energoefeqturobis centris yovelkvireuli energetikuli macne

#16

2018

_

 

  1. Shell გაყიდის კომპანიას Canadian Natural Resources 3,3 მლრდ დოლარად

  2. Citi აცხადებს, რომ აშშ შეიძლება გახდეს ნავთობის ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი მომავალ წელს

  3. კალიფორნია აცხადებს, რომ ახალ საცხოვრებელ შენობებს სავალდებულოა ჰქონდეთ მზის მოწყობილობები

  4. კომერციული კონტრაქტი სახურავის მზის ენერგიაზე ფინეთში

  5. EPA აცხადებს, რომ შეშის დაწვა ენერგიის მისაღებად „კარბონ-ნეიტრალურია“. რამდენად მართალია ეს?  

  6. ვითარდება ენერგოეფექტურობის ახალი ტექნოლოგიები

  7. მეცნიერებმა შემთხვევით შექმნეს მუტანტური ფერმენტი, რომელიც შლის პლასტიკის ბოთლებს 

  8. გლობალური დათბობა ანტარქტიდის ყინულს ქვემოდან ადნობს

  9. პუბლიკაციები

  10. ღონისძიებები

 

 
 
 
 

Shell გაყიდის კომპანიას Canadian Natural Resources 3,3 მლრდ დოლარად

ბრიტანულ-ჰოლანდიური კომპანია Shell Gas გაყოფს თავის წილებს კომპანიაში Canadian Natural 3,3 მილიარდი დოლარის ჯამურ დაბეგრვამდე თანხად, ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. გაყიდვა ემსახურება ორმაგ მიზანს - მოიცილოს ერთ-ერთი ყველაზე ჭუჭყიანი აქტივი, ამასტან შეამციროს 50 მილიარდ დოლარამდე ვალი, რომელიც დაგროვდა BG Group-ის ყიდვის შემდგომ.

Canadian Natural-ის გაყიდვა ჯერ კიდევ გასულ წელს მოინიშნა, როდესაც ნავთობის ფასი იყო დაახლოებით 20 დოლარი / ბარელზე. Shell-მა განაცხადა, რომ მაშნ იგი ყიდდა თითქმის ყველა საწარმოო აქტივს კანადის ნავთობიან ქვიშებში 7,25 მილიარდ დოლარად. აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში Canadian Natural დათანხმდა გამოეშვა დაახლოებით 4 მილიარდი კანადური დოლარის (3,1 მლრდ აშშ დოლარის) ღირებულების აქციები სხვადასხვა აქტივების დასაფარად.

«Shell Gas»-მა დადო ანდერრაიტინგის კონტრაქტი კომპანიებთან Goldman Sachs & Co., RBC Capital Markets, Scotiabank და TD Securities აქციების პაკეტის გასაყიდად. ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე აქციების ფასი ბოლოს იყოе $ 35,11-ის დონეზე.

წყარო:  oilandgaspeople.com

 

 

Citi აცხადებს, რომ აშშ შეიძლება გახდეს ნავთობის ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი მომავალ წელს

კორპორაცია Citigroup-ის პროგნოზით, აშშ-მ შეიძლება გადაუსწროს საუდის არაბეთს და გახდეს ნავთობის მსოფლიოში უმსხვილესი ექსპორტიორი მომავალ წელს.

იმ დროს, როცა მოპოვება ამერიკაში აღწევს უპრეცენდენტო დონეს, რამდენადაც ოპეკი აგრძელებს წარმოების მოცულობის შემცირებას, აშშ 2019 წელს გახდება ნედლი ნავთობის და ნავთობპროდუქტების წამყვანი ექსპორტიორი, ნათქვამია Citigroup-ის 25 აპრილის განცხადებაში. ნედლი ნავთობის და ნავთობპროდუქტების ექსპორტი ამერიკიდან გაიზარდა რეკორდულ 8,3 მლნ ბარელამდე დღეში გასულ კვირას, თანახმად აშშ მთავრობის მონაცემებისა. ეს შეესაბამება იანვარში საუდის არაბეთის ექსპორტს - 9,3 მილიონ ბარელს დღეში, და რუსეთის მაჩვენებელს - 7,4 მლნ ბარელი დღეში, ნათქვამია ბანკის განცხადებაში.

