energoefeqturobis centris yovelkvireuli energetikuli macne

#18

2018

_

 

  1. ბრიტანული ენერგო გიგანტი აშშ-ს ზეგავლენით წყვეტს ირანულ პროექტზე მუშაობას

  2. აშშ-ს ნავთობის ბუმი უბიძგებს ტანკერების მფლობელებს, გაერიდონ ირანს

  3. ჰავაიზე ლავა აგრძელებს მოძრაობას გეოთერმული ელექტროსადგურის ტერიტორიაზე

  4. ბრაზილია პირობას დებს, დაასრულოს ამაზონზე მეგა-კაშხლების მშენებლობა და გადადგას ნაბიჯები ქარის და მზის ენერგიის მიმართულებით

  5. EBRD სუფთა ენერგიაში ინვესტიციისთვის $400 მილიონს გამოყოფს  

  6. წყალბადის სუფთა საწვავის მიღება ხელოვნური ფოტოსინთეზის გზით

  7. უკრაინამ 10 წლის განმავლობაში CO2 ემისიები 43%-ით შეამცირა 

  8. საერთაშორისო მხარდაჭერა წაბლის ტყის კორომების აღდგენისათვის

  9. პუბლიკაციები

  10. ღონისძიებები

 

 
 
 
 

ბრიტანული ენერგო გიგანტი აშშ-ს ზეგავლენით წყვეტს ირანულ პროექტზე მუშაობას

ბი-ბი-სი-ს ცნობით, ბრიტანულმა ნავთობკომპანია „ბი-პი“-მ შეაჩერა სამუშაოები თავის ერთ-ერთ საბადოზე ჩრდილოეთის ზღვაში, იმ დრომდე, სანამ არ გაირკვევა ირანის მიმართ აშშ-ს მიერ შემოღებული სანქციების საკითხი.

მართალია BP-ს წილი ირანთან ერთობლივ პროექტში, კერძოდ კი რუმის ნავთობსაბადოში, იყიდება კიდევ ერთ ბრიტანულ ნავთობისა და გაზის ოპერატორ Serica Energy-ზე, BP გეგმავს გაბურღოს კიდევ ერთ ჭაბურღილი ამ რაიონში, თუმცა სამუშაოები, როგორ იტყობინებიან, შეჩერდა.

ბრიტანული მედია საშუალებების მონაცემებით, BP-ს ოპერაციები რუმის საბადოზე, იყო ნაწილობრივ ლიცენზირებული აშშ-ს ხელისუფლების მიერ, და კონტრაქტი შეიძლება აღარ გაგრძელდეს მის ვადის ამოწურვის შემდეგ სექტემბრის ბოლოს, იმის გამო, რომ საბადო არის ირანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის თანამფლობელობაში. BP-მ ბი-ბი-სის განუცხადა, რომ კომპანია, რომელიც მსხვილმასშტაბიან ბიზნეს-ოპერაციებს ახორციელებს ამერიკის ტერიტორიაზე, აპირებს სრულად შეასრულოს აშშ-ს სანქციები, რომლების დღეისათვის სულ უფრო ხშირად ედება ისლამურ რესპუბლიკას, აშშ-ს ბირთვული შეთანხმებიდან გამოსვლის შემდეგ 2015 წელს.

წყარო:  oilandgaspeople.com

 

აშშ-ს ნავთობის ბუმი უბიძგებს ტანკერების მფლობელებს, გაერიდონ ირანს

აშშ-ს და ირანის ბოლოდროინდელი დაპირისპირებამ შეიძლება უფრო მეტად შეაფერხოს ნავთობის ტანკერების მფლობელები, ვიდრე ეს წინა წლებში ხდებოდა.
აშშ-ს სანქციების გამო ისლამური რესპუბლიკის მიმართ, ფირმებს, რომლებიც ირანს ნავთობის გადაზიდვებში ეხმარებიან, ემუქრებათ ამერიკულ საფინანსო სისტემასთან წვდომის დაკარგვის საფრთხე, ისევე როგორც ათეული წლის წინ, როცა ასეთივე სანქციები მოქმედებდა. გარდა ამისა, ახლა მათ მოუწევთ იბრძოლონ იმისათვის, რომ არ აღმოჩნდნენ მოწყვეტილი სწრაფად მზარდი ბიზნესისაგან, როგორიცაა ტექსასის ფიქალური ნავთობ-საბადოებიდან ან მექსიკის ყურის ჭაბურღილებიდან ამოღებული ნედლი ნავთობის ტრანსპორტირება, როგორც ამას აცხადებს სანაოსნო ბროკერი Braemar ACM.

