მთავარი გვერდი

მოღვაწეობა

მომსახურება

სიახლეები

პროექტები

პერსონალი

სასარგებლო ბმულები

 

 

ეკოლოგიურად უსაფრთხო საშენი მასალების ელექტრონული კომერციის საერთაშორისო ქსელის განვითარება

დაფინანსებულია ღია საზოგადოების ინსტიტუტის მიერ (Open Society Institute) ეკონომიკური და ბიზნესის განვითარების პროგრამის ფარგლებში

ფონდი ღია საზოგადოების ინსტიტუტის(FOSI), შვეიცარული საქველმოქმედო ფონდის და საერთაშორისო ფინანსური კორპორაციის (IFC) “საპროექტო იდეების” ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს ენერგოეფექტურობის ცენტრმა მიიღო გრანტი “ეკოლოგიურად უსაფრთხო სამშენებლო მასალების ელექტრონული კომერციის საერთაშორისო ქსელის განვითარების’ პროექტის განსახორციელებლად.

მსოფლიოში კარგად განვითარებული ელექტრონული კომერცია სრულიად ახალი საქმიანობაა ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში და კერძოდ საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში რამოდენიმე ელექტრონული მაღაზია მოქმედებს, მათ მიერ შეთავაზებული მომსახურება შეზღუდულია- ისინი მხოლოდ რამოდენიმე სახეობის პროდუქციით ვაჭრობენ.

პროექტი ვირტუალურ სამყაროში განსაკუთრებული, ბაზარზე ორიენტირებული სერვის ცენტრის შექმნას ითვალისწინებს: ეკოლოგიურად უსაფრთხო სამშენებლო მასალების ელექტრონული კომერციის საერთაშორისო ქსელის შექმნას, რომლის მომხმარებელი იქნება ის მცირე და საშუალო მეწარმე, რომელიც აშენებს და ექსპლუატაციას გაუწევს ენერგოეფექტურ შენობებს, როგორც საქართველოში ასევე მეზობელ ქვეყნებში.

მიმდინარე პროექტის ძირითადი მიზნებია:

ენერგოეფექტური შენობების მშენებლობის და ექსპლუატაციის დარგში მოღვაწე კერძო ფირმების, არასამთავრობო და საქველმოქმედო ორგანიზაციებისათვის ეკოლოგიურად უსაფრთხო სამშენებლო მასალების ელექტრონული კომერციის ქსელის შექმნა და განხორციელება;

ეკონომიკურად მომგებიანი ინფრასტრუქტურის განვითარება, რომელიც გააუმჯობესებს და ხელს შეუწყოფს ენერგოეფექტური შენებობის მშენებლობას და ექსპლუატაციისათვის საჭირო პროდუქციის გაყიდვას, გავრცელებას და შეგროვებას.

“ეკოლოგიურად უსაფრთხო სამშენებლო მასალების ელექტრონული კომერციის საერთაშორისო ქსელი” მომხმარებელს სთავაზობს:

  • როგორც მწარმოებლებს, ასევე მომხმარებლებს საშუალება ექნებათ მიიღონ სხვადასხვა სახის მომსახურება და პროდუქცია, დაწყებული ენერგოეფექტური ნათურებიდან, დასრულებული წყალბადის საწვავი ელემენტებით და მაღალ-ტექნოლოგიური სამშენებლო მასალებით;

  • ელექტრონული კომერციისათვის საერთაშორისოდ აღიარებულ გადახდის მოქნილ სისტემას;

  • სამენოვან სისტემას - რუსული, ქართული, ინგლისური.

   
   


 | მთავარი გვერდი | პროექტები |