energoefeqturobis centris yovelkvireuli energetikuli macne

#12

2019

 

 

  1. დამზადდა მსოფლიოში ყველაზე დიდი საბურღი პლატფორმა

  2. ოპეკ + ადასტურებს ნავთობის მოპოვების შემცირების გადაწყვეტილების გაგრძელების გადადებას

  3. მშენებლობა მზის სხივებთან ერთად

  4. აშშ-ს მზის ენერგიის ბაზარმა 2018 წელს კვლავ გადააჭარბა 10 გვტ-ს

  5. მომავლის ენერგომომარაგება ... მეზობლის განახლებადი ენერგიის წყალობით  

  6. რა იქნება, თუ საზღვარი აშშ-სა და მექსიკას შორის გახდება ენერგეტიკული თვითკმარი კორიდორი?

  7. IPCC სათანადოდ არ აფასებს კლიმატის ცვლილებას 

  8. ტემპერატურის აწევა 3-5°C-ით უკვე „დაჯავშნულია“ არქტიკისთვის

  9. პუბლიკაციები

  10. ღონისძიებები

 

 
 
 
 

დამზადდა მსოფლიოში ყველაზე დიდი საბურღი პლატფორმა

მსოფლიოში ყველაზე მოწინავე ულტრა-ღრმაწყლოვანი ნახევრად ჩაძირული მცურავი საბურღი პლატფორმა დაამზადა ჩინურმა ვერფმა Yantai CIMC Raffles Offshore.
საბურღი პლატფორმას DP3 Bluewhale 1-ს აქვს მუშა სიღმე 12,000 ფუტამდე (3,658 მეტრი) და ბურღვის სიღრმე 50,000 ფუტამდე (15,240 მეტრი), რაც იძლევა მსოფლიოში ნებისმიერ წყლებში ბურღვის შესაძლებლობას. მისი სიმაღლეა 387 ფუტი (118 მეტრი), რა შეესაბამება 37-სართულიანი სახლის სიმაღლეს.

IMC Raffles აცხადებს, რომ 42,000-ტონიანი მცურავი პლატფორმა მოიხმარს 10%-ით ნაკლებ საწვავს, ვიდრე შესაბამისი სიმძლავრის საბურღი დანადგარები.
დანადგარის ფასი იქნება 700 მილიონი დოლარი, მას ექსპლუატაციას გაუწევენ CPOE და Bluewhale, მის კლასიფიცირებას მოახდენს DNV GL.

Bluewhale 1 - არის მეცხრე ღრმაწყლოვანი ნახევრად ჩაძირული მცურავი საბურღი პლატფორმა, დამზადებული CIMC Raffles-ს მიერ.


წყარო:  oilandgaspeople.com

 

 

ოპეკ + ადასტურებს ნავთობის მოპოვების შემცირების გადაწყვეტილების გაგრძელების გადადებას

საუდის არაბეთმა აიძულა კოალიცია „ოპეკ+“-ის დანარჩენი წევრი ქვეყნები დაედასტურებინათ თავიანთი ნაკისრი ვალდებულებები წარმოების შემცირების თაობაზე, თუმცა აღიარა, რომ მათ მოუწევთ ივნისამდე გადადონ გადაწყვეტილება იმის შესახებ, გააგრძელებ თუ არა ამ შეზღუდვას.

24 ქვეყნისაგან შემდგარი ალიანსის ყველაზე გავლენიანი წევრების კომიტეტი, რომელშიც შედიან რუსეთი, ერაყი და არაბთა გაერთიანებული საემიროები, დათანხმდა გამოსულიყო თავიანთი დაპირებული მიწოდების შეზღუდვების ჩარჩოებიდან უახლოეს თვეებში. მათ აგრეთვე გამოსცეს რეკომენდაცია, გაუქმდეს აპრილში დაგეგმილი შეხვედრა, და განაცხადეს, რომ ძალიან ნაადრევი იქნება იმის განსაზღვრა, გაგრძელდეს თუ არა შეზღუდვები წლის მეორე ნახევარშიც.

