წლებში მკვლევარებმა აღმოაჩინეს რამდენიმე მყარი ლითონური კატალიზატორი - ქიმიურ რეაქციების დამაჩქარებელი ნაერთი - რომლებსაც შეუძლიათ CO2-ის გარდაქმნა მყარ ნახშირბადად. მაგრამ ისინი მუშაობენ მხოლოდ 600°C-ზე მაღალ ტემპერატურებზე, და ასეთი ტემპერატურის უზრუნველსაყოფად საჭიროა ბევრი ენერგია და ფული. ასევე, კატალიზატორები სწრაფად გამოშრებიან, როცა მათ მიერ წარმოებული ნახშირბადი გროვდება, რაც ზღუდავს მათ უნარს, გააგრძელონ რეაქცია.
 

წყარო: sciencemag.org

 

 

სარჩევში დაბრუნება

 

 

 

 ძლიერი წყალმოვარდნების რისკი ქ. თბილისში ნ. ჟვანიას ქუჩაზე (ვარაზისხევი)

2015 წლის 13 ივნისს მდ. ვერეს წყალმოვარდნით გამოწვეული კატასტროფის ანალიზმა ცხადყო, რომ მსგავსი შედეგების მომტანი წყალმოვარდნების ხდომილობის ალბათობა ქ. თბილისის საზღვრებში, მდ. მტკვრის სხვა შენაკადებზეც, საკმაოდ მაღალია. აღნიშნულის გათვალისწინებით, CENN-მა საჭიროდ ჩათვალა ქ.თბილისში მდ. მტკვრის სხვა შენაკადებისთვისაც დამახასიათებელი ჰიდროდინამიკური და მორფოდინამიკური პირობების ვიზუალური შეფასების აუცილებლობა. ჩატარებული დაკვირვებების შედეგები აისახა ორგანიზაციის მიერ 2016 წ. გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში „თბილისის ბუნებრივი კატასტროფები“.

პუბლიკაციის სრულად სანახავად, გთხოვთ ეწვიოთ შემდეგ ბმულს.

 

EUBCE 2017 - ევროპის ბიომასის კონფერენციის და გამოფენის დოკუმენტები

საერთაშორისო ენერგეტიკულმა ქარტიამ გამოაქვეყნა 2017 წლის წლიური ანგარიში 
 

 

სარჩევში დაბრუნება

 

 

 

ელექტროავტომობილების დამუხტვა

14 - 15 მარტი 2019, სინგაპური

4 - 5 ივლისი 2019, ლონდონი

ტელ. +6325 0254 ან ელ-ფოსტა: reanne@infocusinternational.com


Intersolar Europe 2019

კონფერენცია და გამოფენა

თარიღი: 15-17 მაისი, 2019

ადგილი: Messe München, მიუნხენი, გერმანია


მწვანე ენერგეტიკის საერთაშორისო კონფერენცია

თემა: განახლებადი ენერგია და ახალი ტექნოლოგიები

თარიღი: 01-02 აპრილი, 2019

ადგილი: ამსტერდამი, ნიდერლანდები

 

განახლებადი და ალტერნატიული ენერგიები

26 - 29 აგვისტო 2019, დუბაი | 18 - 21 ნოემბერი 2019, სინგაპური

ტელ. +6325 0254 ან ელ-ფოსტა: reanne@infocusinternational.com

 

სარჩევში დაბრუნება