პროგრამა დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მას ახორციელებს ხუთი პარტნიორი ორგანიზაცია: ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაცია (OECD), გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისია (UNECE), გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა (UN Environment), გარემოს ინდუსტრიული განვითარების პროგრამა (UNIDO), და მსოფლიო ბანკი (World Bank).
საქართველო, აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნების მსგავსად მოწოდებულია და აქტიურად მუშაობს როგორც მდგრადი განვითარების მიზნების განსახორციელებლად, ასევე სხვა საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის პარიზის ხელშეკრულებით გათვალისწინებული კლიმატის ცვლილების საკითხების გადაჭრაზე. გარდა ამისა, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში, ევროკავშირი და პარტნიორი ქვეყნები შეთანხმდნენ გარკვეულ მიზნებზე, რომლებიც მოყვანილია „20 ვალდებულება 2020 წლისთვის ''.
ამ კონტექსტში, ევროკავშირის პროგრამა (EU4Environment) ეხმარება ქვეყნებს მწვანე, უფრო ეფექტურ და მდგრად ეკონომიკებზე გადასვლასა და გარემოსდაცვითი გამოწვევების გადაჭრაში. ევროკავშირის გამოცდილება სისტემატურად იქნება გამოიყენებული, როგორც სახელმძღვანელო მასალა და ხელს შეუწყობს პროექტის საქმიანობას და შედეგების მიღწევას.
|
პარტნიორ ქვეყნების დახმარება მათი ბუნებრივი კაპიტალის შესანარჩუნებლად და ადამიანების ეკოლოგიური კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად, გარემოს დაცვასთან დაკავშირებული ღონისძიებების მხარდაჭერის გზით, მწვანე ზრდის შესაძლებლობების დემონსტრირებით და გარემოსდაცვითი რისკებისა და ზემოქმედებების უკეთ მართვის მექანიზმების შექმნა.
მიზნობრივი აუდიტორია
მცირე და საშუალო ზომის საწარმოები; ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება; საზოგადოებრივი და არასამთავრობო ორგანიზაციები; უნივერსიტეტები და კვლევითი ინსტიტუტები; დონორი ორგანიზაციები და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, და სხვა.
|
უფრო მწვანე გადაწყვეტილების მიღება
ცირკულარული ეკონომიკა და ზრდის ახალი
შესაძლებლობები
სამართლიანი და თანაბარი შესაძლებლობები
გარემოსდაცვით სფეროში
ეკოსისტემური სერვისები და საარსებო წყაროები
ცოდნის გაზიარება და კოორდინაცია
|
ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო (EECG) ახორციელებს პროექტის კომპონენტს - „ცირკულარული ეკონომიკა და ზრდის ახალი შესაძლებლობები“, რომელიც მოიცავს:
|
რესურსეფექტურობისა და სუფთა წარმოების (RECP) განხორციელება და მცირე და საშუალო ზომის საწარმოების ამ პროცესში მასშტაბური ჩართვა:
-
განმეორება ახალ მუნიციპალიტეტებსა და რეგიონებში, საწარმოების RECP კლუბებში გაერთიანება;
-
RECP მომსახურების ინსტიტუციონალიზაციის მხარდაჭერა;
-
RECP-ს შესაძლებლობების გაფართოება ექსპერტებს შორის და მისი დემონსტრირება შერჩეულ საწარმოებში
-
სამრეწველო საქმიანობის შედეგად წარმოქმნილ ნარჩენების წყაროების შეფასება და გადამუშავების ვარიანტების იდენტიფიცირება, სადაც შესაძლებელია CE მოდელების დემონსტრირება საპილოტე საფუძველზე, ისეთი ინსტრუმენტების დანერგვით, როგორიცაა ”ნარჩენების რუკები”.
|
რესურსეფექტურობის, სუფთა წარმოების და ეკო-ინოვაციის ზრდა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაში
შედეგები
-
ეროვნული პოტენციალის შექმნა და მცირე და საშუალო ზომის საწარმოებში RECP დემონსტრირება (როგორც ცალკეულ საწარმოებში, ასევე RECP კლუბების საშუალებით);
-
ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების დანერგვა - ნარჩენების რუქის საშუალებით ნაჩენების გადამუშავების მხარდაჭერა, კერძოდ, რესურს-ეფექტურობის და სუფთა წარმოების (RECP) ინტეგრირებული მიდგომის განხორციელება ქართულ მცირე და საშუალო ზომის საწარმოებში.
|