English Version

 

მთავარი გვერდი

მოღვაწეობა

მომსახურება

სიახლეები

პროექტები

პერსონალი

კალკულატორები

კონტაქტი

წინასაახალწლო მზადება და ენერგოეფექტურობა


ენერგიის დაზოგვის რჩევები დღესასწაულების პერიოდისთვის

ზამთრის დღესასწაულების სეზონი ოფიციალურად დაწყებულია და მასთან ერთად დაიწყო სადღესასწაულო მორთულობები, შეკრებები, საჩუქრების შესაძენად სირბილი. ნუ დაუშვებთ, რომ თქვენი ძალისხმევა ენერგოდაზოგვისთვის მივიწყებული დარჩეს დღესასწაულების ფონზე. ქვემოთ მოყვანილი რჩევები დაგეხმარებათ დაზოგოთ ენერგია და ფული იმ დროსაც კი, როცა დღესასწაულობთ.

გამოიყენეთ სადღესასწაულო LED განათებები

LED, ანუ შუქდიოდური სადღესასწაულო ნათურები ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე ტრადიციული ვარვარა ნათურები. მიუხედავად იმისა, რომ შუქდიოდური მილების თავდაპირველი შესაძენი ფასი უფრო მაღალია, განვიხილოთ ფასის ცვლილება თითოეული ტიპის მილებისთვის დღეში 12 საათისთვის, 40 დღის განმავლობაში.

სანათის ტიპი

ელ.ენერგიის ხარჯი *

სტანდარტული C-7 (125 ნათურა, 4 ვატი თითოეული)

38.40 ლარი

ვარვარა მინი სანათები (300 ნათურა, 0.4 ვატი თითოეული)

9.22 ლარი

სადღესასწაულო LED სანათები (280 ნათურა, 0.04 ვატი თითოეული)

0.86 ლარი

 * ნაგულისხმევია ელექტროენერგიის ფასი 16 თეთრი/კვტ.სთ.

LED განათების მილები აგრეთვე უფრო დიდხანს ძლებს და გამოყენებაში უფრო უსაფრთხოა, ვიდრე ტრადიციული ვარვარა ნათების მილები. გაიგეთ უფრო სადღესასწაულო LED სანათების შესახებ EnergySavers.gov-ზე და ეწვიეთ ENERGY STAR® საიტს მწარმოებლების და ბრენდების შესახებ ინფორმაციისთვის

 

გართობის ეფექტურობა
დღესასწაულებს თან ახლავს ბევრი სტუმრიანობა, რაც გულისხმობს ბევრ სურსათს და საჭმელების მომზადებას. ნახეთ ენერგოეფექტურობის ცენტრის რჩევები, თუ როგორც დავზოგოთ ენერგია სამზარეულოში. და როცა სტუმრები მოვლენ, დაუწიეთ თერმოსტატს - ღუმელის, ცხელი საჭმელების და თბილი სხეულების სითბო სახლში კომფორტს ისედაც შეგინარჩუნებთ.

შეიძინეთ ენერგოეფექტური საჩუქრები
შობა-ახალიწელი საჩუქრების ყიდვეის დიდი ციებ-ცხელებით ხასიათდება, და თუ მიზნად დასისახავთ ასსიმოვნოსთან ერთად სასარგებლოც იყოს თქვენს მიერ შეძენილი საჩუქარი გთხოვთ, მაღაზიებისა და ბაზრობების სტუმრობისაა გათვალსიწინოთ, შემდეგი:

  • ელექტროტექნიკა ყოველთვის პოპულარული საჩუქარია, თქვენ შეგიძლიათ აუსრულოთ საყვარელ ადამიანებს ნატვრა და ამავე დროს დაეხმაროთ მათ დაზოგონ ენერგია ENERGY STAR-ით სერტიფიცირებული ელექტრონიკის ან/და ენერგოიარლიყის A და A+ კლასის მოწყობილობის შეძენით.  

  • კომპიუტერებს და საოფისე მოწყობილობებს ასევე ენიჭებათ ENERGY STAR სერტიფიკატები, ასე რომ შეამოწმეთ, სანამ იყიდით!

  • დამუხტვადი ბატარეები (და ჩარჯერები) და კომპაქტური ლუმინესცენტური ნათურები შეიძლება არ იყოს საყიდლების სიის თავში, მაგრამ ისინი მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ენერგო გადასახადებში და დანაზოგი დაფასებული იქნება.

  • დრო და უნარ-ჩვევები ყოველთვის კარგი საჩუქარია. დაეხმარეთ ვინმეს თქვენი სიიდან, ჩაატაროს დამოუკიდებლად ბინის ენერგო აუდიტი, ან გააკეთოს თბოიზოლაცია, იზოლაცია გაუკეთოს მის ძველ წყალგამათბობლის რეზერვუარს. თქვენი საჩუქარი მას დიდხანს ემახსოვრება, რადგან დანაზოგი მთელი წლის განმავლობაში ექნება.

დააჯგუფე საქმეები და შეამცირე მგზავრობების რაოდენობა

დავალებები და აუცილებლად მოსასწრები საქმეები თითქოს გროვდება წლის ბოლოსათვის! გვიწევს ბევრი ფუსფუსი და მოძრაობა, რათა შევიძინოთ დამატებით კიდევ ერთი რამე საზეიმო ვახშმისათვის ან კიდევ ერთი განსაკუთრებული საჩუქარი. სამწუხაროდ, ყველაფერი ეს ერთმანეთს ემატება; რამდენიმე მოკლე მანძილზე მგზავრობა, დაწყებული გაციებული ძრავით, ორჯერ მეტ საწვავს ხარჯავს, ვიდრე იგივე მანძილზე მგზავრობა უკვე გახურებული ძრავით, თანახმად საიტისა Fueleconomy.gov. დაგეგმეთ რამდენიმე საქმე ერთი მგზავრობისათვის, რათა იყოთ მაქსიმალურად ეფექტური. აგრეთვე გაეცანით ეფექტური მართვის რჩევებს ჩვენსავე საიტზე.

 


ენერგოეფექტურობის ცენტრი ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ!!!

 

| მთავარი გვერდი | მოღვაწეობა | მომსახურება | სიახლეები | პროექტები | პერსონალი | კონტაქტი |