energoefeqturobis centris yovelkvireuli energetikuli macne

#17

2018

_

 

  1. IEA-ს პროგნოზით, ნავთობზე მოთხოვნა შემცირდება ნედლი ნავთობის ფასის ზრდასთან ერთად

  2. გათხევადებული ბუნებრივი აირის ექსპორტი აშშ-დან გაოთხმაგდა 2017 წელს

  3. ქარის ენერგიის ღირებულება მკვეთრად შემცირდება 2030 წლისათვის

  4. კალიფორნიაში ახალ საცხოვრებელ შენობებს სავალდებულოა ჰქონდეთ მზის მოწყობილობები

  5. განახლებადი ენერგიის პოტენციალის ათვისების გზით ტრამპის ადმინისტრაცია იმედოვნებს „ენერგეტიკულ დომინირებაზე“  

  6. ახალი ტექნოლოგიები ენერგოეფექტურობაში

  7. პლასტმასის ნარჩენების რაოდენობა მსოფლიოში 

  8. გლობალური დათბობა ანტარქტიდის ყინულს ქვემოდან ადნობს

  9. პუბლიკაციები

  10. ღონისძიებები

 

 
 
 
 

IEA-ს პროგნოზით, ნავთობზე მოთხოვნა შემცირდება ნედლი ნავთობის ფასის ზრდასთან ერთად

ნავთობის გლობალური მოთხოვნა სავარაუდოდ ზომიერია, რადგან ნავთობის 80 დოლარი/ ბარელზე ფასზეა დამოკიდებული და ბევრ საკვანძო იმპორტიორ ქვეყანას აღარ სთავაზობს საწვავის სუბსიდიებს, განაცხადა საერთაშორისო ენერგეტიკულმა სააგენტომ (IEA) 16 მაისს.

პარიზის ბაზირებულმა IEA-მ შეამცირა გლობალური მოთხოვნის ზრდის პროგნოზი, რომელიც ითვალისწინებს 2018 წლისთვის 1,4 მილიონ ბარელამდე დღეში (Bbl/d), წინა პერიოდის 1.5 მილიონი ბარელიდან/დღეში.

გასულ წელს ნავთობის ფასი 51%-ით გაიზარდა, რაც გამოწვეული იყო მიწოდების კოორდინირებული შემცირებით და ამ თვეში ირანიდან მიწოდების თაობაზე შეშფოთების გამო, მას შემდეგ რაც ამერიკამ განაცხადა, რომ განაახლებს თეირანის სანქციებს მის ატომურ საქმიანობებზე.

წყარო:  oilandgaspeople.com

 

 

გათხევადებული ბუნებრივი აირის ექსპორტი აშშ-დან გაოთხმაგდა 2017 წელს

აშშ-დან გათხევადებული ბუნებრივი აირის (LNG) ექსპორტმა 2017 წელს მიაღწია 1,94 მილიარდ კუბურ ფუტს, 2016 წელს ეს მაჩვენებელი იყო 0,5 მილიარდი კუბ. ფუტი. LNG-ს ექსპორტის გაზრდასთან ერთად გაიზარდა მიწოდების დანიშნულების პუნქტების რაოდენობაც. აშშ-დან LNG-ს ექსპორტი 2017 წელს, რომელიც განხორციელდა ლუიზიანას შტატის Sabine Pass-ის გათხევადების ტერმინალიდან, განხორციელდა 25 ქვეყანაში.

აშშ-ს 2017 წლის LNG-ს ექსპორტის ნახევარზე მეტი გაიგზავნა სამ ქვეყანაში: მექსიკაში, სამხრეთ კორეაში და ჩინეთში. მექსიკამ მიიღო ყველაზე მეტი მოცულობა აშშ-დან. 2017 წლის ჯამური მოცულობის 20%. ბუნებრივ აირზე მზარდმა მოთხოვნამ მექსიკაში, განსაკუთრებით ენერგეტიკის სექტორში, აგრეთვე შიდა მილსადენების მშენებლობის შეფერხებამ, რომლებიც უერთდება აშშ-ს მილსადენებს, გამოიწვია მექსიკის დამოკიდებულება LNG-ს იმპორტზე, ბუნებრივი აირის მილსადენებით იმპორტთან ერთად.

