მიმდინარე პროექტები
განახლებადი ენერგიის და ენერგოეფექტური პროექტების
განხორციელება
პროექტის დონორი - BP EXPLORATION
(Caspian Sea) Ltd. და მისი პარტნიორები.
პროექტის ხანგრძლივობა - 2011 წლის
დეკემბერი - 2013 წლის დეკემბერი
განსახორციელებელი პროექტები მოიცავს:
-
მიკრო ჰესის მონტაჟი ბორჯომის
ცენტრალურ პარკში
-
მზის თერმული სისტემის დაყენება
თბილისის SOS ბავშვთა სოფელში
-
მზის თერმული
სისტემის დაყენება თბილისის #203 საჯარო სკოლაში სმენადაქვეითებული
ბავშვებისათვის
-
განახლებადი ენერგიის და ენერგოეფექტური
სადემონსტრაციო პროექტების განხორციელება და განახლებადი
ენერგიის და ენერგოეფექტურობის დაფინანსების მექანიზმის
შემუშავება
ენერგიის
დაზოგვის ინიციატივა შენობებში (ESIB)
პროექტი დაფინანსებულია
ევროკავშირის მიერ პროგრამა
INOGATE-ის
ფარგლებში. INOGATE-ის პროგრამა ეხმარება
თანამშრომლობაში ევროკავშირისა და INOGATE-ის პარტნიორ
ქვეყნებს ენერგეტიკული პოლიტიკის სფეროში.
ევროკავშირი INOGATEის
მიერ დაფინანსებული ESIB-ის პროექტმა თანამშრომლობა
დაიწყო ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველოსთან
პარტნიორობის ხელშეკრულების ფარგლებში ენერგოეფექტურობის
ცენტრი საქართველო უზრუნველყოფს პროექტი ESIB-ის
შესახებ ინფორმაციის გავრცელებას საქართველოში და
ასევე კავკასიის რეგიონში.
ESIB შეაფასებს
ენერგოეფექტურობის პოტენციალს შენობებში და
უზრუნველყოფს შესაბამის ინსტრუმენტებს არსებული
სიტუაციის გაუმჯობესებისათვის:
-
კვალიფიციური რჩევა
ენერგო პოლიტიკის სფეროში;
-
ტექნიკური
დახმარება;
-
შესაძლებლობების
გაძლიერება;
-
სადემონსტრაციო
პროექტების მხარდაჭერა;
ენერგოეფექტურობის
ცენტრი საქართველო პროექტი ESIBის ფარგლებში
ორგანიზებას გაუკეთებს და აღნიშნავს ენერგოეფექტურობის
დღეებს საქართველოში და შეიმუშავებს სამხრეთ
კავკასიის ქვეყნებში ერთობლივ ღონისძიებებს შენობებში
ენერგოეფექტურობის საკითხებთან დაკავშირებით.
განახლებადი
ენერგიით გათბობის და გაგრილების პოლიტიკის
საკანონმდებლო მარეგულირებელი მხარდაჭერა
პროექტი ფინანსდება
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის მიერ.
პროექტის განმახორციელებელია ავსტრიული კომპანია
Allplan.
"მოდელი"
მოდელის პროექტის
მიზანია ევროკავშირში ენერგომოხმარების შემცირება და
დახმარება ადგილობრივი
თვითმართველობებისთვის,
რათა გახდნენ მოდელები საკუთარი
მოქალაქეებისათვის და სხვა მუნიციპალიტეტებისთვის.
მოდელი ნიშნავს ენერგეტიკული
მენეჯმენტის გაუმჯობესებას ადგილობრივ
თვითმართველობებში. იგი ეხმარება მუნიციპალიტეტებს
ენერგიის რაციონალურად გამოყენების სფეროში გახდნენ
მოდელები მათი მოქალაქეებისა და ადგილობრივი
დაინტერესებული პირებისათვის.
