English Version

 

მთავარი გვერდი

მოღვაწეობა

მომსახურება

სიახლეები

პროექტები

პერსონალი

კალკულატორები

კონტაქტი

წინასაახალწლო მზადება და ენერგოეფექტურობა

სამზარეულო

სხვადასხვა საექსპერტო შეფსებით, მხოლოდ საჭმლის მომზადებაზე იხარჯება შინამეურნეობაში მოხმარებული ენერგიის 4.5%, და ეს არ შეიცავს მაცივრის, ცხელი წყლის და ჭურჭლის რეცხვის ენერგო ხარჯებს. ყოველივე ეს ერთად ნიშნავს, რომ თანამდეროვე ოჯახის მიერ მოხმარებული ენერგიის 15% სამზარეულოში იხარჯება.

ამიტომ, ენერგოეფექტურობას სამზარეულოში ენერგოგადასახადების მნიშვნელოვანი დაზოგვა შეუძლია.

რასაკვირველია, ენერგიის დაზოგვის მიზნით არ გთავზობთ შეცვალოთ თქვენი ოჯახის ტრადიციები და უარი სთქვათ საახალწლო ცხელ კერებზე ანდა თქვენს სუფრაზე საცივის ძეხვეულით ჩანაცვლებას. ჩვენ გთავაზობთ გაითვალისწინოთ მარტივი რჩევები და სასიამოვნო გემრიელობებთან ერთად შეაციროთ თქვენი საახალწლო ენერგოგადასახადი. არ დაივიწყოთ, რომ ამით გარემოსაც გაუფრთხილდებით.

მაშ ასე, მიიღეთ პროფესიონალი ენეგეტიკოსის კულინარიული რჩევები:

არ შეიხედოთ ჰაერღუმელში! ცხობის პროცესში. შემოწმების მიზნით კარის ხშირი გაღებით ღუმელში არსებული ცხელი ჰაერი მუდმივად იკარგება, რაც მნიშვნელოვანია ცხობის პროცესისთვის. ყოველი გაღების შედეგად ღუმელში ტემპერატურა დაახლოებით 25 გრადუსით მცირდება, რაც აიძულებს ღუმელს საწყისი ტემპერატურის მისაღწევად ზედმეტი დატვირთვით მუშაობას (მეტი ენერგიის მოხმარებას). თუ გსურთ კერძის მზაობის შემოწმება, გამოიყენეთ ღუმელის სარკმელი.

დაუწიეთ ან გამორთეთ. საკვების რეგულარული მზადებისას არ არის აუცილებელი ჰაერღუმელმა იმუშაოს რეცეპტში მითითებული ხანგრძლივობით და ტემპერატურის მიხედვით. იმ რეცეპტების შემთხვევაში, სადაც მითითებულია ცხობა არანაკლებ ერთი საათისა, არ არის აუცილებელი ღუმელის წინასწარ გაცხელება. თუ თქვენი ჰაერღუმელი ელექტრო ენერგიას მოიხმარს, როგორც წესი, შეგიძლიათ საკვების მომზადების დასრულებამდე 5–10 წუთით ადრე გამორთოთ იგი და ცხობის პროცესს ნარჩენი სითბო დაასრულებს. უბრალოდ გახსოვდეთ საკვების მომზადების პროცესის დასრულებამდე არ გახსნათ ღუმელის კარები ან/და არ მოხადოთ ჭურჭელს თავსახური. მეორეს მხრივ, თუ თქვენ საკვებს ამზადებთ კერამიკის ან მინის ჭურჭელში, შეგიძლიათ ღუმელის ტემპერატურა დააყენოთ 25 გრადუსით ნაკლებ ტემპერატურაზე ვიდრე მითითებულია. რადგანაც კერამიკა და მინა სითბოს უკეთესად ინარჩუნებენ, ვიდრე მეტალის ჭურჭლები. შესაბამისად, მსგავს სიტუაციაში თქვენი კერძი დაბალ ტემპერატურაზეც კარგად მომზადდება.
დაასვენეთ სანთურები. შესაძლოა დაგღალათ ღუმელის წმედამ, თუ თქვენ მოიხმართ ელექტრო ღუმელს, რომელსაც სანთურის ქვეშ გააჩნია ამრეკლი მეტალის ზედაპირი. თუმცა, ღუმელის ეფექტური ფუნქციონირებისათვის აუცილებელია აღნიშნული ამრეკლი ზედაპირის გასუფთავება მტვრისგან და ნარჩენებისგან. თუკი თქვენი ღუმელი არც თუ ისე ძვირია, შემდგომში შესაძლოა მისი გასუფთავებას ახლის შეძენა ამჯობინოთ. მაგრამ ახალი ღუმელის შეძენისას არ დაზოგოთ ფული – უკეთესი ხარისხის ღუმელები ამცირებენ კერძის მომზადების დროს და ასევე ზოგავენ ენერგიას.