2015 წელს ექსპორტზე აკრძალვის გაუქმების შემდეგ, აშშ ახდენს ნედლი ნავთობის რეკორდული რაოდენობების გადაზიდვას გემებით. ეს მოხდა რამდენიმე თვეში მას შემდეგ, რაც ირანმა და მსოფლიო ლიდერებმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომელმაც შეარბილა სანქციები ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების მიმართ, ბირთვული პროგრამის შეზღუდვის სანაცვლოდ. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი ტრამპი გამოვიდა აღნიშნული შეთანხმებიდან მაისის დასაწყისში, აშშ-დან ნავთობის მიწოდება ნახტომისებურად გაიზარდა, რაც აიძულებს ტანკერების მფლობელებს ამის გათვალისწინებით მიემხრონ ან მოერიდონ ირანთან კავშირებს.


წყარო:  oilandgaspeople.com

 

სარჩევში დაბრუნება

 
 
 

 
ჰავაიზე ლავა აგრძელებს მოძრაობას გეოთერმული ელექტროსადგურის ტერიტორიაზე

ვულკანის ამოფრქვევამ ჰავაის კუნძულებზე მთა კილაუეაზე ზარალი მიაყენა კუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილს, თუმცა პრობლემა ნელ-ნელა ყალიბდებოდა: კვირის დასაწყისში სააგენტო როიტერი იუწყებოდა, რომ ლავა მოძრაობდა 38 მვტ სიმძლავრის გეოთერმული სადგურის ტერიტორიაზე. ლავისგან გამოწვეულმა დაზიანებებმა შეიძლება პრობლემები შეუქმნას სადგურის საქმიანობას მომავალში, ხოლო ზოგიერთი ოფიციალური პირი შეშფოთებულია იმის გამო, რომ გეოთერმული ჭაბურღილების დაზიანებამ შეიძლება გამოიწვიოს აიროვანი გოგირდწყალბადის ამოფრქვევა, რაც ტოქსიკურია ადამიანებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ლავა რამდენიმე დღეს შეკავებული იყო ბუნებრივი ბერმის მიერ, გუშინ როიტერმა ისევ გადმოსცა ცნობა, რომ ლავის ახალი ნაკადი შევიდა სადგურის 815- ე აკრის ფართობზე.

გეოთერმული ენერგია, რომელიც იყენებს მიწისქვეშა ქანების ბუნებრივ სიმხურვალეს ელექტროენერგიის მისაღებად, არის დაბალნახშირბადიანი მეთოდი ელექტროენერგიის შედარებით მუდმივი მიწოდების გენერირებისათვის. ჯერ-ჯერობით არც-ერთი თანამედროვე გეოთერმული სადგური არ დაზარალებულა ლავისგან, ამიტომ აღნიშნულ სიტუაციას არ აქვს პრეცედენტი.

წყარო: arstechnica.com

ბრაზილია პირობას დებს, დაასრულოს ამაზონზე მეგა-კაშხლების მშენებლობა და გადადგას ნაბიჯები ქარის და მზის ენერგიის მიმართულებით

მრავალწლიანი კრიტიკის შემდეგ, ბრაზილიის მთავრობამ განაცხადა, რომ დასრულდება ამაზონზე დიდი ჰიდროელექტროსადგურების კაშხლების მშენებლობის ერა. გაზეთ Globo-ს სტატიაში, ენერგეტიკის სამინისტროს აღმასრულებელმა მდივანმა პაულო პედროსამ განაცხადა, რომ მთავრობას არაფერი ჰქონია საწინააღმდეგო დიდი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის წინააღმდეგ, მაგრამ ახლა ხარჯები და რისკები აჭარბებს სარგებელს.

ახალი ამბების პრეს-რელიზში InterAmerican Clean Energy Institute-მა განაცხადა, რომ წლების განმავლობაში ამაზონის მეგა-კაშხლები ქმნიდნენ ოპოზიციას მკვიდრი ხალხებისგან, ენერგეტიკისა და ეკონომიკური ექსპერტებისგან, სოციალური და გარემოსდაცვითი ორგანიზაციებისგან და აგრეთვე ბრაზილიის და მსოფლიოს მოქალაქეებისგან.