ოპეკ-ის და მისი მოკავშირეების ძალისხმევა მოპოვების შესაკავებლად და გლობალური ბაზრის გაჯერების შესამცირებლად დაეხმარა დასავლეთ ტეხასის ნავთობის ფიუჩერსების ზრდას ყველაზე მაღალ დონემდე 2014 წლიდან. ამან აგრეთვე გამოიწვია ფიქალის მბურღველთა მოპოვების კვეთრი ზრდა.


წყარო:  oilandgaspeople.com

 

 

სარჩევში დაბრუნება

 
 
 

 
კალიფორნია აცხადებს, რომ ახალ საცხოვრებელ შენობებს სავალდებულოა ჰქონდეთ მზის მოწყობილობები

კალიფორნიაში ახლახანს ოფიციალურად შემოღებული მშენებლობის ენერგო-ეფექტურობის სტანდარტები მოითხოვს, რომ შტატში ახალ სახლებს უნდა ჰქონდეთ მზის ფოტოელექტული სისტემები, დაწყებული 2020 წლიდან.

კალიფორნიის ენერგეტიკული კომისიის შეხვედრაზე შენობების ენერგოეფექტურობის სტანდარტების ნორმები 2019 წლისათვის. სტანდარტები მოითხოვს, რომ ახალ სახლებს ჰქონდეთ მზის ფოტოელექტრული სისტემები იმ გათვლით, რომ ფარავდეს შერეული საწვავის (ბუნებრივი აირი და ელექტროენერგია) წლიურ მოთხოვნას. გამონაკლისს ამ მოთხოვნიდან წარმოადგენენ, მაგალითად, დაჩრდილვა გარე ბარიერებით და მრავალსართულიანი სახლები სახურავის შეზღუდული ფართობით. არ არის არავითარი მოთხოვნები მზის ფოტოვოლტაიკებთან დაწყვილებულ ენერგიის შენახვის ბატარეებზე, თუმცა ენერგიის შენახვა ასახულია სტანდარტში როგორც შესაბამისობის ვარიანტი.

კომისიის მიერ სტანდარტისთვის ჩატარებული ანალიზის თანახმად, მზის ფოტოვოლტაიკური სისტემების მოთხოვნა გამოიწვევს დამატებით დაახლოებით 200 მვტ ჯამური სიმძლავრის მზის განაწილებული ფოტოვოლტაიკური სისტემების საჭიროებას კალიფორნიაში. აშშ-ს ენერგეტიკული ინფორმაციის სამმართველოს მონაცემებით, 2017 წლის მაისისთვის კალიფორნიაში დამონტაჟებული იყო 5.7 გვტ-ზე მეტი ჯამური სიმძლავრის მცირემასშტაბიანი ფოტოვოლტაიკური სისტემები. კომისიის მონაცემებით, გასულ წელს დამონტაჟდა დაახლოებით 1.2 გვტ სიმძლავრის სისტემები, რაც მნიშვნელოვნად აღემატება ახალ სტანდარტებთან დაკავშირებულ გაანგარიშებულ დამატებით მოთხოვნას 200 მვტ-ზე.

საცხოვრებელი სახლების მზის PV მანდატები ამჟამად არსებობს კალიფორნიის ოთხ ქალაქში - ლანკასტერში, სებასტოპოლში, სანტა-მონიკაში და სან-ფრანცისკოში.

წყარო: renewableenergyworld.com

კომერციული კონტრაქტი სახურავის მზის ენერგიაზე ფინეთში

ფინურმა ენერგეტიკულმა კომპანია Fortum-მა განაცხადა, რომ გაიმარჯვა ტენდერში, რომლის მიზანია სახურავის კომერციული მზის სისტემების დამონტაჟება, რაც ფინეთის მზის ენერგიის ჯამურ სიმძლავრეს გაზრდის 35 მვტ-დან 45 მვტ-მდე.

