მთავარი გვერდი

მოღვაწეობა

მომსახურება

სიახლეები

პროექტები

პერსონალი

სასარგებლო ბმულები

 

 

ენერგეტიკული ტექნოლოგიების განვითარების ორგანიზაცია (OPET) არის ევროკომისიის ინიციატივა, რომლის მიზანია ინფორმაციის გავრცელება ახალი ინოვაციური ენერგო ტექნოლოგიების შესახებ. ეს ენერგო ტექნოლოგიები მოიცავს განახლებადი ენერგიის წყაროებს, ენერგიის რაციონალურ გამოყენებას მრეწველობაში, შენობებში და ტრანსპორტში, მყარ საწვავს და ნახშირწყალბადს.

თავდაპირველად OPET-ის ქსელი 39 ორგანიზაციას აერთიანებდა (ასოცირებულ პარტნიორებთან ერთად). ამჟამად მისი გეოგრაფია გაფართოვდა და მოიცავს 100-ზე მეტ პარტნიორ ორგანიზაციას 44 ქვეყანაში. ჩართულია ჩინეთი, ლათინური ამერიკა, სამხრეთ აფრიკა, კავკასია, რუსეთი და შავი ზღვის რეგიონი.

რა მიზნები გააჩნია OPET-ის ქსელს?

ძირითადი მიზანია ახალი ენერგოტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციების გავრცელება და ენერგოდამზოგი ტექნოლოგიების შედეგების პოპულარიზაცია. ახალი ტექნოლოგიები მოიცავს განახლებადი ენერგიების სფეროს, ითვალისწინებს ენერგიის რაციონალური გამოყენების დანერგვას სამრეწველო და საყოფაცხოვრებო სექტორში, ასევე ტრანსპორტის დარგში. OPET-ის ქსელი პასუხობს ბაზრის საინფორმაციო მოთხოვნილებას და აწვდის ყველა დაინტერესებულს ინფორმაციათა ბლოკებს გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით, თვითოეული ტექნიკური სექტორის შესაბამისად.

კონსორციუმი OPET კავკასია

1999 წელს ევროკომიიის მიერ OPET-ის ქსელის გაფართოების მიზნით მოწყობილ კონკურსში, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნის ენერგეტიკული ცენტრების მიერ წარდგენილ იქნა ერთობლივი საპროექტო განაცხადი "ასოცირებული OPET კავკასიის რეგიონისათვის". განაცხადი ჩაითვალა კონკურენტუნარიანად და გადაწყდა OPET-ის ქსელის გავრცელება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებზეც.


"OPET კავკასიის" წევრები გახდნენ ამიერკავკასიის ქვეყნების ახლად შექმნილი ენერგეტიკული ცენტრები, რომელთა დაარსებაში ადგილობრივ მთავრობებთან ერთად მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ევროგაერთიანებამ TACIS-ის პროგრამის საშუალებით.

საქართველოს კარგმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ, საქართველოს ენერგოეფექტურობის ცენტრის კავშირებმა აზერბაიჯანისა და სომხეთის ანალოგიურ ცენტრებთან, საერთაშორისო და ადგილობრივ პროექტების განხორციელების გამოცდილებამ განსაზღვრა საქართველოს ენერგოეფექტურობის ცენტრის, როგორც პროექტის კოორდინატორის როლი.

 | მთავარი გვერდი | პროექტები |