energoefeqturobis centris yovelkvireuli energetikuli macne

#15

2018

_

 

  1. SOCAR-მა და BP-მ ხელი მოაწერეს წარმოების განაწილების ახალ შეთანხმებას აზერბაიჯანში მოპოვებაზე

  2. ტრამპის ადმინისტრაცია აპირებს ოფშორული ბურღვების გაფართოებას

  3. ინდოეთს აქვს ახალი საიდუმლო იარაღი 100 გვტ მზის სიმძლავრის მიზნისთვის

  4. კომერციული კონტრაქტი სახურავის მზის ენერგიაზე ფინეთში

  5. საბერძნეთი იწყებს 3.6 მილიარდი დოლარის მზის და ქარის პროექტებს  

  6. ვითარდება ენერგოეფექტურობის ახალი ტექნოლოგიები

  7. იზრდება ჰაერის დაბინძურების უთანასწორობა მდიდარ და ღარიბ ერებს შორის 

  8. თუ დიდ ქალაქში ცხოვრობთ, თქვენ ყოველდღე ეწევით სიგარეტს

  9. პუბლიკაციები

  10. ღონისძიებები

 

 
 
 
 

SOCAR-მა და BP-მ ხელი მოაწერეს წარმოების განაწილების ახალ შეთანხმებას აზერბაიჯანში მოპოვებაზე

SOCAR-მა და BP-მ წარმოების განაწილების ახალ შეთანხმებას (PSA) D230 ბლოკის ერთობლივ ექსპლოატაციაზე კასპიის ზღვის აზერბაიჯანის მონაკვეთის ჩრდილოეთ აფშერონის აუზში.

PSA-ს ხელი მოეწერა ლონდონში, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ტერეზა მეის, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის, SOCAR-ის პრეზიდენტის როვნაგ აბდულაევის და BP ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორის ბობ დადლის თანდასწრებით.

ბლოკი D230 მდებარეობს ბაქოდან ჩრდილო აღმოსავლეთით 135 კმ-ის მანძილზე კასპიის ზღვაში. მისი ფართობია 3,200 კვ. კმ და ადრე არასოდეს დამუშავებულა. წყლის სიღრმე შეადგენს 400-600 მ-ს, ხოლო ნავთობშემცველი ფენის სავარაუდო სიღრმეა 3,500 მ.

PSA-ს ფარგლებში, რომლის ვადაა 25 წელი, BP იქნება ოპერატორი კვლევის ფაზაში მონაწილეობის 50%-ის წილით, ხოლო SOCAR-ს ექნება დანარჩენი 50%.

 

წყარო:  oilandgaspeople.com

 

 

ტრამპის ადმინისტრაცია აპირებს ოფშორული ბურღვების გაფართოებას

მექსიკის ყურეში მოპოვების მოსალოდნელ შემცირებას ტრამპის ადმინისტრაცია უპირისპირებს რეგულაციების შემცირებას და აშშ-ს წყლებში ლიზინგის გახსნას, რათა მოიზიდოს მეტი კომპანია ნავთობის და გაზის სექტორიდან.

გასულ კვირას სააგენტომ, რომელიც აკონტროლებს შელფზე ბურღვებს, გამოაცხადა ობამას მმართველობის პერიოდის ბურღვის იმ წესებზე უარის თქმის გეგმების შესახებ, რომლებიც შემოღებულ იქნა 2010 წელს Deepwater Horizon-ის საბურღი პლატფორმის აფეთქების შემდეგ.

სკოტ ენჯელმა, Environmental Enforcement-ის უსაფრთხოების ბიუროს ხელმძღვანელმა ამასწინანდელ ინტერვიუშ განაცხადა, რომ „ერთ-ერთი განსხვავება ამჟამინდელ და წინა ადმინისტრაციას შორის მდგომარეობს იმაში, რომ ისინი დაინტერესებულნი იყვნენ მექსიკის ყურიდან ხალხის გაძევებით“.

მაგრამ თუ ტრამპს უნდა აშშ-ში ნავთობის და გაზის მოპოვების გაზრდა, ამისთვის არის სამუშაო. გასულ წელს მექსიკის ყურეში ნავთობის მოპოვება შეადგენდა საშუალოდ 1,6 მლნ ბარელს დღეში, რაც იყო სარეკორდო მაჩვენებელი მთელი ისტორიის მანძილზე. მაგრამ ინვესტიციების მნიშვნელოვანი შემცირებით, რადგანაც ნავთობის ფასები დაეცა 2014 წელს, ანალიტიკოსების პროგნოზით 2022 წლიდან დაიწყება მოპოვების შემცირება.



