< Newsletter Week-14    

ენერგოეფექტურობის ცენტრის ყოველკვირეული ენერგეტიკული მაცნე

#14

2019

 

 

  1. Shell აპირებს ნავთობის და გაზის მოპოვებას ბულგარეთის სანაპიროსთან

  2. პაკისტანის პრემიერ-მინისტრი მიანიშნებს ნავთობის მსხვილი მარაგების ძიებაზე

  3. Mercury დაიწყებს 119 მვტ სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურის მშენებლობას

  4. “ტესლა” ამონტაჟებს 7 მეგავატ-სთ სიმძლავრის ბატარეას იაპონიის რკინიგზისათვის

  5. ნახშირის გამოყენების ეტაპობრივი ჩანაცვლება ბიოენერგიით დანიაში  

  6. აშშ-ს განახლებადები გაორმაგდა 10 წელიწადში, გაზი ჯერ კიდევ მყარად არის

  7. კლიმატური ანგარიში აჩვენებს, რომ დათბობა კანადაში ორჯერ აღემატება მსოფლიო დონეს 

  8. ოფიციალური მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში სათბურის გაზების ემისიები შემცირდა 3%-ით

  9. პუბლიკაციები

  10. ღონისძიებები

 

 
 
 
 

Shell აპირებს ნავთობის და გაზის მოპოვებას ბულგარეთის სანაპიროსთან

გასულ კვირას Royal Dutch Shell-მა განუცხადა ჟურნალისტებს სოფიაში, რომ მომავალ თვეში დაიწყებს დაზვერვით ბურღვას ხან კუბრატის ნავთობის და გაზის საბადოზე შავ ზღვაში ბურგასის სანაპიროსთან.

90-დღიანი დაზვერვა დაიწყო გემის Noble Globetrotter II-ის საშუალებით 1 აპრილს, ბურგასიდან დაახლოებით 80 კილომეტრის დაშორებით ბულგარეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში.

ბურღვისას გამოყენებული იქნება ჩვეულებრივი მეთოდები და არა ქანის ზედაპირის ჰიდრავლიკური ფრაქციონირება, განაცხადა პროექტის ხელმძღვანელმა ალექსანდრ კეისმა.

კეისმა შეაფასა კომერციულად ექსპლუატირებადი რესურსების პოვნის შანსები, როგორც ერთი ხუთთან.


წყარო:  oilandgaspeople.com

 

 

პაკისტანის პრემიერ-მინისტრი მიანიშნებს ნავთობის მსხვილი მარაგების ძიებაზე

პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა იმრან ხანმა მიანიშნა ნავთობის „უზარმაზარი“ მარაგების ძიებაზე ყარაჩის სანაპირო შელფთან ამასწინანდელი ბურღვების კომენტირებისას.

«პაკისტანს აღარ დასჭირდება ნავთობის იმპორტირება მას შემდეგ, ყარაჩის მახლობლად ზღვაში აღმოაჩენენ მარაგებს», - განაცხადა იმრანმა ჟურნალისტებთან საუბრისას პრემიერ მინისტრის სახლში ისლამაბადში.

«მალე გაცნობებთ კარგ ახალ ამბებს ბურღვების დროს ნავთობის უზარმაზარი საზღვაო მარაგების აღმოჩენის შესახებ», - თქვა მან და დაამატა: «ერმა უნდა ილოცოს».

14 იანვარს ტრანსნაციონალური კომპანიების ჯგუფმა დაიწყო ნავთობისა და გაზის დაზვერვითი ბურღვა ყარაჩიდან 230 კილომეტრის მანძილზე მდებარე შელფზე.


წყარო:  oilandgaspeople.com

 

სარჩევში დაბრუნება

 
 
 

 

Mercury დაიწყებს 119 მვტ სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურის მშენებლობას

კომპანია Mercury-მ აიღო ვალდებულება ააგოს პირველი 33 ქარის ტურბინა 60 შეთანხმებულიდან პალმერსტონ-ნორტის მახლობლად ტურიტიში, რაც მნიშვნელოვანი საეტაპო მოვლენაა ახალი ზელანდიის განახლებადი ენერგიის განვითარებაში.

