energoefeqturobis centris yovelkvireuli energetikuli macne

#13

2018

_

 

  1. აშშ აჯარიმებს პროპანის მყიდველს ჩინეთიდან

  2. ნორვეგია შექმნის ათასობით სამუშაო ადგილს ნავთობის არქტიკულ საბადოზე

  3. „ტესლას“ ბატარეეებს აქვთ 90% სიმძლავრე 160,000 მილის გავლის შემდეგ, და შეიძლება მიაღწიოს 500,000 მილს

  4. მზის ენერგიის უკუგების ვადა ამჟამად არის სუპერ-მოკლე

  5. მექსიკა ხდება მსოფლიო ლიდერი ენერგეტიკული რეფორმების და ენერგიის განახლებადი წყაროების სფეროში  

  6. ამჟამად ჩინეთი აწარმოებს მზის, ქარის და ჰიდროენერგიის მეტ რაოდენობას, ვიდრე აშშ და ევროკავშირი ერთად

  7. მწვანე ინვესტიციები აუცილებელია აფრიკაში სუფთა ტექნოლოგიების დასახმარებლად 

  8. გარემოს გულისთვის - მასშტაბური გარემოსდაცვითი კამპანია დაიწყო

  9. პუბლიკაციები

  10. ღონისძიებები

 

 
 
 
 

აშშ აჯარიმებს პროპანის მყიდველს ჩინეთიდან

იმ დროს, როცა ჩინეთის მთავრობა იმუქრება 25%-იანი ტარიფის შემოღებით აშშ-დან პროპანის იმპორტზე, ამერიკული სასამართლო აპირებს შურისძიებას კონტრაქტის პირობების დარღვევისათვის, რომლითაც უნდა მომხდარიყო სათბობი საწვავის შესყიდვა, რაც არის პლასტმასების წარმოების ძირითადი ინგრედიენტი.

გერმანული კომპანია Mabanaft Pte. დაიწყებს 523,8 მლნ აშშ დოლარის ამოღებას ზარალის სახით Oriental Energy Co.-სგან, მას შემდეგ რაც ამ უკანასკნელმა სცადა უარი ეთქვა ექვსწლიან შეთანხმებაზე აშშ-დან პროპანის შესყიდვის შესახებ. კონტრაქტს ხელი მოეწერა 2013 წელს, როდესაც აშშ-დან პროპანის ექსპორტი აღმავლობის გზაზე იყო, ხოლო აზიის ეკონომიკა ჯერ ისევ იმედისმომცემად გამოიყურებოდა. 2016 წელს არბიტრაჟი დაიხურა, ხოლო უცხოელმა მყიდველებმა ამჯობინეს გადაეხადათ მრავალმილიონიანი ჯარიმები, ვიდრე გადაეტვირთათ საქონელი. Oriental Energy-მ სცადა გადაეხედა შეთანხმებული ფასები, მსოფლიო ეკონომიკაში მომხდარი ცვლილების შესაბამისად, მაგრამ Mabanaft-მა უარი განაცხადა.

წყარო:  oilandgaspeople.com

 

 

ნორვეგია შექმნის ათასობით სამუშაო ადგილს ნავთობის არქტიკულ საბადოზე

როდესაც Statoil-მა აღმოაჩინა ნავთობის საბადო Johan Castberg-ზე ჯერ კიდევ 2011 წელს, არავინ მოელოდა, რომ სულ რაღაც სამი წლის შემდეგ ნავთობის ფასები მკვეთრად დაეცემოდა, ხოლო ნორვეგიულ ენერგო გიგანტს მოუწევდა მრავალი გამომგონებლობის გამოყენება, რათა პროექტი სიცოცხლისუნარიანი ყოფილიყო. ახლა იგი არა მხოლოდ სიცოცხლიუნარიანია, არამედ ექსპერტების აზრით, პროექტი გამოაცოცხლებს ნორვეგიის ნავთობის სექტორს.

საბადო Johan Castberg შედგება სამი საბადოსაგან, რომელთა ჯამური მარაგი შეფასებულია ნედლი ნავთობის 400-დან 650 მილიონამდე ბარელად. ეს მას აქცევს ერთ-ერთ უმსხვილეს საბადოდ ნორვეგიის კონტინენტურ შელფზე ბოლო დროს აღმოჩენილ საბადოებს შორის, და ადგილობრივ მრეწველობას, რა თქმა უნდა, ესაჭიროება ეს, ისევე როგორც სხვა საბადოები. ბოლოს და ბოლოს, ჩრდილოეთის ზღვის საბადოების გამოფიტვა ძალზე რეალური პრობლემაა, და არქტიკული ბურღვა წარმოადგენს რთულ და ძვირადღირებულ საქმიანობას, რომელიც, როგორც Statoil-მა გასულ წელს განაცხადა, ყოველთვის წარმატებით არ სრულდება.