წყარო:  oilandgaspeople.com

 

 

სარჩევში დაბრუნება

 
 
 

 
ინდოეთს აქვს ახალი საიდუმლო იარაღი 100 გვტ მზის სიმძლავრის მიზნისთვის

რაკშიტ კუნდერი დგამს დამატებით მზის ბატარეებს თავისი საწყობების სახურავებზე. ამას პლანეტის გადასარჩენად არ აკეთებს, ეს სუფთა ეკონომიკაა.

«მზის ენერგია გვიჯდება ქსელის ელექტროენერგიის მესამედი ფასი, ასევე შეგვიმცირდა სარეზერვი დიზელის საწვავის ღირებულება», - გვითხრა კუნდერმა ტელეფონით ინდოეთის სამხრეთის შტატის ქალაქ კოტადან. მისი 3 მილიარდი რუპიის (46 მლნ აშშ დოლარის) თევზის ფქვილის და ნავთობპროდუქტების ბიზნესი საჭიროებს 2 მვტ ელექტროენერგიას და იგი გეგმავს მიიღოს ამ სიმძლავრის ნახევარი მზის დანადგარებიდან.

ისეთი კომპანიები, როგორიც კუნდერისაა, არის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის მთავრობის შემდეგი მიზანი, რამდენადაც მისი მიზანია 2022 წლისათვის მიაღწიოს მზის დანადგარების 100 გვტ სიმძლავრეს. მოსალოდნელია, რომ აქედან 40 გვტ იქნება სახურავის სისტემები. მცირე საწარმოები, რომლებსაც ინდოეთის 2 ტრილიონი დოლარის ეკონომიკაში შეაქვთ დაახლოებით მესამედი, ზარალდებიან ეელქტროენერგიის მაღალი ტარიფებისა და არასტაბილური მიწოდების გამო, რის გამოც ისინი უბრუნდებიან ძვირადღირებულ და გარემოს დამაბინძურებელ დიზელის გენერატორებს.

Bloomberg New Energy Finance-ს კვლევის თანახმად, სახურავის მზის ენერგია არის ინდოეთის განახლებადი ენერგიების ყველაზე სწრაფად მზარდი სეგმენტი, რომელსაც მსხვილი კლიენტები მართავენ. ბოლო დრომდე მცირე და საშუალო ზომის კომპანიების წილი მცირე იყო, განაცხადა შანტანუ ჯაისვალმა, დელიში მდებარე BNEF India-ს სამეცნიერო ხელმძღვანელმა.

წყარო: renewableenergyworld.com

კომერციული კონტრაქტი სახურავის მზის ენერგიაზე ფინეთში

ფინურმა ენერგეტიკულმა კომპანია Fortum-მა განაცხადა, რომ გაიმარჯვა ტენდერში, რომლის მიზანია სახურავის კომერციული მზის სისტემების დამონტაჟება, რაც ფინეთის მზის ენერგიის ჯამურ სიმძლავრეს გაზრდის 35 მვტ-დან 45 მვტ-მდე.

S Group-მა, საცალო სერვისების ორგანიზაციების ჯგუფმა, დადო კონტრაქტი Fortum-თან ფინეთის მასშტაბით სახურავის 40 სისტემის მონტაჟზე.

«მთელს S Group-ს აქვს საერთო მიზანი, გამოიყენოს ჩვენი საკუთარი განახლებადი ენერგია იმ ელექტროენერგიის 80%-ის წარმოებისათვის, რომელსაც გამოვიყენებთ 2025 წელს», - ნათქვამია S-Voima-ს მმართველი დირექტორის მიკო ჰალონენის განცხადებაში. «ელექტროენერგიის მოხმარების პიკი ჩვენს ქალაქებში არის ზაფხულში, როდესაც მზის ნათება უფრო ხანგრძივი და ინტენსიურია. საუკეთესო შემთხვევაში ზაფხულში შეგვიძლია ვაწარმოოთ მზის საკმარისი ენერგია, რათა 100 პროცენტით უზრუნველვყოთ ერთი შენობის მოთხოვნა ელექტროენერგიაზე».