2010 წელს 6 საპილოტო ქალაქმა
სომხეთიდან, საქართველოდან, მოლდოვეთიდან და
უკრაინიდან გადაწყვიტეს გაიზიარონ ევროკავშირის 43
ქალაქის გამოცდილება, შეუერთდნენ მოდელის პროექტს და
გახდნენ სამოდელო ქალაქები ენერგომენეჯმენტში საკუთარი
მოქალაქეებისთვის.
ამისათვის აუცილებელია განხორციელდეს 7
პრაქტიკული ქმედება:
-
ადგილობრივი მდგრადი ენერგეტიკული
პოლიტიკის საფუძვლების მომზადება;
-
ადგილობრივი თვითმართველობებში
ენერგეტიკული ერთეულის ან ენერგეტიკული ჯგუფის
ჩამოყალიბება;
-
ენერგომონიტორინგის სისტემისა და
მონაცმემთა ბაზის დანერგვა;
-
ადგილობრივი ენერგეტიკული
სამოქმედო გეგმის მომზადება ენერგოეფექტური
პროექტებისათვის ინოვაციური ფინანსური მექნიზმის
მოძიება და ათვისება;
-
ორი საზოგადოებრივი შენობის
რეკონსტრუქცია;
-
კომუნიკაციის გაუმჯობესება
მოსახლეობასთან მდგრადი ენერგეტიკული საკითხებთან
დაკავშირებით.
მოდელის საპილოტო ქალაქები მოაწყობენ
გონივრული ენერგეტიკის მუნიციპალურ დღეებს, რათა
აჩვენონ მოსახლობას და ადგილობრივ პარტნიორებს, თუ
როგორ შეიძლება ენერგიის დაზოგვა ყოვედღიურ ყოფაში.
ევროპული კამპანია
Displayฎ
ენერგოდაზოგვის ყველაზე
დიდი პოტენციალი ევროპაში არის შენობების სექტორში.
შენობების ენერგოეფექტურობის ჩვენებით შესაძლებელია
მოქალაქეები გავხადოთ უფრო მეტად ყურადღებიანი ენერგო
მოხმარების თვალსაზრისით.
ევროპული კამპანია
Displayฎ არის ნებაყოფლობითი სქემა, შემუშავებული
ევროპის ქალაქების ენერგეტიკული ექსპერტების მიერ. იგი
ამოქმედდა 2003 წელს და თავიდან გამიზნული იყო
ქალაქების ადგილობრივი ხელისუფლების
სტიმულირებისათვის, რათა საჯაროდ ეჩვენებინათ
საზოგადოებრივი შენობების ენერგეტიკული და ეკოლოგიური
ეფექტურობა, ისეთივე ენერგეტიკული იარლიყის
საშუალებით, რომელიც გამოიყენება საყოფაცხოვრებო
ტექნიკისთვის. 2008 წლიდან
კამპანიაში ჩართვა შეუძლიათ კერძო კომპანიებსაც.
პროგრამული სუფთა
განვითარების მექანიზმის შემუშავება საქართველოს ახალი
მცირე ჰესების პროექტებისათვის
ნორვეგიული მთავრობის
ფინანსური მხარდაჭერით ნორვეგიული საკონსულტაციო
კომპანიები ნორსკ ენერჯი და გაულდალ კონსალტი,
ენერგოეფექტურობის ცენტრთან ერთად 2009 წლიდან
ანხორციელებენ სამწლიან პროგრამას პროგრამული სუფთა
განვითარების მექანიზმის (CDMPoA) შემუშავება
საქართველოს ახალი მცირე ჰესების პროექტებისათვის,
რომლის ძირითადი მიზანია საქართველოში მცირე
ჰიდროენერგეტიკის განვითარების ხელშეწყობა
(მიჰყევით
ბმულს. . .)