S Group-მა, საცალო სერვისების ორგანიზაციების ჯგუფმა, დადო კონტრაქტი Fortum-თან ფინეთის მასშტაბით სახურავის 40 სისტემის მონტაჟზე.

«მთელს S Group-ს აქვს საერთო მიზანი, გამოიყენოს ჩვენი საკუთარი განახლებადი ენერგია იმ ელექტროენერგიის 80%-ის წარმოებისათვის, რომელსაც გამოვიყენებთ 2025 წელს», - ნათქვამია S-Voima-ს მმართველი დირექტორის მიკო ჰალონენის განცხადებაში. «ელექტროენერგიის მოხმარების პიკი ჩვენს ქალაქებში არის ზაფხულში, როდესაც მზის ნათება უფრო ხანგრძივი და ინტენსიურია. საუკეთესო შემთხვევაში ზაფხულში შეგვიძლია ვაწარმოოთ მზის საკმარისი ენერგია, რათა 100 პროცენტით უზრუნველვყოთ ერთი შენობის მოთხოვნა ელექტროენერგიაზე».

Fortum-მა განაცხადა, რომ მონტაჟი დაიწყება მიმდინარე წლის გაზაფხულზე, და მოსალოდნელია, რომ პროექტის ძრითადი ნაწილი დასრულედება წლის ბოლოსთვის.

წყარო: renewableenergyworld.com

 

სარჩევში დაბრუნება

 

EPA აცხადებს, რომ შეშის დაწვა ენერგიის მისაღებად „კარბონ-ნეიტრალურია“. რამდენად მართალია ეს?

აშშ-ს გარემოს დაცვის სააგენტოს (EPA) ადმინსიტრატორმა სკოტ პრუიტმა ახლახანს განუცხადა სატყეო მეურნეობის ხელმძღვანელთა და სტუდენტთა ჯგუფს, რომ ამ მომენტიდან აშშ-ს მთავრობა განიხილავს ენერგიის მისაღებად შეშის (რომელსაც ჩვეულებრივ უწოდებენ ტყის ან მერქნის ბიომასას) დაწვის საკითხს, როგორც „ნახშირბადის მიმართ ნეიტრალურს“.

დედამიწის დღის ზეიმზე ჯორჯიის შტატში შეკრებილმა ხელმძღვანელებმა ეს სიახლე ენთუზიაზმით მიიღეს. მაგრამ ტაფტის უნივერსიტეტის პროფესორის უილიამ მუმოუს აზრით, ეს სადაო საკითხია.

ბიომასას არ შემოაქვს სისტემში ახალი ნახშირბადი, როგორც აღნიშნავენ მისი მომხრეები. მიუხედავად ამისა, მას გადააქვს ნახშირბადი ტყეებიდან ატმოსფეროში, სადაც ის იჭერს სითბოს და ხელს უწყობს კლიმატის ცვლილებას.

როგორც მეცნიერი და კლიმატის ცვლილების საკითხებზე ექსპერტთა სამთავრობა-თაშორისო ჯგუფის მოხსენების მთავარი ავტორი, პროფესორი მუმოუ ვრცელი სამეცნიერო კვლევების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ, ტყეების გარდაქმნა საწვავად არ არის ნეიტრალური ნახშირბადის გატყორცნის თვალსაზრისით. იგი მუშაობს აგრეთვე მრავალ სხვა მეცნიერთან, რათა მოახდინოს მთავრობის ინფორმირება იმ შესაძლებლობის თაობაზე, რომ ტყეებს შეეძლოთ ნახშირორჟანგის მოცილება ატმოსფეროდან, აგრეთვე მერქნის და სატყეო მეურნეობის ნარჩენების სამრეწველო მასშტაბებში ენერგიის მისაღებად დაწვის კლიმატურ საფრთხეებზე.

წყარო: renewableenergyworld.com

 

ვითარდება ენერგოეფექტურობის ახალი ტექნოლოგიები

მკვლევარები მუშაობენ სულ უფრო კრეატიულ ხერხებსა და პროდუქტებზე, რათა შეამცირონ ჩვენი ენერგეტიკული ნაკვალევი. ზოგიერთი მათგანი უზარმაზარ გავლენას მოახდენს ჩვენს ენერგო მოთხოვნილებაზე.