Fortum-მა განაცხადა, რომ მონტაჟი დაიწყება მიმდინარე წლის გაზაფხულზე, და მოსალოდნელია, რომ პროექტის ძრითადი ნაწილი დასრულედება წლის ბოლოსთვის.

წყარო: renewableenergyworld.com

 

სარჩევში დაბრუნება

 

საბერძნეთი იწყებს 3.6 მილიარდი დოლარის მზის და ქარის პროექტებს

საბერძნეთი ემზადება აუქციონებისათვის 2,6 გვტ მზის და ქარის პროექტებისათვის ინვესტიციების მოსაზიდად და ხმელთაშუაზღვისპირეთშ სუფთა ენერგიის დონის ასამაღლებლად.

მთავრობამ გამოაქვეყნა საბოლოო წესები პირველი საკონკურსო ვაჭრობებისთვის, რომლებშიც მოცემულია პროექტების ვადები და მოცულობები. პირველი ტენდერი შედგება 2 ივლისს და გასცემს ნებართვას 300 მვტ-იანი ქარის ენერგიის და 300 მვტ მზის ენერგიის სადგურების მშენებლობაზე.

მთავრობის განცხადების თანახმად, ივლისის აუქციონი იქნება ღია 3 მვტ-დან 50 მვტ-მდე ქარის პროექტებისთვის და მზის პროექტებისთვის ორ კატეგორიაში - менее 1 მვტ-ზე ნაკლები და 1 მვტ-დან 20 მვტ-მდე.

ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) და ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი (EBRD) აქტიურობენ საბერძნეთში და დიდი ალბათობით კრედიტებით დააფინანსებენ აღნიშნული პროექტების განმახორციელებლებს. გასულ წელს EBRD-მ ივალდებულა გამოყოს 300 მილიონი ევრო სუფთა ენერგიის დასაფინანსებლად საბერძნეთში.

წყარო: renewableenergyworld.com

 

ვითარდება ენერგოეფექტურობის ახალი ტექნოლოგიები

მკვლევარები მუშაობენ სულ უფრო კრეატიულ ხერხებსა და პროდუქტებზე, რათა შეამცირონ ჩვენი ენერგეტიკული ნაკვალევი. ზოგიერთი მათგანი უზარმაზარ გავლენას მოახდენს ჩვენს ენერგო მოთხოვნილებაზე.

ერთი ქმედითი და კარგი მაგალითი - ესაა „გონიერი“ ფანჯარა, რომელიც შეიმუშავეს გონიერმა ადამიანებმა სტენფორდის უნივერსიტეტიდან.

სტენფორდის უნივერსიტეტის ინჟინრებმა შეიმუშავეს „გონიერი“ ფანჯარა, რომელსაც შეუძლია განათდეს ან ჩაბნელდეს ერთი წუთის განმავლობაში - უფრო სწრაფად, ვიდრე ჩვეულებრივ დინამიურ ფანჯარას. ახალი ტექნოლოგიის გამოყენება შესაძლებელია შენობებში და სატრანსპორტო საშუალებებში განათების ოპტიმიზაციისათვის, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს დანახარჯებს გათბობა-გაგრილებაზე.


წყარო: freesolarenergytraining.com

 

 

 

სარჩევში დაბრუნება

 

 

 

   

იზრდება ჰაერის დაბინძურების უთანასწორობა მდიდარ და ღარიბ ერებს შორის

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) უკანასკნელი მონაცემების თანახმად, 7 მილიონი ადამიანი, ძირითადად განვითარებად ქვეყნებში, ყოველწლიურად იღუპება ჰაერში დამაბინძურებელი ნივთიერებებისგან, იზრდება ჰაერის დაბინძურების უთანასწორობა მსოფლიოს მდიდარ და ღარიბ ქვეყნებს შორის.

ზოგადად, პლანეტაზე 10-დან 9 ადამიანი ცხოვრობს ცუდ, სახიფათო ჰაერის გარემოში, ნათქვამია WHO-ს ანგარიშში, რომელიც ითვლება ჰაერის ხარისხზე გლობალური მონაცემების ყველაზე სრულ კრებულად. თუმცა დაბინძურების ხარისხი ძალზე განსხვავებულია მთავრობის მოქმედებების და ფინანსური რესურსების მიხედვით.

