energoefeqturobis centris yovelkvireuli energetikuli macne

#23

2010

_

  1. აშშ „სამხრეთ კორიდორისა“ და „ნაბუქოს“ პროექტების განხორციელებაში დარწმუნებულია
 
  1. ბაქო და ანკარა გაზის შესახებ ხელშეკრულებას 7 ივნისს გააფორმებენ
 
  1. ნავთობის ფასები შემცირდა
 
  1. ბათუმის ნავთობტერმინალის მეშვეობით 2010 წლის იანვარ-მაისში 2,9 მილიონი ტონა ნავთობპროდუქტი გადაიზიდა
 
  1. ჰილარი კლინტონი: აზერბაიჯანი მსოფლიო ბაზარზე ენერგორესურსების მიმწოდებელ საიმედო პარტნიორად ყალიბდება
 
  1. „ენერგო-პრო ჯორჯიამ" SMS-მომსახურების სისტემა დანერგა
 
  1. maikrosofti energoefeturobis sazom axal programas SeimuSavebs
 
  1. irlandiis mTavrobam danapirebi Seasrula
 
  1. masaCusetsis teqnologiebis instituti energoefeqturobis programas uerTdeba
 
  1. SIDA საქართველოში ნარჩენების მართვის მიმართულებით კონკრეტულ პროექტს განახორციელებს
 
  1. RonisZiebebi

 

 
 
 
აშშ „სამხრეთ კორიდორისა“ და „ნაბუქოს“ პროექტების განხორციელებაში დარწმუნებულია

აშშ „სამხრეთ კორიდორისა“ და „ნაბუქოს“ პროექტების განხორციელებაში დარწმუნებულია. ამის შესახებ ჟურნალისტებს ერევანში ენერგეტიკის საკითხებში აშშ- სპეციალურმა წარმომადგენელმა რიჩარდ მორნინგსტარმა განუცხადა. მისი თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ „სამხრეთ კორიდორის“ პროექტი შედგეს და მასში აზერბაიჯანულმა გაზმა გაიაროს. „კომერციული გადაწყვეტილება განსაზღვრავს, რომელი გაზსადენი აშენდება პირველი „ნაბუქო“, „სამხრეთ კორიდორი“ თუ „ITGI“, - განაცხადა მორნინგსტარმა და აღნიშნა, რომ არ არსებობს ეჭვი, რომ სამხრეთ ნაკადი წარმარტებული იქნება.

 
wyaro: ekonomikuri daijesti

 

ბაქო და ანკარა გაზის შესახებ ხელშეკრულებას 7 ივნისს გააფორმებენ

ბაქოსა და ანკარას შორის აზერბაიჯანული გაზის თურქეთში ტრანსპორტირების თაობაზე ხელშეკრულება აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის თურქეთში ვიზიტისას გაფორმდება.

Reuters-ის ინფორმაციით, ხელშეკრულებაში ჩაიწერება როგორც აზერბაიჯანული გაზის თურქეთისთვის მისაყიდი ფასი, ასევე თურქეთის გავლით ევროპაში აზერბაიჯანული გაზის სატრანზიტო ღირებულებაც. ხელშეკრულებაში ასევე გათვალისწინებული იქნება თურქეთისთვის მისაყიდი გაზის ოდენობა, რომელსაც თურქეთი 2014-2017 წლებში შაჰ-დენიზის მეორე სტადიიდან მიღებს.

 
wyaro: jorjian biznes konsaltingi

 

ნავთობის ფასები შემცირდა

მსოფლიოს წამყვან სანავთობო ბირჟებზე, გუშინდელი ვაჭრობის შედეგებით, ნავთობის ფასები შემცირდა. ამის შესახებ „რიოტერი“ წერს. ლონდონში InterContinental Exchange Futures -ზე Brent ტიპის ნავთობის ფასი ბარელზე 1,94 აშშ დოლარით შემცირდა და 72,71 აშშ დოლარი შეადგინა.ნიუ-იორკში New York Mercantile Exchange -ზე Light Sweetl ტიპის ნავთობი ბარელზე 1,39 აშშ დოლარით, 72,58 აშშ დოლარამდე შემცირდა.