წყარო:  oilandgaspeople.com

 

 

სარჩევში დაბრუნება

 
 
 

 
ქარის ენერგიის ღირებულება მკვეთრად შემცირდება 2030 წლისათვის

დოკუმენტში, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალში Nature Energy, გააანალიზებულია ქარის ენერგეტიკის 163 ექსპერტის აზრი მთელი მსოფლიოდან. როგორც გაირკვა, ექსპერტების მილოდინით, ქარის ენერგიის ღირებულება კიდევ უფრო შემცირდება. ექსპერტებმა განაცხადეს, რომ 2030 წლისათვის როგორც ხმელეთის, ასევე ზღვაში განლაგებული ქარის ტურბინების სიმძლავრეები გაიზრდება, რაც გამოიწვევს ხარჯების დამატებით შემცირებას და ენერგოგენერაციის გამარტივებას.

ექსპერტების დასკვნით, 2030 წლისათვის ქარის ენერგიის ღირებულება შემცირდება 24-30%-ით. ეს დასკვნა ემყარება მიღწევებს ტურბინების ტექნოლოგიებში, როგორც პროგნოზირებულს, ასევე უკვე არსებულს.

კვლევის ავტორები ასევე აღიარებენ, რომ ელექტროენერგიის გენერაციის ხარჯების შემცირების შეფასებები წარსულში ძირითადად იყო კონსერვატიული - დღეისათვის ზოგიერთ რეგიონში ქარის ენერგია უკვე უწევს კონკურენციას წიაღისეულ საწვავს.

წყარო: arstechnica.com

კალიფორნიაში ახალ საცხოვრებელ შენობებს სავალდებულოა ჰქონდეთ მზის მოწყობილობები

კალიფორნიაში ახლახანს ოფიციალურად შემოღებული მშენებლობის ენერგო-ეფექტურობის სტანდარტები მოითხოვს, რომ შტატში ახალ სახლებს უნდა ჰქონდეთ მზის ფოტოელექტული სისტემები, დაწყებული 2020 წლიდან.

კალიფორნიის ენერგეტიკული კომისიის შეხვედრაზე შენობების ენერგოეფექტურობის სტანდარტების ნორმები 2019 წლისათვის. სტანდარტები მოითხოვს, რომ ახალ სახლებს ჰქონდეთ მზის ფოტოელექტრული სისტემები იმ გათვლით, რომ ფარავდეს შერეული საწვავის (ბუნებრივი აირი და ელექტროენერგია) წლიურ მოთხოვნას. გამონაკლისს ამ მოთხოვნიდან წარმოადგენენ, მაგალითად, დაჩრდილვა გარე ბარიერებით და მრავალსართულიანი სახლები სახურავის შეზღუდული ფართობით. არ არის არავითარი მოთხოვნები მზის ფოტოვოლტაიკებთან დაწყვილებულ ენერგიის შენახვის ბატარეებზე, თუმცა ენერგიის შენახვა ასახულია სტანდარტში როგორც შესაბამისობის ვარიანტი.

კომისიის მიერ სტანდარტისთვის ჩატარებული ანალიზის თანახმად, მზის ფოტოვოლტაიკური სისტემების მოთხოვნა გამოიწვევს დამატებით დაახლოებით 200 მვტ ჯამური სიმძლავრის მზის განაწილებული ფოტოვოლტაიკური სისტემების საჭიროებას კალიფორნიაში. აშშ-ს ენერგეტიკული ინფორმაციის სამმართველოს მონაცემებით, 2017 წლის მაისისთვის კალიფორნიაში დამონტაჟებული იყო 5.7 გვტ-ზე მეტი ჯამური სიმძლავრის მცირემასშტაბიანი ფოტოვოლტაიკური სისტემები. კომისიის მონაცემებით, გასულ წელს დამონტაჟდა დაახლოებით 1.2 გვტ სიმძლავრის სისტემები, რაც მნიშვნელოვნად აღემატება ახალ სტანდარტებთან დაკავშირებულ გაანგარიშებულ დამატებით მოთხოვნას 200 მვტ-ზე.

საცხოვრებელი სახლების მზის PV მანდატები ამჟამად არსებობს კალიფორნიის ოთხ ქალაქში - ლანკასტერში, სებასტოპოლში, სანტა-მონიკაში და სან-ფრანცისკოში.

