energoefeqturobis centris yovelkvireuli energetikuli macne

#11

2019

 

 

  1. «შელი» აცხადებს, რომ შეუძლია გახდეს ელექტროენერგიის მსოფლიოში უმსხვილესი მომგებიანი მწარმოებელი

  2. Eni-მ აღმოაჩინა „ნავთობის მნიშვნელოვანი მარაგი“ ანგოლის ოფშორულ ზონაში

  3. აშშ-ს მზის ენერგიის ბაზარმა 2018 წელს კვლავ გადააჭარბა 10 გვტ-ს

  4. ჰავაის ელექტროკომპანიებმა მიაღწიეს განახლებადი ენერგიის 27-პროცენტიან დონეს

  5. რა იქნება, თუ საზღვარი აშშ-სა და მექსიკას შორის გახდება ენერგეტიკული თვითკმარი კორიდორი?  

  6. ტრამპი ისევ აპირებს განახლებადი ენერგიის ფინანსირების მკვეთრ შემცირებას

  7. ოკეანის უნარი, შთანთქას ადამიანის მიერ წარმოქმნილი ნახშირორჟანგი, გაზომილია 

  8. ჰაერის დაბინძურება არის წელიწადში 8,8 მილიონი ნაადრევი სიკვდილის მიზეზი

  9. პუბლიკაციები

  10. ღონისძიებები

 

 
 
 
 

«შელი» აცხადებს, რომ შეუძლია გახდეს ელექტროენერგიის მსოფლიოში უმსხვილესი მომგებიანი მწარმოებელი

კორპორაცია Royal Dutch Shell გეგმავს გახდეს მსოფლიოს უმსხვილესი ენერგეტიკული კომპანია 15 წლის განმავლობაში, და იგი თვლის, რომ კლიმატის ცვლილება წარმოადგენს უფრო დიდ საფრთხეს მისი ბიზნესისთვის, ვიდრე ელექტროენერგიიდან მიღებული ისტორიულად უმცირესი შემოსავალი.

მაარტენ ვეტსელაარის (Maarten Wetselaar), „შელის“ გაზისა და ენერგიის ახალი სახეების განყოფილების დირექტორის სიტყვებით, მსოფლიოს უმსხვილესი ნავთობის მაძიებელი ხარჯავს წელიწადში 2 მილიარდ დოლარს ენერგიის ახალი სახეების განყოფილებაზე, ძირითადად ენერგეტიკული სექტორის ზრდისათვის, რასაც, მისი აზრით, მოაქვს 8%-დან 12%-მდე წლიური მოგება.

«ჩვენ ვთვლით, რომ შეგვიძლია გავხდეთ მსოფლიოში უმსხვილესი ელექტროენერგე-ტიკული კომპანია 2030-იანი წლების დასაწყისში», - განაცხადა ვეტსელაარმა Bloomberg-ის ტელევიზიასთან ინტერვიუში.


წყარო:  oilandgaspeople.com

 

 

Eni-მ აღმოაჩინა „ნავთობის მნიშვნელოვანი მარაგი“ ანგოლის ოფშორულ ზონაში

იტალიურმა ნავთობკომპანია Eni-მ განაცხადა „ნავთობის დიდი მარაგის აღმოჩენის“ შესახებ ბლოკ 15/06-ში, აგოგოს სადაზვერვო უბანზე, ანგოლის ღრმაწყლოვან სანაპირო რაიონში.

Eni-ს შეფასებებით, ახალი საბადო შეიცავს 450-დან 650-მდე მილიონ ბარელ მსუბუქ ნავთობს.

ჭაბურღილი Agogo-1 NFW, სადაც მოხდა აღმოჩენა, განლაგებულია დაახლოებით 180 კილომეტრ მანძილზე ნაპირიდან და დაახლოებით 20 კილომეტრში N’Goma FPSO-დან (დასავლეთის ჰაბი). ჭაბურღილის ბურღვა განახორციელა საბურღმა გემმა „პოსეიდონმა“ 1636 მ წყლის სიღრმეზე და მიაღწია ჯამურ სიღრმეს 4450 მეტრს.


