მთავარი გვერდი

მოღვაწეობა

მომსახურება

სიახლეები

პროექტები

პერსონალი

სასარგებლო ბმულები

ენერგოეფექტურობის პროგრამა საქართველოს თემებისათვის - "ენერგოავტობუსის” პროექტი

პროექტი “ენერგოეფექტურობის პროგრამა საქართველოს თემებისათვის – ენერგოავტობუსი”, რომელსაც ანხორციელებს ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო (ეეც), ინიცირებული და დაფინანსებულია BP და პარტნიორების და USAID-ის მიერ. Pპროექტი სამწლიანია და მისი სამიზნე აუდიტორია ძირითადად არის სოფლის მოსახლეობა, როგორც უფროსები ასევე ახალგაზრდები და მოზარდები. პროექტის ძირითადი მიზანია საქართველოს მოსახლეობის ცნობიერების გაზრდა ენერგიის ეფეტურად მოხმარებისა და ადგილზე ხელმისაწვდომი განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების კუთხით, იმისათვის რომ შემცირდეს ენერგო სიღარიბე და გარემოზე მავნე ზემოქმედება.

ენერგეტიკული საინფორმაციო რესურს-ცენტრი თავისი მოდელებით და სტენდებით - ენერგოავტობუსი - მნახველებს აწვდის ინფორმაციას იმ ღონისძიებების შესახებ, რომელთა საშუალებითაც მათ შეუძლიათ უფრო ეფექტურად მოიხმარონ ენერგია, განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებით გააუმჯობესონ და უსაფრთხო გახადონ გარემო მათ საცხოვრებელსა და მთლიანად თემში.

საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებასთან ერთად ენერგოავტობუსი ვიდეო მასალისა და ბროშურების საშუალებით დამთვალიერებლებს სთავაზობს ინსტრუქციებს “მარტივი თვითნაკეთი” მოწყობილობების დასამზადებლად, მსურველებს სთავაზობს კონსულტაციებს განახლებადი ენერგიის და ენერგოდამზოგავი ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ, განუმარტავს, თუ რა შედეგები მოყვება ენერგიის არაეფექტურად გამოყენებასა და გარემოს არასწორი მართვისას. ინფორმაცია, რომელსაც ენერგოავტობუსი აწვდის მნახველებს, მორგებულია ადგილობრივ ქართულ გარემოს, ის საშუალებას აძლებს დაინტერესებულ პირს ადგილობრივი ხელმისაწვდომი მასალების გამოყენებით, შეამციროს ენერგოდანახარჯები გარემოსთვის უსაფრთხო გზებით. დამთვალიერებლებს შეუძლიათ ენერგოავტობუსზე ნახონ განახლებადი ენერგოტექნოლოგიების მუშა მოდელები: მზის მინი ელექტროსადგური (სიმძლავრე 200 ვტ), მზის წყლის გამაცხელებელი (2 მ2), ქარის მიკრო ელექტროსადგური (სიმძლავრე 200 ვტ), რომლებიც ამარაგებენ ენერგოავტობუსს ცხელი წყლითა და ელექტროენერგიით. აქ ასევე გამოფენილია ენერგოეფექტური შეშის ღუმელი, ბიოგაზის დანადგარი, მიკრო ჰიდრო ელექტრო სადგური, სხვადასხვა სახის ეფექტური სამშენებლო და საიზოლაციო მასალები, ენერგოეფექტური ნათურები და სხვა ექსპონატები.

ენერგოავტობუსის პროექტი დაიწყო 2009 წლის 23 მარტს და მას შემდეგ, რაც დაასრულა გამოფენების მოწყობა თბილისის მოსახლეობისთვის, მაისის შუა რიცხვებიდან მოგზაურობა დაიწყო რეგიონებში. საქართველოში 10 რეგიონი და 67 რაიონია. (აფხაზეთის და სამაჩაბლოს გამოკლებით). პროექტის ხანგრძლივობის 3 წლის მანძილზე ენერგოავტობუსი სულ მცირე ორჯერ ესტუმრება თითოეულ რაიონს, სადაც შესაძლებელი იქნება მისვლა გზაზე უსაფრთხოდ გადაადგილების გათვალისწინებით.