ერთი ქმედითი და კარგი მაგალითი - ესაა „გონიერი“ ფანჯარა, რომელიც შეიმუშავეს გონიერმა ადამიანებმა სტენფორდის უნივერსიტეტიდან.

სტენფორდის უნივერსიტეტის ინჟინრებმა შეიმუშავეს „გონიერი“ ფანჯარა, რომელსაც შეუძლია განათდეს ან ჩაბნელდეს ერთი წუთის განმავლობაში - უფრო სწრაფად, ვიდრე ჩვეულებრივ დინამიურ ფანჯარას. ახალი ტექნოლოგიის გამოყენება შესაძლებელია შენობებში და სატრანსპორტო საშუალებებში განათების ოპტიმიზაციისათვის, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს დანახარჯებს გათბობა-გაგრილებაზე.


წყარო: freesolarenergytraining.com

 

 

 

სარჩევში დაბრუნება

 

 

 

   

მეცნიერებმა შემთხვევით შექმნეს მუტანტური ფერმენტი, რომელიც შლის პლასტიკის ბოთლებს

მეცნიერებმა შექმნეს მუტანტური ფერმენტი, რომელიც შლის პლასტიკის ბოთლებს. ამ აღმოჩენამ შეიძლება გადაჭრას პლასტიკური დანაგვიანების გლობალური კრიზისი, საშუალება მოგვცეს პირველად მოხდეს ბოთლების მთლიანი უტილიზაცია.

ახალი კვლევა გამოწვეული იყო 2016 წელს აღმოჩენილი პირველი ბაქტერიით, რომელიც ბუნებრივად ვითარდებოდა, რათა შთაენთქა პლასტიკი, იაპონიაში ნაგავსაყრელზე. ამჟამად მეცნიერებმა აჩვენეს გადამწყვეტი ფერმენტის დეტალური სტრუქტურა, რომლეიც გამოწვეული იყო შეცდომით.

შემდეგ მკვლევართა საერთაშორისო გუნდმა გადააკეთა ფერმენტი, რათა გაეგოთ, თუ როგორ ვითარდებოდა იგი, მაგრამ ტესტებმა აჩვენა, რომ მათ შემთხვევით გააუმჯობესეს მოლეკულა პოლიეთილენტერეფტალატის პლასტიკის დაშლისას, რომელიც გამოიყენება უალკოჰოლო სასმელების ბოთლებისთვის. «სინამდვილეში აღმოჩნდა, რომ ჩვენ გავაუმჯობესეთ ფერმენტი, რამაც ცოტათი შოკში ჩაგვაგდო», - თქვა პროფესორმა ჯონ მაკჰიგანმა დიდი ბრიტანეთის პორტსმუტის უნივერსიტეტიდან, რომელიც კვლევებს ხელმძღვანელობდა. «ეს ნამდვილი აღმოჩენაა».

მუტანტურ ფერმენტს სჭირდება რამდენიმე დღე, რათა დაიწყოს პლასტიკის დაშლა - ეს გაცილებით მოკლე დროა, ვიდრე საუკუნეები, რაც სჭირდება ოკეანეს. თუმცა მკვლევარები ოპტიმისტურად არიან განწყობილნი და ფიქრობენ, რომ შეუძიათ კიდევ უფრო დააჩქარონ პროცესი და გახადონ სიციცხლისუნარიანი და მსხვილმასშტაბიანი.

მსოფლიოში ყოველ წუთში დაახლოებით 1 მილიონი პლატიკის ბოთლი იყიდება, აქედან მხოლოდ 14% გადამუშავდება, უმეტესობა კი ხვდება ოკეანეებში, სადაც ისინი ანაგვიანებენ ყველაზე შორეულ ადგილებსაც კი, ზიანს აყენებენ ზღვის სიცოცხლეს და პოტენციურ საფრთხეს უქმნიან ადამიანებს, რომლებიც ჭამენ ზღვის პროდუქტებს.