ვადების ცვლილება, რაც ჯერ კიდევ შესათანხმებელია კოალიციის უფრო ფართო წრესთან, ასახავს იმ სიტუაციას, რასაც კომიტეტმა უწოდა «კრიტიკული გაურკვევლობა» ნავთობის ბაზარზე, აშშ-ს სანქციების გამო, რაც ქმნის ირანიდან და ვენესუელიდან მიწოდების მნიშვნელოვანი მოცულობების ამოღების საფრთხეს. ეს ასევე არის ნიშანი, რომ რუსეთი, და არა საუდის არაბეთი განსაზღვრავს დღის წესრიგს იმ ჯგუფისათვის, რომელიც აკონტროლებს ნავთობის მსოფლიო მოპოვების ნახევარზე მეტს.


წყარო:  oilandgaspeople.com

 

სარჩევში დაბრუნება

 
 
 

 

მშენებლობა მზის სხივებთან ერთად

არის თუ არა შენობაში ინტეგრირებული ფოტოელექტრული სისტემები (BIPV) პასუხი მდგრადობის საკითხზე? დიახ, თუ დავიცავთ მათ სისუფთავეს.

არც თუ ისე დიდი ხნის წინ შენობები, რომლებსაც შეეძლოთ საკუთარი ენერგიის გამომუშავება გათბობა-გაგრილებისათვის, სამეცნიერო ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნებოდა. ახლა კი ისინი სულ უფრო და უფრო მეტ გავრცელებას პოულობენ, ხოლო ტექნოლოგიური გიგანტები, როგორიცაა Apple, პოულობენ გზებს მათი ფართო გავრცელებისათვის. ეს გასაკვირი არაა, რადგან დარგობრივი კვლევების თანახმად, შენობის გათბობა წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე დიდ პრობლემას იმის მისაღწევად, რომ უზრუნველვყოთ ხელმისაწვდომი, ამავე დროს უსაფრთხო დაბალნახშირბადიანი ენერგიის დიდი მასშტაბიანი მიწოდება. შენობის ტემპერატურული კონტროლისათვის გამოყენებული ელექტროენერგია შეადგენს მსოფლიოში ჩვენს მიერ მოხმარებული ენერგიის თითქმის ნახევარს და ნახშირბადის ემისიების თითქმის მესამედს.

სამთავრობო დირექტივები მთელს მსოფლიოში მიმართულია ენერგიის თითქმის ნულოვანი მოხმარების შენობებისაკენ (nZEB) მომავალი წლის ბოლოსთვის და ნახშირბადის ნულოვანი ემისიების შენობებისაკენ 2030 წლისათვის, რაც ნიშნავს, რომ ეს შენობები უნდა იყოს 100%-ით მდგრადი გათბობის, ცხელწყალმომარაგების, ვენტილაციის და გაგრილების მიმართ მოთხოვნებისადმი. ასე რომ საჭიროა მოიძებნოს ბუნების თავისუფალი ენერგიის ათვისების ახალი გზები.

ასეთი ამბიციური მიზენბსი მისაღწევად არქიტექტორებს და მშენებელ ინჟინრებს მოუწევთ შეიმუშავონ მეთოდები, რათა გადააქციონ შენობები ელექტროენერგიის „სუფთა მომხმარებლებიდან“ „სუფთა მწარმოებლებად“. დღესდღეობით დიდი შენობების მიერ გენერირებული ენერგია დამოკიდებულია შენობების სახურავებზე დამონტაჟებულ მზის პანელებზე, პრობლემა ისაა, არის თუ არა ეს შეზღუდული სივრცე საკმარისი იმისათვის, რომ გაუძლოს ამ შენობები ენერგეტიკული მოთხოვნილების დაკმაყოფილებისათვის საჭირო პანელების რაოდენობას.


