English Version

 

მთავარი გვერდი

მოღვაწეობა

მომსახურება

სიახლეები

პროექტები

პერსონალი

კალკულატორები

კონტაქტი

წინასაახალწლო მზადება და ენერგოეფექტურობა


 ავტომობილის ეფექტური მართვა

მართეთ გონივრულად

აგრესიული მართვა (ჩქარი სიარული, მკვეთრი აჩქარება და დამუხრუჭება) ზრდის საწვავის ხარჯს. ასეთმა მართვამ შეიძლება ტრასაზე საწვავის ხარჯი 33%–მდე გაზარდოს, ხოლო ქალაქში - 5%–მდე. გონივრული, მდორე მართვა გაცილებით უსაფრთხოა როგორც თქვენთვის ასევე სხვებისთვის, შესაბამისად თქვენ შეგიძლიათ დაზოგოთ საწვავის თანხაზე გაცილებით მეტი.

ავტომობილის მართვის მონიტორინგის მოწყობილობებს შეუძლიათ მართვის ეფექტურობის ამაღლება. საბოლოო კვლევის მიხედვით, მსგავს მოწყობილობებს შეუძლიათ საშუალო დონის მძღოლის გაუუმჯობესოს საწვავის ეკონომია დაახლოებით 3%–ით და შესაბამისად გაზარდოს საწვავის გარბენი 10%–ით.

საწვავის ეკონომიის სარგებელი: 5%-33%.

ბენზინის დანაზოგი ფულად ერთეულში: 0,06-0,40 ლარი/ლიტრი.

მოერიდეთ სახურავით ტვირთის გადატანას

ავტომობილის სახურავით ტვირთის გადატანა ზრდის აეროდინამიკურ წინააღმდეგობას (ქარის წინააღმდეგობა) და ამცირებს საწვავის ეკონომიას.

დიდი, ბლაგვი სახურავის მქონე საბარგულის შემთხვევაში ქალაქში შესაძლებელია საწვავის ეკონომიის შემცირება დაახლოებით 2%–დან 8%–მდე, ტრასაზე 6%–დან 17%–მდე, ხოლო საქალაქთაშორისო სიჩქარის შემთხვევაში (100-110 კმ/სთ) 10%–დან 25%–მდე.

უკანა საბარგულის გამოყენება ქალაქის პირობებში საწვავის ეკონომიას ამცირებს მხოლოდ 1–2%–ით, ხოლო 1–5%–მდე ტრასაზე.

თუ ხმარობთ გარე საბარგულს, მისი მოხსნა არა საჭირო პერიოდში დაზოგავს საწვავს და ფულს.

საწვავის ეკონომიის სარგებელი: 2%-17%

ბენზინის დანაზოგი ფულად ერთეულში: 0,02-0,20 ლარი/ლიტრი.
 

მოაშორეთ ჭარბი წონა

მოერიდეთ ავტომობილში არასაჭირო (განსაკუთრებით მძიმე) ნივთების შენახვას. თქვენს მანქანაში არსებული ყოველი დამატებითი 50 კგ სიმძიმე 1%–მდე ამცირებს საწვავის გარბენის მანძილს. აღნიშნული შემცირება დამოკიდებულია დამატებითი ტვირთის წონის პროცენტულობასა და მანქანის წონაზე. ზედმეტი ტვირთი, დიდ მანქანებთან შედარებით მეტ გავლენას ახდენს მცირე ზომის ავტომობილებზე.

 

მოერიდეთ გადაჭარბებული უქმი სვლის რეჟიმს

უქმი სვლის რეჟიმში მანქანა ერთ საათში მოიხმარს 0.8-2 ლიტრ საწვავს, რაც დამოკიდებულია ძრავის სიდიდესა და ჰაერის კონდიციონერის მოხმარებაზე. ჩააქრეთ ძრავი, როდესაც თქვენი ავტომობილი იმყოფება პარკინგზე. მანქანის ხელახალი დაქოქვა მხოლოდ რამოდენიმე წამს წაგართმევთ. აგრეთვე ძრავის ხშირმა ჩაქრობა/დაქოქვამ შეიძლება სტარტერის ცვეთა გაზარდოს.
თქვენს რეგიონში საწვავის შემცირების ხელშესაწყობად დაგეხმარებათ Clean Cities IdleBox Toolkit.
 


ენერგოეფექტურობის ცენტრი ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ!!!

 

| მთავარი გვერდი | მოღვაწეობა | მომსახურება | სიახლეები | პროექტები | პერსონალი | კონტაქტი |