უყურადღებოდ არ დატოვოთ თქვენი სამზარეულო ინვენტარი, ოჯახების უმეტესობას გააჩნია მრავალი სახის სამზარეულოს ხელსაწყოები, რომლებსაც იშვიათად იყენებენ. ღუმელის ნაცვლად, აღნიშნული ხელსაწყოების ხშირი გამოყენებით შესაძლებელია მნიშვნელოვანი ენერგოდაზოგვების მიღწევა. მაგალითისთვის, საშუალოდ ტოსტერი მოიხმარს ორჯერ ნაკლებ ენერგიას, ვიდრე ელექტროღუმელი, ერთი და იგივე დროის პერიოდში. საკუთარი მოწყობილობების ენერგომოხმარების ინფორმაციის შესაფასებლად შეგიძლიათ შემდეგი ვებ–მისამართით: მომხმარებელთა გზამკვლევი ენერგოეფექტურობასა და განახლებად ენერგეტიკაში.

დაასვენეთ თქვენი ღუმელი. ზამთრის არდადეგების/შვებულებების დიდი ნაწილი სადღესასწაულო ღონისძიებებებს უკავიათ. შობა-ახალიწლის პერიოდში მრავალი ჩვენთაგანის ბინა სულ მცირე ერთხელ მაინც ხდება სტუმართა თავშეყრის ადგილი. შესაბამისად, თუკი ოახის გამათბობელი ღუმელის ტემპერატურას დავუწევთ,  სამზარეულოს გაქურისა და სტუმრების ჯამური თბური ენერგიით შევინარჩუნებთ ჰაერის კომფორტულ ტემპერატურას და შესაბამისად ნაკლებ ენერგიას მოიხმარს თქვენი გამათბობელი.

უზრუნელყავით მაქსიმალური კონტაქტი. ყველა ჩვენთაგანს სამზარეულოში გააჩნია ერთი და იგივე პრობლემა, რომელსაც წარმოადგენს დეფორმირებული ძირის მქონე ტაფები, რომლებიც არასრულად ეხებიან ელექტრო ღუმელის ზედაპირს. თუ თქვენ მოიხმართ გაზის ღუმელს, ამ შემთხვევაში დეფორმირებული ძირის მქონე ტაფის გამოყენება პრობლემას არ წარმოადგენს, ხოლო ელექტროქურებისა და ღმელების შემთხვევაში კი ეს პრობლემაა. ელექტრო ღუმელები ტაფას/ქვაბს თბურ ენერგიას გადასცემენ პირდაპირი კონტაქტის საშუალებით, შესაბამისად, რაც უფრო ნაკლებია შეხების ფართობი, მით უფრო მეტ ენერგიას ხარჯავს ღუმელი ტაფის (და საკვების) გასაცხელებლად. ამრიგად, თუკი დეფორმირებული ტაფის გამოყენებით ცხობის პროცესი საჭიროზე მეტ ხანს გრძელდება, დროა შეცვალოთ იგი ბრტყელი ძირის მქონე ტაფით.

იმედია შობა-ახალისწლის პერიოდში საკუთარ ბიუჯეტსა და გარემოზე ზრუნვა უფრო გემრიელს გახდის თქვენს სამზარეულოში მომზადებულ კერძებს.


ენერგოეფექტურობის ცენტრი ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ!!!

 

| მთავარი გვერდი | მოღვაწეობა | მომსახურება | სიახლეები | პროექტები | პერსონალი | კონტაქტი |