ამ კონტექსტში Johan Castberg-ის პროექტი იქცა შემობრუნების პუნქტად ადგილობრივი ნავთობმრეწველობის აღდგენაში. კრიზისის დროს დაიკარგა ათასობის სამუშაო ადგილი, ახლა კი შეიქმნა ახლები, რადგანაც Statoil ემზადება მოპოვების დაწყებას 2022 წელს.


წყარო:  oilandgaspeople.com

 

 

სარჩევში დაბრუნება

 
 
 

 
„ტესლას“ ბატარეეებს აქვთ 90% სიმძლავრე 160,000 მილის გავლის შემდეგ, და შეიძლება მიაღწიოს 500,000 მილს

ელექტრომობილების ერის დასაწყისში - დაახლოებით 10 წლის წინ - ელექტრომობილების მთავარი ნაკლი იმაში მდგომარეობდა, რომ ბატარეეები ვერ ძლებდა 100,000 მილამდე. მფლობელები იძულებულნი არიან გადაიხადონ რამდენიმე ათასი დოლარი, რათა შეცვალონ ბატარეები ყოველ რამდენიმე წელიწადში. რა აზრი აქვს ცოტაოდენი თანხის დაზოგვას ბენზინზე, თუკი რეგულარულად უნდა დახარჯოთ ათასები ახალი ბატარეის შესაძენად?

ეს არგუმენტი ჯერ კიდევ ისმის წიაღისეული საწვავის მომხრეებისგან, რომლებიც ცდილობენ დააფრთხონ ხალხი ელექტრომობილების ყიდვისგან, მაგრამ ტესლას მფლობელი 350 მძღოლის გამოკითხვამ აჩვენა, რომ ეს შიშები უსაფუძვლოა. ტესლას მფლობელები ამბობენ, რომ ბატარეის მოცულობა ეცემა 5%-ით 50 000 მილის შემდეგ, მაგრამ ამის შემდეგ დეგრადაციის სიჩქარე მნიშვნელოვნად მცირდება. საშუალოდ, 160,000 მილის შემდეგ ავტომობილებს კიდევ აქვთ 90% დარჩენილი ბატარეაზე. პროგნოზის თანახმად, ტესლას ბატარეას რეალურად კიდევ ექნება 80-პროცენტიანი მოცულობა 500 000 მილის გავლის შემდეგ. შიგაწვის ძრავების დიდი უმრავლესობა ამ მანძილამდე დიდი ხნით ადრე შეწყვეტდა ფუნქციონირებას.

როგორ იტყობინება Engadget, ტესლას არ აქვს ბატარეის დეგრადაციის გარანტია თავისი ავტომობილების მოდელ S და მოდელ X-ზე, თუმცა იგი იძლევა გარანტიას, რომ მოდელ 3-ის სტანდარტული ბატარეა შეინარჩუნებს სიმძლავრის 70%-ს 100 000 მილზე. შედარებისთვის, Nissan იძლევა გარანტიას, რომ LEAF-ის ბატარეას ექნება საწყისი სიმძლავრის არანაკლებ 66%-ისა 100 000 მილის შემდეგ.

წყარო: cleantechnica.com

მზის ენერგიის უკუგების ვადა ამჟამად არის სუპერ-მოკლე

მზის ენერგიის ზოგიერთ კრიტიკოსს უყვარს იმის აღნიშვნა, რომ მზის ენერგიის მოწყობილობების უკუგების ვადა ძალზე დიდია, და ამიტომ განახლებადი ენერგიის ეს ფორმა არ არის არსებითი. ეს კრიტიკოსები არ არიან ინფორმირებულნი ან უბრალოდ ცრუობენ.

რამდენიმე წლის წინ, როდესაც მზის ელემენტები ნაკლებად ეფექტური იყო, შესაძლოა იყო ჭეშმარიტების მარცვალი მზის პანელების ენერგეტიკული უკუგების საკითხში, რამდენადაც ისინი სავარაუდოდ დამზადებული იყო ნახშირისგან, ბუნებრივი აირისგან ან ატომური ენერგიისგან მიღებული ენერგიით, და ნაკლები ეფექტურობით დამზადებული.