მუშაობის 15 თვის განმავლობაში ენერგოავტობუსმა საქართველოს მასშტაბით გამოფენა გამართა თბილისში, რუსთავსა და, ქუთაისში, 45 რაიონული ცენტრში/პატარა ქალაქში და 137 სოფელში. თითოეული დასახლებული პუნქტის სტუმრობისას ენერგოავტობუსი დამთვალიერებელს სთავაზობს:

ენერგოავტობუსში გამოფენილი ექსპონატების დათვალიერება უფროსებისათვის და სკოლის მოსწავლეთათვის. თითოეულ დასახლებულ პუნქტში ვიზიტი ხორციელდება ადგილობრივი ხელისუფლების ხელშეწყობითა და დახმარებით. მოსახლეობის ინფორმირებისთვის განცხადებები წინასწარ ვრცელდება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. Uუმეტეს შემთხვევაში ენერგოავტობუსი ჩერდება დასახლებული პუნქტის ადმინისტრაციულ შენობასთან, ცენტრალურ პარკთან ან სხვა ხალხმრავალ ადგილზე. 2010 წლის ივნისის ბოლოსთვის ენერგოავტობუსის ვიზიტორების რიცხვმა მიაღწია 29611, მათ შორის უფროსები _ 15603 (75% მამაკაცი); სკოლის მოსწავლეები – 14008 (60% ვაჟი).

ენერგოავტობუსის დათვალიერებამდე მნახველებს ავტობუსის გარეთ დამონტაჟებულ ეკრანზე შეუძლიათ უყურონ მოკლე ვიდეო ფილმებს განახლებადი ენერგიების და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების შესახებ.

ტრეინინგები სკოლებში მოსწავლეებისთვის განახლებადი ენერგიების და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების გასაცნობად. ენერგოფექტურობის ცენტრის სპეციალისტები სკოლებში აკეთებენ პრეზენტაციას და სკოლის მოსწავლეების აწვდიან ინფორმაციას შემდეგ საკითხებზე: ტრადიციული ენერგო რესურსები, კლიმატის ცვლილება, განახლებადი ენერგო რესურსები, ენერგოეფექტურობის პოტენციალი და ტექნოლოგიები. Eენერგოავტობუსის 15 თვის მუშაობის განმავლობაში ტრეინინგი ჩაუტარდა 6957 მოსწავლეს და 581 მასწავლებელს. ტრეინინგის მსვლელობისას ცხადდება ესეების და ნახატების კონკურსის შესახებ და ხდება მოსწავლეების წახალისება ზემოთ აღნიშნულ ყოველწლიურ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. 2009 წელს მგავს კონკურსში სკოლის მოსწავლეების მიერ წარმოდგენილ იქნა 118 ნახატი და 27 ესე. გამარჯვებულთა დაჯილდოვება ხდება მდგრადი ენერგიის დღეს, რომელიც საქართველოში იმართება ევროკავშირის მდგრადი ენერგეტიკული კვირეულის ფარგლებში ყველა ის სკოლა, სადაც იმართება ტრეინინგი ღებულობს სარეკლამო მასალების კომპლექტს, რომელიც მოიცავს: ბროშურებს, ლიფლეტებს, პლაკატებს და კომპიუტერილი თამაშების და მოკლე ვიდეო ფილმების დისკს.

 ინდივიდუალური კონსულტაციები მოქალაქეებისათვის განახლებად ენერგო ტექნოლოგიებზე, ენერგოეფექტურ ღონისძიებებსა და სესხის აღების შესაძლებლობებზე. პროექტის ასისტენტები და ექსპერტი აწყობენ ექსკურსიებს და უწევენ დაინტერესებულ მოქალაქეებს ინდივიდუალურ კონსულტაციებს. ენერგოავტობუსის მუშაობის განმავლობაში 461 მოქალაქეს გაეწია ინდივიდუალური კონსულტაცია.

მედიასთან ურთიერთობა. ენერგო ავტობუსი, როგორც მოძრავი საინფორმაციო ცენტრი, ერთ-ერთი ძლიერი და ეფექტური საშუალებაა განახლებადი ენერგო ტექნოლოგიებისა და ენერგოეფექტური ღონისძიებების პოპულარიზაციისთვის ენერგიის ინდივიდუალურ მომხმარებლებს, მოზარდებსა და თავად მედია საშუალებებს შორის. მედიის აქტიური ჩართულობა აუცილებელი და მნიშვნელოვანია პროექტის წარმატებისათვის. დაგეგმილ რაიონში ვიზიტის წინ პროექტის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი გამოსცემს პრეს რელიზს მოცემული რაიონის მედია სივრცეში დასაქმებული ჟურნალისტებისთვის და ეპატიჟება მათ ენერგოავტობუსზე. მედიასთან მუშაობის ფარგლებში ხდება ჟურნალისტების წახალისება საგაზეთო სტატიების და სატელევიზიო სიუჟეტების ყოველწლიურ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. კონკურსის თემა როგორც სკოლის მოსწავლეების შემთხვევაში არის განახლებადი ენერგო ტექნოლოგიები და ენერგოეფექტური ღონისძიებები.

 პროექტის დაწყებიდან ენერგოავტობუსის საქმიანობას, განახლებადი ენერგო ტექნოლოგიებს და ენერგოეფექტურ ღონისძიებებს მიეძღვნა 13 სატელევიზიო და 5 რადიო სიუჟეტი, ასევე დაიბეჭდა 15 სტატია სხვადასხვა გამოცემებში.

