|
 |
 |
|
|
|
|
ცენტრის პერსონალი
 |
გიორგი აბულაშვილი -
დირექტორი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამთო მექანიკის ინსტიტუტის
მეცნიერ-მუშაკი. ძირითადი სფეროები - ენერგოეფექტურობა და მასთან
დაკავშირებული გარემოსდაცვითი საკითხები, ენერგო ეფექტურობის და
განახლებადი ენერგეტიკის პოლიტიკის ანალიზი. ადგილობრივი და საერთაშორისო პროექტების
მონაწილე და ინიციატორი 1996 წლიდან. |
|
 |
მანანა დადიანი -
განახლებადი ენერგიების სექტორის ხელმძღვანელი, ტექნიკურ მეცნიერებათა
კანდიდატი. საქართველოს ენერგეტიკისა და ენერგეტიკულ ნაგებობათა
სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი სპეციალისტი. მოღვაწეობის
ძირითადი სფეროებია ენერგოეფექტურობა, განახლებადი ენერგია. აქვს
საქართველოში მცირე ჰესების განვითარების ხანგრძლივი პრაქტიკული და
სამეცნიერო გამოცდილება. 9 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. 1998 წლიდან
მონაწილეობს სხვადასხვა საერთაშორისო პროექტებში. |
|
|
ლიანა ღარიბაშვილი -
საინფორმაციო-ანალიტიკური სექტორის ხელმძღვანელი. ინჟინერ-მშენებელი,
დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, აქვს მრავალწლიანი
გამოცდილება როგორც საინჟინრო, ისე მენეჯერულ საქმიანობაში. 1997 წლიდან
მუშაობს არასამთავრობო სექტორში, მონაწილეობდა მრავალ პროექტში, მათ შორის
USAID-ის მიერ დაფინანსებულ "რეგიონალური ენერგეტიკული კავშირების
განმტკიცების" პროექტში. |
|
|
თენგიზ ივანიძე -
ენერგო
სტატისტიკის / საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტი, დაამთავრა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, აქვს საერთაშორისო ენერგეტიკულ პროექტებში მონაწილეობის
მრავალწლიანი გამოცდილება.
ენერგოეფექტურობის ცენტრში მუშაობს 2001 წლიდან. |
|
 |
ელენე გვილავა - ცენტრში
მუშაობს 2009 წლიდან ენერგოეფექტურობის და
კლიმატის ცვლილების სფეროში. დაამთავრა საქართველოს ტექნიკური
უნივერსიტეტის ქიმიური და ბიოლოგიური ფაკულტეტი, სპეციალობით
„გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსების
რაციონალური გამოყენება". მიენიჭა
ბაკალავრის და მაგისტრის ხარისხი.
არასამთავრობო სექტორში
ჩართულია 2005 წლიდან, სხვადასხვა გარემოსდაცვითი
პროექტების განხორციელების მიმართულებით. |
|
 |
კონსტანტინნე ბარჯაძე - დაამთავრა საქართველოს ტექნიკური
უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი, სპეციალობით
სათბობ-ენერგეტიკული დარგების მენეჯმენტი. მიენიჭა საინჟინრო მეცნიერებათა
ბაკალავრის აკადემიური ხარისხი. ცენტრში მუშაობს 2010 წლიდან.
ძირითადი ამოცანები: ენერგეტიკული აუდიტების ჩატარება; ფოტო, აუდიო და
ვიდეო მასალების მომზადება; ყოველკვირეული საინფორმაციო ბიულეტენის
მომზადება. |
|
 |
ქეთევან მირიანაშვილი -
ოფისის ადმინისტრატორი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტის კურსდამთავრებული.
წარმატებით დაასრულა მართვის მოკლევადიანი სასწავლო კურსი ოფისის მენეჯმენტის/ადმინისტრირების სერტიფიკატით.
აქვს 13 წელზე მეტი სამუშაო გამოცდილება არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტებში.
აქედან 9 წელი ღონისძიების მენეჯმენტის სფეროში. |
|
 |
შორენა ლაბაძე - დაამთავრა ივანე
ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ფილოსოფია-სოციოლოგიის ფაკულტეტი.
გავლილი აქვს პროფესიონალ ბუღალტერთა ინსტიტუტის ACCA-s სერთიფიცირების
პროგრამა.
2018 წლიდან ცენტრში მუშაობს ადმინისტრაციულ-ფინანასური ასისტენტის
თანამდებობაზე. |
|
 |
ანდრო წეველიძე – პროექტის ასისტენტი. დამთავრებული აქვს ივანე
ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ზუსტი და
საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, ფიზიკის მიმართულებით. ასევე,
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების
ფაკულტეტი, ენერგეტიკის მართვისა და მდგრადი განვითარების სამაგისტრო
პროგრამა.
ენერგოეფექტურობის ცენტრში მუშაობს 2024 წლიდან, მონაწილეობს საერთაშორისო
დონორების მიერ დაფინანსებული პროექტების განხორციელებაში. მისი საქმიანობა
მოიცავს შენობების ენერგეტიკული მახასიათებლების სერტიფიცირების,
ენერგოეფექტური მშენებლობისა და მდგრადი ენერგეტიკული პრაქტიკის დანერგვის
ხელშეწყობას.
ასევე, ჩართულია ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტში, რომელიც მიზნად
ისახავს მცირე და საშუალო საწარმოებში ენერგოეფექტური და განახლებადი
ენერგიის მდგრადი ბიზნესპრაქტიკის დანერგვას, პროფესიული განათლებისა და
გადამზადების პროგრამების განვითარებას. შრომის ბაზრის მოთხოვნებზე
მორგებული კვალიფიკაციების ჩამოყალიბებას. მისი პროფესიული ინტერესები
მოიცავს ენერგოეფექტურობას, განახლებად ენერგიასა და მდგრად ენერგეტიკულ
განვითარებას. |
|
|
ცენტრის
კონსულტანტები |
|
 |
პროფ. თეიმურაზ გოჩიტაშვილი - ტექნიკურ
მეცნიერებათა დოქტორი. საინჟინრო-ენერგეტიკულ სფეროში პრაქტიკული და
სამეცნიერო მოღვაწეობის მრავალწლიანი გამოცდილება, 150-ზე მეტი სამეცნიერო
ნაშრომის და გამოგონების ავტორი.
- მინერალური რესურსების საერთაშორისო
აკადემიის წევრი (არჩეული)
- საქართველოს ეროვნული საინჟინრო აკადემიის
წევრი (არჩეული)
- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
სერტიფიკაციის სამეცნიერო საბჭოს წევრი
- საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამთო
მექანიკის ინსტიტუტის აკადემიური საბჭოს წევრი
- ნავთობის ეკონომიკის საერთაშორისო
ასოციაციის წევრი
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|