ახლანდელი მზის პანელები უფრო მეტად ეფექტურია, ამიტომ ისინი აწარმოებენ მეტ ელექტროენერგიას, და ეს ფაქტი უფრო ეფექტურ წარმოებასთან ერთად ნიშნავს, რომ ფოტოვოლტაიკური სისტემების უკუგების პერიოდი სულ რაღაც რამდენიმე წელიწადში შემცირდა. კვლევამ აჩვენა, რომ „სახურავის PV სისტემების ენერგიის უკუგების შეფასება შეადგენს 4, 3, 2 და 1 წელს: 4 წელი სისტემებისათვის, რომლებიც იყენებენ კაჟის მულტიკრისტალურ ფოტოელექტრულ მოდულებს, 3 წელი თანამედროვე თხელფირიანი მოდულებისათვის, 2 წელი პერსპექტიული მულტიკრისტალური მოდულებისთვის, და 1 წელი პესპექტიული თხელფირიანი მოდულებისთვის. 1-დან 4 წლამდე უკუგების ვადით და სავარაუდო 30-წლიანი სასიცოცხლო ციკლით 87%-დან 97%-მდე ენერგიით, რომელსაც აგენერირებს PV-სისტემა, არ გამოიწვევს დაბინძურებას, სათბურის აირებს და რესურსების ამოწურვას“.

წყარო: cleantechnica.com

 

სარჩევში დაბრუნება

 

მექსიკა ხდება მსოფლიო ლიდერი ენერგეტიკული რეფორმების და ენერგიის განახლებადი წყაროების სფეროში

2018 წლის ბოლოსათვის მექსიკის ნავთობისა და გაზის მრეწველობა იქნება მთლიანად გახსნილი ადგილობრივი და უცხოელი კერძო ინვესტორებისათვის დამატებითი ღირებულების შექმნის მთელი ჯაჭვისათვის - ნავთობის დაზვერვიდან ავტოგასამართ სადგურებამდე. თავისი ენერგეტიკული ბაზრების ლიბერალიზაციის მექსიკა გახდა მოდელი იმ ქვეყნებისათვის, რომლებსაც სურთ ინვესტიციების, ინოვაციების და კონკურენციის სტიმულირება თავიანთ ენერგოსექტორებში.

2018 წელი - ეს ამავე დროს არის წელი, როდესაც ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის სერტიფიკატების (CECs) მექსიკის ბაზარი მოწესრიგდა: ენერგიის განახლებადი წყაროების ქვეყნის საკმაოდ ამბიციურ კანონში მას საკვანძო პოზივია უჭირავს. ამ 2012 წელს გამოქვეყნებულმა კანონმა დაადასტურა მექსიკის გეგგმები, გაზარდოს ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის წყაროებიდან გამომუშავებული ელექტროენერგიის მოცულობა, მათ შორის ატომური ენერგიიდან, 35%-მდე 2024 წლისათვის და 50%-მდე 2050 წლისათვის.

ამ კონტექსტში, 2018 წლის მიზანი მექსიკისგან მოითხოვს, ააგოს სამ წელიწადში ქარის ფერმების ის მოცულობა, რისთვისაც კანადას 23 წელი დასჭირდა. 2018 წლის მიზნის თუნდაც ნახევრის მისაღწევად საჭიროა დანიის ქარის ტურბინების მთელი ფლოტის ექვივალენტი.

წყარო: renewableenergyworld.com

 

ამჟამად ჩინეთი აწარმოებს მზის, ქარის და ჰიდროენერგიის მეტ რაოდენობას, ვიდრე აშშ და ევროკავშირი ერთად

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) თანახმად, მოთხოვნა ენერგიაზე მთელს მსოფლიოში, 2040 წლისათვის სავარაუდოდ მოიმატებს 30 პროცენტით, ენერგიის უფრო სუფთა და განახლებად წყაროებზე გადასვლამ განიცადა ევოლუცია როგორც ეკოლოგიურ, ასევე ეკონომიკურ პერსპექტივაში. ეს განსაკუთრებით აქტუალურია განვითარებადი ბაზრებისათვის „სარტყელისა და გზის ინიციატივის“ ქვეყნებში. მაგალითად, მოსალოდნელია, რომ მომდევნო 25 წლის განმავლობაში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში იქნება 70%-იანი ზრდა ენერგიის მოთხოვნაზე.

ჩინეთში, ქვეყანაში რომელიც ბოლო წლებში ცნობილი გახდა თავისი კვამლიანი ცით, გამონაბოლქვებთან ბრძოლა გამოცხადდა ეროვნულ პრიორიტეტად. მართალია, ელექტროენერგიის 75% ჩინეთში ჯერ კიდევ ნახშირის თბოელექტროსადგურებში იწარმოება, ეს სიტუაცია სწრაფად იცვლება. 85 ახალი, ნახშირზე მომუშავე ელექტროსადგურის მშენებლობა უკვე გაუქმებულია, ხოლო ენერგიის განახლებადი წყაროების გამოყენება სწრაფად იზრდება.

ამას რევოლუციური შედეგები მოჰყვა, რადგან ჩინეთი ამჟამად არის მსოფლიო ლიდერი მზის, ქარის და ჰიდროენერგეტიკული სიმძლავრეების სფეროში, ყოველწლიურად ახდენს რა უფრო მეტ ინვესტირებას ენერგიის განახლებად წყაროებში, ვიდრე აშშ და ევროკავშირი. 2017 წელს ჩინეთმა კიდევ უფრო გაზარდა თავისი ვალდებულებები, და 2020 წლამდე დამატებით 360 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირება უნდა მოახდინოს ენერგიის განახლებად წყაროებში.