ენერგოეფექტურობის
პროგრამა საქართველოს თემებისათვის -
"ენერგოავტობუსის პროექტი
საქართველოში
ენერგო უსაფრთხოების ხელშეწყობისათვის და ადგილობრივი
განვითარებისათვის, BP-სა და მისი პარტნიორების მიერ
დაფინანსებული იქნა ენერგოეფექტურობის პროგრამა
საქართველოს თემებისათვის - ენერგოავტობუსის პროექტი,
რომელიც, უპირველეს ყოვლისა, ორიენტირებულია სოფლის
მოსახლეობაზე და მის ძირითად მიზანს წარმოადგენს
მოსახლეობაში განახლებადი ენერგიის წყაროებისა და
ენერგო დამზოგი ტექნოლოგიების პოპულარიზაცია-დანერგვა
(მიჰყევით
ბმულს. . .).
|
' |
განხორციელებული პროექტები
დევნილი
მოსახლეობის
მიერ
სუფთა
ენერგიის
წყაროების
გამოყენება
პროექტი
დაფინანსდა
ამერიკის
შეერთებული
შტატების
საერთაშორისო
განვითარების
სააგენტოს
ენერგეტიკის
სექტორის
შესაძლებლობების
გაუმჯობესების
პროგრამის
ფარგლებში.
პროექტის
ძირითადი
მიზანი:
-
დევნილი
მოსახლეობისათვის
აშენებულ
დასახლებებში
არსებული
შენობების
განახლებადი
ენერგიის
წყაროების
და
ენერგოდამზოგი
ტექნოლოგიების
დანერგვის
სოციალური,
ტექნიკურ-ეკონომიკური
და
გარემოსდაცვითი
ასპეკტების
შეფასება;
-
დევნილი
მოსახლეობის
მიერ
ენერგეტიკული
მოთხოვნილებების
დასაკმაყოფილებლად
სუფთა
ენერგიის
წყაროების
დანერგვის
შესახებ
რეკომენდაციიების
მომზადება;
-
შესაბამისი
სახელმწიფო
ორგანოებისათვის
საჭირო
დოკუმენტაციის
მომზადება
სუფთა
ენეროტექნოლოგიების
აღჭურვილობის
შეძენა-დამონტაჟებაზე;
-
ცნობიერების
ამაღლება
დევნილ
მოსახლეობას
შორის
ალტერნატიული
ენერგიის
წყაროების
გამოყენების
შესაძლებლობების
შესახებ
მათი
ენერგო
მოთხოვნილების
დასაკმაყოფილებლად.
პროექტის
ფარგლებში
განხორციელდა
სხვადასხვა
ღონისძიებები,
მათ
შორის:
ენერგომოხმარების
სტატისტიკური
და
სხვა
შესაბამისი
ინფორმაციის
შეგროვება:
დევნილთა
განსახლების
ადგილების
მიხედვით;
მოხმარებული
ენერგიის
ოდენობისა
და
ენერგიაზე
მოთხოვნილების
შესწავლა;
დევნილთა
განსახლების
სხვადასხვა
ადგილებისთვის
ალტერნატიული
ენერგიის
წყაროების
ათვისების
პოტენციალის
განსაზღვრა.
შეგროვილი
ინფორმაციის
ანალიზის
შედეგების
დონორ
ორგანიზაციასთან
და
შესაბამის
სამთავრობო
სტრუქტურებთან
კონსულტაციების
საფუძველზე
დევნილთა
განსახლების
ობიექტების
შერჩევა
და
ტიპიური
შენობებისათვის
ენერგოაუდიტის
ჩატარება,
რომელიც
მოიცავს
ენერგომოხმარების
მდგომარეობის
შესწავლასა
და
ანალიზს
და
ენერგოდამზოგი
ღონისძიებების
პაკეტის
შემუშავებას.
პროექტის
ფარგლებში
მომზადდა
დეტალური
ტექნიკურ-ეკონომიკური
დასაბუთება,
რეკომენდაციები
და
სატენდერო
დოკუმენტაცია
სუფთა
ენერგოტექნოლოგიების
დანერგვისათვის
დევნილთა
დასახლებებში.