წყარო: renewableenergyworld.com

 

სარჩევში დაბრუნება

 

განახლებადი ენერგიის პოტენციალის ათვისების გზით ტრამპის ადმინისტრაცია იმედოვნებს „ენერგეტიკულ დომინირებაზე“

პრეზიდენტ ტრამპის იდეა აშშ-ს ენერგეტიკული დომინირების შესახებ ეხება მხოლოდ და მხოლოდ წიაღისეულ საწვავს. მიუხედავად ამისა, მისი მთავარი წინაპირობა - „ინოვაციებმა და ახალმა ტექნოლოგიებმა გახსნა ტრილიონობით დოლარის ენერგია განვითარებისათვის“ - შეიძლება თანაბრად მიესადაგოს ქარის, მზის, ჰიდრო და გეოთერმულ უდიდეს რესურსებს, რასაც ქვეყანა ფლობს.

ფაქტიურად, ქარის და მზის ენერგია ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდშიც განაგრძობს წარმატებების მიღწევას როგორც კვლევებში, ასევე პროეტების შემუშვებაშიც. ენერგიის განახლებადი წყაროები წარმატებით ეჯიბრებიან ბუნებრივ აირს, ასევე ქვანახშირს, ელექტროენერგიის გამომუშავებაში. ტრამპის ენერგეტიკულმა დეპარტამენტმა სწრაფად გაიყვანა ახალი ჰიდროელექტროენერგიის გადამცემი ხაზი ახალ ინგლისში, რაც ქვანახშირს ჩაძირვას გამოიწვევს.

გეოთერმული ენერგია შედარებით ჩამორჩება, მაგრამ ეს შესაძლოა ხანმოკლე ჩამორჩენა იყოს. როგორც ჩანს, ტრამპის ადმინისტრაცია ემზადება კვლევებისა და პროექტირების ახალი რაუნდისათვის, რომელიც ამერიკის გეოთერმულ ენერგიას დაქვეითებიდან გამოიყვანს.

წყარო: cleantechnica.com

 

ახალი ტექნოლოგიები ენერგოეფექტურობაში

მკვლევარები მუშაობენ სულ უფრო კრეატიულ ხერხებსა და პროდუქტებზე, რათა შეამცირონ ჩვენი ენერგეტიკული ნაკვალევი. ზოგიერთი მათგანი უზარმაზარ გავლენას მოახდენს ჩვენს ენერგო მოთხოვნილებაზე.

ერთი ქმედითი და კარგი მაგალითი - ესაა „გონიერი“ ფანჯარა, რომელიც შეიმუშავეს გონიერმა ადამიანებმა სტენფორდის უნივერსიტეტიდან.

სტენფორდის უნივერსიტეტის ინჟინრებმა შეიმუშავეს „გონიერი“ ფანჯარა, რომელსაც შეუძლია განათდეს ან ჩაბნელდეს ერთი წუთის განმავლობაში - უფრო სწრაფად, ვიდრე ჩვეულებრივ დინამიურ ფანჯარას. ახალი ტექნოლოგიის გამოყენება შესაძლებელია შენობებში და სატრანსპორტო საშუალებებში განათების ოპტიმიზაციისათვის, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს დანახარჯებს გათბობა-გაგრილებაზე.


წყარო: freesolarenergytraining.com

 

 

 

სარჩევში დაბრუნება

 

 

 

   

პლასტმასის ნარჩენების რაოდენობა მსოფლიოში

ადამიანები ყოველდღიურად იყენებენ პლასტმასის ნივთებს, რომლებიც ხშირად ერთჯერადი მოხმარებისაა და სწრაფად გარდაიქმნება ნარჩენად. როგორც წესი, ერთი ადამიანის მიერ წარმოქმნილი პლასტმასის ნარჩენების რაოდენობით რთულია, წარმოვიდგინოთ, ის უარყოფითი შედეგები და მათი მასშტაბები, რაც პლასტმასის ნარჩენების არასწორ მართვას მოჰყვება შედეგად. პლასტმასის წარმოებისა და დანაგვიანების პრობლემის გასააზრებლად საუკეთესო საშუალებაა მსოფლიოში ნაწარმოები პლასტმასის რაოდენობის ანალიზი, აგრეთვე გარემოში გადაყრილი ან ნაგავსაყრელზე განთავსებული ყველა სახის პლასტმასის ნარჩენის მასშტაბის გაანალიზება. მაინც რა რაოდენობის პლასტმასას აწარმოებს ადამიანი და რა რაოდენობის პლასტმასის ნარჩენია დაგროვებული გარემოში?