წყარო: cnbc.com

 

 

 

სარჩევში დაბრუნება

 

 

 

   

მწვანე ინვესტიციები აუცილებელია აფრიკაში სუფთა ტექნოლოგიების დასახმარებლად

დაახლოებით 800 დელეგატი 59 ქვეყნიდან შეიკრიბა გასულ კვირას აფრიკის კლიმატის კვირეულის ღონისძიებაზე კენიის დედაქალაქ ნაირობიში, რათა განეხილა კლიმატის ცვლილების პრობლემები და მასზე რეაგირების ღონისძიებები, რაც შემდგომშ ჩართული უნდა იყოს კლიმატის შესახებ საერთაშორისო მოლაპარაკებებში.

მოლაპარაკებებზე ძირითად საკითხებს შორის იყო ენერგეტიკის მნიშვნელობა კლიმატის ცვლილების შესახებ დისკუსიებში, თანახმად გაეროს ჩარჩო-კონვენციისა კლიმატის ცვლილების შესახებ (UN Climate Change).

აფრიკის კლიმატის კვირეული ჩატარდა 9 – 13 აპრილს. ღონისძიება ორგანიზებული იყო ნაირობის ჩარჩო-პარტნიორობის (NFP) მიერ, რომლის კოორდინირებას ახდენს „გაეროს კლიმატის ცვლილების“ ორგანო და ეხმარება ქვეყნებს დანერგონ თავიანთი „ეროვნული განსაზღვრული წვლილი“ (NDC) პარიზის შეთანხმების შესაბამისად.
კონფერენციის მონაწილეებმა ასევე ხაზი გაუსვეს იმის მნიშვნელობას, რომ ქვეყნებმა ერთობლივად იმუშაონ ნახშირბადის ბაზრის გაფართოებისათვის.

წყარო: renewableenergyworld.com

  

 

გარემოს გულისთვის - მასშტაბური გარემოსდაცვითი კამპანია დაიწყო

დედამიწის დღეს ჩვენ ვერთიანდებით გარემოს გულისთვის

22 აპრილს მსოფლიო დედამიწის დღეს აღნიშნავს. წლევანდელი წლის გზავნილია მსოფლიოს მობილიზება პლასტიკის ნარჩენების შესამცირებლად.

საქართველოში, ამ დღეს ოფიციალურად აიღებს სტარტს მასშტაბური გარემოსდაცვითი კამპანია გარემოს გულისთვის. კამპანია მიზნად ისახავს კერძო კომპანიების, არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციების, და ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვას საქართველოში სუფთა და მწვანე გარემოს შენარჩუნებაში. კამპანიას ახორციელებს CENN-ის WMTR II პროგრამა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით და USAID-ის მხარდაჭერით.

კამპანიას უკვე შემოუერთდნენ კერძო, საჯარო და არასამთავრობო სექტორის 15-მდე წარმომადგენელი, რომლებიც დედამიწის დღეს პასუხისმგებლობას აიღებენ წინასწარ შერჩეული დაბინძურებული ტერიტორიის დასუფთავებასა და შემდგომ მონიტორინგზე.

დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ იხილოთ შემდეგი ბმული.

 

 

სარჩევში დაბრუნება

 

 

 

 

EUBCE 2017 - ევროპის ბიომასის კონფერენციის და გამოფენის დოკუმენტები

 

საერთაშორისო ენერგეტიკულმა ქარტიამ გამოაქვეყნა 2017 წლის წლიური ანგარიში 
 

 

სარჩევში დაბრუნება

 

 

 

EUBCE 2108 - ბიომასის 26-ე ევროპული კონფერენცია და გამოფენა

14 – 18 მაისი, 2018

კოპენჰაგენი, დანია

 

მე-12 საერთაშორისო ენერგეტიკული კონფერენცია, ორგანიზებული ენერგეტიკული ქარტიის სამდივნოს მიერ

19-20 ივნისი, 2018

თეირანი, ირანი


ბიოენერგიის მე-11 მსოფლიო კონგრესი და გამოფენა
2-4 ივლისი, 2018
ფრანკფურტი, გერმანია
 

ენერგოეფექტური ეკონომიკის ამერიკული საბჭო (ACEEE) მართავს კონფერენციას "ენერგოეფექტურობა შენობებში"
12-17 აგვისტო, 2018
პასიფიკ გროუვ, კალიფორნია, აშშ

 

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია "ენერგეტიკა და კლიმატის ცვლილება"

10-12 ოქტომბერი, 2018

ათენი, საბერძნეთი
 

სარჩევში დაბრუნება