Mercury-ს მთავარი აღმასრულებელი დირექტორი ფრეიზერ ვინრეი (Fraser Whineray) ამბობს, რომ ბაზრის მიმდინარე მოვლენები მიუთითებს, რომ ახალ ზელანდიას ესაჭიროება განახლებადი ენერგიის ახალი სიმძლავრეები, და Mercury მოხარულია გადადგას ნაბიჯები ქარის ელექტროსადგურების განსავითარებლად, რა მიმართულებითაც იგი უკვე 15 წელია მუშაობს. ტურიტის ელექტროსადგურის საშუალო წლიური გამომუშავება იქნება 470 გვტ.სთ. როდესაც გენერაცია მიუერთდება ქვეყნის ენერგოსისტემას, ექსპლუატაციაში შესვლა კი დაგეგმილია 2020 წლის ბოლოს, ტურიტი გახდება სიდიდით მესამე ქარის ელექტროსადგური ახალ ზელანდიაში. ეს იქნება პირველი მსხვილმასშტაბიანი დამატებითი სიმძლავრე ახალ ზელანდიაში 2014 წლის შემდეგ.

მშენებლობის დაწყება დაგეგმილია 2019 წლის აგვისტოში, პროექტის ჯამური ღირებულება შეფასებულია 256 მილიარდ დოლარად.


წყარო: renewableenergyworld.com

 

"ტესლა" ამონტაჟებს 7 მეგავატ-სთ სიმძლავრის ბატარეას იაპონიის რკინიგზისათვის

"ტესლამ" ახლახანს დაასრულა ენერგიის შენახვის დღეისათვის უმსხვილესი პროექტი აზიაში - მოწყობილობის დამონტაჟებას სულ ორი დღე დასჭირდა.

7 მეგავატ-საათის სიმძლავრის დანადგარი დამონტაჟდა იაპონიის ქალაქ ოსაკაში. იგი გამიზნულია Kintetsu-ს სარკინიგზო ხაზის ავარიული სარეზერვო კვების უზრუნველყოფისათვის იმ სიმძლავრით, რაც საკმარისი იქნება მატარებლის შემდეგ სადგურამდე მისაყვანად ქსელის ავარიული გათიშვის შემთხვევაში. სისტემა, რომელიც შედგება Tespack Powerpack-ის კლასის 42 აკუმულატორისგან, ასევე დაეხმარება ოსაკას ქსელს პიკის საათებში.

ენერგიის შენახვის სისტემას შეუძლია Kintetsu-ს ერთი მატარებლის გადაყვანა უსაფრთხო ადგილას 30 წუთის განმავლობაში.


წყარო: greentechmedia.com

 


წყარო: renewableenergyworld.com

 

სარჩევში დაბრუნება

 

ნახშირის გამოყენების ეტაპობრივი ჩანაცვლება ბიოენერგიით დანიაში

2015 წელს ელექტროენერგიის ფასებმა დანიაში მიაღწიეს ისტორიულ მინიმუმს, ჰიდრო ელექტროენერგიის და ქარის ენერგიის გამომუშავების მაღალი დონის გამო. მაგრამ რამდენიმე ფაქტორის გაერთიანებამ გამოიწვია ამ ტენდენციის გარდატეხა მომავალ წელს. ენერგოგადაცემის ეროვნული ოპერატორის EnergiNet-ის მონაცემებით, ჩრდილოეთის რეგიონში წყლის მცირე მოცულობებმა, ქარის ცუდი პირობებმა და ნახშირზე ფასების ნახტომისებურმა ცვლილებამ გამოიწვია ელექტროენერგიის ტარიფების 18%-ით გაზრდა 2016 წელს.

პრობლემა ნაწილობრივ იმაში მდგომარეობდა, რომ ქვეყანა იძულებული იყო უფრო მეტად დაყრდნობოდა ნახშრზე მომუშვე მოძველებულ ენერგოობიექტებს. ეს ობიექტები აწარმოებდნენ 21%-ით მეტ ელექტროენერგიას წლის განმავლობაში, როცა ნახშირი ჩვეულებრივზე ძვირი ღირდა, არასაკმარისი მიწოდების გამო. რაც უფრო მნიშვნელოვანია, ეს ეწინააღმდეგებოდა ნახშირბადის ნულოვანი ემისიებისკენ განუხრელი სვლის მტკიცე მისწრაფებას. მოსალოდნელია, რომ 2030 წლისათვის ენერგიის განახლებადი წყაროები შეადგენენ ქვეყნის ენერგომოხმარების არანაკლებ ნახევრისა. 2050 წლისათვის დანია აპრებს გახდეს ნახშირბადის დაბალი ემისიების საზოგადოება, დამოუკიდებელი წიაღისეული საწვავისგან.