წყარო: renewableenergyworld.com

 

აშშ-ს მზის ენერგიის ბაზარმა 2018 წელს კვლავ გადააჭარბა 10 გვტ-ს

ზედიზედ მესამე წელია აშშ-ს მზის ენერგიის მრეწველობა აფიქსირებდა მზის ახალი ფოტოელექტრული სიმძლავრეების ორნიშნა გიგავატებს, ამასთან 2018 წელს ექსპლუატაციაში შევიდა 10,6 გვტ, თანახმად Wood Mackenzie Power & Renewables-ის და მზის ენერგიის საწარმოთა ასოციაციის (SEIA) მონაცემებისა.

ამ ორგანიზაციების სიტყვებით, ეს 2 პროცენტით ნაკლებია, ვიდრე 2017 წელს, თუმცა პროგნოზები მიუთითებენ ბაზრის აღდგენაზე უახლოეს წლებში. SEIA-ს პრეზიდენტი და მთავარი აღმასრულებელი დირექტორი ები ფიშერი აცხადებს, რომ 2-პროცენტიანი კლება დაკავშირებულია „ზრდის პრობლემებთან“, რაც შეიძლება აიხსნას მზის ენერგიაზე დაწესებული ტარიფებით.

«ამერიკაში დაყენებული მზის ბატარეების საერთო რაოდენობა ორჯერ გაიზრდება მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, რაც ადასტურებს მზის ენერგიის მდგრადობას და მის ეკონომიკურ ძალას. გასაგებია, რომ მომდევნო ათწლეულში იქნება მნიშვნელოვანი ზრდა», - დაამატა მან.

მოელიან,რომ 2019 წელს ფოტოელექტრული სადგურების დადგმული სიმძლავრე აშშ-ში გაიზრდება 14 პროცენტით, ხოლო ყოველწლიური ახალი დამატებული სიმძლავრე მიაღწევს 15,8 გვტ-ს 2021 წელს.


წყარო: renewableenergyworld.com

 

სარჩევში დაბრუნება

 

მომავლის ენერგომომარაგება ... მეზობლის განახლებადი ენერგიის წყალობით

ენერგიის განაწილებული რესურსები (DER), როგორიცაა მზის საყოფაცხოვრებო პანელები, არამარტო ცვლიან ენერგოსისტემების მუშაობას, არამედ იძლევიან შესაძლებლობას, შეიცვალოს ადგილობრივი თემების მუშაობაც, აძლევენ რა მომხმარებლებს შესაძლებლობას, მიყიდონ მიკროქსელების ან განახლებადი ენერგიის დანადგარების მიერ გამომუშავებული ჭარბი ენერგია თავიანთ მეზობლებს - ეს არის ახალი ენერგეტიკული პარადიგმა.

დედამიწის მრავალ ადგილას უკვე აღარ არის შესაძლებელი შეღავათიანი ტარიფების (FiT) შენარჩუნება, რომლებიც შემუშავებული იყო მზის ენერგიის დანადგარების წახალისებისათვის. ასე რომ ახლა ფასნამატი, რომელსაც ენერგოკომპანიები უხდიან მომხმარებლებს ჭარბი ენერგიისათვის, ან მცირდება, ან სრულიად არ ითვალისწინებს მას, რაც აიძულებს მომხმარებლებს ეძებონ ჭარბი ენერგიის მონეტარიზაციის ალტერნატიული გზები.

ენერგიის ტრადიციულ ბაზარზე ელექტროენერგია გამომუშავდება მსხვილი ელექტრო-სადგურების მიერ, იყიდება საცალო გამყიდველებზე საბითუმო ბაზრის მექანიზმის საშუალებით, და შემდეგ მიეყიდება უშუალო მომხმარებლებს. არ არის გათვალის-წინებული უფრო რთული, განაწილებული ქსელების საკითხი, როცა მომხმარებელი ამავე დროს არის მწარმოებელი, რომელიც სისტემას მიჰყიდის ენერგიას.