წყარო:  oilandgaspeople.com

 

სარჩევში დაბრუნება

 
 
 

 

აშშ-ს მზის ენერგიის ბაზარმა 2018 წელს კვლავ გადააჭარბა 10 გვტ-ს

ზედიზედ მესამე წელია აშშ-ს მზის ენერგიის მრეწველობა აფიქსირებდა მზის ახალი ფოტოელექტრული სიმძლავრეების ორნიშნა გიგავატებს, ამასთან 2018 წელს ექსპლუატაციაში შევიდა 10,6 გვტ, თანახმად Wood Mackenzie Power & Renewables-ის და მზის ენერგიის საწარმოთა ასოციაციის (SEIA) მონაცემებისა.

ამ ორგანიზაციების სიტყვებით, ეს 2 პროცენტით ნაკლებია, ვიდრე 2017 წელს, თუმცა პროგნოზები მიუთითებენ ბაზრის აღდგენაზე უახლოეს წლებში. SEIA-ს პრეზიდენტი და მთავარი აღმასრულებელი დირექტორი ები ფიშერი აცხადებს, რომ 2-პროცენტიანი კლება დაკავშირებულია „ზრდის პრობლემებთან“, რაც შეიძლება აიხსნას მზის ენერგიაზე დაწესებული ტარიფებით.

«ამერიკაში დაყენებული მზის ბატარეების საერთო რაოდენობა ორჯერ გაიზრდება მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, რაც ადასტურებს მზის ენერგიის მდგრადობას და მის ეკონომიკურ ძალას. გასაგებია, რომ მომდევნო ათწლეულში იქნება მნიშვნელოვანი ზრდა», - დაამატა მან.

მოელიან,რომ 2019 წელს ფოტოელექტრული სადგურების დადგმული სიმძლავრე აშშ-ში გაიზრდება 14 პროცენტით, ხოლო ყოველწლიური ახალი დამატებული სიმძლავრე მიაღწევს 15,8 გვტ-ს 2021 წელს.


წყარო: renewableenergyworld.com

 

ჰავაის ელექტროკომპანიებმა მიაღწიეს განახლებადი ენერგიის 27-პროცენტიან დონეს

თებერვლის ბოლოს ჰავაის ელექტროკომპანიებმა განაცხადეს, რომ მათ მიაღწიეს განახლებადი ენერგიის პორტფელის კონსოლიდირებულ 27-პროცენტიან სტანდარტს 2018 წელს, მიუხედავად წლის უმეტესი დროის განმავლობაში გეოთერმული რესურსის დაკარგვისა, ვულკან კილაუეის ამოფრქვევის შემდეგ. ჰავაის კუნძულებს აქვთ მიზანი მიაღწიონ განახლებადი ენერგიის 100%-ს 2045 წლისათვის.

განახლებადების პორტფელის კონსოლიდირებული სტანდარტი (RPS) 2018 წელს დარჩა იმავე დონეზე, რაც იყო 2017 წელს - 27 პროცენტის დონეზე. კონსოლიდირებული მაჩვენებელი იქნებოდა 29 პროცენტი გეოთერმული ენერგიის წარმოება რომ ყოფილიყო 2017 წლის დონეზე.

კომპანიები Hawaiian Electric, Maui Electric და Hawaii Electric Light ახლოს არიან RPS-ს შემდგომი სავალდებული ეტაპის - 30 პროცენტის მიღწევისათვის 2020 წლისათვის. RPS-ს 27 პროცენტის მიღწევა მოხერხდა 10 წლის წინანდელი 9 პროცენტიდან. ამ პერიოდში, ანუ ბოლო 10 წლის განმავლობაში წიაღისეული საწვავის ყოველწლიური მოხმარება შემცირდა 88 მილიონი გალონით, რაც დაახლოებით 19 პროცენტია.


წყარო: renewableenergyworld.com

 

სარჩევში დაბრუნება

 

რა იქნება, თუ საზღვარი აშშ-სა და მექსიკას შორის გახდება ენერგეტიკული თვითკმარი კორიდორი?

კედლის ნაცვლად ააგეთ მსოფლიოში პირველი ასეთი სახის ენერგეტიკული პარკი, რომელიც მოიცავს შეერთებულ შტატებსა და მექსიკას შორის საზღვრის 1954 მილს (3145 კმ), რათა უზრუნველყოს რეგიონი ენერგიით, წყლით, სამუშაო ადგილებით და საზღვრის უსაფრთხოებით.