წყარო: renewableenergyworld.com
 

 

აშშ-ს განახლებადები გაორმაგდა 10 წელიწადში, გაზი ჯერ კიდევ მყარად არის

განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოება თითქმის გაორმაგდა ბოლო 10 წლის განმავლობაში, ქარის და მზის ენერგიის წყალობით, აშშ-ს ენერგეტიკული ინფორმაციის სააგენტოს ( EIA) მონაცემების თანახმად.

EIA-ს ბოლო ანგარიში ცხადყოფს, რომ ენერგიის განახლებადი წყაროები ავიდნენ ახალ რეკორდულ ნიშნულზე - 742 მლნ მვტ.სთ, გამომუშავებული 2018 წელს. შედარებისთვის, 2008 წელს წარმოებული იყო 382 მლნ მვტ.სთ.

ანგარიშში ნაჩვენებია, რომ ქარის და მზის ენერგია ერთად შეადგენს განახლებადი წყაროების ენერგიის 90 პროცენტს. ჰიდროენერგია გაიზარდა დაახლეობით 2 პროცენტით ბოლო ათწლეულის განმავლობაში.

ანგარიშის თანახმად, ჰიდროელექტროენერგია კვლავ არის განახლებადების უმსხვილესი კომპონენტი, და გასულ წელს მან შეადგინა 292 მლნ მვტ.სთ. ქარის ენერგია იზრდება, ათი წლის განმავლობაში მოიმატა 55 მლნ მვტ.სთ-ით და მიაღწია 275 მლნ მვტ.სთ-ს 2018-ში.

მზის ენერგიის გამომუშვება ათი წლის განმავლობაში გაიზარდა გეომეტრიული პროგრესიით, 2 მილიონიდან 55 მილიონ მვტ.სთ-მდე. ამჟამად მზის ენერგია აგენერირებს აშშ-ს ჯამური ელექტროენერგიის 2,3 პროცენტს, ხოლო ჰიდრო და ქარის ენერგია - 6,9 და 6,5 პროცენტს შესაბამისად.


წყარო: renewableenergyworld.com

 

 

 

სარჩევში დაბრუნება

 

 

     

კლიმატური ანგარიში აჩვენებს, რომ დათბობა კანადაში ორჯერ აღემატება მსოფლიო დონეს

როგორ აჩვენა სამთავრობო ანგარიშმა, კანადა თბება ორჯერ უფრო სწრაფად, ვიდრე დანარჩენი მსოფლიო. ანგარიშში მოცემულია გაფრთხილება, რომ მკვეთრი მოქმედება არის ერთადერთი გზა კატასტროფული შედეგების თავიდან არიდებისა.

«სურათი ნათელია - კანადის კლიმატი უფრო სწრაფად თბება, ვიდრე ეს ხდება საშუალოდ მსოფლიოში, და დათბობის ამ დონის შეცვლა პრაქტიკულად შეუძლებელია», - განუცხადა ჟურნალისტებს კანადის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მინისტრის მოადგილემ გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების საკითხებში ნენსი ჰამზავიმ.

გასულ კვირას გამოქვეყნებული ანგარიშში, რომელიც ეძღვნება გარემოს დაცვას და კლიმატის ცვლილებას, დახატულია კანადის მომავლის პირქუში სურათი, სადაც სითბოს მომაკვდინებელი ტალღები და ძლიერი წვიმები ჩვეულებრივი მოვლენა გახდება. ანგარიშზე მუშაობდა სახელმწიფო და აკადემიური სფეროს 43 მეცნიერი.

იმ დროს, როცა გლობალური ტემპერატურა გაიზარდა 0,8°C-ით 1948 წლიდან, კანადაში დაფიქსირებულია ზრდა 1,7°C-ით, რაც ორჯერ და მეტად აღემატება მსოფლიო მაჩვენებელს.