წყარო: renewableenergyworld.com
 

 

რა იქნება, თუ საზღვარი აშშ-სა და მექსიკას შორის გახდება ენერგეტიკული თვითკმარი კორიდორი?

კედლის ნაცვლად ააგეთ მსოფლიოში პირველი ასეთი სახის ენერგეტიკული პარკი, რომელიც მოიცავს შეერთებულ შტატებსა და მექსიკას შორის საზღვრის 1954 მილს (3145 კმ), რათა უზრუნველყოს რეგიონი ენერგიით, წყლით, სამუშაო ადგილებით და საზღვრის უსაფრთხოებით.

ეს თამამი გეგმა, რომელიც წარმოადგინა მთელი ქვეყნის 28 პრესტიჟული ინჟინერისა და მეცნიერისგან შემდგარმა კონსორციუმმა, სთავაზობს, რომ ორივე ქვეყანამ იმუშაოს ერთად უზარმაზარ ინფრასტრუქტურულ პროექტზე: მზის ენერგიის პანელების, ქარის ტურბინების, ბუნებრივი აირის მილსადენების, წყლის გამამტკნარებელი დანადგარების რთულ ჯაჭვზე, რაც ერთობლიობაში შექმნიდა ინდუსტრიულ პარკს საზღვრის გასწვრივ, რისი ანალოგიც მსოფლიოში არ მოიძებნება.

მკვლევარები ამბობენ, რომ ეს ობიექტები უზრუნველყოფენ საზღვრის აუცილებელ უსაფრთხოებას, რადგანაც კომუნალური ობიექტები და ინფრასტრუქტურა კარგად უნდა იყოს დაცული. მიერთებული ენერგეტიკული პარკები ასევე იქნებიან ეკონომიკური დრაივერები, როგორც თვით ობიექტების მშენებლობისას, ასევე ბიზნესში, რომელსაც მოიზიდავს რეგიონი იაფი ელექტროენერგიისა და წყლის უხვი რესურსების წყალობით.


წყარო: renewableenergyworld.com
 

 

 

სარჩევში დაბრუნება

 

 

     

IPCC სათანადოდ არ აფასებს კლიმატის ცვლილებას

ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ კლიმატის ცვლილებაზე დაკვირვების საერთაშორისო ორგანიზაციის - კლიმატის ცვლილების სამთავრობათაშორისო პანელის (IPCC) მიერ გამოყენებული ფრაზეოლოგია არის მეტისმეტად კონსერვატიული, და შესაბამისად, საფრთხეები გაცილებით დიდია, ვიდრე ამ ჯგუფის მოხსენებაშია ნავარაუდევი.

ჟურნალ BioScience-ში გამოქვეყნებულ სტატიაში მეცნიერთა ჯგუფი ადელაიდას უნივერსიტეტიდან, ფლინდერსის უნივერსიტეტიდან, ბრისტოლის უნივერსიტეტიდან (დიდი ბრიტანეთი) და ესპანეთის ეროვნული კვლევითი საბჭოდან აანალიზებს აზრებს, რომლებიც გამოთქმულია IPCC-ს მეხუთე შეფასებით მოხსენებაში.

«ჩვენ ვნახეთ,რომ ანგარიშების ძირითადი შეტყობინება - რომ ჩვენი საზოგადოება იმყოფება კრიტიკულ სიტუაციაში - დაკარგულია ზედმეტი გაურკვევლობის გამო და გაბნეულია ინფორმაციის გიგაბაიტებში», - ამბობს ძირითადი ავტორი დოქტორი სალვადორ ერანდო-პერესი ადელაიდის უნივერსიტეტიდან.

«IPCC იზიარებს საერთო სამეცნიერო კონსენსუსს ადამიანის ზემოქმედების შესახებ კლიმატის ცვლილებაზე, ამიტომ ჩვენ მოველით, რომ მოხსენებების ლექსიკაში დომინანტურად იქნება მეტი თავდაჯერება კლიმატის მეცნიერების მდგომარეობაზე, მაგრამ ახლა ეს ასე არ არის».


