|
ენერგოეფექტურობის ცენტრის ძირითადი მიზანია ქვეყანაში ენერგოეფექტურობის და ენერგეტიკული ბალანსის გაუმჯობესება, გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირება, მრეწველობისა და კომერციის კონკურენტუნარიანობის ამაღლება. 2005 წლის აპრილში ენერგოეფექტურობის ცენტრმა შეიერთა
ენერგოეფექტურობისა და სუფთა წარმოების ცენტრი, არასამთავრობო და არამომგებიანი ორგანიზაცია, რომელიც დაარსდა 2003 წელს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე, საქართველო-ნორვეგიის ერთობლივი პროგრამის: “უნარჩვევების ამაღლება ენერგოეფექტურობასა და სუფთა წარმოებაში” ფარგლებში.
1999 წლიდან ცენტრი არის შემდეგი ორგანიზაციების წევრი:
ენერგო-ეფექტური ეკონომიკის ევროპული საბჭო (ECEEE)
განახლებადი ენერგიის მსოფლიო ქსელი (WREN)
მცირე ჰიდროენერგეტიკის ევროპული ასოციაცია (ESHA)
თანამედროვე ენერგოტექნოლოგიების განვითარების და გავრცელების საერთაშორისო ქსელი (OPET)
მცირე ჰიდროენერგეტიკის საერთაშორისო ქსელი (InSHP)
ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და არასამთავრობო სექტორთან ენერგეტიკის, კერძოდ კი ენერგოეფეტურობის პოლიტიკისა და სტრატეგიის
საკითხებში.
 |