მცირე ჰიდროელექტროსადგურებისათვის ფინანსური ინჟინერინგი
საქართველოში
პროგრამა ინიცირება
მოხდა
ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრის მიერ.
ძირითადი მიზანი
იყო ადგილობრივი პოტენციალის გაზრდა
ფინანსური საკითხების შემუშავებაში.
პროექტი განკუთვნილი
იყო
საქართველოში მცირე ჰესების მფლობელთათვის,
პრომოუტერებისათვის, ფერმერებისა და მცირე
მეწარმეებისათვის.
პროექტი შედგებოდა სამი
ტრეინინგ-სესიისაგან,, რომლებიც ჩატარდა 2007 წლის
დეკემბრიდან 1-1.5 თვის ინტერვალით, სადაც
სპეციალისტებმა და მენეჯერებმა გაიარეს მცირე
ჰიდროელექტროსადგურების ბიზნეს გეგმების შემუშავების
ტრეინინგებს.
ფინანსური ინჟინერინგის
პროგრამა დაიწყო 2007 წლის 10 დეკემბერს, რომლის
მუშაობაში იღებენ მონაწილეობას ფინანსური ინსტიტუტების,
ენერგეტიკის წამყვანი ორგანიზაციების, მცირე ჰესების
მეპატრონეების და მცირე ჰესების პრომოუტერების
წარმომადგენლები.
სამი ტრეინიგ-სესიის
დროს, რომელთაგანაც თითოეულის ხანგრძლიობა 2-3 დღეს
შეადგენდა, მონაწილეებს ეეც და ENSI ექსპერტებმა
წაუკითხეს ლექციები, ჩაუტარეს სავარჯიშოები და
ინდივიდუალური კონსულტაციები.
საქართველო -
ინვესტირების შესაძლებლობები ახალი
ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაში
ნორვეგიულმა
ენერგო კომპანიამ
ECON,
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მხარდაჭერით
განახორციელა პროექტი, რომლის ფარგლებში შესწავლილ
იქნა საქართველოში ახალი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის საინვესტიციო შესაძლებლობები.
ECON აგრეთვე
მოამზადა პერსპექტიული ჰეს-ების (ჯამური
სიმძლავრით 1100 მვტ) წინასწარ ტექნიკურ-ეკონომიკურ
შეფასება.
გაეცანით ვებ-გვერდს
http://www.georgiahydroinvest.com/draft/,
სადაც წარმოდგენილია პროექტის შედეგები და წინასწარი
საინვესტიციო წინადადებები.
“სუფთა განვითარების მექანიზმი - მრეწველობის განვითარების და სიღატაკის დაძლევის საშუალება სამხრეთ კავკასიაში”
პროგრამა, რომლის სპონსორი
იყო ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო,
განახორციელა ორმა ნორვეგიულმა საწარმომ
- “ნორსკ ენერჯიმ”
(www.energi.no) და “ეკონმა”
(www.econ.no) ქართულ ორგანიზაცია “ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო”-სთან ერთად.
ენერგოეფექტური პროდუქციის დისტრიბუციის ხელშეწყობა
საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო სისტემების გამოყენებით
პროექტი დაფინანსდა განათლების განვითარების აკადემიის (AED)/USAID
ქვე-კონტრაქტორის
Winrock-ის მიერ,
dot-ORG პროგრამის ფარგლებში.