წყარო: theguardian.com

  

 

გლობალური დათბობა ანტარქტიდის ყინულს ქვემოდან ადნობს

ოკეანეების გათბობას, რაც იწვევს მცურავ ატლანტიკურ შელფურ მყინვარების დნობას, შეუძლია დააჩქაროს ზღვის დონის აწევა.

ინტუიციურად ყველა ხვდება, რომ უფრო თბილ ზღვაში ნაკლები ყინული იქნება. და რადგან ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსების ირგვლივ ბევრი ყინულია, ყველას, ვისაც სურს იხილოს კლიმატის ცვლილების შედეგები, შეუძლია ნახოს ეს აქ.

მაგრამ ამ გამარტივებული ხედვის გარდა ყველაფერი შეიძება უფრო რთულად იყოს. ჯერ ერთი, არქტიკა და ანტარქტიდა ძალზე განსხვავებული ადგილებია. არქტიკაში თითქმის მთელი ყინული წყალზე ცურავს - მიწა აქ ძალზე ცოტაა. ასე რომ, ჩვენ ვსაუბრობთ „ზღვის ყინულზე“ ჩრდილოეთში, რაც წარმოქმნილია გაყინული ზღვის წყლით. მეორეს მხრივ ანტარქტიდა წარმოადგენს მასიურ მიწისზედა მასას, რომელიც დაფარულია ყინულით, რომელიც წარმოქმნილია თოვის შედეგად (რომელსაც „ყინულის ფარი“ ეწოდება). მიწის პერიმეტრზე არის მცურავი ყინული, მაგრამ ანტარქტიდის ყინულის უდიდესი ნაწილი ხმელეთზეა.

ეს განსხვავება არამარტო იმაზე მოქმედებს, თუ როგორ რეაგირებენ ეს რეგიონები კლიმატის ცვლილებაზე, არამედ მოქმედებს მათ მნიშვნელობაზეც. ჩვენ ვიცით, რომ როდესაც მცურავი ყინული დნება, ოკეანის დონე არ მატულობს, რადგან ყინული უკვე წყალში ცურავს. მაგრამ როდესაც დნება ხმელეთის ყინული, მდნარი წყალი ჩაედინება ოკეანეში და იწვენს ზღვის დონის მატებას. ასე რომ, ზღვის დონის თვალსაზრისით, ხმელეთი ყინული უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორია, ვიდრე მცურავი ყინული.

წყარო: theguardian.com

სარჩევში დაბრუნება

 

 

 

 

EUBCE 2017 - ევროპის ბიომასის კონფერენციის და გამოფენის დოკუმენტები

 

საერთაშორისო ენერგეტიკულმა ქარტიამ გამოაქვეყნა 2017 წლის წლიური ანგარიში 
 

 

სარჩევში დაბრუნება

 

 

 

EUBCE 2108 - ბიომასის 26-ე ევროპული კონფერენცია და გამოფენა

14 – 18 მაისი, 2018

კოპენჰაგენი, დანია

 

საერთაშორისო ენერგეტიკული ქარტიის ფორუმი ბუქარესტში - ენერგოეფექტურობა: პრიორიტეტი ენერგეტიკულ სიღარიბესთან ბრძოლაში და ენერგო სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ყველასათვის

6-7 ივნისი, 2018

ბუქარესტი, რუმინეთი

 

მე-12 საერთაშორისო ენერგეტიკული კონფერენცია, ორგანიზებული ენერგეტიკული ქარტიის სამდივნოს მიერ

19-20 ივნისი, 2018

თეირანი, ირანი


ბიოენერგიის მე-11 მსოფლიო კონგრესი და გამოფენა
2-4 ივლისი, 2018
ფრანკფურტი, გერმანია
 

ენერგოეფექტური ეკონომიკის ამერიკული საბჭო (ACEEE) მართავს კონფერენციას "ენერგოეფექტურობა შენობებში"
12-17 აგვისტო, 2018
პასიფიკ გროუვ, კალიფორნია, აშშ

 

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია "ენერგეტიკა და კლიმატის ცვლილება"

10-12 ოქტომბერი, 2018

ათენი, საბერძნეთი
 

სარჩევში დაბრუნება