წყარო: theguardian.com

 

  

 

ოფიციალური მონაცემებით, სათბურის გაზების ემისიები დიდ ბრიტანეთში შემცირდა 3%-ით

წინასაწარი სამთავრობო მონაცემების თანახმად, 2018 წელს სათბურის გაზების ემისიები დიდი ბრიტანეთში შემცირდა 3%-ით, და ენერგეტიკული სექტორის ემისიების მოცულობა აგრძელებს შემცირებას.

იმ გაზების გამოფრქვევის მოცულობა, რომლებიც იწვევენ კლიმატის ცვლილებას, დიდი ბრიტანეთში უკვე ზედიზედ მეექვსე წელია მცირდება და 44%-ით ნაკლებია 1990 წლის საბაზისო დონესთან შედარებით. მთავრობის წარმომადგენლის სიტყვებით, ნახშირორჯანგის, ძირითადი სათბურის გაზის ემისიები არის ყველაზე დაბალ ნიშნულზე მე-20 საუკუნის დასაწყისიდან, როდესაც ჯერ კიდევ დედოფალი ვიქტორია იყო სამეფო ტახტზე.

ეს შემცირება მოხდა ძირითადად ენერგიის მომწოდებელთა მხრიდან დაბინძურების 7%-იანი შემცირების ხარჯზე, რამდენადაც ენერგოსექტორი აგრძელებდა გადასვლას ნახშირიდან დაბალნახშირბადიან ტექნოლოგიებზე, როგორიცაა ენერგიის განახლებადი წყაროები.

 

წყარო: theguardian.com

 

 

სარჩევში დაბრუნება

 

 

 

ძლიერი წყალმოვარდნების რისკი ქ. თბილისში ნ. ჟვანიას ქუჩაზე (ვარაზისხევი)

2015 წლის 13 ივნისს მდ. ვერეს წყალმოვარდნით გამოწვეული კატასტროფის ანალიზმა ცხადყო, რომ მსგავსი შედეგების მომტანი წყალმოვარდნების ხდომილობის ალბათობა ქ. თბილისის საზღვრებში, მდ. მტკვრის სხვა შენაკადებზეც, საკმაოდ მაღალია. აღნიშნულის გათვალისწინებით, CENN-მა საჭიროდ ჩათვალა ქ.თბილისში მდ. მტკვრის სხვა შენაკადებისთვისაც დამახასიათებელი ჰიდროდინამიკური და მორფოდინამიკური პირობების ვიზუალური შეფასების აუცილებლობა. ჩატარებული დაკვირვებების შედეგები აისახა ორგანიზაციის მიერ 2016 წ. გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში „თბილისის ბუნებრივი კატასტროფები“.

პუბლიკაციის სრულად სანახავად, გთხოვთ ეწვიოთ შემდეგ ბმულს.

 

EUBCE 2017 - ევროპის ბიომასის კონფერენციის და გამოფენის დოკუმენტები

საერთაშორისო ენერგეტიკულმა ქარტიამ გამოაქვეყნა 2017 წლის წლიური ანგარიში 
 

 

სარჩევში დაბრუნება

 

 

ოფშორული ქარის ენერგიის გლობალური სამიტი

ტაიპეი, ტაივანი

24-25 აპრილი, 2019



AWEA Windpower 2019

ჯორჯ ბრაუნის საკონფერენციო ცენტრი, ჰიუსტონი, აშშ

20-23 მაისი, 2019

 

ელექტროავტომობილების დამუხტვა

4 - 5 ივლისი 2019, ლონდონი

ტელ. +6325 0254 ან ელ-ფოსტა: reanne@infocusinternational.com


Intersolar Europe 2019

კონფერენცია და გამოფენა

თარიღი: 15 - 17 მაისი, 2019

ადგილი: Messe München, მიუნხენი, გერმანია

 

EUROPE SOLAR + ენერგიის შენახვის კონგრესი 2019

23 - 24 მაისი, 2019 წ.

რომი, იტალია


განახლებადი და ალტერნატიული ენერგიები

26 - 29 აგვისტო 2019, დუბაი | 18 - 21 ნოემბერი 2019, სინგაპური

ტელ. +6325 0254 ან ელ-ფოსტა: reanne@infocusinternational.com

 

სარჩევში დაბრუნება