პროექტი ითვალისწინებდა
ენერგოეფექტურობის ცენტრის მიერ შემუშავებული
ელექტრონული ბაზრის ვებ-გვერდის
განვითარებას და მოდიფიცირებას, რომელიც მოიცავდა შემდეგ საქმიანობებს:
-
მწარმოებლების/დისტრიბუტორების მოზიდვა და ელექტრონულ
ბაზარზე მათ პროდუქციაზე ინფორმაციის განთავსება. პრიორიტეტული
მომხმარებლები იქნებიან ენერგოეფექტური (სამშენებლო და ელექტრო მასალები/მოწყობილობები)
და განახლებადი ენერგიის პროდუქციის (ბიოგაზი, ენერგოეფექტური ღუმელები,
მცირე ჰიდრო სადგურები, მზის პანელები და ა.შ.) მწარმოებლები.
- პოტეციური მომხმარებლების აზრის გათვალისწინებით
ელექტრონული ბაზრის ვებ-გვერდის სტრუქტურისა და ბიზნეს მოდელის
რეკონსტრუქცია.
- საერთაშორისო ხმოვანი სიგნალების სისტემის (IVR)
დანერგვა, რათა ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდეს
იმ მომხმარებლებისათვის, რომელთაც არა აქვთ ინტერნეტი და უპირატესობას
ანიჭებენ სატელეფონო ბიზნეს ურთიერთობებს.
- ბიზნეს მოდელის შემუშავება და სრულყოფა, რომელიც
უზრუნველყოფს ელექტრონული ბაზრის ფინანსური მდგრადობას.
სუფთა განვითარების მექანიზმი - მცირე და მიკრო ჰიდრო
ელექტროსადგურების
მშენებლობა-რეაბილიტაცია
ენერგოეფექტურობის ცენტრი
საქართველო, განვითარებისა და რეკონსტრუქციის
საერთაშორისო ბანკთან - მსოფლიო ბანკთან (რომელიც
მოქმედებს ნახშირბადის
პროტოტიპული ფონდის, სათემო განვითარების ნახშირბადის
ფონდის, ნიდერლანდების სუფთა განვითარების ორგანოს,
ასევე იტალიის, დანიის და ესპანეთის ნახშირბადის
ფონდების სახელით და ავტორიზებულია სერტიფიცირებული და
ვერიფიცირებული ემისიების შესყიდვაზე) განზრახულობათა
ოქმს ხელმოწერის შემდეგ ვმოქმედებთ რა, როგორც
USAID-ის მიერ "ენერგეტიკული განვითარება სოფლად"
პროექტის ფარგლებში "მცირე და მიკრო ჰიდრო
ელექტროსადგურების მშენებლობა-რეაბილიტაციის" შედეგად
ემისიების შემცირების შემაჯგუფებელი სააგენტო
(bundling agency) განსახილველად წარმოვადგენთ
შემდეგ დოკუმენტებს:
ენერგეტიკის განვითარება სოფლად
- დაფინანსდა
USAID მეშვეობით.
ევროგაერთიანების
ტასისის პროგრამის მიერ დაფინანსებული "სუფთა წარმოება დსთ-ს
შერჩეულ ქვეყნებში – მოლდოვა, საქართველო და ყაზახეთი"
სუფთა
წარმოების პროექტის საერთო მიზანი
იყო დსთ-ს ქვეყნებში სუფთა წარმოების
სტრატეგიის ხელშეწყობისა და განხორციელების მეშვეობით კატალიტიკური
ეფექტის მიღწევა.
2005-2006 წლებში განხორციელდა პროექტი
"ეკოლოგიურად უსაფრთხო საშენი მასალების ელექტრონული კომერციის საერთაშორისო ქსელის განვითარება" . პროექტი
დაფინანსდა
ღია საზოგადოების ინსტიტუტის მიერ ეკონომიკური და ბიზნეს განვითარების პროგრამის
ფარგლებში.
მსოფლიო ბანკის სოციალური პროგრამის
- “იდეების კიდობანის” ფარგლებში დაფინანსდა პროექტი
“მზის ენერგიის გამოყენება ილტოს დაცული ტერიტორიის მეზობელი სოფლების საკეთილდღეოდ”.