წყარო: sciencedaily.com

 

  

 

ტემპერატურის აწევა 3-5°C-ით უკვე „დაჯავშნულია“ არქტიკისთვის

პარიზის კლიმატური შეთანხმების მიზნების მიღწევა რომც მოხდეს, 2050 წლისათვის არქტიკაში ზამთარში ტემპერატურა მაინც გაიზრდება 3-5°C-ით 1986-2005 წლების დონესთან შედარებით.

მუდმივი გამყინვარების დადნობას შეუძლია გაღვიძოს „მძინარე გიგანტი“ სათბურის გაზების დიდი რაოდენობის გამო, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს კლიმატის გლობალური მიზნების მიღწევას.

ოკეანის დაბინძურება და მჟავიანობის გაზრდა ასევე სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს არქტიკისათვის.

ნაირობი, 13 მარტი 2019 წ. - გაეროს ახალი გარემოსდაცვითი მოხსენება ამტკიცებს, რომ თუნდაც მსოფლიომ შეამციროს ემისიები პარიზის შეთანხმების მიხედვით, ზამთრის ტემპერატურები არქტიკაში მაინც გაიზრდება 3-5°C-ით 2050 წლისათვის და 5-9°C-ით 2080 წლისათვის, რაც გამოიწვევს რეგიონის დაცარიელებას და ზღვის დონის აწევას მთელ მსოფლიოში.


წყარო: unenvironment.org

 

სარჩევში დაბრუნება

 

 

 

 ძლიერი წყალმოვარდნების რისკი ქ. თბილისში ნ. ჟვანიას ქუჩაზე (ვარაზისხევი)

2015 წლის 13 ივნისს მდ. ვერეს წყალმოვარდნით გამოწვეული კატასტროფის ანალიზმა ცხადყო, რომ მსგავსი შედეგების მომტანი წყალმოვარდნების ხდომილობის ალბათობა ქ. თბილისის საზღვრებში, მდ. მტკვრის სხვა შენაკადებზეც, საკმაოდ მაღალია. აღნიშნულის გათვალისწინებით, CENN-მა საჭიროდ ჩათვალა ქ.თბილისში მდ. მტკვრის სხვა შენაკადებისთვისაც დამახასიათებელი ჰიდროდინამიკური და მორფოდინამიკური პირობების ვიზუალური შეფასების აუცილებლობა. ჩატარებული დაკვირვებების შედეგები აისახა ორგანიზაციის მიერ 2016 წ. გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში „თბილისის ბუნებრივი კატასტროფები“.

პუბლიკაციის სრულად სანახავად, გთხოვთ ეწვიოთ შემდეგ ბმულს.

 

EUBCE 2017 - ევროპის ბიომასის კონფერენციის და გამოფენის დოკუმენტები

საერთაშორისო ენერგეტიკულმა ქარტიამ გამოაქვეყნა 2017 წლის წლიური ანგარიში 
 

 

სარჩევში დაბრუნება

 

 

 

ელექტროავტომობილების დამუხტვა

4 - 5 ივლისი 2019, ლონდონი

ტელ. +6325 0254 ან ელ-ფოსტა: reanne@infocusinternational.com


Intersolar Europe 2019

კონფერენცია და გამოფენა

თარიღი: 15-17 მაისი, 2019

ადგილი: Messe München, მიუნხენი, გერმანია


მწვანე ენერგეტიკის საერთაშორისო კონფერენცია

თემა: განახლებადი ენერგია და ახალი ტექნოლოგიები

თარიღი: 01-02 აპრილი, 2019

ადგილი: ამსტერდამი, ნიდერლანდები

 

განახლებადი და ალტერნატიული ენერგიები

26 - 29 აგვისტო 2019, დუბაი | 18 - 21 ნოემბერი 2019, სინგაპური

ტელ. +6325 0254 ან ელ-ფოსტა: reanne@infocusinternational.com

 

სარჩევში დაბრუნება