საინფორმაციო მასალების გავრცელება. ენერგოავტობუსის ბიბლიოთეკა მნახველებს სთავაზობს სპეციალურად პროექტის ფარგლებში შემუშავებულ და დაბეჭდილ ბროშურებს, ლიფლეტებს, პლაკატებს თემატურ ვიდეო ფილმებს განახლებადი ენერგო ტექნოლოგიების და ენერგოეფექტური ღონისძიებების შესახებ და კომპიუტერულ თამაშებს “ააგე შენი სახლი”, და “შეცვალე ნათურა”. პროექტის განხორციელების პერიოდში გავრცელებულმა სხვადასხვა სახის საინფორმაციო მასალების ოდენობამ გადააჭარბა 25 000. ენერგოეფექტურობის ცენტრის მიერ სპეციალურად შედგენილი მასალების გარდა ენერგოავტობუსის ბიბლიოთეკა მოიცავს სხვა ორგანიზაციების მიერ მომზადებულ ბროშურებსა და ლიფლეტებსაც.

ენერგოავტობუსმა მისი საქმიანობის პირველ წელს მონაწილეობა მიიღო ისეთ მნიშვნელოვან ღონისძიებაში, როგორიც იყო მდგრადი ენერგიის დღე. პროექტის მიზნებიდან გამომდინარე, ენერგოეფექტურობის ცენტრმა, როგორც პროექტის ოპერატორმა ორგანიზაციამ, გამოიჩინა ინიციატივა და შეუერთდა ევროკავშირის მდგრადი ენერგიის კვირეულის (EUSEW 2010) კამპანიას, რომლის ფარგლებში მოხდა ერთდღიანი ღონისძიების ორგანიზება 2010 წლის 26 მარტს, ამ დღეს ჩატარდა შემდეგი ღონისძიებები:

  • ენერგოავტობუსის გამოფენა თბილისში.

  • სკოლის მოსწავლეთათვის ჩატარებულ კონკურსზე (საუკეთესო თემატური ნახატი და ესე) წარდგენილი ნამუშევრების გამოფენა და კონკურსში გამარჯვებულების დაჯილდოვების ცერემონიალი. თითოეულმა მონაწილემ მიიღო მონაწილეობის სერთიფიკატი და ენერგოდამზოგი ნათურა.

  • ჯგუფ “ვაკის პარკი”-ს თემატური კონცერტი ვაკის პარკის ღია საკონცერტო დარბაზში მდგრადი ენერგიის დღის ღონისძიებაში მონაწილეთათვის. Kკონცერტის მსვლელობისას წარმოდგენილი იქნა ლეონარდო დი კაპრიოს ვიდეო ფილმის “გლობალური დათბობა” ქართული სუბ-ტიტრებით.

  • საგაზეთო სტატიების და სატელევიზიო/რადიო სიუჟეტების ყოველწლიურ კონკურსში გამარჯვებულების დაჯილდოვების ცერემონიალი, აღნიშნული კონკურსი ორგანიზებული იყო ენერგოავტობუსის პროექტის არგლებში.

  • მდგრადი ენერგიის დღის ყველა ღონისძიება გაშუქებულ იქნა მოწვეული მედიის მიერ, კერძოდ მომზადდა და ეთერში გავიდა 10 სატელევიზიო და 8 რადიო სიუჟეტი, დაიბეჭდა 2 სტატია უცხოენოვან გაზეთში და 6 საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია მდგრადი ენერგიის დღის შესახებ.

მომავლისთვის დაგეგმილი ღონისძიებები ნაწილობრივ მოიცავს გასულ პერიოდში უკვე შესრულებული სამუშაოების განმეორებას.

  • გამოფენის მოწყობა დარჩენილ 21 რაიონში და დიდ ქალაქებში: ფოთი, ბათუმი, რის შემდგომაც მოხდება ენერგოავტობუსის განმეორებითი მოგზაურობა იმ რაიონებში, სადაც ენერგოავტობუსი წელიწადნახევრის განმავლობაში მართავდა გამოფენებს.

  • მოსწავლეებისა (ნახატი/პოსტერი, ესე/პროექტის იდეა) და ჟურნალისტებისთვის (საუკეთესო მედია ნამუშევარი) ყოველწლიური კონკურსის ორგანიზება, ჩატარება და გამარჯვებულების დაჯილდოვების ცერემონიალის მოწყობა მომავალი 2011-2012 (იგივე კვირას, როდესაც ჩატარდება მდგრადი ენერგეტიკული კვირეული ევროპაში) მდგრადი ენერგიის დღისთვის.

“ენერგოავტობუსი” მოქმედებაში

   
   
   
   
   
   
   
   
   
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ Facebook-ზე.

განახლებულია 2010 წლის 14 ივლისს.

| მთავარი გვერდი | პროექტები |