კერძოდ, კამპანიებმა ბელო მონტესა და სან ლუის დუ ტაპახოს მეგა-კაშხლების წინააღმდეგ მობილიზება გაუკეთეს ამაზონის ძირძველი თემებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ფართო კოალიციას, რომელმაც მოუწოდა ბრაზილიის მთავრობას ქარისა და მზის რესურსების განვითარება და ენერგოეფექტურობაში ინვესტირება, ამაზონზე მეგა კაშხლების დაფინანსების სანაცვლოდ.

წყარო: renewableenergyworld.com

 

სარჩევში დაბრუნება

 

EBRD სუფთა ენერგიაში ინვესტიციისთვის $400 მილიონს გამოყოფს

EBRD 10 ქვეყანას ჯამში 400 მილიონ დოლარს გამოუყოფს კლიმატის ცვლილებებთან ადაპტირებისთვის საჭირო ინვესტიციებისთვის. 300 მილიონი დოლარით ბენეფიციარებს, უშუალოდ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი დააფინანსებს, 100 მილიონი დოლარი კი “მწვანე კლიმატის ფონდიდან” გამოიყოფა. სიაში შედიან ისეთი ქვეყნები, როგორიცაა: საქართველო, სომხეთი, ეგვიპტე, იორდანია, მოლდოვა, მონღოლეთი, მაროკო, სერბეთი, ტაჯიკეთი, და ტუნისი.

პროექტი ფინანსურად უზრუნველყოფს და კვალიფიკაციას აუმაღლებს როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორს. ის გათვალისწინებული იქნება ბიზნეს სექტორისთვის, კერძო პირებისთვის, მიმწოდებლებისთვის, სერვის ცენტრებისთვის, მუნიციპალური სამსახურის კომპანიებისთვის და სხვა.

პროექტი 13,000-ზე მეტ სხვადასხვა ტიპის პროექტს დააფინანსებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა: მრეწველობა, საყოფაცხოვრებო, სატრანსპორტო, სასოფლო-სამეურნეო და ა.შ.

წყარო: bfm.ge

 

წყალბადის სუფთა საწვავის მიღება ხელოვნური ფოტოსინთეზის გზით

ხელოვნური ფოტოსინთეზის ახალი სტაბილური მოწყობილობა აორმაგებს მზის შუქის გამოყენების ეფექტურობას, რათა დაშალოს როგორ მტკნარი, ასევე მარილიანი წყალი და გამოყოს წყალბადი, რომელიც შემდგომ შეიძლება გამოყენებულ იქნას საწვავის ელემენტებში.

შესაძლებელია აგრეთვე მოწყობილობის კონფიგურაციის შეცვლა, რათა ნახშირორჟანგი გარდაიქმნას ისევ საწვავად.

წყალბადი არის ყველაზე სუფთა საწვავი, რომლის ერთადერთი ემისია არის წყალი. მაგრამ წყალბადის წარმოება არ არის ყოველთვის ეკოლოგიურად სუფთა. ტრადიციული მეთოდები საჭიროებენ ბუნებრივ აირს ან ელექტროენერგიას. მეთოდი, რომელიც გამოიყენება ახალ მოწყობილობაში, და რომელსაც ეწოდება წყლის პირდაპირი გახლეჩვა მზის შუქით, იყენებს მხოლოდ წყალს და მზის შუქს.

«თუკი ჩვენ შევძლებთ პირდაპირ შევინახოთ მზის ენერგია ქიმიური საწვავის სახით, როგორც ის, რასაც ბუნება აკეთებს ფოტოსინთეზით, ჩვენ შევძლებდით განახლებადი ენერგიის ფუნდამენტალური პრობლემის გადაჭრას», - განაცხადა ზეტიან მიმ, მიჩიგანის უნივერსიტეტის პროფესორმა, რომელიც ხელმძღვანელობდა კვლევას.