პლასტმასის წარმოება მსოფლიოში, ძირითადად მე-20 საუკუნის შუა პერიოდიდან დაიწყო. აშშ-ს წამყვანი უნივერსიტეტების მეცნიერების მიხედვით, პლასტმასის წარმოება 1950 წელს მსოფლიოში 2 მილიონ ტონას უტოლდებოდა, ხოლო 2015-ში წლიურმა წარმოებამ 380 მილიონ ტონას მიაღწია. იმავე კვლევის მიხედვით, 1950 წლიდან 2015 წლამდე ჯამურად ნაწარმოებია 8.3 მილიარდი ტონა პლასტმასა, საიდანაც 6.3 მილიარდი ტონა უკვე გადაიქცა ნარჩენად.

პუბლიკაციის სრულად სანახავად, გთხოვთ ეწვიოთ შემდეგ ბმულს.

  

 

გლობალური დათბობა ანტარქტიდის ყინულს ქვემოდან ადნობს

ოკეანეების გათბობას, რაც იწვევს მცურავ ატლანტიკურ შელფურ მყინვარების დნობას, შეუძლია დააჩქაროს ზღვის დონის აწევა.

ინტუიციურად ყველა ხვდება, რომ უფრო თბილ ზღვაში ნაკლები ყინული იქნება. და რადგან ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსების ირგვლივ ბევრი ყინულია, ყველას, ვისაც სურს იხილოს კლიმატის ცვლილების შედეგები, შეუძლია ნახოს ეს აქ.

მაგრამ ამ გამარტივებული ხედვის გარდა ყველაფერი შეიძება უფრო რთულად იყოს. ჯერ ერთი, არქტიკა და ანტარქტიდა ძალზე განსხვავებული ადგილებია. არქტიკაში თითქმის მთელი ყინული წყალზე ცურავს - მიწა აქ ძალზე ცოტაა. ასე რომ, ჩვენ ვსაუბრობთ „ზღვის ყინულზე“ ჩრდილოეთში, რაც წარმოქმნილია გაყინული ზღვის წყლით. მეორეს მხრივ ანტარქტიდა წარმოადგენს მასიურ მიწისზედა მასას, რომელიც დაფარულია ყინულით, რომელიც წარმოქმნილია თოვის შედეგად (რომელსაც „ყინულის ფარი“ ეწოდება). მიწის პერიმეტრზე არის მცურავი ყინული, მაგრამ ანტარქტიდის ყინულის უდიდესი ნაწილი ხმელეთზეა.

ეს განსხვავება არამარტო იმაზე მოქმედებს, თუ როგორ რეაგირებენ ეს რეგიონები კლიმატის ცვლილებაზე, არამედ მოქმედებს მათ მნიშვნელობაზეც. ჩვენ ვიცით, რომ როდესაც მცურავი ყინული დნება, ოკეანის დონე არ მატულობს, რადგან ყინული უკვე წყალში ცურავს. მაგრამ როდესაც დნება ხმელეთის ყინული, მდნარი წყალი ჩაედინება ოკეანეში და იწვენს ზღვის დონის მატებას. ასე რომ, ზღვის დონის თვალსაზრისით, ხმელეთი ყინული უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორია, ვიდრე მცურავი ყინული.

წყარო: theguardian.com

სარჩევში დაბრუნება

 

 

 

 

EUBCE 2017 - ევროპის ბიომასის კონფერენციის და გამოფენის დოკუმენტები

 

საერთაშორისო ენერგეტიკულმა ქარტიამ გამოაქვეყნა 2017 წლის წლიური ანგარიში 
 

 

სარჩევში დაბრუნება

 

 

 

საერთაშორისო ენერგეტიკული ქარტიის ფორუმი ბუქარესტში - ენერგოეფექტურობა: პრიორიტეტი ენერგეტიკულ სიღარიბესთან ბრძოლაში და ენერგო სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ყველასათვის

6-7 ივნისი, 2018

ბუქარესტი, რუმინეთი

 

მე-12 საერთაშორისო ენერგეტიკული კონფერენცია, ორგანიზებული ენერგეტიკული ქარტიის სამდივნოს მიერ

19-20 ივნისი, 2018

თეირანი, ირანი


ბიოენერგიის მე-11 მსოფლიო კონგრესი და გამოფენა
2-4 ივლისი, 2018
ფრანკფურტი, გერმანია
 

ენერგოეფექტური ეკონომიკის ამერიკული საბჭო (ACEEE) მართავს კონფერენციას "ენერგოეფექტურობა შენობებში"
12-17 აგვისტო, 2018
პასიფიკ გროუვ, კალიფორნია, აშშ

 

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია "ენერგეტიკა და კლიმატის ცვლილება"

10-12 ოქტომბერი, 2018

ათენი, საბერძნეთი
 

სარჩევში დაბრუნება