 

wyaro: ekonomikuri daijesti

 

ბათუმის ნავთობტერმინალის მეშვეობით 2010 წლის იანვარ-მაისში 2,9 მილიონი ტონა ნავთობპროდუქტი გადაიზიდა

ბათუმის ნავთობტერმინალის მეშვეობით 2010 წლის მაისში 527 147 ტონა ნავთობპროდუქტი გადაიზიდა.

როგორც GBC-ის ბათუმის ნავთობტერმინალიდან აცნობეს, აღნიშნული მოცულობიდან, 419 477 ტონა ნედლი ნავთობის, 16 052 ტონა ბენზინის, 17 186 ტონა დიზელის, 20 791 ტონა საავიაციო ნავთის და 53 639 ტონა სხვა საწვავის გადაზიდვა განხორციელდა. რაც შეეხება მაზუთს, მიმდინარე წლის აპრილში ნავთობტერმინალის მეშვეობით არ გადაზიდულა.

 

wyaro: jorjian biznes konsaltingi

 

sarCevSi dabruneba

 
 
 

 

ჰილარი კლინტონი: აზერბაიჯანი მსოფლიო ბაზარზე ენერგორესურსების მიმწოდებელ საიმედო პარტნიორად ყალიბდება

აზერბაიჯანი მსოფლიო ბაზარზე ენერგორესურსების მიმწოდებელ საიმედო პარტნიორად ყალიბდება. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის განცხადებაში, რომელიც აშშ-ის საგანგებო წარმომადგენელმა ევრაზიის ენერგეტიკის საკითხებში რიჩარდ მორნინგსტარმა სამშაბათს ბაქოს 17- საერთაშორისო გამოფენა კონფერენციაზე „კასპიის ნავთობი, გაზი, ნავთობგადამუშავება და ნავთობქიმია" წაიკითხა.

განცხადებაში საუბარია აგრეთვე აზერბაიჯანის მეზობელ ქვეყნებზეც, საქართველოზე და თურქეთზე. „ამ ქვეყნებში წარმატებით ხორციელდება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის და სამხრეთ-კავკასიის გაზსადენის პროექტები",- ნათქვამია ჰილარი კლინტონის განცხადებაში.

 

wyaro: jorjian biznes konsaltingi
 
„ენერგო-პრო ჯორჯიამ" SMS-მომსახურების სისტემა დანერგა

კომპანიამ „ენერგო-პრო ჯორჯია" მოკლე ტექსტური შეტყობინებით მომსახურების სისტემა დანერგა, რაც კომპანიის აბონენტებს საშუალებას მისცეს მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის შესახებ ინფორმაცია მიიღონ.

„ენერგო-პრო ჯორჯიას" ინფორმაციით, აღნიშნული სერვისით სარგებლობა სამშაბათიდან არის შესაძლებელი. როგორც კომპანიაში განმარტავენ, აბონენტებს მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდის ვადის ამოწურვამდე 2 დღით (48 საათით) ადრე მიუვათ მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომელიც შეახსენებთ დავალიანების დაფარვის ბოლო ვადის მოახლოებას.

SMS-მომსახურების სერვისი პირველ ეტაპზე რუსთავში, ქუთაისსა და გორში ჩაირთვება. აბონენტების მიერ სერვისის ათვისების შემდეგ, „ენერგო-პრო ჯორჯია" სისტემას მთელი ქვეყნის მასშტაბით დანერგავს.

„ენერგო-პრო ჯორჯიას" ცნობით, ამისათვის აუცილებელია, რომ აბონენტმა სერვის-ცენტრების სალაროებში შესაბამისი ბლანკი შეავსონ, აბონენტისა და მობილური ტელეფონის ნომრების მითითებით.