წყარო: scinecedaily.com

 

 

 

სარჩევში დაბრუნება

 

 

 

   

უკრაინამ 10 წლის განმავლობაში CO2 ემისიები 43%-ით შეამცირა

უკრაინამ 2017 წელს 2007 წელთან შედარებით ატმოსფეროში ნახშირორჟანგის ემისიები შემაცირა 43,1%-თ - 124,2 მლნ ტონამდე, იუწყება სტატისტიკის სახელმწიფო სამსახური. ასევე აღნიშნულია, რომ 10 წლის განმავლობაში სხვა დამაბინძრებელი ნივთიერებების გამოფრქვევა შემცირდა 2,8-ჯერ – 2,585 მლნ ტონამდე.. «ემისიების ასეთი ელვისებური შემცირება, განსაკუთრებით ნახშირორჟანგისა, აიხსნება ქვეყანაში სამრეწველო წარმოების ვარდნით 2007-2017 წლების პერიოდში. ასევე გასათვალისწინებელია იმ საწარმო-დამაბინძურებლების ამოვარდნა სტატისტიკიდან, რომლებიც დარჩნენ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე - ყირიმსა და დონბასში», - ასეთი კომენტარი გაუკეთა სტატისტიკურ მონაცემებს ენერგეტიკული სფეროს ექსპერტმა სერგეი დიაჩენკომ. მეორე ექსპერტმა, გენადი რიაბცევმა გაიზიარა კოლეგის აზრი და დაამატა, რომ ემისიების შემცირებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა თბოელექტროსადგურების წილის შემცირებამ ქვეყნის ენერგობალანსში, დონბასის ნახშირმომპოვებელ შახტებზე კონტროლის დაკარგვის შედეგად.

წყარო: ecology.unian.net

  

 

საერთაშორისო მხარდაჭერა წაბლის ტყის კორომების აღდგენისათვის

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ იმერეთის რეგიონში წაბლნარი ტყეების აღდგენაზე მუშაობა განაახლა, რაშიც CENN-მა საერთაშორისო ექსპერტიზა ჩართო.

ინიციატივის ფარგლებში, ავსტრიის ტყის კვლევითი ინსტიტუტის (BfW) სპეციალისტებმა „წაბლის კიბოს“ სახელით ცნობილი დაავადებული ტყის მდგომარეობა, ეროვნულ სატყეო სააგენტოსთან ერთად, ადგილზე შეისწავლეს.

საველე კვლევის შედეგები დაინტერესებულ მხარეებს სამუშაო შეხვედრაზე წარედგინათ. ეროვნული სატყეო სააგენტო ავსტრიელი ექსპერტების მიერ მიწოდებული რეკომენდაციების განხორცილებას მიმდინარე წლიდან დაიწყებს. დაგეგმილია წაბლის ტყის სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესებისა და აღდგენის ღონისძიებები.

ინიციატივა განხორციელდა პროექტის ტყის მდგრადი მართვა საქართველოში - ფაზა II ფარგლებში, ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისთვის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით.


წყარო: cenn.org

სარჩევში დაბრუნება

 

 

 

 

EUBCE 2017 - ევროპის ბიომასის კონფერენციის და გამოფენის დოკუმენტები

 

საერთაშორისო ენერგეტიკულმა ქარტიამ გამოაქვეყნა 2017 წლის წლიური ანგარიში 
 

 

სარჩევში დაბრუნება

 

 

 

საერთაშორისო ენერგეტიკული ქარტიის ფორუმი ბუქარესტში - ენერგოეფექტურობა: პრიორიტეტი ენერგეტიკულ სიღარიბესთან ბრძოლაში და ენერგო სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ყველასათვის

6-7 ივნისი, 2018

ბუქარესტი, რუმინეთი

 

მე-12 საერთაშორისო ენერგეტიკული კონფერენცია, ორგანიზებული ენერგეტიკული ქარტიის სამდივნოს მიერ

19-20 ივნისი, 2018

თეირანი, ირანი


ბიოენერგიის მე-11 მსოფლიო კონგრესი და გამოფენა
2-4 ივლისი, 2018
ფრანკფურტი, გერმანია
 

ენერგოეფექტური ეკონომიკის ამერიკული საბჭო (ACEEE) მართავს კონფერენციას "ენერგოეფექტურობა შენობებში"
12-17 აგვისტო, 2018
პასიფიკ გროუვ, კალიფორნია, აშშ

 

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია "ენერგეტიკა და კლიმატის ცვლილება"

10-12 ოქტომბერი, 2018

ათენი, საბერძნეთი
 

სარჩევში დაბრუნება