ეს თამამი გეგმა, რომელიც წარმოადგინა მთელი ქვეყნის 28 პრესტიჟული ინჟინერისა და მეცნიერისგან შემდგარმა კონსორციუმმა, სთავაზობს, რომ ორივე ქვეყანამ იმუშაოს ერთად უზარმაზარ ინფრასტრუქტურულ პროექტზე: მზის ენერგიის პანელების, ქარის ტურბინების, ბუნებრივი აირის მილსადენების, წყლის გამამტკნარებელი დანადგარების რთულ ჯაჭვზე, რაც ერთობლიობაში შექმნიდა ინდუსტრიულ პარკს საზღვრის გასწვრივ, რისი ანალოგიც მსოფლიოში არ მოიძებნება.

მკვლევარები ამბობენ, რომ ეს ობიექტები უზრუნველყოფენ საზღვრის აუცილებელ უსაფრთხოებას, რადგანაც კომუნალური ობიექტები და ინფრასტრუქტურა კარგად უნდა იყოს დაცული. მიერთებული ენერგეტიკული პარკები ასევე იქნებიან ეკონომიკური დრაივერები, როგორც თვით ობიექტების მშენებლობისას, ასევე ბიზნესში, რომელსაც მოიზიდავს რეგიონი იაფი ელექტროენერგიისა და წყლის უხვი რესურსების წყალობით.


წყარო: renewableenergyworld.com
 

 

ტრამპი ისევ აპირებს განახლებადი ენერგიის ფინანსირების მკვეთრ შემცირებას

ტრამპის ადმინისტრაცია ისევ აპირებს სერიოზულ შემცირებებს აშშ-ს ენერგეტიკის დეპარტამენტში, რომელიც დაკავებულია კვლევებით განახლებადი ენერგიებისა და ენერგოეფექტურობის სფეროებში, აცხადებს დეპარტამენტის ოფიციალური პირი.

ოფიციალურმა პირმა ანონიმურობის დაცვით განაცხადა, რომ განახლებადი ენერგიებისა და ენერგოეფექტურობის განყოფილება შეამცირებს თავის ბიუჯეტს 2,3 მილიარდი დოლარით, ანუ დაახლოებით 70%-ით, 700 მილიონ დოლარამდე, 2020 წლის ბიუჯეტის მიმართ პრეზიდენტ ტრამპის მოთხოვნების შესაბამისად.

ეს მოთხოვნა ალბათ არ დაკმაყოფილდება კონგრესის მიერ, განსაკუთრებით დემოკრატების მონაწილეობით, რომლებიც ხელმძღვანელობენ პალატას, თუმცა ეს ციფრები ასახავენ იმ ღია მდგომარეობას, რაც წინ უძღვის მოლაპარაკებებს თეთრ სახლში.

ენერგეტიკის დეპარტამენტმა უარი განაცხადა კომენტარის გაკეთებაზე, ხოლო თეთრი სახლის ბიუჯეტის მართვის ოფისმა ჯერჯერობით არ უპასუხა მოთხოვნას კომენტარზე.


წყარო: renewableenergyworld.com

 

 

 

 

სარჩევში დაბრუნება

 

 

     

ოკეანის უნარი, შთანთქას ადამიანის მიერ წარმოქმნილი ნახშირორჟანგი, გაზომილია

წიაღისეული საწვავის წვით წარმოქნილი მთელი CO2 არ რჩება ატმოსფეროში და ხელს უწყობს გლობალურ დათბობას. ოკეანე და დედამიწაზე არსებული ეკოსისტემა შთანთქავენ CO2-ის ამ ანთროპოგენური ემისების მნიშვნელოვან მოცულობას ატმოსფეროდან.

ოკეანე შთანთქავს СО2-ს ორ ეტაპად: ჯერ ერთი, СО2 იხსნება ზედაპირულ წყლებში. შემდეგ მბრუნავი ცირკულაცია ანაწილებს მას: ოკეანის დინებებს და ჩანაცვლების პროცესებს გადააქვთ წყალში გახსნილი СО2 ზედაპირიდან ოკეანის სიღრმეში, სადაც იგი გროვდება დროთა განმავლობაში.