 

 

wyaro: jorjian biznes konsaltingi

sarCevSi dabruneba

 
 
maikrosofti energoefeturobis sazom axal programas SeimuSavebs

gasul zafxuls kompania maikrosoftma SeimuSava programa “Hohm”. programis saSualebiT SesaZlebelia energoefeqturobis koeficientis dadgena, uaxloes momavalSi programis axali versiac gamova. amjerad SesaZlebeli iqneba sxvadasxva Senobebis energoefeqturobis maCveneblebis Sedareba da xarvezebis aRmofxvra.

 

wyaro: energoefeqturobis siaxleebi
 
 
 
irlandiis mTavrobam danapirebi Seasrula

gasul wels irlandiis mTavrobam SeimuSava strategia, romlis mixedviTA2010 wels jamSi gamomuSavebuli eleqtroenergiis 15% ganaxlebadi energiis wyaroebidan iqneboda miRebuli. aRniSnuli dapireba mTavrobam pirnaTlad Seasrula da aqve aRniSnaven, rom es maCvenebeli 2020 wlisaTvis 40%-mde gaizrdeba.

 

wyaro: energoefeqturobis siaxleebi
 
 
 
 
masaCusetsis teqnologiuri instituti energoefeqturobis programas uerTdeba

masaCusetsis teqnologiuri instituti da adgilobrivi komunaluri kompania NSTAR gegmaven erTad ganaxorcielob sxvadasxva programebi da momavali sami wlis ganmavlobaSi energomoxmareba 15%-iT Seamciron. programebis ganxorcielebis SemTxvevaSi SesaZlebeli iqneba 34 mln kvt.sT eleqtro-energiis dazogva. programaSi aqtiurad Caebmebian studentebi da leqtorebi.

 

wyaro: energoefeqturobis siaxleebi
 
 
 
 
sarCevSi dabruneba
 
 
 

 

SIDA საქართველოში ნარჩენების მართვის მიმართულებით კონკრეტულ პროექტს განახორციელებს

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში მინისტრი გოგა ხაჩიძე SIDA -  შვედეთის საერთაშორისო განვითაების სააგენტოს დირექტორს ალფ ელიაონს და პროგრამების ხელმძღვანელს ხათუნა ზალდასტანიშვილს შეხვდა.

„სამინისტრომ შეიმუშავა ნარჩენების მართვის პოლიტიკა, სტრატეგია, სამოქმედო გეგმის კონცეფცია, სადაც ძალიან მოკლედ არის განსაზღვრული არსებული პრობლემები და საჭიროებები მომავალი 5 წლის განმავლობაში. პოლიტიკის დოკუმენტში ნათქვამია, რომ რეგიონებში სანიტარული ნაგავსაყრელის მოწყობა და შეგროვების, ასევე ტრანსპორტირების სისტემის სრულყოფა არის მიმდინარე და მომავალი წლის პრიორიტეტი. ამ მიმართულებით ყველაზე მაღალი დონის პრიორიტეტი რეგიონია - შიდა ქართლი. მოხარული ვიქნებით, თუ დახმარებას გაგვიწევთ შიდა ქართლში პილოტური პროექტის შემუშავებასა და დანერგვაში, რაც გულისხმობს სანიტარული ნაგავსაყრელის მოწყობას და შეგროვებას, ასევე ტრანსპორტირების სისტემის სრულყოფას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია  დამპრესავი მოწყობილობის შეძენისა და გამოყენების მიმართულებით დახმარება“. -განუცხადა სტუმრებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა გოგა ხაჩიძემ.

 

wyaro: saqarTvelos garemosdacvisa da bunebrivi resursebis saministro

 

sarCevSi dabruneba

 
 

 

qaris energiis konferencia

2010 wlis 29-30 ivnisi

sastumro redisoni, bostoni, aSS

 

 

 

talRuri energiis mesame saerTaSoriso samiti

2010 wlis 23-24 ivnisi

sastumro hiltoni, londoni