მზის ენერგიის მეშვეობით განათდა კიდევ ერთი ქართული სოფელი
ენერგოეფექტურობის ცენტრმა
ABCO-საქართველოსთან
ერთად, Winrock
International-ს ლიდერობით განახორციელა
საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის გარემოსადაცვითი ბიზნესისის დაფინანსების პროგრამის
(EBFP) პროექტი “საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის ენერგოეფექტურობის და განახლებად ენერგეტიკის საქმიანობის ბაზრის შესწავლა”.
პროექტი ითვალისწინებდა
ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგეტიკის ბაზრის შეფასებას და შეისწავლა:
საფინანსო, მიკრო-საფინანსო და ლიზინგის; ენერგეოეფექტურობის და
განახლებადი ენერგეტიკის ასათვისებელი მოწყობილობებისა და/ან
მომსახურეობის მომწოდებისა და ასეთი მოწყობილობებისა და/ან მომსახურეობის
მომხმარების პოტენციალი.
ტრეინინგი “თემის განვითარება და ენერგია”
G.E.ORG.I.A SYS - იტალიურ-ქართული ერთობლივი პროექტი
- გაზის და ელექტროენერგიის ორგანიზაციის ინტერაქტიული გაუმჯობესებული სისტემა
.
განახლებადი ენერგეტიკული ტექნოლოგიების ტრეინინგი
სათემო ორგანიზაციების /საინიციატივო ჯგუფებისათვის (CBO)
CFF OPET
OPET კავკასია
Synergy პროექტი
მდგრადი ენერგია ტუბერკულოზით დაავადებულთა სამსახურში
საქართველოსა და დსთ-ს ქვეყნებში ჰიდროელექტროსადგურების, კაშხალებისა და წყალსაცავების უსაფრთხოების კვლევა და მონიტორინგი
ენერგოეფექტურობა
საბინაო-სამშენებლო სექტორში
- თბილისის ოპერის და ბალეტის თეატრის გათბობა-ვენტილაციის სისტემის მოდერნიზაცია
(1998-1999 წწ).
გათბობისა
და ცხელ წყალმომარაგების ახალი სისტემის დადგმა თბილისში ერთ-ერთ
საცხოვრებელ კორპუსში, ESCO-ს პრინციპის დანერგვის მიზნით (2000 წ.)
ენერგოეფექტურობა სამრეწველო სექტორში -
მზის კოლექტორების დამონტაჟება რძის კომბინატ “ამალთეა”-ში
(1999-2000 წწ.). პროექტის შედეგად ყოველწლიურად იზოგება 517 მვტსთ. ელექტროენერგია.
ჰიდროენერგიის აღდგენა; ელექტროენერგიის განაწილების გაუმჯობესება
- საპილოტო პროექტი "სურამულა მჰესი"
(1999-2000). სურამულა მცირე ჰესზე დამონტაჟდა ადგილობრივი წარმოების 100 კვტ სიმძლავრის ჰიდროაგრეგატი.
მდგრადი ენერგია ტუბერკულოზით დაავადებულთა სამსახურში
(2003-2004 წწ).
დამკვეთი: ნიდერლანდების სამეფოს საელჩო.
ტუბერკულოზის
და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის ბავშვთა განყოფილების ავარიული
განათებისათვის მზის მიკრო-ფოტო-ელექტროსადგურის და მზის ორკონტურიანი
წყალგამაცხელებელი სისტემის მოწოდება–მონტაჟი. გარემოს კლიმატის
ცვლილების მექანიზმების პოპულარიზაცია.
ენერგიის დაზოგვა
- ბუკლეტის - "მითითებები მცირე ფერმერულ მეურნეობებში ბიოგაზის დანადგარის ასაშენებლად" შემუშავება, გამოქვეყნება და გავრცელება
(2001 წ.)
თბილისის მეტროპოლიტენისათვის ენერგიის დაზოგვის ღონისძიებების რეკომენდაციების შემუშავება (1999 წ.)