ოკეანის მიერ შთანთქმული CO2-ის ეს პროცენტი იყო შედარებით სტაბილური წინა 200 წელთან შედარებით, თუმცა აბსოლუტური რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ სანამ CO2-ის კონცენტრაცია ატმოსფეროში იზრდება, ოკეანის მიერ შთანთქმაც ძლიერდებოდა მეტნაკლებად პროპორციულად: რაც მეტი CO2 არის ატმოსფეროშ, მით მეტი შთაინთქმება ოკეანეების მიერ - მანამ იგი არ გაჯერდება საბოლოოოდ.


წყარო: sciencedaily.com

 

  

 

ჰაერის დაბინძურება არის წელიწადში 8,8 მილიონი ნაადრევი სიკვდილის მიზეზი

European Heart Journal-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ჰაერის დაბინძურებას შეუძლია გამოიწვიოს სიკვდილიანობის რიცხვის გაორმაგება წლიურად ევროპაში იმასთან შედარებით, ვიდრე ვარაუდობდნენ.

მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ჰაერის დაბინძურებამ გამოიწვია სიკვდილის 8,8 მილიონი დამატებითი შემთხვევა მსოფლიოში, და არა 4,5 მილიონის. კვლევის თანაავტორი, პროფესორი თომას მიუნცელი, გერმანიის ქალაქ მაინცის საუნივერსიტეტო სამედიცინო ცენტრის კარდიოლოგიის კათედრის ხელმძღვანელი, ამბობს: «თუ ამას პერსპექტივაში განვიხილავთ, ეს ნიშნავს, რომ ჰაერის დაბინძურება იწვევს მეტ სიკვდილიანობას წელიწადში, ვიდრე თამბაქოს წევა, რომლისაგანაც, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, 2015 წელს იყო სიკვდილის 7,2 მილიონი შემთხვევა. მოწევას შეგვიძლია თავი ავარიდოთ, ჰაერის დაბინძურებას კი - არა.


წყარო: sciencedaily.com

 

სარჩევში დაბრუნება

 

 

 

 ძლიერი წყალმოვარდნების რისკი ქ. თბილისში ნ. ჟვანიას ქუჩაზე (ვარაზისხევი)

2015 წლის 13 ივნისს მდ. ვერეს წყალმოვარდნით გამოწვეული კატასტროფის ანალიზმა ცხადყო, რომ მსგავსი შედეგების მომტანი წყალმოვარდნების ხდომილობის ალბათობა ქ. თბილისის საზღვრებში, მდ. მტკვრის სხვა შენაკადებზეც, საკმაოდ მაღალია. აღნიშნულის გათვალისწინებით, CENN-მა საჭიროდ ჩათვალა ქ.თბილისში მდ. მტკვრის სხვა შენაკადებისთვისაც დამახასიათებელი ჰიდროდინამიკური და მორფოდინამიკური პირობების ვიზუალური შეფასების აუცილებლობა. ჩატარებული დაკვირვებების შედეგები აისახა ორგანიზაციის მიერ 2016 წ. გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში „თბილისის ბუნებრივი კატასტროფები“.

პუბლიკაციის სრულად სანახავად, გთხოვთ ეწვიოთ შემდეგ ბმულს.

 

EUBCE 2017 - ევროპის ბიომასის კონფერენციის და გამოფენის დოკუმენტები

საერთაშორისო ენერგეტიკულმა ქარტიამ გამოაქვეყნა 2017 წლის წლიური ანგარიში 
 

 

სარჩევში დაბრუნება

 

 

 

ელექტროავტომობილების დამუხტვა

4 - 5 ივლისი 2019, ლონდონი

ტელ. +6325 0254 ან ელ-ფოსტა: reanne@infocusinternational.com


Intersolar Europe 2019

კონფერენცია და გამოფენა

თარიღი: 15-17 მაისი, 2019

ადგილი: Messe München, მიუნხენი, გერმანია


მწვანე ენერგეტიკის საერთაშორისო კონფერენცია

თემა: განახლებადი ენერგია და ახალი ტექნოლოგიები

თარიღი: 01-02 აპრილი, 2019

ადგილი: ამსტერდამი, ნიდერლანდები

 

განახლებადი და ალტერნატიული ენერგიები

26 - 29 აგვისტო 2019, დუბაი | 18 - 21 ნოემბერი 2019, სინგაპური

ტელ. +6325 0254 ან ელ-ფოსტა: reanne@infocusinternational.com

 

სარჩევში დაბრუნება