ანგარიშში პირველად იქნა ჩართული რეგიონალური ისტორიული მონაცემები, რომლებშიც ნაჩვენებია, რომ ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის ქალაქების 57%-ზე მეტში და ევროპის ქალაქების 61%-ზე მეტში შეიმჩნეოდა მყარი ნაწილაკების PM10 და PM2.5 რაოდენობის შემცირება 2010-დან 2016 წლების პერიოდში. თუმცა ეს გაუმჯობესება დადგინდა სხვა რეგიონების გაუარესებული ტენდენციების ფონზე.


წყარო: theguardian.com

  

 

თუ დიდ ქალაქში ცხოვრობთ, თქვენ ყოველდღე ეწევით სიგარეტს

თუ ცხოვრობთ დიდ ქალაქში, შეიძლება გქონდეთ მწეველის ფილტვები, თუნდაც არასოდეს მიკარებოდეთ სიგარეტს.

ბერკლის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გაზომეს ჰაერის დაბინძურების დონეები მსხვილ ქალაქებში და შეადარეს ისინი მოწევის შედეგებს.

მათ აღმოაჩინეს, რომ ზოგიერთ ქალაქში ჰაერის ხარისხი ექვივალენტურია დღეში სამი კოლოფი სიგარეტის მოწევისა.

ზოგიერთი ყველაზე მავნე დამაბინძურებელი შედგება 2,5 მკმ და უფრო მცირე ზომის მყარი ნაწილაკებისგან, რომლებსაც PM2.5-ს უწოდებენ. ეს ნაწილაკები განსაკუთრებით საშიშია, რადგანაც ისინი საკმაოდ მცირეა, რათა გაიკვლიონ გზა ფილტვებისა და სისხლის მიმოქცევისკენ, საიდანაც მათ შეიძლება გამოიწვიონ გულის შეტევები, ინსულტები, ფილტვების კიბო და ასთმა.

ამ ნაწილაკების დონე ჰაერში იზომება მიკროგრამებში ერთ კუბ. მეტრზე (µგ/მ3), ჩვეულებრივ იმ რაოდენობით, რაც არის საშუალო წლის განმავლობაში.
ბერკლის მეცნიერების რიჩარდ მიულერის და ელიზაბეტ მიულერის ნაშრომების თანახმად, ჰაერის დაბინძურების დონე 22 µგ/მ3 ტოლფასია ერთი სიგარეტის.

 

წყარო: weforum.org

 

სარჩევში დაბრუნება

 

 

 

 

EUBCE 2017 - ევროპის ბიომასის კონფერენციის და გამოფენის დოკუმენტები

 

საერთაშორისო ენერგეტიკულმა ქარტიამ გამოაქვეყნა 2017 წლის წლიური ანგარიში 
 

 

სარჩევში დაბრუნება

 

 

 

EUBCE 2108 - ბიომასის 26-ე ევროპული კონფერენცია და გამოფენა

14 – 18 მაისი, 2018

კოპენჰაგენი, დანია

 

საერთაშორისო ენერგეტიკული ქარტიის ფორუმი ბუქარესტში - ენერგოეფექტურობა: პრიორიტეტი ენერგეტიკულ სიღარიბესთან ბრძოლაში და ენერგო სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ყველასათვის

6-7 ივნისი, 2018

ბუქარესტი, რუმინეთი

 

მე-12 საერთაშორისო ენერგეტიკული კონფერენცია, ორგანიზებული ენერგეტიკული ქარტიის სამდივნოს მიერ

19-20 ივნისი, 2018

თეირანი, ირანი


ბიოენერგიის მე-11 მსოფლიო კონგრესი და გამოფენა
2-4 ივლისი, 2018
ფრანკფურტი, გერმანია
 

ენერგოეფექტური ეკონომიკის ამერიკული საბჭო (ACEEE) მართავს კონფერენციას "ენერგოეფექტურობა შენობებში"
12-17 აგვისტო, 2018
პასიფიკ გროუვ, კალიფორნია, აშშ

 

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია "ენერგეტიკა და კლიმატის ცვლილება"

10-12 ოქტომბერი, 2018

ათენი, საბერძნეთი
 

სარჩევში დაბრუნება